პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსი მხოლოდ "ზეციური ქორწინების" შემდეგ... - რა წერია "კაზანტიპის" კონსტიტუციაში
სექსი მხოლოდ "ზეციური ქორწინების" შემდეგ... - რა წერია "კაზანტიპის" კონსტიტუციაში

მუხ­ლი 1

კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კას გა­აჩ­ნია სა­ზღვრე­ბი, მაგ­რამ არ გა­აჩ­ნია ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ის არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც დრო­დად­რო თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა. რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქად ნე­ბის­მი­ე­რი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც თუნ­დაც მის­თვის­ვე გა­საკ­ვი­რად, რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა.

მუხ­ლი 2

კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კა - ყო­ფი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაა, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც ტი­რა­ნი პრე­ზი­დენ­ტი დგას. წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლის დრო­საც პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ თავს ირ­ჩევს, რი­თაც ინაღ­დებს ტო­ტა­ლი­ტა­რულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

მუხ­ლი 3

აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბას რეს­პუბ­ლი­კა­ში ახორ­ცი­ე­ლებს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხის საქ­მის აქ­ტი­ვის­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ხალ­ხი­დან მო­დი­ან. მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დის: სე­რი­ო­ზუ­ლად ლო­ყე­ბის გა­ბერ­ვა, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის შექ­მნა და ფო­ნის შექ­მნა, რომ ამ კა­ნო­ნებ­ზე რა­ი­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლია.

მუხ­ლი 4

კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კა არის უტო­პი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­უძ­ლებ­ლის მიღ­წე­ვა­ზე - თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი კლი­შე­ე­ბის­გან, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე და წეს­რიგ­ზე. რად­გან აე არ ხდე­ბა, რეს­პუბ­ლი­კა არარ­სე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა.

მუხ­ლი5

რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქედ მულ­ტი­ვი­ზის მფლო­ბე­ლი ით­ვლე­ბა. პი­რებს, რო­მელ­თაც ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა აქვთ, ცო­ცხალ რიგ­ში მო­უ­წევთ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის ლო­დი­ნი და შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ.

მუხ­ლი6

რეს­პუბ­ლი­კის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა "იყა­ვი, ვინც გინ­და და იცხოვ­რე, რო­გორც გინ­და". კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა "იმის­გან, რაც ხარ, გახ­დი, ვინც შე­გეძ­ლო გამ­ხდა­რი­ყა­ვი". მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბით არ სარ­გებ­ლო­ბენ, ით­ვლე­ბი­ან "იდი­ო­ტე­ბად", მა­თი­ვე ბრა­ლია და მათ­თვის­ვეა უა­რე­სი.

მუხ­ლი7

რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად ით­ვლე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი­სად­მი რწმე­ნა. სხვა რე­ლი­გი­ის აღმსა­რებ­ლე­ბი არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან კა­ნო­ნებს და ით­ვლე­ბი­ან ცი­ნი­კოს რე­ა­ლის­ტე­ბად, რომ­ლებ­თა­ნაც ჯობს კონ­ტაქ­ტში არ შეხ­ვი­დეთ, თუ გსურთ, რწმე­ნა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. პრინ­ციპ­ში მათ­თვის­ვეა უა­რე­სი.

მუხ­ლი8

რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძია მო­ხარ­შუ­ლი სი­მინ­დი და მო­ხა­ლუ­ლი მზე­სუმ­ზი­რა.

მუხ­ლი9

პლა­ჟი, ზღვა, მზე, ცა, პალ­მე­ბი და არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სი­ლა­მა­ზის გო­გო­ნე­ბი ით­ვლე­ბი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მო­ნა­გა­რად, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლე­ბი არი­ან და გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ.

მუხ­ლი10

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­ტე­ლი­გენ­ცია ით­ვლე­ბა კა­ზან­ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრი­ვი­ლი­გი­რე­ბულ ფე­ნად, რო­მელ­თაც უფ­ლე­ბა აქვთ, მი­ი­ღონ მი­ნის­ტრის პორ­ტფე­ლე­ბი, შე­ვიდ­ნენ ტუ­ა­ლეტ­ში ური­გოდ და მო­ი­პო­ვონ სა­ხალ­ხო დი­დე­ბა.

მუხ­ლი11

ფრი­კე­ბი არი­ან რეს­პუ­ლი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ნა­პო­ვა­რი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მუხ­ლი12

ნა­ცი­ო­ნა­ლურ სპორ­ტად ით­ვლე­ბა კა­იტ­სერ­ფინ­გი. თუ მო­ქა­ლა­ქეს ფრე­ნა შე­უძ­ლია, ეს გა­რან­ტი­ას აძ­ლევს, მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩა­რი­ცხვის და კა­ნო­ნის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა­ში.

მუხ­ლი13

რეს­პუბ­ლი­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჰიმ­ნია მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის­თვის ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გვრე­ლია.

მუხ­ლი14

სა­ხელ­მწი­ფო ფე­ტი­შე­ბია:

- რეს­პუბ­ლი­კის ვიზა

- ყვი­თე­ლი ჩე­მო­და­ნი ხა­ვერ­დის კი­დე­ე­ბით არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ატ­რი­ბუ­ტი და რეს­პუბ­ლი­კა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

- მანტრე­ბი:

• ცხოვ­რე­ბა საც­ვლე­ბის გა­რე­შე! მუ­დამ გა­ზა­ფხუ­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში!

• დაე, ყვე­ლა­ფე­რი იყოს ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და, იმი­ტომ, რომ ჩვენ ცუდი არა­ფე­რი გვინ­და!

• ეს მიწა ჩვე­ნია, ვი­საც არ მოგ­წონთ, ჯან­და­ბამ­დე გზა გქო­ნი­ათ!

მუხ­ლი15

რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­სა­სალ­მე­ბე­ლია სიყ­ვა­რუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­მოვ­ლი­ნე­ბით, გარ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბი­სა. მათ­თვის, ვინც ამას გვერდს აუვ­ლის, და­წე­სე­ბუ­ლია "სწრა­ფი ქორ­წი­ნე­ბის" ინ­სტი­ტუ­ტი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც უცებ შე­უყ­ვარ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, სწრა­ფად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ზე­ცი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა, ანუ გა­ი­ა­რონ "სწრა­ფი ქორ­წი­ნე­ბის" ცე­რე­მო­ნია. ზე­ცი­უ­რი კავ­ში­რის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია. ღმერ­თმა და­ლო­ცოს თქვე­ნი კავ­ში­რი!

მუხ­ლი16

კონ­სტი­ტუ­ცია სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი დო­კუ­მენ­ტია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მი­ნი­მუმ ერთხელ წა­კი­თხვა. კონ­სტი­ტუ­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­ივ­სოს და გა­ნახ­ლდეს მრა­ვალ­ჯერ, იმის მი­ხედ­ვით, რას მო­ი­ფიქ­რებს კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მე­ბის არ­ცოდ­ნა არ ათა­ვი­სუფ­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, რო­მელ­თაც მათი შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა და­ა­კის­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

სექსი მხოლოდ "ზეციური ქორწინების" შემდეგ... - რა წერია "კაზანტიპის" კონსტიტუციაში

სექსი მხოლოდ "ზეციური ქორწინების" შემდეგ... - რა წერია "კაზანტიპის" კონსტიტუციაში

მუხლი 1

კაზანტიპის რესპუბლიკას გააჩნია საზღვრები, მაგრამ არ გააჩნია ტერიტორიები, ის არის სახელმწიფო, რომელიც დროდადრო თავისუფლად გადაადგილდება. რესპუბლიკის დედაქალაქად ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ითვლება, რომელიც თუნდაც მისთვისვე გასაკვირად, რესპუბლიკის ცენტრში აღმოჩნდა.

მუხლი 2

კაზანტიპის რესპუბლიკა - ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომლის სათავეშიც ტირანი პრეზიდენტი დგას. წელიწადში ერთხელ ტარდება პრეზიდენტის არჩევნები, რომლის დროსაც პრეზიდენტი საკუთარ თავს ირჩევს, რითაც ინაღდებს ტოტალიტარულ-დემოკრატიულ ძალაუფლებას.

მუხლი 3

აღმასრულებელ და საკანონმდებლო ძალაუფლებას რესპუბლიკაში ახორციელებს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც სხვადასხვა სახის საქმის აქტივისტებისგან შედგება, რომლებიც ძირითადად ხალხიდან მოდიან. მინისტრის მოვალეობებში შედის: სერიოზულად ლოყების გაბერვა, კანონპროექტების შექმნა და ფონის შექმნა, რომ ამ კანონებზე რაიმე დამოკიდებულია.

მუხლი 4

კაზანტიპის რესპუბლიკა არის უტოპიური საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია შეუძლებლის მიღწევაზე - თავისუფლებაზე სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული კლიშეებისგან, მოქალაქეების მაღალგანვითარებულობაზე, დემოკრატიაზე, კულტურაზე და წესრიგზე. რადგან აე არ ხდება, რესპუბლიკა არარსებულად ითვლება.

მუხლი5

რესპუბლიკის მოქალაქედ მულტივიზის მფლობელი ითვლება. პირებს, რომელთაც ტურისტული ვიზა აქვთ, ცოცხალ რიგში მოუწევთ პოლიტიკური თავშესაფრის ლოდინი და შემდეგ დაუყოვნებლივ ექნებათ შესაძლებლობა, სრულფასოვანი მოქალაქის უფლებებით ისარგებლონ.

მუხლი6

რესპუბლიკის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა "იყავი, ვინც გინდა და იცხოვრე, როგორც გინდა". კონსტიტუციური აუცილებლობაა "იმისგან, რაც ხარ, გახდი, ვინც შეგეძლო გამხდარიყავი". მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი უფლებებით არ სარგებლობენ, ითვლებიან "იდიოტებად", მათივე ბრალია და მათთვისვეა უარესი.

მუხლი7

რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიად ითვლება სასწაულებისადმი რწმენა. სხვა რელიგიის აღმსარებლები არ ემორჩილებიან კანონებს და ითვლებიან ცინიკოს რეალისტებად, რომლებთანაც ჯობს კონტაქტში არ შეხვიდეთ, თუ გსურთ, რწმენა შეინარჩუნოთ. პრინციპში მათთვისვეა უარესი.

მუხლი8

რესპუბლიკის მოქალაქის ნაციონალური კერძია მოხარშული სიმინდი და მოხალული მზესუმზირა.

მუხლი9

პლაჟი, ზღვა, მზე, ცა, პალმები და არაამქვეყნიური სილამაზის გოგონები ითვლებიან ნაციონალურ მონაგარად, რომლებიც დაცულები არიან და გამოიყენებიან სახელმწიფოს მიერ.

მუხლი10

შემოქმედებითი ინტელიგენცია ითვლება კაზანტიპის საზოგადოების პრივილიგირებულ ფენად, რომელთაც უფლება აქვთ, მიიღონ მინისტრის პორტფელები, შევიდნენ ტუალეტში ურიგოდ და მოიპოვონ სახალხო დიდება.

მუხლი11

ფრიკები არიან რესპულიკის ნაციონალური მონაპოვარი და ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

მუხლი12

ნაციონალურ სპორტად ითვლება კაიტსერფინგი. თუ მოქალაქეს ფრენა შეუძლია, ეს გარანტიას აძლევს, მაღალ საზოგადოებაში ჩარიცხვის და კანონის მხარდაჭერის მოპოვებაში.

მუხლი13

რესპუბლიკის ოფიციალური ჰიმნია მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც პრეზიდენტისთვის ჟრუანტელის მომგვრელია.

მუხლი14

სახელმწიფო ფეტიშებია:

- რესპუბლიკის ვიზა

- ყვითელი ჩემოდანი ხავერდის კიდეებით არის განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ატრიბუტი და რესპუბლიკაში უვიზო მიმოსვლის საშუალებას იძლევა.

- მანტრები:

• ცხოვრება საცვლების გარეშე! მუდამ გაზაფხული მთელ მსოფლიოში!

• დაე, ყველაფერი იყოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ, რომ ჩვენ ცუდი არაფერი გვინდა!

• ეს მიწა ჩვენია, ვისაც არ მოგწონთ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

მუხლი15

რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისასალმებელია სიყვარული ნებისმიერი სახის გამოვლინებით, გარდა სექსუალური აღვირახსნილობისა. მათთვის, ვინც ამას გვერდს აუვლის, დაწესებულია "სწრაფი ქორწინების" ინსტიტუტი. მოქალაქეები, რომელთაც უცებ შეუყვარდებათ ერთმანეთი, საშუალება ეძლევათ, სწრაფად განახორციელონ ზეციური ქორწინება, ანუ გაიარონ "სწრაფი ქორწინების" ცერემონია. ზეციური კავშირის რაოდენობა განუსაზღვრელია. ღმერთმა დალოცოს თქვენი კავშირი!

მუხლი16

კონსტიტუცია სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტია და აუცილებელია მისი მინიმუმ ერთხელ წაკითხვა. კონსტიტუცია შეიძლება შეივსოს და განახლდეს მრავალჯერ, იმის მიხედვით, რას მოიფიქრებს კანონშემოქმედებითი ხელისუფლება და პრეზიდენტი. კონსტიტუციური ნორმების არცოდნა არ ათავისუფლებს მოქალაქეებს პასუხისმგებლობისგან, რომელთაც მათი შეუსრულებლობა დააკისრებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია