საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩიხურას" მხარდამჭერების აგრესიული პოლიტიკა: გადაიზრდება თუ არა გულშემატკივრების დაპირისპირება ქვეყნებს შორის დაძაბულობაში
"ჩიხურას" მხარდამჭერების აგრესიული პოლიტიკა: გადაიზრდება თუ არა გულშემატკივრების დაპირისპირება ქვეყნებს შორის დაძაბულობაში

სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" თა­მა­შებ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა. ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, "ჩი­ხუ­რას" თა­მა­შე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბით მთავ­რდე­ბა. ამის წა­მომ­წყე­ბი ხან ფეხ­ბურ­თე­ლია, ხან გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ხან ორი­ვე ერ­თად. მო­რი­გი ინ­ცი­დენ­ტი ბა­ქო­ში, "ნეფ­თჩი" – "ჩი­ხუ­რას" მატჩზე მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან, კერ­ძოდ ფან-კლუბ "ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გე­ბის" ბა­ნე­რის ტრი­ბუ­ნებ­ზე გან­თავ­სე­ბამ გა­მო­იწ­ვია. პლა­კატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კაა და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რით: "მე და­კარ­გუ­ლად არ ჩავ­თვლი იმას, რაც ჩემი ნე­ბით არ და­მით­მია". რუ­კა­ზე ზა­ქა­თა­ლა და კახი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ად იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რის შემ­დე­გაც ბა­ქოს "ნეფ­თჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" ფა­ნებს შო­რის ჩხუ­ბი მოხ­და. ჩხუ­ბის გამო რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და­კა­ვე­ბის მო­ტი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბაა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი, რო­გორც თა­ვად ყვე­ბი­ან, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის გა­და­ღე­ბის გამო გა­და­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტი სან­დრო გო­ჩაშ­ვი­ლი მომ­ხდარს ასე იხ­სნებს:

"რო­დე­საც თა­მა­ში დამ­თავ­რდა, მე და ჩემი ოპე­რა­ტო­რი გა­მო­ვე­დით სტა­დი­ო­ნის გა­რეთ, სა­დაც გვინ­დო­და, რომ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩაგ­ვე­წე­რა. ამ დროს და­ვი­ნა­ხეთ, რომ მათ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, არ­თმევ­დნენ დრო­შებს და ტე­ნიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის დიდ ავ­ტო­ბუს­ში. რო­დე­საც ჩვენ ამ კად­რებს ვი­ღებ­დით, ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა ჩვე­ნი და­კა­ვე­ბის, მოც­ვივ­დნენ, ჩაგვტე­ნეს მან­ქა­ნა­ში, ჩემს ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ. წაგ­ვარ­თვეს კა­მე­რა და წაგ­ვიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. იქ კი გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ ერთ რა­მეს, ვინ ყვი­რო­და "არ­მე­ნი­ას". ამა­ზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხი არ გვქონ­და და იქით ვე­კი­თხე­ბო­დით, თუ რატო დაგ­ვა­კა­ვეს და რა­ტომ და­ა­კა­ვეს ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ჩვენს და­კა­ვე­ბა­ზე მათ პა­სუ­ხი არ ჰქონ­დათ და გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ "არ­მე­ნი­ას" ყვი­როდ­ნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავი­ტან­დი­თო. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დავ­ყა­ვით", - გა­ნა­ცხა­და გო­ჩაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ ყვე­ლა მა­სა­ლა წა­უ­შა­ლეს, რაც სტა­დი­ო­ნის გა­რეთ ჰქონ­დათ გა­და­ღე­ბუ­ლი.

გუ­შინ­დელ ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ვად "ჩი­ხუ­რას" მწვრთნე­ლი სოსო ფრუ­ი­ძე. მისი თქმით, ვინც ეს რუკა ტრი­ბუ­ნა­ზე გა­მო­ფი­ნა, "ჩი­ხუ­რას" ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არაა.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ იმის გამო, რაც მოხ­და ტრი­ბუ­ნებ­ზე რუ­კის ჩა­მო­კი­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და მე­ზო­ბე­ლია. ვინც ეს რუქა ჩა­მო­კი­და, "ჩი­ხუ­რას" ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არაა, ჩვენს ნამ­დვილ ფა­ნებს კი მად­ლო­ბას ვუხ­დი მხარ­დაჭ­რის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ფრუ­ი­ძემ.

"ჩი­ხუ­რას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ გუნდს ამის შემ­დეგ სან­ქცია და­უ­წეს­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ნი­კო­ლოზ გო­გო­ტი­ძე კი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი დიდ უბე­დუ­რე­ბას გა­და­ურჩნენ ბა­ქოს "ნეფ­თჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო. რო­გორც გო­გი­ტი­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ბა­ქოს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თეს, რათა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნე­მუხ­ტათ.

"რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ქო­მა­გი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­კონ­სუ­ლოს და სა­ელ­ჩოს ჩა­რე­ვის შემ­დეგ ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი ქო­მა­გებ­თან ერ­თად წა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნა გო­გი­ტი­ძემ.

ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ისიც, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის ლა­გო­დე­ხის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს ლა­გო­დე­ხი­დან აც­ნო­ბეს, სა­ზღვა­რის ჩა­კეტვის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე იმ ფაქტს ასა­ხე­ლებს, რომ მათ­თან ამოქ­მედ­და კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2004 წელს ქვე­მოთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი მათ ქვე­ყა­ნა­ში არ და­იშ­ვე­ბა.

თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მი­ზე­ზით სა­ზღვარ­ზე არ გა­ა­ტა­რეს, ეჭ­ვო­ბენ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ბა­ქო­ში გუ­შინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტია.

თავ­ში ვწერ­დით, ტრა­დი­ცი­ად იქ­ცაო. ერთი კვი­რის წინ, "ჩი­ხუ­რა" - "ბურ­სას" მატჩში, ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მუმ­ლა­ძემ უხამ­სი ჟეს­ტით აღ­ნიშ­ნა გა­მარ­ჯვე­ბის გოლი თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის ტრი­ბუ­ნას­თან. ამ ფაქ­ტმა თურ­ქი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რის შემ­დე­გაც ორი­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­ნამ­დე კი იმა­ვე გულ­შე­მატ­კივ­რის ტრი­ბუ­ნი­დან, რომ­ლებ­მაც გუ­შინ ბა­ნე­რი გა­მო­ფი­ნეს "ნეფ­თჩის" სტა­დი­ონ­ზე, "ბურ­სას" ფეხ­ბურ­თელს ბოთ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი და­უ­ში­ნეს.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თუ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ა­ნა­ლი­ზებს (ამა­ში ხელს კლუ­ბიც შე­უ­წყობს) და მიხ­ვდე­ბა, რომ მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი პირ­ველ რიგ­ში, მათ საყ­ვა­რელ გუნდს ავ­ნებს. მით უმე­ტეს, რომ მსგავ­სი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბით შე­საძ­ლოა, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას შე­უქ­მნას პრობ­ლე­მე­ბი. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­ზღვარ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა და უკავ­შირ­დე­ბა თუ არა გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტი სა­ზღვარ­ზე პრობ­ლე­მე­ბის წარ­მოქ­მნას.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, Ambebi.ge

ნა­ხეთ ვი­დეო | რუ­კის გამო ჩი­ხუ­რა­სა და ნეფ­თჩის ფა­ნებ­მა იჩხუ­ბეს

"ჩიხურას" მხარდამჭერების აგრესიული პოლიტიკა: გადაიზრდება თუ არა გულშემატკივრების დაპირისპირება ქვეყნებს შორის დაძაბულობაში

"ჩიხურას" მხარდამჭერების აგრესიული პოლიტიკა: გადაიზრდება თუ არა გულშემატკივრების დაპირისპირება ქვეყნებს შორის დაძაბულობაში

საჩხერის "ჩიხურას" თამაშებზე დაძაბულობა და დაპირისპირება უკვე ტრადიციად იქცა. ზედიზედ მეორედ, "ჩიხურას" თამაშები სერიოზული ინციდენტებით მთავრდება. ამის წამომწყები ხან ფეხბურთელია, ხან გულშემატკივარი და ხან ორივე ერთად. მორიგი ინციდენტი ბაქოში, "ნეფთჩი" – "ჩიხურას" მატჩზე მოხდა. დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრების მხრიდან, კერძოდ ფან-კლუბ "ქართული სპორტის ქომაგების" ბანერის ტრიბუნებზე განთავსებამ გამოიწვია. პლაკატზე საქართველოს რუკაა დატანილი წარწერით: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". რუკაზე ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი.

აღნიშნულმა გააღიზიანა აზერბაიჯანელი გულშემატკივარი, რის შემდეგაც ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" ფანებს შორის ჩხუბი მოხდა. ჩხუბის გამო რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დააკავეს.

გულშემატკივრების დაკავების მოტივი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაა, ჟურნალისტები კი, როგორც თავად ყვებიან, ამ დაპირისპირების გადაღების გამო გადაიყვანეს განყოფილებაში. ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი მომხდარს ასე იხსნებს:

"როდესაც თამაში დამთავრდა, მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით სტადიონის გარეთ, სადაც გვინდოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩაგვეწერა. ამ დროს დავინახეთ, რომ მათ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ დროშებს და ტენიდნენ პოლიციის დიდ ავტობუსში. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვიღებდით, ერთ-ერთმა პოლიციელმა გასცა ბრძანება ჩვენი დაკავების, მოცვივდნენ, ჩაგვტენეს მანქანაში, ჩემს ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაგვართვეს კამერა და წაგვიყვანეს განყოფილებაში. იქ კი გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს, ვინ ყვიროდა "არმენიას". ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვქონდა და იქით ვეკითხებოდით, თუ რატო დაგვაკავეს და რატომ დააკავეს ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს დაკავებაზე მათ პასუხი არ ჰქონდათ და გულშემატკივრებზე ამბობდნენ, რომ "არმენიას" ყვიროდნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანდითო. განყოფილებაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით", - განაცხადა გოჩაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.

გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა თავად "ჩიხურას" მწვრთნელი სოსო ფრუიძე. მისი თქმით, ვინც ეს რუკა ტრიბუნაზე გამოფინა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არაა.

"ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა ტრიბუნებზე რუკის ჩამოკიდებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელია. ვინც ეს რუქა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არაა, ჩვენს ნამდვილ ფანებს კი მადლობას ვუხდი მხარდაჭრისთვის", - აღნიშნა ფრუიძემ.

"ჩიხურას" წარმომადგენელი, ბერიკა შუკაკიძე ვარაუდობს, რომ გუნდს ამის შემდეგ სანქცია დაუწესდება.

საქართველოს კონსული აზერბაიჯანში ნიკოლოზ გოგოტიძე კი აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი დიდ უბედურებას გადაურჩნენ ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო. როგორც გოგიტიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბაქოს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს, რათა მდგომარეობა განემუხტათ.

"რამდენიმე ქართველი ქომაგი იყო დაკავებული, თუმცა საკონსულოს და საელჩოს ჩარევის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს და საფეხბურთო გუნდი ქომაგებთან ერთად წამოვიდა საქართველოში", - აღნიშნა გოგიტიძემ.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც Ambebi.ge-ს ლაგოდეხიდან აცნობეს, საზღვარის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება.

თუმცა მოქალაქეები, რომლებიც ამ მიზეზით საზღვარზე არ გაატარეს, ეჭვობენ, რომ შეზღუდვების რეალური მიზეზი ბაქოში გუშინ მომხდარი ინციდენტია.

თავში ვწერდით, ტრადიციად იქცაო. ერთი კვირის წინ, "ჩიხურა" - "ბურსას" მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა მუმლაძემ უხამსი ჟესტით აღნიშნა გამარჯვების გოლი თურქი გულშემატკივრის ტრიბუნასთან. ამ ფაქტმა თურქი გულშემატკივარი და ფეხბურთელები გააღიზიანა, რის შემდეგაც ორივე გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მანამდე კი იმავე გულშემატკივრის ტრიბუნიდან, რომლებმაც გუშინ ბანერი გამოფინეს "ნეფთჩის" სტადიონზე, "ბურსას" ფეხბურთელს ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება თუ ქართველი გულშემატკივარი გაანალიზებს (ამაში ხელს კლუბიც შეუწყობს) და მიხვდება, რომ მსგავსი საქციელი პირველ რიგში, მათ საყვარელ გუნდს ავნებს. მით უმეტეს, რომ მსგავსი დაუფიქრებელი ქმედებით შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებთან საკუთარ ქვეყანას შეუქმნას პრობლემები. ახლა საინტერესოა, თუ როგორ წარიმართება საზღვარზე მდგომარეობა და უკავშირდება თუ არა გუშინდელი ინციდენტი საზღვარზე პრობლემების წარმოქმნას.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

ნახეთ ვიდეო | რუკის გამო ჩიხურასა და ნეფთჩის ფანებმა იჩხუბეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია