მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღიმართება თუ არა საქართველოში პელეს ძეგლი
აღიმართება თუ არა საქართველოში პელეს ძეგლი

რუ­სულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, პე­ლეს ძეგლი უნდა და­იდ­გას. ამა­ვე წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად მო­ნუ­მენ­ტი ერ­თდრო­უ­ლად 5 ფეხ­ბურ­თელს, პე­ლეს, მი­ხე­ილ მესხს, ან­ზორ კა­ვა­ზაშ­ვილს, გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა­სა და სლა­ვა მეტ­რე­ველს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ძეგლი 1965 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა, სა­დაც ეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­რიგ ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ზე ერ­თად არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი.

Ambebi.ge ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას და დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ არც სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია და არც სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო საქ­მის კურ­სში არ არი­ან. არა­და ძეგლის მა­კე­ტი აშ­კა­რად არ­სე­ბობს - რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნერ­ნეტ­პორ­ტა­ლი აქ­ვეყ­ნებს სამი მო­ქან­და­კის, მე­რაბ გაგ­ლო­ე­ვის, აკა­კი მარ­შა­ნი­ა­სა და თე­მურ ლო­მი­ძის ფო­ტოს, სა­დაც მო­ნუ­მენ­ტის პრო­ექ­ტიც ჩანს.

წყა­როს მი­ხედ­ვით, ძეგლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში უნდა და­იდ­გას. თუმ­ცა რო­გორც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ამის შე­სა­ხებ ან მათი უწყე­ბა ან სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აღიმართება თუ არა საქართველოში პელეს ძეგლი

აღიმართება თუ არა საქართველოში პელეს ძეგლი

რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს ძეგლი უნდა დაიდგას. ამავე წყაროების თანახმად მონუმენტი ერთდროულად 5 ფეხბურთელს, პელეს, მიხეილ მესხს, ანზორ კავაზაშვილს, გიორგი სიჭინავასა და სლავა მეტრეველს გააერთიანებს. ძეგლი 1965 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით მზადდება, სადაც ეს ფეხბურთელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრაზე ერთად არიან გადაღებული.

Ambebi.ge ამ ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და არც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქმის კურსში არ არიან. არადა ძეგლის მაკეტი აშკარად არსებობს - რუსული ინტერნერნეტპორტალი აქვეყნებს სამი მოქანდაკის, მერაბ გაგლოევის, აკაკი მარშანიასა და თემურ ლომიძის ფოტოს, სადაც მონუმენტის პროექტიც ჩანს.

წყაროს მიხედვით, ძეგლი საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაიდგას. თუმცა როგორც ფეხბურთის ფედერაციაში Ambebi.ge-ს განუცხადეს, ამის შესახებ ან მათი უწყება ან სპორტის სამინისტრო აუცილებლად უნდა ფლობდეს ინფორმაციას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია