მზად ხართ გადაიხადოთ ლუდის დალევის სანაცვლოდ 150 ლარი? - ქუჩაში დალევის საფრთხეები და გამკაცრებული სანქციები

მზად ხართ გადაიხადოთ ლუდის დალევის სანაცვლოდ 150 ლარი? - ქუჩაში დალევის საფრთხეები და გამკაცრებული სანქციები

ბოლო დღეებია ქალაქში რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლუდის სმის გამო, ჯარიმის ოდენობა 150 ლარით განისაზღვრება. კანონი, რომლის საფუძველზე ეს ჯარიმა იწერება, უკვე წლებია მოქმედებს, თუმცა წინა ხელისუფლების მხარდამჭერები მაინც დღეს არსებულ მთავრობას სთხოვენ პასუხს. და მაინც, რამდენად სწორია ლუდის ქუჩაში დალევის კარძალვა?!

მაშინ, როცა ე.წ ლუდის სეზონი იწყება, ლუდის მოყვარულთა უმეტესობა სანაპიროზე იკრიბება, სადაც თითქმის ერთ კილომეტრზე დგანან. რა ქნას პატრულმა, უნდა დააჯარიმოს ეს ხალხი (და გადაჭარბებით უნდა შეასრულოს ბიუჯეტი), თუ თვალი დახუჭოს?! ისეთი სასმელი, როგორიც ლუდია, ვფიქრობ, დასაშვები უნდა იყოს, ან თუ მაინც ვკრძალავთ, ჯარიმის ოდენობას უნდა გადავხედოთ, რადგან ლუდის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ახალგაზრდაა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უმუშევრები არიან. არსებობს უალკოჰოლო ლუდიც და საინტერესოა, როგორ დაადგენს სამართალდამცავი, ლუდში ალკოჰოლის შემცველობას, თუ მათ ეკიპირებაში სპეც-ტესტერიც იქნება?!

იბადება მეორე კითხვაც, თუ ქუჩაში სმა იკრძალება, იგივე ეხება თუ არა ლიმონათს?! თუ არ ეხება, როგორ დაადგენს სამრთალდამცველი, თუ ლიმონათის ბოთლით დავლევ ალკოჰოლს?!

ბევრი წერს, რომ ქუჩაში დალევა არაესთეტიურია, თუმცა ეს ძალიან საკამათო საკითხია, რადგან ის, რაც ერთისთვის მოსაწონია, მეორესთვის მიუღებელია და პირიქით, და ზოგადად, ეთიკის საკითხი ძალიან სუბიექტური ცნებაა...

ჩემთვის, როგორც მშობლისთვის მიუღებელია სკვერში, სადაც შვილს ვასეირნებ,  3-4 კაცს ქეიფი რომ აქვს გაჩაღებული და შემდეგ ნასუფრალს იქვე ტოვებენ, თუმცა ამ დანატოვარის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს. ხომ არ აჯობებს გარემოზე კონტროლიც ისევე გავამკაცროთ, როგორც სმაზე კონტროლი?!

თითქმის დაუწერელი კანონია სამშობიაროში საქართველოს ახლადგაჩენილი მოქალაქის შამპანურით დალოცვა, ხშირად დალოცვა ეზოში ხდება. საინტერესოა, ეს არ არის კანონის დარღვევა? რადგან დაზღვევა ანაზღაურებს მშობიარობას, ამ კანონის დარღვევისას გადახდილი 150 ლარით შესაძლოა სახელმწიფომ მშობიარობის ფული ამოიღოს. თუ ეს ასეა, ხშირად იმდენი გულშემატკივარი ყავს პატარას, რომ არათუ მშობიარობის ფულს ამოიღებს ქვეყანა, არამედ მოგებაზეც გავა.

ბევრი, ვინც ამ აკრძალვის წინააღმდეგია, წერს, რომ ევროპაში სკვერებში ჩვეულებრივი მოვლენაა ლუდის სმა, თუმცა არასოდეს დასძენენ ხოლმე, რომ იქ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ცივილურად ხდება. სარგებლობენ ერთჯერადი ჭიქებით და გამოყენებულ ჭიქას ურნაში აგდებენ და არა იქვე, სადაც ისხდნენ. სხვათა შორის მსგავსი ფაქტები იშვიათია აზიაშიც, სამაგიეროდ, ქუჩაში სმის შემთხვევები უხვად გვხდება ჩვენი დიდი და "კეთილი" მეზობლის ქუჩებში.

ამბობენ, თითქოსდა ისეთ ქვეყანაში, სადაც სმის დიდი ხნის ტრადიციაა, მსგავსი აკრძალვები არ შეიძლება მოქმედებდეს. არადა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, სმის ტრადიციის ქვეყანა რომ ვართ, ზუსტად მაგიტომ "ტეხავს" ქუჩაში სმა. მეეჭვება ჩვენს რომელიმე წინაპარს ქუჩაში დაეწყო სმა და შემდეგ გალეშილი მთვრალი მისულიყო სახლში ან ქუჩაშივე აეტეხა დებოში.

გვინდა თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ იმპულსური ხალხი ვართ. ადვილია ჩვენი გაღიზიანება და მით უფრო მაშინ, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვართ და აქედან გამომდინარე, ვგონებ, ქუჩაში დალევის აკრძალვას გარკვეული დადებითი მხარე აქვს, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანიც, რომელსაც იმედია მალე გაეცემა პასუხი.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია