საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 ქვე­ყა­ნას გა­უ­უქ­მდა, 94 ქვეყ­ნის­თვის კი, კვლავ უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს დამ­ტკიც­და იმ ქვეყ­ნე­ბის სია, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 94-ს შე­ად­გენს. ამ 94 ქვე­ყა­ნას შო­რის კი, ტა­ბა­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არი­ან ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, აგ­რეთ­ვე მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ტუ­რის­ტე­ბის დიდი ნა­კა­დი შე­მო­დის.

უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნამ­დე, უვი­ზო რე­ჟი­მით 118 ქვე­ყა­ნა სარ­გებ­ლობ­და.

იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­თა­ნაც უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს, ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა 90 დღით შე­ეძ­ლე­ბათ, ნაც­ვლად ადრე გან­სა­ზღვრუ­ლი 360 დღი­სა.

ქვეყ­ნე­ბის სიას, რო­მელ­თა­ნაც უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

"უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბამ­დე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 118 სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში 360 დღით უვი­ზოთ ყოფ­ნა შე­ეძ­ლოთ. იმ ქვეყ­ნე­ბის სია კი, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად ვი­ზე­ბი არ დას­ჭირ­დე­ბათ კა­ნო­ნის ნაც­ვლად, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი.

თუკი აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ქარ­თუ­ლი ვი­ზე­ბის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას - სა­ზღვარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ახლა ვი­ზე­ბის აღე­ბა მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე ვიზა მხო­ლოდ "გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვე­ში" გა­ი­ცე­მა, ხოლო ამ "გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­საც" მთავ­რო­ბა და­ად­გენს.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ქარ­თვე­ლოს ვიზა 50 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა - რა ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, წინასწარი ინფორმაციით, 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს. ამ 94 ქვეყანას შორის კი, ტაბატაძის ინფორმაციით, არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა.

იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა.

ქვეყნების სიას, რომელთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების მიღებამდე ზემოაღნიშნული 118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოთ ყოფნა შეეძლოთ. იმ ქვეყნების სია კი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ დასჭირდებათ კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული.

თუკი აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას - საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ახლა ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევეში" გაიცემა, ხოლო ამ "განსაკუთრებულ შემთხვევებსაც" მთავრობა დაადგენს.

იხილეთ ასევე: საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია