პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურება მისი დაკავების ფაქტზე - "გიგი ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსია "ნაცმოძრაობაში"
უგულავას ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურება მისი დაკავების ფაქტზე - "გიგი  ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსია "ნაცმოძრაობაში"

დღეს დი­ლით ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი, გიგი უგუ­ლა­ვა აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი იყო, თუმ­ცა ბევ­რმა მათ­გან­მა Ambebi.ge-სთან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე თავი შე­ი­კა­ვა. მსა­ხი­ობ­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" ძვე­ლი თბი­ლი­სის ძვე­ლი და ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ქა­ლა­ქის მერს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. Ambebi.ge ია ფა­რუ­ლა­ვას და­უ­კავ­შირ­და:

- მე ჩე­მე­ბუ­რად ვუხ­დი მად­ლო­ბას გიგი უგუ­ლა­ვას. გიგი ერთ-ერთი ვაჟ­კა­ცი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ჰყავს და რო­მე­ლიც ვაჟ­კა­ცუ­რად უყუ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს და ვაჟ­კა­ცუ­რად გა­და­ი­ტანს კი­დეც. მე ძველ უბან­ში მაქვს სახ­ლი; შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე ფოტო, რო­მე­ლიც 2005 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და იგი­ვე ფოტო, რო­მე­ლიც 2014 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ შე­და­რე­ბა გა­ვა­კე­თე, რო­გორ გა­ლა­მაზ­და ქა­ლა­ქი. ეს არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ ხდე­ბო­და. გიგი უგუ­ლა­ვამ უსას­ყიდ­ლოდ, ისე, რომ ფული არ აუ­ღია, ხალ­ხს სახ­ლე­ბი გა­უ­რე­მონ­ტა, შპა­ლე­რე­ბი გა­უკ­რა. ეს იმი­ტომ დავ­დე, რომ ხალ­ხს და­ე­ნა­ხა, რა იყო, და რა არის. გა­მო­ი­ძი­ონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. გიგი უგუ­ლა­ვა არის ნამ­დვი­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ვაჟ­კა­ცი პო­ლი­ტი­კო­სი.

- თქვენ კარ­გად იც­ნობთ გიგი უგუ­ლა­ვას?

- უფრო გა­მარ­ჯო­ბით ვიც­ნობ. სა­ერ­თო წრე გვყავს, ერთი-ორ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოვ­ხვედ­რილ­ვართ ერ­თად. ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ის სი­ო­ნის სტი­ქა­რო­სა­ნი იყო. მისი ტუსოვ­კის წევ­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ.

- პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად მი­იჩ­ნევთ მის და­კა­ვე­ბას?

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არა უშავს, ამა­საც გა­და­ი­ტანს გიგი უგუ­ლა­ვა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კო­ტი­კო თო­ლო­რა­ია გიგი უგუ­ლა­ვას გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რი იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სწო­რედ ის უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. მისი თა­ოს­ნო­ბით გა­კეთ­და სიმ­ღე­რა "ჩემი ხმა გი­გის". მა­შინ კო­ტი­კო ამ­ბობ­და, რომ ქა­ლა­ქის მერს უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბო­და. Ambebi.ge ტე­ლე­წამ­ყვანს და­უ­კავ­შირ­და.

- ელო­დით თუ არა გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბას?

- და­ი­ჭი­რეს? რო­დის? არ ვი­ცო­დი. გა­დარ­თუ­ლი ვარ სხვა საქ­მე­ებ­ზე და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს.

- თქვენ მე­გობ­რობ­დით გიგი უგუ­ლა­ვას­თან, ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ?

- მე­გობ­რე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. მხარ­დამ­ჭე­რი ვი­ყა­ვი 2010 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე. მომ­წონ­და, რო­გორც მერი და დღე­საც დიდ პა­ტივს ვცემ. ბევ­რი კარ­გი რამ გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბო­ლოს, ალ­ბათ, ერთი წლის წინ შემ­ხვდა ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ზუს­ტად არ მახ­სოვს.

- მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა მისი და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად?

- ზო­გა­დად ისე­თი ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ზოგი ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას მი­ა­წერს და ზოგი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. გა­არ­კვი­ოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­სა­მარ­თლომ და სა­ბო­ლოო დას­კვნის შემ­დეგ გე­ტყვით ჩემს მო­საზ­რე­ბას. არ მინ­და მოვ­ლე­ნებს გა­ვუს­წრო და შეც­დო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

- ელო­დით თუ არა გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბას?

ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი (სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი):

- ამ­დენ­ჯერ რომ და­ი­ბა­რე­ბენ ადა­მი­ანს და­კი­თხვა­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნდა იყოს, რომ და­ა­კა­ვე­ბენ.

- პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბა?

- ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბაა. ახლა ჩემ­ში მი­შამ გა­იღ­ვი­ძა და მი­შას ხმით გი­პა­სუ­ხებთ: ზო­დე­ლა­ვას შემ­დეგ, თბი­ლი­სის­თვის უგუ­ლა­ვას გარ­და, არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. უნდა და­ვა­კა­ვოთ ისი­ნი, ვინც აკე­თებს საქ­მეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

უგულავას ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურება მისი დაკავების ფაქტზე - "გიგი ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსია "ნაცმოძრაობაში"

უგულავას ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურება მისი დაკავების ფაქტზე - "გიგი  ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსია "ნაცმოძრაობაში"

დღეს დილით ქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს. ოჯახის წევრები უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. გიგი უგულავას მხარდამჭერთა რიცხვში არაერთი ცნობილი ქართველი იყო, თუმცა ბევრმა მათგანმა Ambebi.ge-სთან კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა. მსახიობმა ია ფარულავამ "ფეისბუქზე" ძველი თბილისის ძველი და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა. Ambebi.ge ია ფარულავას დაუკავშირდა:

- მე ჩემებურად ვუხდი მადლობას გიგი უგულავას. გიგი ერთ-ერთი ვაჟკაცი პოლიტიკოსია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს და რომელიც ვაჟკაცურად უყურებს ამ ყველაფერს და ვაჟკაცურად გადაიტანს კიდეც. მე ძველ უბანში მაქვს სახლი; შემთხვევით აღმოვაჩინე ფოტო, რომელიც 2005 წელს არის გადაღებული და იგივე ფოტო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული. უბრალოდ შედარება გავაკეთე, როგორ გალამაზდა ქალაქი. ეს არცერთი ხელისუფლების დროს არ ხდებოდა. გიგი უგულავამ უსასყიდლოდ, ისე, რომ ფული არ აუღია, ხალხს სახლები გაურემონტა, შპალერები გაუკრა. ეს იმიტომ დავდე, რომ ხალხს დაენახა, რა იყო, და რა არის. გამოიძიონ ეს ყველაფერი. გიგი უგულავა არის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსი.

- თქვენ კარგად იცნობთ გიგი უგულავას?

- უფრო გამარჯობით ვიცნობ. საერთო წრე გვყავს, ერთი-ორ დაბადების დღეზე მოვხვედრილვართ ერთად. ბავშვობიდან ვიცნობ, ის სიონის სტიქაროსანი იყო. მისი ტუსოვკის წევრი არასოდეს ვყოფილვარ.

- პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევთ მის დაკავებას?

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არა უშავს, ამასაც გადაიტანს გიგი უგულავა.

ტელეწამყვანი კოტიკო თოლორაია გიგი უგულავას გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. რამდენიმე წლის წინ გიგი უგულავას მხარდამჭერ ღონისძიებებს სწორედ ის უწევდა ორგანიზებას. მისი თაოსნობით გაკეთდა სიმღერა "ჩემი ხმა გიგის". მაშინ კოტიკო ამბობდა, რომ ქალაქის მერს უსასყიდლოდ ეხმარებოდა. Ambebi.ge ტელეწამყვანს დაუკავშირდა.

- ელოდით თუ არა გიგი უგულავას დაკავებას?

- დაიჭირეს? როდის? არ ვიცოდი. გადართული ვარ სხვა საქმეებზე და პოლიტიკურ ცხოვრებას ვეღარ ვადევნებ თვალყურს.

- თქვენ მეგობრობდით გიგი უგულავასთან, ბოლოს როდის ნახეთ?

- მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. მხარდამჭერი ვიყავი 2010 წლის არჩევნებზე. მომწონდა, როგორც მერი და დღესაც დიდ პატივს ვცემ. ბევრი კარგი რამ გააკეთა თბილისისთვის. სიმართლე გითხრათ, ბოლოს, ალბათ, ერთი წლის წინ შემხვდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ზუსტად არ მახსოვს.

- მიგაჩნიათ თუ არა მისი დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად?

- ზოგადად ისეთი ჩახლართული სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, ზოგი ფიზიკურ ანგარიშსწორებას მიაწერს და ზოგი სამართლიანობის აღდგენას. გაარკვიოს პროკურატურამ, სასამართლომ და საბოლოო დასკვნის შემდეგ გეტყვით ჩემს მოსაზრებას. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და შეცდომაში შევიყვანო საზოგადოება.

- ელოდით თუ არა გიგი უგულავას დაკავებას?

ქართლოს ნატროშვილი (სააკაშვილის პაროდისტი):

- ამდენჯერ რომ დაიბარებენ ადამიანს დაკითხვაზე, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ დააკავებენ.

- პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიგაჩნიათ თუ არა უგულავას დაკავება?

- ჩემი აზრით, პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ახლა ჩემში მიშამ გაიღვიძა და მიშას ხმით გიპასუხებთ: ზოდელავას შემდეგ, თბილისისთვის უგულავას გარდა, არავის არაფერი გაუკეთებია. უნდა დავაკავოთ ისინი, ვინც აკეთებს საქმეს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია