საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოროშელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატუსზე და ლგბტ აქტივისტების პასუხი მომღერალს: "ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ..."
ტოროშელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატუსზე და ლგბტ აქტივისტების პასუხი მომღერალს: "ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ..."

მომ­ღე­რალ­მა და "იქს ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რმა სოფო ტო­რო­შე­ლი­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: " ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბო, რა­ღაც ძა­ლი­ან გამ­რავ­ლდით და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ფი­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი. არა, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კი არა­ფე­რი მაქვს, მარ­თლა ოღონდ. ვი­საც რო­გორ უნდა, ისე იცხოვ­როს, მე არ მაქვს უფ­ლე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ვაკ­რი­ტი­კო, იმი­ტომ რომ ხვალ შე­იძ­ლე­ბა გა­თენ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი და­მე­მარ­თოს მე თვი­თონ. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოდ ბევ­რნი ხართ" (იხი­ლეთ სტა­ტუ­სის სრუ­ლი ვერ­სია).

სო­ფოს გან­ცხა­დე­ბას ინ­ტერ­ნე­ტით დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. "იდენ­ტო­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძემ შემ­დე­გი სა­ხის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "რუს­თა­ვი 2: იმე­დი მაქვს ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თქვე­ნი შოუს წამ­ყვა­ნის გა­მოხ­დო­მა­ზე. ჰო­მო­ფო­ბი­ურ ენას ეროვ­ნულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი არ უნდა ჰქონ­დეს",- წერს ვა­ჭა­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

Ambebi.ge და­ვით-მი­ხე­ილ შუბ­ლა­ძეს და გი­ორ­გი კი­კო­ნიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

და­ვით მი­ხე­ილ-შუბ­ლა­ძე, "ლგბტ სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

- არ ვიცი ეს რამ­დე­ნად ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი იყო, მაგ­რამ დიდი იმე­დი მაქვს, ამა­ზე სოფო გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რომ არ იყოს გა­ურ­კვევ­ლო­ბა. და­საშ­ვე­ბია იხუმ­რა, სოფო არ არის ისე­თი გოგო, ვინც ჰო­მო­ფო­ბი­ა­შია შემ­ჩნე­უ­ლი, ამი­ტომ და­ვე­ლო­დე­ბი მის გან­მარ­ტე­ბას.

გი­ორ­გი კი­კო­ნიშ­ვი­ლი

- სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის პოს­ტი ჰო­მო­ფი­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ?

- არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, გამ­რავ­ლდით რას ნიშ­ნავს, აქამ­დე ნაკ­ლე­ბი იყო და ახლა გამ­რავ­ლდა, თუ რა არის, ვერ ვხვდე­ბი. არც ვიც­ნობ, ვინ არის სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე, სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ ამ გან­ცხა­დე­ბას.

- ამ პოს­ტით სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნის გამო ერ­თგვარ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს...

- სა­აშ­კა­რა­ო­ზე ყვე­ლას გა­მო­აქვს თა­ვის ცხოვ­რე­ბა. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოგ­ვაქვს ბევ­რი რამე. ამის უფ­ლე­ბას ვე­რა­ვის ჩა­მო­არ­თმევ. ადრე ისიც ეგო­ნათ, რომ სექ­სი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ არ იყო ასე. უნდა მივ­ხვდეთ და გა­ვი­გოთ, რომ არა­ფე­რი ახა­ლი არ არის ამ ქვე­ყა­ნა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე­საც ბევ­რი რამე ექ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი სა­აშ­კა­რა­ო­ზე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­დო უფ­ლე­ბა სხვას, რო­მელ­საც თა­ვად იყე­ნებს. ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არა­ერთ გე­ის­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და იცი­ან, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლო­ბა სი­ნო­ნი­მე­ბი არ არის. ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნ­დათ, თუ რა უნ­დათ, არ ვიცი. თა­ვის საქ­მეა, რა გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, მაგ­რამ ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა და არც ვიცი, რა ვთქვა.

Ambebi.ge სოფო ტო­რო­შე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და და პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მი­ზე­ზი ჰკი­თხა.

- სოფო, თქვენს პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით გი­რე­კავთ. რითი შე­გა­წუ­ხეს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებ­მა?

- არაფ­რით არ შე­მა­წუ­ხეს სა­ერ­თოდ. მეტ­საც გე­ტყვით, ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი. პოს­ტში ვწერ კი­დე­ვაც, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს. რა­ღაც სცე­ნას შე­ვეს­წა­რი და გა­მიკ­ვირ­და უბ­რა­ლოდ, 21-ე სა­უ­კუ­ნეა და რა პრობ­ლე­მაა.

- რა სცე­ნას შე­ეს­წა­რით?

- რომ მდო­მო­და, დავ­წერ­დი. ასე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა არ მი­ნა­ხავს. თო­რემ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა უნდა მქონ­დეს?

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბო, რა­ღაც ძაან გამ­რავ­ლდით!" - სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე სკან­და­ლურ გა­ცხა­დე­ბას აკე­თებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ტოროშელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატუსზე და ლგბტ აქტივისტების პასუხი მომღერალს: "ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ..."

ტოროშელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატუსზე და ლგბტ აქტივისტების პასუხი მომღერალს: "ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ..."

მომღერალმა და "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრმა სოფო ტოროშელიძემ "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: " ჰომოსექსუალებო, რაღაც ძალიან გამრავლდით და სააშკარაოზე გამოფინეთ ყველაფერი. არა, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მართლა ოღონდ. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მე არ მაქვს უფლება მეორე ადამიანი ვაკრიტიკო, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება გათენდეს და ყველაფერი დამემართოს მე თვითონ. უბრალოდ, რაღაც უჩვეულოდ ბევრნი ხართ" (იხილეთ სტატუსის სრული ვერსია).

სოფოს განცხადებას ინტერნეტით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "იდენტობის" ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: "რუსთავი 2: იმედი მაქვს ღირსეული იქნება თქვენი გამოხმაურება თქვენი შოუს წამყვანის გამოხდომაზე. ჰომოფობიურ ენას ეროვნულ მაუწყებლობაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს",- წერს ვაჭარაძე "ფეისბუქზე".

Ambebi.ge დავით-მიხეილ შუბლაძეს და გიორგი კიკონიშვილს დაუკავშირდა:

დავით მიხეილ-შუბლაძე, "ლგბტ საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:

- არ ვიცი ეს რამდენად ჰომოფობიური იყო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ამაზე სოფო გააკეთებს განცხადებას, საზოგადოებაში რომ არ იყოს გაურკვევლობა. დასაშვებია იხუმრა, სოფო არ არის ისეთი გოგო, ვინც ჰომოფობიაშია შემჩნეული, ამიტომ დაველოდები მის განმარტებას.

გიორგი კიკონიშვილი

- სოფო ტოროშელიძის პოსტი ჰომოფიბიურ განცხადებად მიგაჩნიათ?

- არასერიოზული განცხადებაა, გამრავლდით რას ნიშნავს, აქამდე ნაკლები იყო და ახლა გამრავლდა, თუ რა არის, ვერ ვხვდები. არც ვიცნობ, ვინ არის სოფო ტოროშელიძე, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ განცხადებას.

- ამ პოსტით სოფო ტოროშელიძე ჰომოსექსუალების პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანის გამო ერთგვარ პროტესტს გამოხატავს...

- სააშკარაოზე ყველას გამოაქვს თავის ცხოვრება. ზოგადად, ადამიანები ვართ სოციალური არსებები და სააშკარაოზე გამოგვაქვს ბევრი რამე. ამის უფლებას ვერავის ჩამოართმევ. ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ, მაგრამ არ იყო ასე. უნდა მივხვდეთ და გავიგოთ, რომ არაფერი ახალი არ არის ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, სოფო ტოროშელიძესაც ბევრი რამე ექნება გამოტანილი სააშკარაოზე. როგორ შეიძლება შეუზღუდო უფლება სხვას, რომელსაც თავად იყენებს. ასეთ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, ვისაც არაერთ გეისთან აქვს ურთიერთობა და იციან, რომ ჰომოსექსუალობა და უცხოპლანეტელობა სინონიმები არ არის. ყურადღების მიქცევა უნდათ, თუ რა უნდათ, არ ვიცი. თავის საქმეა, რა განცხადებას აკეთებს, მაგრამ ეს არასერიოზული განცხადებაა და არც ვიცი, რა ვთქვა.

Ambebi.ge სოფო ტოროშელიძეს დაუკავშირდა და პოსტის გამოქვეყნების მიზეზი ჰკითხა.

- სოფო, თქვენს პოსტთან დაკავშირებით გირეკავთ. რითი შეგაწუხეს ჰომოსექსუალებმა?

- არაფრით არ შემაწუხეს საერთოდ. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჰომოსექსუალი. პოსტში ვწერ კიდევაც, რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაღაც სცენას შევესწარი და გამიკვირდა უბრალოდ, 21-ე საუკუნეა და რა პრობლემაა.

- რა სცენას შეესწარით?

- რომ მდომოდა, დავწერდი. ასე სააშკარაოზე გამოტანილი ცხოვრება არ მინახავს. თორემ ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს?

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: "ჰომოსექსუალებო, რაღაც ძაან გამრავლდით!" - სოფო ტოროშელიძე სკანდალურ გაცხადებას აკეთებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია