სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს
"კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს

მო­მა­ვალ წელს "კა­ზან­ტი­პი" შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ჩა­ტარ­დეს "კა­ზან­ტი­პის" ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­მა­ვალ წელს, შე­საძ­ლოა, აღარ ჩა­ტარ­დეს. ამის მი­ზე­ზი კი, რო­გორც "კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კის" პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კი­ტა მარ­შუ­ნოკ­მა გა­ნა­ცხა­და, ის არის, რომ "კა­ზან­ტი­პის" ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხია და გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯის ამო­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მარ­შუ­ნო­კი უკ­მა­ყო­ფი­ლოა ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბით. რო­გორც მარ­შუ­ნო­კი აცხა­დებს, რვა­ჯერ და ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და ფა­სე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­პი­რე­ბა სულ სხვა იყო.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "კა­ზან­ტიპ­ზე" ჩა­მო­სუ­ლია 4-5 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, რაც ძა­ლი­ან ცო­ტაა და თუკი გა­წე­ულ და­ნა­ხარჯს ვერ ამო­ი­ღე­ბენ, სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა, რომ "კა­ზან­ტი­პი" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თუკი ხალ­ხი "კა­ზან­ტი­პის" ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო წავა, შე­იძ­ლე­ბა ეს ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ჩა­ტარ­დეს.

მარ­შუ­ნოკ­მა ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "კა­ზან­ტიპ­ზე" ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა. მან ქარ­თვე­ლებს მი­მარ­თა და "კა­ზან­ტი­პის" ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"მე მაქვს ასე­თი კი­თხვა: რა­ტომ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ხელს არ გვი­წყობს, ჩვენ გვსურს, რომ ასე­თი ლა­მა­ზი მუ­სი­კა ვა­ჩუ­ქოთ, სა­ქარ­თვე­ლო კი ზის და "ფე­ის­ბუქ­ში" გვი­ყუ­რებს ჩვენ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია", - აღ­ნიშ­ნა მარ­შუ­ნოკ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუკი ვინ­მე ფიქ­რობს, რომ "კა­ზან­ტიპს" მარ­ტო მი­ლი­ო­ნე­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან, ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან, რად­გან "კა­ზან­ტიპს" ეს­წრე­ბა ახალ­გაზ­რდო­ბა, ვი­საც ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა უყ­ვარს.

გარ­და ამი­სა, "კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კის" პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ გზე­ბი ჩა­კე­ტი­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რე­ბი ვერ ჩა­მო­დი­ან, მათ შო­რის, ვერც რუ­სე­თი­დან.

ნი­კი­ტა მარ­შუ­ნო­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­შა­ბა­თი­დან "კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კა­ში" შეს­ვლის ვი­ზე­ბი გა­ი­აფ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს

"კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს

მომავალ წელს "კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს "კაზანტიპის" ღონისძიება მომავალ წელს, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს. ამის მიზეზი კი, როგორც "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, ის არის, რომ "კაზანტიპის" ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხალხია და გაწეული დანახარჯის ამოღება შეუძლებელი იქნება.

მარშუნოკი უკმაყოფილოა ხალხის რაოდენობით, საცხოვრებელ სახლებში არსებული პირობებით, ასევე არსებული ფასებით. როგორც მარშუნოკი აცხადებს, რვაჯერ და ათჯერ გაიზარდა ფასები. მიუხედავად იმისა, რომ დაპირება სულ სხვა იყო.

მისივე განცხადებით, "კაზანტიპზე" ჩამოსულია 4-5 ათასი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა და თუკი გაწეულ დანახარჯს ვერ ამოიღებენ, საშუალება აღარ იქნება, რომ "კაზანტიპი" საქართველოში ჩატარდეს. მისივე განცხადებით, თუკი ხალხი "კაზანტიპის" ღონისძიებიდან უკმაყოფილო წავა, შეიძლება ეს ფესტივალი, საერთოდ ვეღარ ჩატარდეს.

მარშუნოკმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "კაზანტიპზე" ძალიან ცოტა ქართველი იმყოფება. მან ქართველებს მიმართა და "კაზანტიპის" ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზა.

"მე მაქვს ასეთი კითხვა: რატომ არის, რომ საქართველო ხელს არ გვიწყობს, ჩვენ გვსურს, რომ ასეთი ლამაზი მუსიკა ვაჩუქოთ, საქართველო კი ზის და "ფეისბუქში" გვიყურებს ჩვენ. ეს სერიოზული საკითხია", - აღნიშნა მარშუნოკმა.

მისივე თქმით, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ "კაზანტიპს" მარტო მილიონერები ესწრებიან, ძალიან ცდებიან, რადგან "კაზანტიპს" ესწრება ახალგაზრდობა, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს.

გარდა ამისა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გზები ჩაკეტილია და საქართველოში სტუმრები ვერ ჩამოდიან, მათ შორის, ვერც რუსეთიდან.

ნიკიტა მარშუნოკის ინფორმაციით, ორშაბათიდან "კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესვლის ვიზები გაიაფდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია