პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?
გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?

გა­შორ­და თუ არა გიგი უგუ­ლა­ვა ცოლს? - კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ­მა მერ­მა, ბრალ­დე­ბულ­მა უგუ­ლა­ვამ მის მე­უღ­ლეს­თან, ლელა კი­ლა­ძეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­ა­ფორ­მა, თუმ­ცა იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გაყ­რა მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს.

გიგი უგუ­ლა­ვას სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან და ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, ეს გახ­და მი­ზე­ზი ცოლ­თან და­შო­რე­ბის - კერ­ძოდ, უგუ­ლა­ვა ში­შობს, მისი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცია არ მოხ­დეს და სრუ­ლად არ გა­ა­კოტ­რონ. გაყ­რის შემ­თხვე­ვა­ში კი, მე­უღ­ლე­ე­ბის ქო­ნე­ბა გა­ი­ყო­ფა და კი­ლა­ძის ნა­წი­ლი მა­ინც გა­და­ურ­ჩე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ბა­ლანსზე გა­და­ცე­მას.

თუ კი პა­ტი­მა­რი უგუ­ლა­ვა­სა და მისი მე­უღ­ლის ფორ­მა­ლურ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეა, ეს ნამ­დვი­ლად ფორ­მა­ლუ­რი გაყ­რაა.

ლელა კი­ლა­ძე გი­გის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა. მათ მეტ-ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვთ.

ლელა კი­ლა­ძე სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ცდი­ლობს, გი­გის სი­ახ­ლო­ვეს, წინა რიგ­ში დაჯ­დეს. პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე კი, ისი­ნი მი­მი­კე­ბით სა­უბ­რო­ბენ. ბოლო პრო­ცეს­ზე გიგი უგუ­ლა­ვამ ლე­ლას წო­ნა­ში დაკ­ლე­ბაც ახა­რა. აჩ­ვე­ნა, რომ პი­ჯა­კი გა­უ­დიდ­და, რა­საც სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში მე­გობ­რე­ბის ხარ­ხა­რი მოჰ­ყვა.

ეს რაც შე­ე­ხე­ბა უგუ­ლა­ვას "ახალ დი­ე­ტას", - გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას კი უგუ­ლა­ვას ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ლა­ია არ ადას­ტუ­რებს.

ჩვენ ლელა კი­ლა­ძეს­თა­ნაც ვცა­დეთ და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ შედ­გა, მის მო­ბი­ლურ­ზე რო­გორც ჩანს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მია და­ყე­ნე­ბუ­ლი და უცხო ნომ­რე­ბი­დან და­კავ­ში­რე­ბა რთუ­ლია.

უგუ­ლა­ვას ად­ვო­კატ­მა კი გვი­თხრა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია აბ­სურ­დუ­ლია.

ბექა ბა­სი­ლა­ია:

- გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას არ ედა­ვე­ბი­ან არ­ცერთ ბრალ­ში, რომ პი­რა­დი სარ­გებ­ლის­თვის მო­იხ­მა­რა რა­ი­მე. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის რა­ი­მეს ჩა­მორ­თმე­ვის თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რაც გი­რა­ო­ში ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი სი­დედ­რის ბი­ნის სა­ხით, რომ­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში წა­ღე­ბა უნ­დო­და სა­ხელ­მწი­ფოს. არ არ­სე­ბობს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის საფრ­თხე.

- არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გიგი უგუ­ლა­ვა, სწო­რედ კონ­ფის­კა­ცი­ის საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­შორ­და მე­უღ­ლეს ფორ­მა­ლუ­რად …

- არა რა სი­სუ­ლე­ლეა, სა­ი­დან მო­გაქვთ ეს ჭო­რე­ბი? ეს არის სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე. არც ფორ­მა­ლუ­რი, არც ფაქ­ტობ­რი­ვი, რა­ი­მე მსგავ­სი არ არ­სე­ბობს. გიგი უგუ­ლა­ვას­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი თე­ო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ იძ­ლე­ვა, რომ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ჩა­მო­ერ­თვას რა­ი­მე ქო­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის­გან ისიც გა­ვი­გეთ, რომ უგუ­ლა­ვას სა­კან­ში არც მა­ცი­ვა­რი აქვს და არც ტე­ლე­ვი­ზო­რი. ასე­ვე, არ აქვს ლამ­ფა, ღამე რომ იკი­თხოს. ეს ნივ­თე­ბის მის­თვის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჯერ არ გა­და­უ­ცია. დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი უკვე თით­ქმის ერთი თვეა, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა.

გე­ნა­დი მუშ­კუ­დი­ა­ნი

ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: პა­ტი­მარ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი

გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?

გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?

გაშორდა თუ არა გიგი უგულავა ცოლს? - კულუარებში ამბობენ, რომ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, ბრალდებულმა უგულავამ მის მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ოფიციალური განქორწინება გააფორმა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გაყრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებას ედავებიან და ჩვენი წყაროს ცნობით, ეს გახდა მიზეზი ცოლთან დაშორების - კერძოდ, უგულავა შიშობს, მისი ქონების კონფისკაცია არ მოხდეს და სრულად არ გააკოტრონ. გაყრის შემთხვევაში კი, მეუღლეების ქონება გაიყოფა და კილაძის ნაწილი მაინც გადაურჩება სახელმწიფოს ბალანსზე გადაცემას.

თუ კი პატიმარი უგულავასა და მისი მეუღლის ფორმალურ განქორწინებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნამდვილად ფორმალური გაყრაა.

ლელა კილაძე გიგის სასამართლო პროცესებს ყოველთვის ესწრება. მათ მეტ-ნაკლებად კონტაქტის საშუალებაც აქვთ.

ლელა კილაძე სასამართლოს დარბაზში ცდილობს, გიგის სიახლოვეს, წინა რიგში დაჯდეს. პროცესის დაწყებამდე კი, ისინი მიმიკებით საუბრობენ. ბოლო პროცესზე გიგი უგულავამ ლელას წონაში დაკლებაც ახარა. აჩვენა, რომ პიჯაკი გაუდიდდა, რასაც სასამართლოს დარბაზში მეგობრების ხარხარი მოჰყვა.

ეს რაც შეეხება უგულავას "ახალ დიეტას", - განქორწინებაზე ინფორმაციას კი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია არ ადასტურებს.

ჩვენ ლელა კილაძესთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო კავშირი არ შედგა, მის მობილურზე როგორც ჩანს, განსაკუთრებული რეჟიმია დაყენებული და უცხო ნომრებიდან დაკავშირება რთულია.

უგულავას ადვოკატმა კი გვითხრა, რომ განქორწინებაზე ინფორმაცია აბსურდულია.

ბექა ბასილაია:

- გიორგი უგულავას არ ედავებიან არცერთ ბრალში, რომ პირადი სარგებლისთვის მოიხმარა რაიმე. შესაბამისად, მისთვის რაიმეს ჩამორთმევის თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს, გარდა იმისა, რაც გირაოში ჰქონდა ჩადებული სიდედრის ბინის სახით, რომლის საკუთრებაში წაღება უნდოდა სახელმწიფოს. არ არსებობს გიორგი უგულავას ქონების კონფისკაციის საფრთხე.

- არსებობს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა, სწორედ კონფისკაციის საფრთხიდან გამომდინარე დაშორდა მეუღლეს ფორმალურად …

- არა რა სისულელეა, საიდან მოგაქვთ ეს ჭორები? ეს არის სრული სისულელე. არც ფორმალური, არც ფაქტობრივი, რაიმე მსგავსი არ არსებობს. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდებები თეორიულ შესაძლებლობასაც არ იძლევა, რომ გიორგი უგულავას ჩამოერთვას რაიმე ქონება.

ადვოკატისგან ისიც გავიგეთ, რომ უგულავას საკანში არც მაცივარი აქვს და არც ტელევიზორი. ასევე, არ აქვს ლამფა, ღამე რომ იკითხოს. ეს ნივთების მისთვის ციხის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუცია. დედაქალაქის ყოფილი მერი უკვე თითქმის ერთი თვეა, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება.

გენადი მუშკუდიანი

ambebi.ge

იხილეთ ასევე: პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია