პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასოცირების ხელშეკრულების პირველი მონაპოვარი: ქართული წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება
ასოცირების ხელშეკრულების პირველი მონაპოვარი: ქართული წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი, ნი­ო­რის გარ­და, რო­მელ­ზეც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა იმოქ­მე­დებს, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე გას­ვლი­სას სა­ბა­ჟო ტა­რი­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა (DCFTA), რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლია, ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის თა­ვი­სუ­ფალ გან­თავ­სე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე და ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე უვ­ნე­ბე­ლი და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბას.

შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის თა­რი­ღი­დან, მხა­რე­ებ­მა უნდა გა­ა­უქ­მონ ყვე­ლა სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დი, თუმ­ცა გარ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინც იარ­სე­ბებს. კერ­ძოდ, წლი­ურ უბა­ჟო სა­ტა­რი­ფო კვო­ტას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია ნი­ო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვო­ტა 220 ტო­ნას შე­ად­გენს, რო­მელ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და მო­უ­წევს. გარ­და ამი­სა, 28 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში იმ­პორ­ტი­სას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას, ამ გა­და­სა­ხა­დის ად­ვა­ლო­რუ­ლი (ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის გა­დახ­და­ზე, სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დებ­ზე და სხვა გა­და­სა­ხა­დებ­ზე, რო­მე­ლიც ირი­ცხე­ბა არა ტვირ­თის ერ­თე­უ­ლის­თვის, არა­მედ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტებ­ში) კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე. ამას­თან, ცალ­კე ჩა­მოთ­ვლი­ლია გა­ყალ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზმს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც იმ­პორ­ტის ზღვრუ­ლი დო­ნეა და­წე­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ხუთი წლის შემ­დეგ, ერთ-ერთი მხა­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მხა­რე­ებ­მა უნდა გა­მარ­თონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ვაჭ­რო­ბა­ში სა­ბა­ჟო ტა­რი­ფე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მას­შტა­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცე ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ, ჯერ კი­დევ მის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბამ­დე შე­იქ­მნე­ბა, ვი­ნა­ი­დან შე­თან­ხმე­ბის სრუ­ლად ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე მისი ნა­წი­ლი, მათ შო­რის მე­ო­თხე კარი, რო­მე­ლიც DCFTA-ს ეხე­ბა, წინმსწრე­ბად, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ასოცირების ხელშეკრულების პირველი მონაპოვარი: ქართული წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

ასოცირების ხელშეკრულების პირველი მონაპოვარი: ქართული წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოების ყველა პროდუქტი, ნიორის გარდა, რომელზეც რაოდენობრივი შეზღუდვა იმოქმედებს, ევროკავშირის ბაზარზე გასვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას.

შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჯერ კიდევ მის რატიფიცირებამდე შეიქმნება, ვინაიდან შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე მისი ნაწილი, მათ შორის მეოთხე კარი, რომელიც DCFTA-ს ეხება, წინმსწრებად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია