პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება" - ჩვილი, რომელმაც მამუკა ღლონტი გადარია
"ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება" - ჩვილი, რომელმაც მამუკა ღლონტი გადარია

მა­მუ­კა ღლონ­ტი ცოტა ხნის წინ ბა­ბუა გახ­და, მის უფ­როს ქა­ლიშ­ვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა... ამ­ბო­ბენ, შვი­ლი ხომ მა­გა­რია, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლი უფრო მა­გა­რი ყო­ფი­ლაო. ჰოდა, ამ პა­ტა­რა გო­გო­ნამ (სე­სი­ლი ავა­ლი­ა­ნი) მა­მუ­კა ბა­ბუა გა­და­რია. ის მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს შვი­ლიშ­ვილს უთ­მობს და მის აღ­ზრდა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს. "ამ­ბე­ბი.გე" მა­მუ­კა ღლონტს მის ახალ ამ­პლუ­ა­ზე სა­სა­უბ­როდ და­უ­კავ­შირ­და.

- მგო­ნი, თქვენ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მე­ტა­მორ­ფო­ზა მოხ­და...

- არ ვიცი, მე­ტა­მორ­ფო­ზას რას ეძა­ხით და არც ადრე ვყო­ფილ­ვარ ურჩხუ­ლი (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- კი, მაგ­რამ შვი­ლე­ბის სუ­რა­თე­ბი ასე არ გა­მო­გი­ფე­ნი­ათ "ფე­ის­ბუქ­ზე," რო­გორც ახლა შვი­ლიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, თუმ­ცა მათი პა­ტა­რა­ო­ბი­სას "ფე­ის­ბუ­ქი" არც იყო?..

- რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ხარ, სხვა ქი­მია გაქვს ორ­გა­ნიზ­მში და დი­დად ვერ ხვდე­ბი, შვი­ლის სა­ხით რა ბედ­ნი­ე­რე­ბა გარ­გუ­ნა ღმერ­თმა. შვი­ლიშ­ვილ­ზე უკვე სხვა ქი­მია იქ­მნე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა გიგ­როვ­დე­ბა და მე­ტად ხვდე­ბი, ეს რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა. გარ­და ამი­სა, შვი­ლიშ­ვი­ლი გაბ­რუ­ნებს ძველ დრო­ში, რო­დე­საც მის ასაკ­ში მა­ნამ­დე შენი შვი­ლი იყო, მაგ­რამ მა­შინ, რო­გორც უკვე ვთქვი, რა­ღა­ცებს კარ­გად ვერ ხვდე­ბო­დი. მოკ­ლედ, შვი­ლიშ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­ორ­მა­გებს. ამას წი­ნათ სე­სი­ლის­თან შეკ­ვე­თილ­ში ვი­ყა­ვი, ჩემი შვი­ლი თბი­ლის­ში იყო, და­მი­რე­კა და მი­საყ­ვე­დუ­რა, - რა­ტომ არ მი­რე­კავ, სულ და­გა­ვი­წყდიო. ვუ­თხა­რი, - მამა რო­გორ და­მა­ვი­წყდი, რო­დე­საც შენ, პა­ტა­რა აგერ ხელ­ში მყავ­ხარ აყ­ვა­ნი­ლი-მეთ­ქი? დიახ, მე და შენ ახლა აქ ვართ, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ შენ პა­ტა­რა ხარ-მეთ­ქი...

- რა ასაკ­ში გახ­დით მამა?

- 23 წლის ვი­ყა­ვი...

- რო­გო­რი გო­გო­ნაა სე­სი­ლი, ანუ ბა­ბუ­ის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ უკვე 6 თვის არის და სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი, უპ­რე­ტენ­ზიო, მხი­ა­რუ­ლი და კე­თი­ლია.

- მის ფო­ტოს რომ ვუ­ყუ­რებ, მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ჭკვი­ა­ნი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აქვს.

- სა­ერ­თოდ, სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ე.წ. "ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი," ვერ ვი­ტყვი, რომ სე­სი­ლი "ინ­დი­გოა," მაგ­რამ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი რომ არის, ამას ვხვდე­ბი. სა­ოც­რად თბი­ლია. მე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. ხელ­ში რომ მი­ჭი­რავს, ჩემ­გან არა­ვის­თან მი­დის და ვი­საც არ უნდა ეჭი­როს, ყვე­ლას­გან ჩემ­თან მო­დის. აი, ასე მა­გი­ჟებს...

- მგო­ნია, რომ გგავთ კი­დეც...

- პე­რი­ო­დე­ბი აქვს, რომ ხან მე მგავს, ხან მა­მა­მისს, ისე კო­პიო მა­მაა, ხან თა­მუ­ნას ჰგავს, ჩემს შვილს, ხან დე­ი­და­მისს, სულ იც­ვლე­ბა. ისე, კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­მა­მისს ჰგავს.

- სე­სი­ლი ახლა შეკ­ვე­თილ­ში ის­ვე­ნებს?

- ჰო, ახლა იქ ცხოვ­რობს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ხში­რად შეკ­ვე­თი­ლი­დან ბავ­შვის შე­სა­ხებ რე­პორ­ტა­ჟებს "ფე­ი­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით გვაწ­ვდით...

- რომ გა­იზ­რდე­ბა და მო­მა­ვალ წელს შეკ­ვე­თილ­ში ჩა­ვალთ, შე­და­რე­ბა ხომ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ერთი წლის წინ რო­გო­რი იყო? დილი 9 სა­ა­თი­დან ზღვა­შია. წყალ­ზე გიჟ­დე­ბა, არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რომ წყალ­ზე უარი თქვას, იქი­დან მისი ამოყ­ვა­ნა პრობ­ლე­მაა, სულ ზღვის­კენ მი­ი­წევს. სძი­ნავს ბუ­ნე­ბა­ში, მუდ­მი­ვად ჰა­ერ­ზეა, მოკ­ლედ, ნამ­დვი­ლი მა­უ­გლია.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას ურ­ჩევ­დით? თუ იმ რე­პორ­ტა­ჟებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ შეკ­ვე­თი­ლი­დან, ბავ­შვი კა­მე­რას­თან სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს...

- შვი­ლებ­თა­ნაც ასე ვი­ყა­ვი, რაც თვი­თონ უნ­დათ, ის უნდა გა­ა­კე­თონ, თუ ჟურ­ნა­ლის­ტი იქ­ნე­ბა, რა­ტო­მაც არა, მაგ­რამ ახლა მისი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ნამ­დვი­ლი თა­მა­შია...

- ვინ ზრდის პა­ტა­რას?

- დედა და ბე­ბია, იმის გამო, რომ თა­მუ­ნა მუ­შა­ობს, თუმ­ცა ახლა შვე­ბუ­ლე­ბა­შია და ბავ­შვთან არის. ისე კი, მას ძი­რი­თა­დად ბე­ბია და ბა­ბუა (მა­მუ­კა ღლონ­ტი. – ავტ.) ზრდი­ან.

- მოკ­ლედ, გა­გა­გი­ჟათ?

- კი, ადა­მი­ა­ნი სულ ხვა­ნა­ი­რი ხდე­ბი, რად­გა­ნაც იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის. სე­სი­ლი ხან­და­ხან ხელ­ში დიდ­ხანს რომ მი­ჭი­რავს, გული მიჩ­ქარ­დე­ბა. ვყვი­რი მერე, - გა­მო­მარ­თვით-მეთ­ქი, ეს იმ­დე­ნად დიდი სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლია, რომ ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლურ­და "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: მა­მუ­კა ღლონ­ტი: "ნა­ცე­ბი ხომ იყ­ვნენ გო­ი­მე­ბი, "ოც­ნე­ბა" ღრმა ყა­ნაა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება" - ჩვილი, რომელმაც მამუკა ღლონტი გადარია

"ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება" - ჩვილი, რომელმაც მამუკა ღლონტი გადარია

მამუკა ღლონტი ცოტა ხნის წინ ბაბუა გახდა, მის უფროს ქალიშვილს გოგონა შეეძინა... ამბობენ, შვილი ხომ მაგარია, მაგრამ შვილიშვილი უფრო მაგარი ყოფილაო. ჰოდა, ამ პატარა გოგონამ (სესილი ავალიანი) მამუკა ბაბუა გადარია. ის მთელ თავისუფალ დროს შვილიშვილს უთმობს და მის აღზრდაში სერიოზულად მონაწილეობს. "ამბები.გე" მამუკა ღლონტს მის ახალ ამპლუაზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

- მგონი, თქვენში სერიოზული მეტამორფოზა მოხდა...

- არ ვიცი, მეტამორფოზას რას ეძახით და არც ადრე ვყოფილვარ ურჩხული (სიცილით ამბობს)...

- კი, მაგრამ შვილების სურათები ასე არ გამოგიფენიათ "ფეისბუქზე," როგორც ახლა შვილიშვილის შემთხვევაში ხდება, თუმცა მათი პატარაობისას "ფეისბუქი" არც იყო?..

- როდესაც ახალგაზრდა ხარ, სხვა ქიმია გაქვს ორგანიზმში და დიდად ვერ ხვდები, შვილის სახით რა ბედნიერება გარგუნა ღმერთმა. შვილიშვილზე უკვე სხვა ქიმია იქმნება, გამოცდილება გიგროვდება და მეტად ხვდები, ეს რამხელა ბედნიერებაა. გარდა ამისა, შვილიშვილი გაბრუნებს ძველ დროში, როდესაც მის ასაკში მანამდე შენი შვილი იყო, მაგრამ მაშინ, როგორც უკვე ვთქვი, რაღაცებს კარგად ვერ ხვდებოდი. მოკლედ, შვილიშვილი ბედნიერებას გიორმაგებს. ამას წინათ სესილისთან შეკვეთილში ვიყავი, ჩემი შვილი თბილისში იყო, დამირეკა და მისაყვედურა, - რატომ არ მირეკავ, სულ დაგავიწყდიო. ვუთხარი, - მამა როგორ დამავიწყდი, როდესაც შენ, პატარა აგერ ხელში მყავხარ აყვანილი-მეთქი? დიახ, მე და შენ ახლა აქ ვართ, იმ განსხვავებით, რომ შენ პატარა ხარ-მეთქი...

- რა ასაკში გახდით მამა?

- 23 წლის ვიყავი...

- როგორი გოგონაა სესილი, ანუ ბაბუის თვალით დანახული შვილიშვილი?

- დავიწყოთ იმით, რომ უკვე 6 თვის არის და საოცარი ადამიანია. ძალიან გონიერი, უპრეტენზიო, მხიარული და კეთილია.

- მის ფოტოს რომ ვუყურებ, მართლაც საოცარი ჭკვიანი გამომეტყველება აქვს.

- საერთოდ, სხვანაირი ბავშვები მოდიან, ე.წ. "ინდიგო ბავშვები," ვერ ვიტყვი, რომ სესილი "ინდიგოა," მაგრამ ძალიან ჭკვიანი რომ არის, ამას ვხვდები. საოცრად თბილია. მე ძალიან ვუყვარვარ. ხელში რომ მიჭირავს, ჩემგან არავისთან მიდის და ვისაც არ უნდა ეჭიროს, ყველასგან ჩემთან მოდის. აი, ასე მაგიჟებს...

- მგონია, რომ გგავთ კიდეც...

- პერიოდები აქვს, რომ ხან მე მგავს, ხან მამამისს, ისე კოპიო მამაა, ხან თამუნას ჰგავს, ჩემს შვილს, ხან დეიდამისს, სულ იცვლება. ისე, კი ყველაზე მეტად მამამისს ჰგავს.

- სესილი ახლა შეკვეთილში ისვენებს?

- ჰო, ახლა იქ ცხოვრობს (სიცილით ამბობს)...

- ხშირად შეკვეთილიდან ბავშვის შესახებ რეპორტაჟებს "ფეიბუქის" საშუალებით გვაწვდით...

- რომ გაიზრდება და მომავალ წელს შეკვეთილში ჩავალთ, შედარება ხომ უნდა გავაკეთოთ, ერთი წლის წინ როგორი იყო? დილი 9 საათიდან ზღვაშია. წყალზე გიჟდება, არ არსებობს შემთხვევა, რომ წყალზე უარი თქვას, იქიდან მისი ამოყვანა პრობლემაა, სულ ზღვისკენ მიიწევს. სძინავს ბუნებაში, მუდმივად ჰაერზეა, მოკლედ, ნამდვილი მაუგლია.

- ჟურნალისტობას ურჩევდით? თუ იმ რეპორტაჟებს გავითვალისწინებთ შეკვეთილიდან, ბავშვი კამერასთან სერიოზულად მუშაობს...

- შვილებთანაც ასე ვიყავი, რაც თვითონ უნდათ, ის უნდა გააკეთონ, თუ ჟურნალისტი იქნება, რატომაც არა, მაგრამ ახლა მისი ჟურნალისტობა ნამდვილი თამაშია...

- ვინ ზრდის პატარას?

- დედა და ბებია, იმის გამო, რომ თამუნა მუშაობს, თუმცა ახლა შვებულებაშია და ბავშვთან არის. ისე კი, მას ძირითადად ბებია და ბაბუა (მამუკა ღლონტი. – ავტ.) ზრდიან.

- მოკლედ, გაგაგიჟათ?

- კი, ადამიანი სულ ხვანაირი ხდები, რადგანაც იმხელა სიყვარული მოდის. სესილი ხანდახან ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება. ვყვირი მერე, - გამომართვით-მეთქი, ეს იმდენად დიდი სიხარული და სიყვარულია, რომ ნამდვილი სასწაულია.

ლალი ფაცია

სპეციალურდა "ამბები.გე"-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ: მამუკა ღლონტი: "ნაცები ხომ იყვნენ გოიმები, "ოცნება" ღრმა ყანაა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია