პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული
ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ცხე­და­რი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

ტა­ძარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დიც გა­ი­მარ­თე­ბა, მა­ნამ­დე კი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ პა­ნაშ­ვიდს ატა­რე­ბენ.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ცხე­და­რი 13 ივ­ლი­სის 15.00 სა­ათმდე იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს 13 ივ­ლისს მე­უღ­ლის გვერ­დით, კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი გეგ­მა­ვენ ჩა­მოს­ვლას. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად თბი­ლისს ეწ­ვე­ვი­ან: აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოქ­ტაი ასა­დო­ვი; სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ა­ნი; ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის იუს­ტი­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მი­ნის­ტრი ვოლ­ფგან ბრან­დშთე­თე­რი; ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ტა­კაო მა­კი­ნო. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯე­იმს ბე­ი­კე­რი; გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ვიცე-კან­ცლე­რი, ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რი და მისი მე­უღ­ლე ბარ­ბა­რა გენ­შე­რი; ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ­ნოლდ რუ­ტე­ლი; ყირ­გი­ზე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი როზა ოტუმ­ბა­ე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 7 ივ­ლისს, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართება, მანამდე კი, სასულიერო პირები გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ატარებენ.

სამების საკათედრო ტაძარში ექსპრეზიდენტის ცხედარი 13 ივლისის 15.00 საათმდე იქნება დასვენებული. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს მეუღლის გვერდით, კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალავენ.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები გეგმავენ ჩამოსვლას. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს-დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია