პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არშობილი ბავშვების მასობრივი მკვლელობა საქართველოში - ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს
არშობილი ბავშვების მასობრივი მკვლელობა საქართველოში - ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს

ჯან­დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს გან­ცხა­დე­ბით, უკა­ნო­ნო აბორ­ტებ­ზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სია.

უკა­ნო­ნო აბორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე ხუნ­და­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

დე­პუ­ტა­ტის ცნო­ბით, 2012 წელს აბორ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ 40 ათა­სი აბორ­ტი და­ფიქ­სირ­და, რაც მხო­ლოდ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მი­სი­ვე თქმით, არ არ­სე­ბობს არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. სა­ვა­რა­უ­დო გათ­ვა­ლე­ბით კი, დღე­ში და­ახ­ლო­ბით 100-150 აბორ­ტი კეთ­დე­ბა. რო­გორც დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე აცხა­დებს, ყო­ვე­ლი ხუთი ორ­სუ­ლი­დან სამი აბორ­ტს იკე­თებს.

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ უკა­ნო­ნო აბორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­თი ლი­ბე­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია, არც ერთ ევ­რო­პულ ქვეყ­ნა­ში არ არ­სე­ბობს. მან ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, სა­დაც უკა­ნო­ნო აბორ­ტის გა­კე­თე­ბა­ზე სას­ჯე­ლი სულ მცი­რე ერთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაა.

ცნო­ბით­ვის, ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით" უკა­ნო­ნო აბორ­ტი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით ვა­დით – 100-დან 240 სა­ა­თამ­დე, ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით 1-დან 2-წლამ­დე. იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო აბორ­ტი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რის მიერ, ან რა­მაც გა­მო­იწ­ვია შვი­ლოს­ნო­ბის სა­მუ­და­მო მოშ­ლა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი – ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით 3-წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 1-დან 3-წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით 3-წლამ­დე. უკა­ნო­ნო აბორ­ტი, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 3-დან 5-წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით 3-წლამ­დე.

დე­პუ­ტა­ტე­ბის დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის და მი­რი­ან წიკ­ლა­უ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით კი, უკა­ნო­ნო აბორ­ტი და­ის­ჯე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით ვა­დით 120-დან 300-სა­ა­თამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 1-დან 2-წლამ­დე, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით – თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 2-დან 4-წლამ­დე, საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით 3-წლამ­დე.

ასე­ვე მკაცრ­დე­ბა ნორ­მე­ბი იმ შე­თხვე­ვებ­ში, როცა უკა­ნო­ნო აბორ­ტმა გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 4-დან 6-წლამ­დე, საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით 3-წლამ­დე.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი სას­ჯე­ლის ფორ­მად ჯა­რი­მას აღარ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, აბორ­ტე­ბის თე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა კი­დევ ერთი ახა­ლი ნორ­მა მი­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­წყვე­ტის მიზ­ნით, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე 3-დღი­ა­ნი მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი პე­რი­ო­დი 5-დღემ­დე გა­ი­ზარ­და.

არშობილი ბავშვების მასობრივი მკვლელობა საქართველოში - ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს

არშობილი ბავშვების მასობრივი მკვლელობა საქართველოში - ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძეს განცხადებით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია.

უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეპუტატის ცნობით, 2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია. მისივე თქმით, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. სავარაუდო გათვალებით კი, დღეში დაახლობით 100-150 აბორტი კეთდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით ისეთი ლიბერალური დამოკიდებულება, რაც საქართველოშია, არც ერთ ევროპულ ქვეყნაში არ არსებობს. მან ევროპული სახელმწიფოები დაასახელა, სადაც უკანონო აბორტის გაკეთებაზე სასჯელი სულ მცირე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

ცნობითვის, ჯერ კიდევ მოქმედი "სისხლის სამართლის კოდექსით" უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით – 100-დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2-წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე. უკანონო აბორტი, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

ასევე მკაცრდება ნორმები იმ შეთხვევებში, როცა უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს.

ამასთან, აბორტების თემაზე პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი ნორმა მიიღო, რომლის მიხედვით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი 5-დღემდე გაიზარდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია