პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა იაკობის ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები საკვირაო ქადაგებაზე - მეუფის გზავნილი "ნაციონალებს"
მამა იაკობის ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები საკვირაო ქადაგებაზე - მეუფის გზავნილი "ნაციონალებს"

რომ მო­დი­ხართ და გვთა­ვა­ზობთ თავს, სხვა ბრენ­დით მა­ინც მო­დით, შე­იც­ვა­ლეთ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას, მე­უ­ფე ია­კობ­მა გა­ა­კე­თა.

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო რომ იყოს, ასეთ ადა­მი­ა­ნებს სხვა­ნა­ი­რად მო­ექ­ცე­ოდ­ნენ.

"დღეს რომ ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მობ­რუ­ნე­ბა უნ­დათ, რას გვპირ­დე­ბი­ან, რომ მობ­რუნ­დე­ბი­ან?! პლა­კა­ტებ­ზე ისევ იქ­ნე­ბა "ავა­მუ­შა­ოთ", მაგ­რამ ისევ ქუ­ჩა­ში დახ­ვრე­ტე­ბი?! ისევ ცი­ხე­ებ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა?! ვი­ღაც ხომ შე­იძ­ლე­ბა მხი­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო?! ეს ხომ სის­ტე­მა იყო? ამას ვერ იზამ­და ვე­რა­ვინ, რომ არა ერთი კაცი, რო­მე­ლიც გაქ­ცე­უ­ლია ქვეყ­ნი­დან და არ ჩა­მო­დის. რომ ჩა­მო­ვი­დეს, რისი შიში აქვს არ ვიცი, ან იქ რომ ჩა­ვალთ და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, 26 კო­მი­სა­რი­ვით მობ­რუ­ნე­ბას ხომ არ აპი­რე­ბენ... ამი­ტომ რომ მო­დი­ხართ და გვთა­ვა­ზობთ თავს, სხვა ბრენ­დით მა­ინც მო­დით, შე­იც­ვა­ლეთ, გა­დით და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ რა­ღა­ცა, თუ და­გაკ­ლდათ - ვერ მო­ას­წა­რით ყვე­ლას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ყვე­ლას მოკ­ვლა... შე­იძ­ლე­ბა მძი­მე სი­ტყვე­ბი იყოს, მაგ­რამ, როცა არ ხართ ღირ­სი სა­თა­ვე­ში ყოფ­ნის და როცა უფა­ლი გა­დაგ­წევს, სხვებს უნდა და­უთ­მოთ! არ ვლა­პა­რა­კობ, რომ რო­მე­ლი ძა­ლაც არის, ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რომ მო­სა­წო­ნია. ხალ­ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე აჩ­ვე­ნა, რომ გულ­და­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბას ყვე­ლა ვხე­დავთ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მან მრევლს მი­მარ­თა, მი­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე და უარი უთხრან მათ, ვინც ერს ღირ­სე­ბა აჰ­ყა­რა.

"უნდა მი­ვი­დეთ ყვე­ლა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე და ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ინა­ნი­ე­ბენ, რაც გა­უ­კე­თეს ქვე­ყა­ნას, ღირ­სე­ბა რო­გორ აჰ­ყა­რეს ერს, მობ­რუ­ნე­ბას რომ აპი­რე­ბენ ისევ ისე, რა­ღა­ცას უარი უნდა ეთ­ქვას. მა­ბე­ზღა­რე­ბი­ვით, ჯერ გა­და­წყე­ვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი არ არის, მა­შინ­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ გარ­ბი­ან. ხან რო­მე­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გვი­წერს "ტვი­ტერ­ზე" და ხან – ვინ. აბა, ამე­რი­კე­ლებს და თავ­მოყ­ვა­რე ერებს და­უ­წე­რეთ ასე, თუ შე­გიშ­ვე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში მერე. ერთი ადა­მი­ა­ნიც არ მე­მე­ტე­ბა ცი­ხის­თვის, მაგ­რამ რომ და­ა­შა­ვა, უნდა იცო­დეს, რომ პა­სუხს აგებს. მით უმე­ტეს, მკვლე­ლებ­ზე, ვინც აუ­პა­ტი­უ­რებ­და, იმა­ზე ხე­ლის და­ფა­რე­ბა, რა არის?! ორი წელი გა­დის და კი­დევ ამა­ყად და­დი­ან და ჭკუ­ას გვას­წავ­ლი­ან. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ერი არ ვართ და კი­დევ ვე­ლო­დე­ბით რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან ერის წი­აღ­ში. რაც არ უნდა იძა­ხონ: "რე­ი­ტინ­გი, რე­ი­ტინ­გი", რო­მელ რე­იტ­რინგზეა ლა­პა­რა­კი... ქუ­ჩა­ში ისე ხომ არ უნდა გა­მო­ვი­დეთ, რომ გოგ­ლი­მოგ­ლის პარ­ტი­ად ვიქ­ცეთ – კვერ­ცხე­ბი დაგ­ვა­ყა­რონ. ეს ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლიც არის. სულ არ მსი­ა­მოვ­ნებს, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს კვერ­ცხს ეს­ვრი­ან. თუ ქვე­ყა­ნა და ღმერ­თი უყ­ვართ, ცოტა ხანი გვერ­დზე გა­დად­გნენ, შე­ხე­დონ სა­კუ­თარ შეც­დო­მებს და წლე­ბი რომ გავა, თუ უფა­ლი ინე­ბებს და ხალ­ხის ნე­ბაც იქ­ნე­ბა, ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნია იქ და ვი­ღა­ცე­ებს პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რე­ში არ უნდა გა­დაყვნენ. ძვე­ლად, სკო­ლა­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ასეთ ხალ­ხთან დგო­მა უდი­დე­სი სირ­ცხი­ვი­ლი იყო. კი­დევ კარ­გი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო არ არის, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ცოტა სხვა­ნა­ი­რად მოვ­ქცე­ო­დით ჩვენ მა­გათ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მამა იაკობის ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები საკვირაო ქადაგებაზე - მეუფის გზავნილი "ნაციონალებს"

მამა იაკობის ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები საკვირაო ქადაგებაზე - მეუფის გზავნილი "ნაციონალებს"

რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ, - აღნიშნული განცხადება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, საკვირაო ქადაგებისას, მეუფე იაკობმა გააკეთა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ისიც აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დრო რომ იყოს, ასეთ ადამიანებს სხვანაირად მოექცეოდნენ.

"დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?! პლაკატებზე ისევ იქნება "ავამუშაოთ", მაგრამ ისევ ქუჩაში დახვრეტები?! ისევ ციხეებში გაუპატიურება?! ვიღაც ხომ შეიძლება მხილებული ყოფილიყო?! ეს ხომ სისტემა იყო? ამას ვერ იზამდა ვერავინ, რომ არა ერთი კაცი, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან და არ ჩამოდის. რომ ჩამოვიდეს, რისი შიში აქვს არ ვიცი, ან იქ რომ ჩავალთ და დაველაპარაკებით, 26 კომისარივით მობრუნებას ხომ არ აპირებენ... ამიტომ რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ, გადით და ჩამოაყალიბეთ რაღაცა, თუ დაგაკლდათ - ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა... შეიძლება მძიმე სიტყვები იყოს, მაგრამ, როცა არ ხართ ღირსი სათავეში ყოფნის და როცა უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ! არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან მრევლს მიმართა, მივიდნენ არჩევნებზე და უარი უთხრან მათ, ვინც ერს ღირსება აჰყარა.

"უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას. მაბეზღარებივით, ჯერ გადაწყევეტილება გამოტანილი არ არის, მაშინვე საზღვარგარეთ გარბიან. ხან რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიწერს "ტვიტერზე" და ხან – ვინ. აბა, ამერიკელებს და თავმოყვარე ერებს დაუწერეთ ასე, თუ შეგიშვებენ ქვეყანაში მერე. ერთი ადამიანიც არ მემეტება ციხისთვის, მაგრამ რომ დააშავა, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. მით უმეტეს, მკვლელებზე, ვინც აუპატიურებდა, იმაზე ხელის დაფარება, რა არის?! ორი წელი გადის და კიდევ ამაყად დადიან და ჭკუას გვასწავლიან. მადლობა ღმერთს, რომ შურის მაძიებელი ერი არ ვართ და კიდევ ველოდებით როდის დაბრუნდებიან ერის წიაღში. რაც არ უნდა იძახონ: "რეიტინგი, რეიტინგი", რომელ რეიტრინგზეა ლაპარაკი... ქუჩაში ისე ხომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ გოგლიმოგლის პარტიად ვიქცეთ – კვერცხები დაგვაყარონ. ეს ჩვენი სირცხვილიც არის. სულ არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს მოქალაქეს კვერცხს ესვრიან. თუ ქვეყანა და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გვერდზე გადადგნენ, შეხედონ საკუთარ შეცდომებს და წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცეებს პოლიტიკურ სამარეში არ უნდა გადაყვნენ. ძველად, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ასეთ ხალხთან დგომა უდიდესი სირცხივილი იყო. კიდევ კარგი საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით ჩვენ მაგათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია