პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში შესაძლოა, ყვითელმა ავტობუსებმა აღარ იმოძრაოს - როგორ განახლდება დედაქალაქის ავტოპარკი
თბილისში შესაძლოა, ყვითელმა ავტობუსებმა აღარ იმოძრაოს - როგორ განახლდება დედაქალაქის ავტოპარკი

გა­უ­მარ­თა­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლა­ქის მე­რი­ამ 2006 წლი­დან და­ი­წყო ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა, ავ­ტო­ბუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ დრო­ის­თვის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია, ზა­ფხულ­ში მგზავ­რებს უკონ­დინ­ცი­ო­ნე­რო­ბა, ზამ­თარ­ში კი სი­ცი­ვე უქ­მნით დის­კომ­ფორ­ტს.

ამ პრობ­ლე­მებს ისიც ემა­ტე­ბა, რომ არც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და არც "ბოგ­და­ნის" ტი­პის დიდი ზო­მის ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და გა­რე­მოს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ გა­უ­მარ­თა­ვი ტრან­სპორ­ტია. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ელექტრო-ტრან­სპორ­ტით დე­და­ქა­ლა­ქის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა, თბი­ლის­ში ელექტრო-ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­მოჩ­დნენ. ამ სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) რე­გი­ო­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ ბრუ­ნო ბალ­ვა­ნე­რას­თან შეხ­ვედ­რა­ზეც იმ­სჯე­ლა.

ნარ­მა­ნი­ამ ხაზი გა­უს­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ავ­ტო­პარ­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტით ჩა­ნაც­ვლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რის­თვი­საც, მისი თქმით, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა ჩა­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა. გარ­და ამი­სა, და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, დე­და­ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა ახა­ლი ხი­დე­ბი და ეს­ტა­კა­დე­ბი, რაც ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს.

ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­მოყ­ვა­ნის სა­კი­თხი საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ცოტა ხნის წინ შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე­მაც გა­ნი­ხი­ლა. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ლა­პა­რა­კია ჰიბ­რი­დულ ან გაზ­სა და დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე ერ­თდრო­უ­ლად მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­ძე­ნა­ზე. და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია და მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა:

" ეს ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. და­აკ­ვირ­დით ამ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვს, მუხ­რუ­ჭებს, მა­შუქ ელე­მენ­ტებს... არა­ფე­რი არ აქვთ წეს­რიგ­ში და ნორ­მი­რე­ბუ­ლი. არა­და, ტექ­ნი­კურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად გა­დი­ან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­მოჰ­ყავთ სა­მუ­შა­ოდ...", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძემ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom

თბილისში შესაძლოა, ყვითელმა ავტობუსებმა აღარ იმოძრაოს - როგორ განახლდება დედაქალაქის ავტოპარკი

თბილისში შესაძლოა, ყვითელმა ავტობუსებმა აღარ იმოძრაოს - როგორ განახლდება დედაქალაქის ავტოპარკი

გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერიამ 2006 წლიდან დაიწყო ავტოპარკის განახლება, ავტობუსების დიდი ნაწილი ამ დროისთვის მოძველებულია, ზაფხულში მგზავრებს უკონდინციონერობა, ზამთარში კი სიცივე უქმნით დისკომფორტს.

ამ პრობლემებს ისიც ემატება, რომ არც მიკროავტობუსები და არც "ბოგდანის" ტიპის დიდი ზომის ავტობუსები არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები და გარემოს უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი სწორედ გაუმართავი ტრანსპორტია. ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო-ტრანსპორტით დედაქალაქის უზრუნველყოფაზე წინა ხელისუფლების პერიოდშიც აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.

უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თბილისში ელექტრო-ავტობუსები გამოჩდნენ. ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ბრუნო ბალვანერასთან შეხვედრაზეც იმსჯელა.

ნარმანიამ ხაზი გაუსვა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და ადაპტირებული ტრანსპორტით ჩანაცვლების აუცილებლობას, რისთვისაც, მისი თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქს სჭირდება ახალი ხიდები და ესტაკადები, რაც ქალაქში არსებული საცობების პრობლემას მოაგვარებს.

ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის საკითხი საკრებულოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ შალვა ოგბაიძემაც განიხილა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ლაპარაკია ჰიბრიდულ ან გაზსა და დიზელის საწვავზე ერთდროულად მომუშავე ავტობუსების შეძენაზე. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ტენდერი გამოცხადდება:

" ეს ყვითელი ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დააკვირდით ამ ავტობუსების გამონაბოლქვს, მუხრუჭებს, მაშუქ ელემენტებს... არაფერი არ აქვთ წესრიგში და ნორმირებული. არადა, ტექნიკურ დათვალიერებას სისტემატურად გადიან. ამის მიუხედავად, მაინც გამოჰყავთ სამუშაოდ...", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია