პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ქვეყნის პირველი პირის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას და ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მიმართ ინტერესი არ წყდება.
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი ბავშვს ელოდებიან. თუმცა ამას საიდუმლოდ ტოვებენ, ჯერ ბავშვის სქესიც კი არ იციან. Ambebi.ge-მ ინფორმაცია პრეზიდენტის პრეს-სამსახურში გადაამოწმა, სადაც ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.
ინფორმაცია მაკა ჩიჩუას ორსულობის შესახებ პირად საუბრებში დაადასტურა გიორგი მარგველაშვილის კლასელმა და ახლო მეგობარმა, რომელმაც მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. პრეზიდენტის მეგობრის ცნობით, ინფორმაცია მაკა ჩიჩუას ორსულობის შესახებ, გიორგი მარგველაშვილის დედისგან შეიტყო.
"რამდენიმე დღის წინ შევიტყვე ქალბატონი მზიასგან, რომ მაკა ჩიჩუა ორსულად არის. ამის შესახებ მაკამ და გიორგიმ ოჯახში უკვე განაცხადეს, სხვა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა პრეზიდენტის მეგობარმა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ინფორმაცია მაკა ჩიჩუას ორსულობის შესახებ პრეზიდენტის დედისთვის მოულოდნელი იყო. Ambebi.ge შეეცადა მაკა ჩიჩუასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge