კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევოლუცია "დინამოში": კლუბიდან ფეხბურთელები, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს
რევოლუცია "დინამოში": კლუბიდან ფეხბურთელები, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა | გი­ორ­გი ლო­რია "დი­ნა­მო­დან" გა­უშ­ვეს

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, ყა­ზა­ხურ "აქ­ტო­ბეს­თან" თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მტკივ­ნე­ულ მარ­ცხს კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე რო­მან ფი­ფი­ას მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა - ეს კუ­ლუ­ა­რუ­ლად იყო ცნო­ბი­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს 12 სა­ათ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან გა­ი­გებს.

თუმ­ცა "ლე­ლომ" და­ას­წრო მოვ­ლე­ნებს და თა­ვი­სი წყა­რო­ე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს მო­უ­ყა­რა თავი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ფი­ფი­ამ გა­უშ­ვა არა მხო­ლოდ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი მი­ხალ ბი­ლე­კი, არა­მედ "დი­ნა­მო­ში" ბოლო ხანს მო­სუ­ლი ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი - რა­დეკ დო­სო­უ­დი­ლი, რა­ფა­ელ გარ­სია და რაფა ჯორ­და, პლუს ამათ, მა­ნამ­დე­ლი ეპო­ქის ლე­გი­ო­ნე­რი - პატ­რიკ ვუო.

რო­გორც ჩანს, ფი­ფი­ას მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აუვ­სო ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რის უნა­ყო­ფო მცდე­ლო­ბებ­მა და გუნ­დის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დი­ნა­მო­დან" 25 წელ­ზე უფ­როს ყვე­ლა მო­თა­მა­შეს უშ­ვე­ბენ, მათ შო­რის - გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვილს, ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვილს, თორ­ნი­კე გორ­გი­აშ­ვილს, და­ვით კვირ­კვე­ლი­ას, გი­ორ­გი ხი­დე­შელს...

კლუბ­თან კონ­ტრაქ­ტი ისე­დაც უმ­თავ­რდე­ბა ოთარ მარ­ცვა­ლა­ძეს, რომ­ლი­თაც, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის პირ­ველ ლი­გა­ში აღ­ზე­ვე­ბუ­ლი "ტოს­ნოა" და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მე­რე­ბაშ­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, მას წი­ნა­და­დე­ბა თურ­ქუ­ლი კლუ­ბის­გან აქვს.

გუნდში რჩე­ბი­ან მე­კა­რე გი­ორ­გი ლო­რია და ნა­ხე­ვარმცვე­ლი გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე.

ფი­ფია "დი­ნა­მოს" სპორ­ტულ დი­რექ­ტორ ირაკ­ლი ვა­შა­კი­ძე­საც შე­ე­ლია, რაც ზო­გა­დად, სა­კად­რო პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბას ნიშ­ნავს. რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ მწვრთნელს - დღეს ამ როლ­ში თბი­ლი­სუ­რი კლუ­ბის დუბ­ლშე­მად­გენ­ლო­ბის დამ­რი­გე­ბელს, კახი გო­გი­ჩა­იშ­ვილს წა­რად­გე­ნენ - ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და და­ზუს­ტე­ბუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თავ­კა­ცო­ბით, "დი­ნა­მოს" 19-წლამ­დელ­თა გუნ­დმა პრეს­ტი­ჟუ­ლი ტურ­ნი­რი - "რუ­რის თასი" მო­ი­გო. ფი­ფი­ამ სწო­რედ იქ ნახა საქ­მე­ში ეს გუნ­დი და ისე მო­ი­ხიბ­ლა ჭა­ბუკ დი­ნა­მო­ელ­თა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, გა­და­წყვი­ტა, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­თვის მთა­ვა­რი გუნ­დის სა­ჭეც ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რევოლუცია "დინამოში": კლუბიდან ფეხბურთელები, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს

რევოლუცია "დინამოში": კლუბიდან ფეხბურთელები, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს

ბოლო განახლება | გიორგი ლორია "დინამოდან" გაუშვეს

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყაზახურ "აქტობესთან" თბილისის "დინამოს" მტკივნეულ მარცხს კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას მწვავე რეაქცია მოჰყვა - ეს კულუარულად იყო ცნობილი. ამ გადაწყვეტილებებზე, უკვე ოფიციალურად, საზოგადოება დღეს 12 საათზე დანიშნული პრესკონფერენციიდან გაიგებს.

თუმცა "ლელომ" დაასწრო მოვლენებს და თავისი წყაროებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოუყარა თავი. როგორც ირკვევა, ფიფიამ გაუშვა არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი, არამედ "დინამოში" ბოლო ხანს მოსული ყველა ფეხბურთელი - რადეკ დოსოუდილი, რაფაელ გარსია და რაფა ჯორდა, პლუს ამათ, მანამდელი ეპოქის ლეგიონერი - პატრიკ ვუო.

როგორც ჩანს, ფიფიას მოთმინების ფიალა აუვსო ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის უნაყოფო მცდელობებმა და გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, "დინამოდან" 25 წელზე უფროს ყველა მოთამაშეს უშვებენ, მათ შორის - გიორგი მერებაშვილს, ელგუჯა გრიგალაშვილს, თორნიკე გორგიაშვილს, დავით კვირკველიას, გიორგი ხიდეშელს...

კლუბთან კონტრაქტი ისედაც უმთავრდება ოთარ მარცვალაძეს, რომლითაც, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის პირველ ლიგაში აღზევებული "ტოსნოა" დაინტერესებული. მერებაშვილს რაც შეეხება, მას წინადადება თურქული კლუბისგან აქვს.

გუნდში რჩებიან მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე.

ფიფია "დინამოს" სპორტულ დირექტორ ირაკლი ვაშაკიძესაც შეელია, რაც ზოგადად, საკადრო პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - დღეს ამ როლში თბილისური კლუბის დუბლშემადგენლობის დამრიგებელს, კახი გოგიჩაიშვილს წარადგენენ - ინფორმაცია გადამოწმებული და დაზუსტებულია.

შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, გოგიჩაიშვილის თავკაცობით, "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა პრესტიჟული ტურნირი - "რურის თასი" მოიგო. ფიფიამ სწორედ იქ ნახა საქმეში ეს გუნდი და ისე მოიხიბლა ჭაბუკ დინამოელთა ბრძოლისუნარიანობით, გადაწყვიტა, გოგიჩაიშვილისთვის მთავარი გუნდის საჭეც ჩაებარებინა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია