მსოფლიო
სამხედრო
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით

ფეს­ტი­ვალ "კა­ზან­ტიპ­ში" ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვი­საც და ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვი­საც, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­და­წყდა, რომ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ ე.წ. "კა­ზან­ტი­პი" ა.წ. 20-30 აგ­ვის­ტოს ჩა­ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ცხოვ­რის კვარ­თი­სა და ღვთის­მშობ­ლის სა­მოს­ლის მცველ ჩვენს კურ­თხე­ულ ქვე­ყა­ნა­ში და თა­ნაც მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა­ში.

"კა­ზან­ტი­პის" მომ­წვე­ვის, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი სი­გუ­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში ამ "ფეს­ტი­ვა­ლის" და­მა­არ­სებ­ლის, ნი­კი­ტა მარ­შუ­ნო­კის თქმით",წელს ანაკ­ლი­ა­ში არ იქ­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სი, მაგ­რამ იქ­ნე­ბა ხმა, გა­ნა­თე­ბა, კარ­გი გან­წყო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი". ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ხე­ლიც შე­უც­ვა­ლეს ("რე­ა­ლო­ბის ან­ტი­რე­ა­ლო­ბა" და­არ­ქვეს) და, ალ­ბათ, კი­დევ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც შე­ა­ლა­მა­ზე­ბენ, მაგ­რამ, ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მსგავ­სად, არ­სით იგი მა­ინც უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა და ეს ლო­გი­კუ­რი­ცაა (უკ­რა­ი­ნა­შიც თავ­და­პირ­ვე­ლად ეს საქ­მი­ა­ნო­ბა შე­და­რე­ბით რბი­ლი ფორ­მე­ბით და­ი­წყეს და შემ­დეგ მი­ი­ღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ).

"კა­ზან­ტიპს" სწო­რედ აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბის გამო სტუმ­რობს ამ­დე­ნი "ტუ­რის­ტი" მსოფ­ლი­ოს სხვა და სხვა ქვეყ­ნი­დან. მათ სწო­რედ მა­სობ­რი­ვი ორ­გი­ე­ბი და თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა იზი­დავთ და არა მუ­სი­კა ან რა­ი­მე კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მით უმე­ტეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბის სურ­ვი­ლი.

არა­ერ­თხელ აღგ­ვი­ნიშ­ნავს, რომ ცოდ­ვა ყვე­ლა დრო­ში არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ დღეს მისი არა თუ ლე­გა­ლი­ზე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იძუ­ლე­ბი­თი და­ნერგვა ხდე­ბა რო­გორც სარ­წმუ­ნო­ე­ბის, ისე ზნე­ო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის დამ­ცი­რე­ბის ფონ­ზე; ამ­გვარ ვი­თა­რე­ბა­შიც კი "რე­ა­ლო­ბის ან­ტი­რე­ა­ლო­ბა, - კა­ზან­ტი­პი" მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რად­გან გარ­ყვნი­ლე­ბის ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ფორ­მა არას­დროს მო­უ­ფიქ­რე­ბი­ათ. ასე­თი უზ­ნე­ო­ბა ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის.

ჩვე­ნის აზ­რით, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხმა არ მი­უ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლო უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნაა და იგი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი.

რა თქმა უნდა, გვეს­მის ისიც, რომ მძი­მე ეკო­ნო­მი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ლა­მის, სი­ცო­ცხლის ფა­სად უღირს ის შე­მო­სა­ვა­ლი, რაც მათ ბი­ნე­ბის ან ტე­რი­ტო­რი­ის გა­ქი­რა­ვე­ბის ფა­სად შე­იძ­ლე­ბა აი­ღონ, გვეს­მის, რომ ახალ­გაზ­რდებს, შე­იძ­ლე­ბა მო­უნ­დეთ რეკ­ლა­მი­რე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბებ­ზე მის­ვლა, ხე­ლი­სუ­ფალთ, ალ­ბათ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბაც სურს... მაგ­რამ ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ამ ფეს­ტი­ვალ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვი­საც და ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვი­საც.

ეკ­ლე­სია, სუ­ლი­ერ შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვალ­დე­ბუ­ლია, ამის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით

ფესტივალ "კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. ,,კაზანტიპი" ა.წ. 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში.

,,კაზანტიპის" მომწვევის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუასა და უკრაინაში ამ ,,ფესტივალის" დამაარსებლის, ნიკიტა მარშუნოკის თქმით, ,,წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული". ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს (,,რეალობის ანტირეალობა" დაარქვეს) და, ალბათ, კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა (უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ).

,,კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი ,,ტურისტი" მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არა თუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულებითი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე; ამგვარ ვითარებაშიც კი ,,რეალობის ანტირეალობა, - კაზანტიპი" მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის.

ჩვენის აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი.

რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ, გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურს... მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც.

ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია