10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამოუხსნელი ფაქტი კახეთში - ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე, 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე ესხმოდა თავს
ამოუხსნელი ფაქტი კახეთში - ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე, 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე ესხმოდა თავს

წლე­ბის მან­ძილ­ზე, 28 აგ­ვის­ტოს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ვაზ­ში მცხოვ­რებ ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბის ოჯახს უამ­რა­ვი ქვე­წარ­მა­ვა­ლი "სტუმ­რობ­და". ეს უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი წლე­ბის მან­ძილ­ზე, სწო­რედ მა­რი­ა­მო­ბის დღეს ხდე­ბო­და და ნო­ემ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბო­და...

რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ი8ნტერ­ვი­უ­ში ყვე­ბოდ­ნენ, სახ­ლში ყო­ველ­დღი­უ­რად, 15-20 გვე­ლი შე­დი­ო­და, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც ქვე­წარ­მა­ვალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 40-მდეც კი ასუ­ლა.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც ჯურ­ნა­ლის­ტმა მარი ჯა­ფა­რი­ძემ 2015 წელს მო­ამ­ზა­და:

ვერ­ცხლის­ფე­რი გვე­ლის ასე­თი სა­ხე­ო­ბა სო­ფელ­ში სხვა­გან არ­სად შე­უ­ნიშ­ნავთ, ისი­ნი მხო­ლოდ ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში არი­ან. არც ეზო­ში, არც სახ­ლი­დან 10 მეტ­რის მო­შო­რე­ბით აშე­ნე­ბულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ ბი­ნად­რო­ბენ... აღ­ნიშ­ნულ სახ­ლში ოთხსუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და - გივი და თა­მარ ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბი, მათი შვი­ლი გუ­რა­მი და რძა­ლი თა­მუ­ნა. წყნა­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხია, რომ­ლის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ მთელ­მა რა­ი­ონ­მა იცის. ისი­ნი ინ­სტან­ცი­ი­დან ინ­სტან­ცი­ა­ში და­დი­ან და შვე­ლას ითხო­ვენ, მაგ­რამ ამა­ოდ...

გა­ვა­ზი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლეს, ჰერ­პე­ტო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გეს, ბა­ტონ და­ვით ბე­კოშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე. გვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტსაც კი და­უ­ჯე­რებ­ლად ეჩ­ვე­ნა ჩემი ნა­ამ­ბო­ბი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი აზრი მა­ინც გა­მი­ზი­ა­რა და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვაც მი­ამ­ბო.

- გვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უამ­რა­ვი მითი და ლე­გენ­დაა ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მო­გო­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, ბევ­რჯერ უკი­თხავთ ჩემ­თვის: მარ­თა­ლია თუ არა, რომ რო­დე­საც გვე­ლი წყალ­ში ჩა­დის, შხამს ქვა­ზე ტო­ვებს და რომ ამო­ვა, თუ ვერ მი­აგ­ნო, ქვა­ზე თავს ურტყამს და კვდე­ბაო?.. ეს არის ზღა­პა­რი, ადა­მი­ა­ნის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი. რად­გან ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რომ გვე­ლი შხა­მი­ა­ნია, ამი­ტომ თუ წყალ­ში უკბი­ნა და ამან არ მო­წამ­ლა, ფიქ­რო­ბენ - ე.ი. შხა­მი ქვა­ზე ჰქონ­და და­ტო­ვე­ბუ­ლიო... ქვა­ზე კი არ აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, არა­მედ გვე­ლის ეს სა­ხე­ო­ბა არაა შხა­მი­ა­ნი - ეს გახ­ლავთ წყლის ან­კა­რა და მისი ნაკ­ბე­ნი მავ­ნე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის. ზოგს ისე­თი პა­ნი­კუ­რი შიში აქვს, რომ ერთი გვე­ლი ათად ეჩ­ვე­ნე­ბა ხოლ­მე, ზოგი ამ­ტკი­ცებს, რომ ბან­ჯგვლი­ა­ნი გვე­ლი ნახა...

ოდით­გან­ვე გვე­ლი სიბ­რძნის სიმ­ბო­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი და ეს მარ­თლაც ასეა. გვე­ლე­ბი ძალ­ზე მშვი­დი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ აქვთ ძალ­ზე სუს­ტი მხედ­ვე­ლო­ბა და არ­ჩე­ვენ მხო­ლოდ მოძ­რავ საგ­ნებს. ამი­ტომ ხში­რად ყო­ფენ ენას, რად­გან გარე სამ­ყა­როს აღ­ქმას სწო­რედ ენით ახ­დე­ნენ. ენით­ვე შე­იგ­რძნო­ბენ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სით­ბოს თუ სხვა საგ­ნებს. ასეთ დროს, სი­სი­ნით აფრ­თხი­ლე­ბენ -წა­დიო. მქო­ნია შემ­თხვე­ვა რო­დე­საც გველ­თან ძალ­ზე ახ­ლოს მივ­სულ­ვარ, მაგ­რამ მას შე­უ­ნარ­ჩუ­ნე­ბია სიმ­შვი­დე და არც კი გან­ძრე­უ­ლა, რათა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მის­თვის გვერ­დი ამევ­ლო... თუ ის გრძნობს სა­შიშ­რო­ე­ბას იმი­სა, რომ ვთქვათ, ფეხს და­ად­გა­მენ ან რა­ი­მეს ავ­ნე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, ჯერ სი­სი­ნით, შედმგომ კი კბე­ნით და­იც­ვას თავი. შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რომ მოძ­რავ სა­განს და­ი­ნა­ხავს თუ არა, გა­იქ­ცეს. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ახ­ლობ­ლებ­მა და­ი­ჭი­რეს გვე­ლი. ამ დროს ქვე­წარ­მა­ვალს და­უ­ზი­ან­და რბი­ლი ქსო­ვი­ლი კის­რის არე­ში. ჭრი­ლო­ბა­ში ბუზს ჩა­უდ­ვია კვერ­ცხე­ბი, გა­მო­ჩე­კი­ლან მატ­ლე­ბი და კან­ქვეშ ფუთ­ფუ­თებ­დნენ. გა­ვუ­სუფ­თა­ვე ჭრი­ლო­ბა და გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბის­გან. შემ­დეგ გა­ვუშ­ვი, მაგ­რამ არ მი­დი­ო­და - თით­ქოს მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და... თი­თო­ე­ულ გველს სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თი აქვს, ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ანს.

- თქვენ­თვის თუ უკბე­ნია შხა­მი­ან გველს?

- რო­გორ არა! ერთი პა­ტა­რა "გი­ურ­ზუშ­კა" მყავ­და და ხე­ლით ვკვე­ბავ­დი ხოლ­მე – პირს ვა­ღე­ბი­ნებ­დი და ხვლი­კებს ვუ­ტე­ნი­დი. სწო­რედ ამ დროს, თით­ში მწვდა და მი­კ­ბი­ნა. ან­ტი­გი­ურ­ზი­ნი გა­ვი­კე­თე და გა­დავ­რჩი. მე­ო­რედ კი, დიდი გი­ურ­ზა გა­დამ­ყა­ვად ერთი გა­ლი­ი­დან მე­ო­რე­ში. გა­ვა­ღე და კუდ­ში მოვ­კი­დე ხელი. ფეხ­ზე უნ­დო­და კბე­ნა, მაგ­რამ მო­ვას­წა­რი და გა­ვიქ­ნიე. ამ დროს, მკლავ­ში მწვდა, კბი­ლე­ბი ჩა­მა­სო და კარ­გა ბლო­მად შხა­მი შე­უშ­ვა. მა­შინ მარ­თლაც, ძლივს გა­და­მარ­ჩი­ნეს, მთე­ლი მკლა­ვი და­მი­სივ­და...

- რო­გორ უნდა გა­ვუ­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გველ­მა უკბი­ნა?

- პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ – შხა­მი უნდა ამო­წო­ვოთ, რად­გან რაც უფრო ნაკ­ლე­ბი შხა­მი შე­აღ­წევს ორ­გა­ნიზ­მში, მით უფრო მეტი შან­სია გა­დარ­ჩე­ნის. ის, ვინც შხამს ამოს­წოვს, საფრ­თხის წი­ნა­შე არ დგე­ბა, თუ პი­რის ღრუ­ში ღია ჭრი­ლო­ბა არ აქვს, რად­გან შხა­მი მა­შინ არის მავ­ნე­ბე­ლი, როცა სის­ხლში მოხ­ვდე­ბა. თუ გველ­მა ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ში უკბი­ნა ადა­მი­ანს, უვ­ნე­ბე­ლია, რად­გან ამ დროს, შხა­მი სის­ხლში არ გა­და­დის. მაგ­რამ თუ კუნთში, ვე­ნა­ში ან კა­პი­ლარ­ში მოხ­ვდე­ბა, ეს უკვე სა­ში­შია... შხა­მი რომ და­ლი­ოთ, კუჭ­ში გა­იხ­სნე­ბა და არა­ფერს გავ­ნებთ... ასე­ვე კარ­გი მე­თო­დია, გვე­ლის ნაკ­ბენ­ზე და­ი­ყა­როთ დენ­თი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­დი­რო თო­ფის ჰილ­ზებ­შია და ცე­ცხლი წა­უ­კი­დოთ. ის ად­გი­ლი ამო­იწ­ვე­ბა და შხა­მი ვე­რა­ფერს გავ­ნებთ. ამო­წო­ვა წა­მი­ე­რად ხდე­ბა და ტკი­ვილ­საც ვერ იგ­რძნობთ.

- რო­გორც ჩანს, თქვენ ქვე­წარ­მავ­ლე­ბის არ გე­ში­ნი­ათ...

- მე კარ­გად ვიც­ნობ მათი ქცე­ვის წე­სებს, ამი­ტომ არ მე­ში­ნია. აქ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მყავ­და პი­თო­ნი, რო­მე­ლიც სულ 52 სმ სიგ­რძის იყო, რო­დე­საც მა­ჩუ­ქეს. 13 წელი ვზრდი­დი და ბო­ლოს, 4,5 მ-ს მი­აღ­წია. პი­თო­ნი არის უშ­ხა­მო, მახ­რჩო­ბე­ლა გვე­ლი, მაგ­რამ მე თავს არ მეს­ხმო­და, რად­გან "ბავ­შვო­ბი­დან" მიჩ­ვე­უ­ლი მყავ­და და ლა­პა­რა­კი რომ შეს­ძლე­ბო­და, მა­მას და­მი­ძა­ხებ­და. ერ­თად დავ­დი­ო­დით ხოლ­მე სა­ბა­ნა­ოდ. თავ­და­პირ­ვე­ლად, მან­ქა­ნა­ში ჩავ­სვამ­დი და ისე მიმ­ყავ­და. მაგ­რამ ერთხელ, წყნე­თი­დან რომ მოვ­დი­ო­დით, "პედ­ლებ­ში" ჩა­ეხ­ვია და ხრამ­ში გა­და­ვარ­და. შემ­დეგ უკვე ტო­მა­რა­ში ვსვამ­დი ხოლ­მე, რომ არ ეძ­რო­მი­ა­ლა და ხელი არ შე­ე­შა­ლა ჩემ­თვის. მდი­ნა­რის პი­რას გა­ვუშ­ვებ­დი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მყავ­და, რომ არ­სად შემ­ძვრა­ლი­ყო. გვე­ლებს არა აქვთ სმე­ნა, ამი­ტომ, რომ და­მე­ძა­ხა, არ გა­მო­ვი­დო­და...

- მაშ, ფა­კი­რე­ბის დაკ­რულ­ზე რო­გორ ცეკ­ვა­ვენ?

- ფა­კი­რე­ბი იტყუ­ე­ბი­ან: გვე­ლე­ბი ხმა­ზე კი არ ცეკ­ვა­ვენ - მათ უბ­რა­ლოდ, ჩვე­ვად აქვთ, შე­ი­ჭყი­ტონ ნე­ბის­მი­ერ ხვრელ­ში. ასე რომ, ისი­ნი საკ­რა­ვის ხვრელ­ში იყუ­რე­ბი­ან, ფა­კი­რი ამოძ­რა­ვებს საკ­რავს, გვე­ლი კი ტანს აყო­ლებს... ჩემს პი­თონს ვა­სე­ირ­ნებ­დი ხოლ­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა ეზო­ში, სა­დაც გარ­შე­მო სა­ვენ­ტი­ლა­ციო ხვრე­ლე­ბია. ძალ­ზე უყ­ვარ­და იქ შეძ­რო­მა, მაგ­რამ მე ვუშ­ლი­დი, ამი­ტომ, როცა იქ ვი­ყა­ვი, ეზო­ში და­სე­ირ­ნობ­და არ­ხე­ი­ნად. ერთხელ, ასეთ დროს, ტე­ლე­ფონ­თან მიხ­მეს. მივ­ხვდი, თვალს მო­ვე­ფა­რე­ბო­დი თუ არა, ხვრელ­ში შეძ­ვრე­ბო­და. მარ­თლაც, უკან როცა მივ­ბრუნ­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ თავი ჰქონ­და ხვრელ­ში შე­ყო­ფი­ლი და იქა­უ­რო­ბას ზვე­რავ­და. მე ხელი ვტა­ცე, რომ არ შემ­ძვრა­ლი­ყო. ელ­ვის სის­წრა­ფით მობ­რუნ­და და მკლავ­ში ჩა­მა­სო კბი­ლე­ბი. რო­დე­საც იგ­რძნო, რომ მე ვი­ყა­ვი, უნდა გე­ნა­ხათ, რა დღე­ში ჩა­ვარ­და!.. და­იგ­რი­ხა, და­ი­მორ­ცხვა და მერე კარ­გა ხანს მე­მა­ლე­ბო­და და აღარ მე­ნახ­ვე­ბო­და. შე­საძ­ლოა, სხვა ჯი­შის გვე­ლი ასე არ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ ამ გვე­ლის მიჩ­ვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა.

- პი­თო­ნის­თვის სა­ხე­ლი თუ გქონ­დათ შერ­ჩე­უ­ლი?

- კი, გრი­შას ვე­ძახ­დი. ქარ­თუ­ლი ფილ­მი რომ არის - "ცის­ფე­რი მთე­ბი ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" - იქ არის ერთი ფრა­ზა: მიშა აქ არის, გრი­შა აქ არი­სო... ჰოდა, ჩვენ გვყავ­და თა­ნამ­შრო­მე­ლი მიშა და ის რომ მო­ვი­დო­და, ვი­ტყო­დი ხოლ­მე: მიშა აქ არის, გრი­შა აქ არის-მეთ­ქი, ამი­ტომ შე­ვარ­ქვით ეს სა­ხე­ლი.

- რა ბე­დია ეწია გრი­შას?

- სამი წლის წინ მოკ­ვდა. ზამ­თრის პირი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში შუქი ხში­რად ქრე­ბო­და. ერთ დღეს, ორი კურ­დღე­ლი ერ­თად შე­ვუგ­დე გა­ლი­ა­ში. ორი­ვე ერ­თად და­ი­ჭი­რა, ერთი პი­რით, მე­ო­რე - კუ­დით და ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად მო­ახ­რჩო, შემ­დეგ გა­დაყ­ლა­პა. ამა­სო­ბა­ში გა­მო­ირ­თო შუქი და აცივ­და. გვე­ლის სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­ე­ცა. ამის გამო ორ­გა­ნიზ­მმა საკ­ვე­ბი ვე­ღარ მო­ი­ნე­ლა და კუჭ­ში ხრწნა და­ი­წყო. ორ­გა­ნიზ­მი მო­ი­წამ­ლა და გვე­ლი მოკ­ვდა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა ეზო­ში დავ­მარ­ხეთ. გრი­შა ტე­ლე­თა­მაშ­ში - "ვის უნდა 20 ათა­სი" - დუტა სხირტლა­ძემ თა­ვის ერთ-ერთ კი­თხვა­ში გა­მო­ი­ყე­ნა: რა ჰქვია პი­თონს, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ცხოვ­რობ­სო?.. სტუ­დენ­ტებს ძალ­ზე უყ­ვარ­დათ პი­თო­ნი. 4-5 ბიჭი მხარ­ზე გა­ი­დებ­და ხოლ­მე და და­ა­სე­ირ­ნებ­და...

ბა­ტო­ნი და­ვი­თის გუ­ლა­დო­ბის ფონ­ზე, ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბის შიში შე­საძ­ლოა, უსა­ფუძ­ვლო­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ. მაგ­რამ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ არც ისე იო­ლია, ამ­დე­ნი გვე­ლის გა­რე­მოც­ვა­ში იცხოვ­რო და ყო­ველ წუ­თას საფრ­თხის წი­ნა­შე იმ­ყო­ფე­ბო­დე. გვე­სა­უბ­რე­ბა თა­მუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი (ჯა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი):

- უკვე ათი წე­ლია, მთე­ლი ოჯა­ხი სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ყო­ვე­ლი მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­დან, ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე და შემ­დეგ - ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე, მარ­ტი­დან ივ­ნი­სამ­დე, უამ­რა­ვი გვე­ლის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა გვი­წევს. ვერ­ცხლის­ფე­რი გვე­ლე­ბია, სხვა­დას­ხვა სიგ­რძის – 10-15 სმ-დან და­წყე­ბუ­ლი, 2-მეტ­რი­ა­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რად, 15-20 გველს ვკლავთ, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც 40 გვე­ლიც მოგ­ვიკ­ლავს. მსგავს გველს მთელ სო­ფელ­ში სხვა­გან ვერ­სად ნა­ხავთ. მინ­დვ­რებ­სა და ბოსტნებ­ში აქა-იქ მე­ზობ­ლე­ბიც ნა­ხუ­ლო­ბენ ქვე­წარ­მავ­ლებს, მაგ­რამ - თითო-ორო­ლას თა­ნაც, სულ სხვა შე­ფე­რი­ლო­ბი­სას. ამ­ჟა­მად არ არი­ან, მაგ­რამ 28 აგ­ვის­ტო­დან უკვე და­ი­წყე­ბენ გა­მოს­ვლას, ში­შით ვე­ლით მათ გა­მო­ჩე­ნას. ოთა­ხის ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში, ყვე­ლა ნივთზე შეხ­ვდე­ბით გველს. ვპო­უ­ლობთ უამ­რავ გა­მო­ნაც­ვალ კანს... ღა­მით, ჯერ ვათ­ვა­ლი­ე­რებთ ოთახს, შემ­დეგ ვწვე­ბით და­სა­ძი­ნებ­ლად, მაგ­რამ ში­შის­გან ნა­ხე­ვა­რი ღამე მა­ინც არ გვძი­ნავს. ქვე­ვით ოთახ­ში კარ­გად ის­მის, რო­გორ დას­რი­ა­ლე­ბენ სახ­ლის სხვენ­ზე...

ზამ­თარ-ზა­ფხულ კარ-ფან­ჯრე­ბი ჩა­რა­ზუ­ლი გვაქვს. შარ­შან ამ კუ­თხში მიდ­გმულ კაქ­ტუს­ზეც კი ვნა­ხეთ შე­მოხ­ვე­უ­ლი. ამ ზა­ფხულს კი, შინ მარ­ტო ვი­ყა­ვი, აი­ვან­ზე გა­ვე­დი და შევ­ნიშ­ნე ორი გვე­ლი, რო­მელ­თაც სა­ხუ­რა­ვი­დან თა­ვე­ბი ჰქონ­დათ ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი... პა­ნი­კუ­რი შიში მაქვს ქვე­წარ­მავ­ლე­ბის. და­ვი­წყე ყვი­რი­ლი, მთე­ლი ტა­ნით ვკან­კა­ლებ­დი. შე­მო­ვი­და მე­ზო­ბე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯო­ხით (ასე­თი ჯოხი ყვე­ლა კუ­თხე­ში გვაქვს - წინ ლურ­სმა­ნი და მა­ხა­თი აქვს მი­მაგ­რე­ბუ­ლი) სცა­და გვე­ლის მოკ­ვლა. ლურ­სმა­ნი შე­ურ­ჭო და ჭერ­ზე მი­ჭყლე­ტა და­ა­პი­რა. ამ დროს, ასე ორ მეტ­რამ­დე სიგ­რძის გვე­ლი მთე­ლი ტა­ნით გად­მო­ეშ­ვა ძირს და კუდს თვალ­წინ უტ­რი­ა­ლებ­და, შემ­დეგ ზე­მო­დან მოყ­ვი­თა­ლო-მომ­წვა­ნო ფე­რის სი­თხე გად­მო­ან­თხია, რო­გორც ვვა­რა­უ­დობთ, შხა­მი იყო...

- პი­ვე­ლად რო­დის შე­ნიშ­ნეთ ქვე­წარ­მავ­ლე­ბი?

- 10 წე­ლია რაც ამ ოჯა­ხის რძა­ლი ვარ, პირ­ვე­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, რად­გან სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. სო­ფელ­ში რომ დავ­ბრუნ­დი ასე­თი ამ­ბა­ვი დამ­ხვდა: დე­დამ­თილ­მა მი­თხრა, რომ ჩემს ჩა­მოს­ვლამ­დე გვე­ლე­ბი არ უნა­ხავთ. სოფ­ლის მკვიდ­რნი კი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ 18 წლის წინ, რო­დე­საც ამ სახ­ლს აშე­ნებ­დნენ, სა­ძირ­კვლის გა­თხრი­სას, გვე­ლის კვერ­ცხე­ბი უნა­ხავთ. რჩე­ვაც მი­უ­ცი­ათ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის აქ სახ­ლს ნუ აა­შე­ნებ­თო, - მაგ­რამ მა­ინც აუ­შე­ნე­ბი­ათ, რო­მელს და­ვუ­ჯე­როთ, არ ვი­ცით: იმა­საც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ადრე, ამ ად­გილ­ზე საფ­ლა­ვი ყო­ფი­ლა. ისიც უთ­ქვამთ, თით­ქოს აქ გან­ძია ჩა­მარ­ხუ­ლი და გვე­ლე­ბი სწო­რედ მას დას­რი­ა­ლე­ბე­ნო... ამას წი­ნათ, აი­ვან­ზე ორი პა­ტა­რა გვე­ლის წი­წი­ლი შევ­ნიშ­ნე. და­ვუ­ძა­ხე მე­ზო­ბელ გო­გოს, რო­მელ­საც ასე პა­ნი­კუ­რად არ ეში­ნია მათი და ვთხო­ვე, მო­ეკ­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის შემ­დეგ კი, დიდი გვე­ლი გა­მოს­რი­ალ­და. მე მე­გო­ნა, რომ ეს მათი დედა იყო და შვი­ლებს ეძებ­და... ზოგი იმა­საც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ცო­ცხალმშო­ბი გვე­ლე­ბია და ისი­ნი კვერ­ცხი­დან არ იჩე­კე­ბი­ან - პირ­და­პირ წი­წილს ბა­დე­ბენ. ერ­თმა მო­ხუც­მა კი მი­თხრა, - რო­გორც ჩანს, დედა და მამა გვე­ლე­ბი სა­ძირ­კველ­ში ცხოვ­რო­ბენ, ძალ­ზე დი­დე­ბი არი­ან და გა­რეთ არ გა­მო­დი­ან, ისი­ნი შვი­ლებს ბა­დე­ბენ და მხო­ლოდ ისი­ნი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ა­ნო.

- ალ­ბათ სტუმ­რე­ბიც ერი­დე­ბი­ან თქვენ­თან მოს­ვლას, ხომ?

- რა თქმა უნდა. სტუ­მა­რი მე­ნატ­რე­ბა. ყვე­ლას ეში­ნია ეზო­ში შე­მოს­ვლის. ის კი არა და, მე მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლა­ვართ, ვმუ­შა­ობ სა­მუ­სი­კო სტუ­დი­ა­ში და მოს­წავ­ლე­ებს კერ­ძო­დაც ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი ხოლ­მე. რო­მე­ლი მოს­წავ­ლე მო­მი­ვა აქ?.. ერ­თმა მღვდელ­მა მი­თხრა: რო­გორც ჩანს, ისი­ნი მანდ კარ­გად გრძნო­ბენ თავს, მათი სამ­ფლო­ბე­ლო მან­დაა და არ­სად წავ­ლენ, თქვენ კი ვერ გამ­რავ­ლდე­ბით, ვიდ­რე იმ სახ­ლში იცხოვ­რებ­თო...

- შვი­ლი არ გყავთ, ხომ?

- არა, არ მყავს... ვფეხ­მძიმ­დე­ბი, მაგ­რამ ში­შის გამო, ბავ­შვებს ვკარ­გავ. რომც მე­ყო­ლოს, აქ რო­გორ გავზრდი?.. ძალ­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა. ერთხელ, 2 მღვდე­ლი გვეწ­ვია, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი შე­უ­ტყვი­ათ და თვი­თონ მო­ვიდ­ნენ. მათ თვალ­წინ 2 გვე­ლი მოვ­კა­ლით. გვი­თხრეს - ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ის არის, რომ აქე­დან წახ­ვი­დე­თო. ეს სახ­ლი უნდა და­იწ­ვას, რომ გვე­ლე­ბი გა­ნად­გურ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ სად ვი­ცხოვ­როთ?..

- გვე­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან?

- არა, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არ არი­ან, პი­რი­ქით – ცდი­ლო­ბენ, თავი აგ­ვა­რი­დონ. მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ რა დღე­ში ვიქ­ნე­ბით!.. რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხეთ გვე­ლის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი, მკვდა­რი ქა­თა­მიც. სახ­ლის ერთ კუ­თხი­დან გა­მო­დი­ან და საწ­ვი­მარ მილ­ზე თა­ვი­სუფ­ლად ადი-ჩა­მო­დი­ან...

- გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ვი­ყა­ვით რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში, დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა და ვი­თხოვ­დით შვე­ლას, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. გვინ­დო­და, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, ბა­ტონ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ მას­თან არ შეგ­ვიშ­ვეს... გა­მო­დის, რომ ვიდ­რე გვე­ლებს ვინ­მე არ შე­ე­წი­რე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ მოგ­ვაქ­ცევს... ღვთის წყა­ლო­ბად ვთვლით, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ქვე­წარ­მავ­ლებ­მა არა­ვინ იმ­სხვერ­პლეს.

ახლა კი, კვლავ ბა­ტო­ნი და­ვით ბე­კოშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს და­ვუბ­რუნ­დეთ და მის კო­მენ­ტარს გა­ვეც­ნოთ:

- რო­გორც ჩანს, ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი წარ­მო­ად­გენს ბი­ო­ტოპს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ გახ­ლავთ გვე­ლე­ბის სა­ცხოვ­რებ­ლად, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და ბი­ო­ლო­გი­უ­რად ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო. ცო­ცხალმშო­ბი გვე­ლი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ისე­თი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც მუ­ცელ­ში ამ­წი­ფებს კვერ­ცხებს, მუ­ცელ­ში­ვე გა­დის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა პრო­ცესს და წი­წი­ლე­ბი მერე გა­მო­დი­ან დე­დის სხე­უ­ლი­დან. მაგ­რამ ეს მა­ინც კვერ­ცხით გამ­რავ­ლე­ბა გახ­ლავთ. რაც შე­ე­ხე­ბა მათი გა­მო­ჩე­ნის პე­რი­ოდს - ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯდე­ბა მათი ქცე­ვის ნორ­მა­ში: აგ­ვის­ტო­დან გვე­ლე­ბი გა­და­დი­ან აქ­ტი­უ­რი კვე­ბის რე­ჟიმ­ზე, რად­გან წინ უდევთ ზამ­თა­რი, რო­მე­ლიც ანა­ბი­ოზ­ში (ძილ­ში) უნდა გა­ა­ტა­რონ და სჭირ­დე­ბათ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაგ­რო­ვე­ბა, რათა ზამ­თრის გა­და­ტა­ნა შეძ­ლონ.

- რო­გორ უნდა მო­ი­გე­რი­ონ ჯა­ფოშ­ვი­ლებ­მა ქვე­წარ­მავ­ლე­ბი?

- მათი მო­გე­რი­ე­ბა სა­ჭი­რო არაა - თა­ვად გა­ურ­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს. გველ­მა შე­საძ­ლოა, ქა­თამს მარ­თლაც უკბი­ნოს, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქა­თა­მი ჩა­უ­ნის­კარ­ტებს – გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ თვი­თონ გა­მო­ე­კი­დოს და დაკბი­ნოს. თუ წი­წი­ლაა, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჭი­როს და შე­ჭა­მოს, მაგ­რამ ქა­თა­მი ისე­თი ზო­მის გახ­ლავთ, რომ გვე­ლი ვერ გა­დაყ­ლა­პავს, ამი­ტომ ასე­თი ზო­მის ფრინ­ვე­ლებს არ ერ­ჩის.

- თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის გვე­ლია ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში?

- ასე ზე­პი­რად ძალ­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­ცხლის­ფე­რი გი­ურ­ზაც გვხვდე­ბა, თან - სწო­რედ ამ სა­ხო­ე­ბას აქვს მომ­წვა­ნო-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რის ბლან­ტი შხა­მი, მაგ­რამ არა ისე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, რომ ზე­მო­დან გად­მო­ან­თხი­ოს, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წვე­თი გა­მო­ყოს ორ­გა­ნიზ­მი­დან. სა­ერ­თოდ, გველ­მა თუ შე­ნიშ­ნა, რომ მისი არ ეში­ნი­ათ, თავს გა­ნე­ბებს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ისე­თი სა­ხე­ო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ძალ­ზე აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სა­ხე­ო­ბის გვე­ლე­ბი არი­ან ჯა­ფოშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში. აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხავ და გა­ვარ­კვევ. თუმ­ცა იმე­დი არ მაქვს, რომ ნამ­დვი­ლად ვნა­ხავ 40 გველს ერ­თად...

მარი ჯა­ფა­რი­ძე, ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ამოუხსნელი ფაქტი კახეთში - ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე, 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე ესხმოდა თავს

ამოუხსნელი ფაქტი კახეთში - ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე, 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე ესხმოდა თავს

წლების მანძილზე, 28 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ ჯაფოშვილების ოჯახს უამრავი ქვეწარმავალი "სტუმრობდა". ეს უცნაური ამბავი წლების მანძილზე, სწორედ მარიამობის დღეს ხდებოდა და ნოემბრამდე გრძელდებოდა...

როგორც ოჯახის წევრები რამდენიმე წლის წინ მიცემულ ი8ნტერვიუში ყვებოდნენ, სახლში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედიოდა, მაგრამ ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქვეწარმავალთა რაოდენობა 40-მდეც კი ასულა.

გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "გზის" არქივიდან, რომელიც ჯურნალისტმა მარი ჯაფარიძემ 2015 წელს მოამზადა:

ვერცხლისფერი გველის ასეთი სახეობა სოფელში სხვაგან არსად შეუნიშნავთ, ისინი მხოლოდ ჯაფოშვილების საცხოვრებელ სახლში არიან. არც ეზოში, არც სახლიდან 10 მეტრის მოშორებით აშენებულ სამზარეულოში არ ბინადრობენ... აღნიშნულ სახლში ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა - გივი და თამარ ჯაფოშვილები, მათი შვილი გურამი და რძალი თამუნა. წყნარი, ჩვეულებრივი ოჯახია, რომლის გასაჭირის შესახებ მთელმა რაიონმა იცის. ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და შველას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ...

გავაზიდან დაბრუნებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ჰერპეტოლოგიური ლაბორატორიის გამგეს, ბატონ დავით ბეკოშვილს დავუკავშირდი და კომენტარი ვთხოვე. გველების სპეციალისტსაც კი დაუჯერებლად ეჩვენა ჩემი ნაამბობი, მაგრამ საკუთარი აზრი მაინც გამიზიარა და უამრავი საინტერესო შემთხვევაც მიამბო.

- გველებთან დაკავშირებით, უამრავი მითი და ლეგენდაა ადამიანების მიერ მოგონილი. მაგალითად, ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის: მართალია თუ არა, რომ როდესაც გველი წყალში ჩადის, შხამს ქვაზე ტოვებს და რომ ამოვა, თუ ვერ მიაგნო, ქვაზე თავს ურტყამს და კვდებაო?.. ეს არის ზღაპარი, ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. რადგან ადამიანებმა იციან, რომ გველი შხამიანია, ამიტომ თუ წყალში უკბინა და ამან არ მოწამლა, ფიქრობენ - ე.ი. შხამი ქვაზე ჰქონდა დატოვებულიო... ქვაზე კი არ აქვს დატოვებული, არამედ გველის ეს სახეობა არაა შხამიანი - ეს გახლავთ წყლის ანკარა და მისი ნაკბენი მავნებელი სულაც არ არის. ზოგს ისეთი პანიკური შიში აქვს, რომ ერთი გველი ათად ეჩვენება ხოლმე, ზოგი ამტკიცებს, რომ ბანჯგვლიანი გველი ნახა...

ოდითგანვე გველი სიბრძნის სიმბოლოდ იყო მიჩნეული და ეს მართლაც ასეა. გველები ძალზე მშვიდი არსებები არიან. მათ აქვთ ძალზე სუსტი მხედველობა და არჩევენ მხოლოდ მოძრავ საგნებს. ამიტომ ხშირად ყოფენ ენას, რადგან გარე სამყაროს აღქმას სწორედ ენით ახდენენ. ენითვე შეიგრძნობენ მოახლოებული ადამიანის სითბოს თუ სხვა საგნებს. ასეთ დროს, სისინით აფრთხილებენ -წადიო. მქონია შემთხვევა როდესაც გველთან ძალზე ახლოს მივსულვარ, მაგრამ მას შეუნარჩუნებია სიმშვიდე და არც კი განძრეულა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო და მისთვის გვერდი ამევლო... თუ ის გრძნობს საშიშროებას იმისა, რომ ვთქვათ, ფეხს დაადგამენ ან რაიმეს ავნებენ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ჯერ სისინით, შედმგომ კი კბენით დაიცვას თავი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოძრავ საგანს დაინახავს თუ არა, გაიქცეს. ერთ ამბავს მოგიყვებით. ახლობლებმა დაიჭირეს გველი. ამ დროს ქვეწარმავალს დაუზიანდა რბილი ქსოვილი კისრის არეში. ჭრილობაში ბუზს ჩაუდვია კვერცხები, გამოჩეკილან მატლები და კანქვეშ ფუთფუთებდნენ. გავუსუფთავე ჭრილობა და გავათავისუფლე უსიამოვნო შეგრძნებისგან. შემდეგ გავუშვი, მაგრამ არ მიდიოდა - თითქოს მადლიერებას გამოხატავდა... თითოეულ გველს საკუთარი ხასიათი აქვს, ისევე, როგორც ადამიანს.

- თქვენთვის თუ უკბენია შხამიან გველს?

- როგორ არა! ერთი პატარა "გიურზუშკა" მყავდა და ხელით ვკვებავდი ხოლმე – პირს ვაღებინებდი და ხვლიკებს ვუტენიდი. სწორედ ამ დროს, თითში მწვდა და მიკბინა. ანტიგიურზინი გავიკეთე და გადავრჩი. მეორედ კი, დიდი გიურზა გადამყავად ერთი გალიიდან მეორეში. გავაღე და კუდში მოვკიდე ხელი. ფეხზე უნდოდა კბენა, მაგრამ მოვასწარი და გავიქნიე. ამ დროს, მკლავში მწვდა, კბილები ჩამასო და კარგა ბლომად შხამი შეუშვა. მაშინ მართლაც, ძლივს გადამარჩინეს, მთელი მკლავი დამისივდა...

- როგორ უნდა გავუწიოთ დახმარება ადამიანს, რომელსაც გველმა უკბინა?

- პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – შხამი უნდა ამოწოვოთ, რადგან რაც უფრო ნაკლები შხამი შეაღწევს ორგანიზმში, მით უფრო მეტი შანსია გადარჩენის. ის, ვინც შხამს ამოსწოვს, საფრთხის წინაშე არ დგება, თუ პირის ღრუში ღია ჭრილობა არ აქვს, რადგან შხამი მაშინ არის მავნებელი, როცა სისხლში მოხვდება. თუ გველმა ცხიმოვან ქსოვილში უკბინა ადამიანს, უვნებელია, რადგან ამ დროს, შხამი სისხლში არ გადადის. მაგრამ თუ კუნთში, ვენაში ან კაპილარში მოხვდება, ეს უკვე საშიშია... შხამი რომ დალიოთ, კუჭში გაიხსნება და არაფერს გავნებთ... ასევე კარგი მეთოდია, გველის ნაკბენზე დაიყაროთ დენთი, რომელიც ჩვეულებრივი სანადირო თოფის ჰილზებშია და ცეცხლი წაუკიდოთ. ის ადგილი ამოიწვება და შხამი ვერაფერს გავნებთ. ამოწოვა წამიერად ხდება და ტკივილსაც ვერ იგრძნობთ.

- როგორც ჩანს, თქვენ ქვეწარმავლების არ გეშინიათ...

- მე კარგად ვიცნობ მათი ქცევის წესებს, ამიტომ არ მეშინია. აქ, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მყავდა პითონი, რომელიც სულ 52 სმ სიგრძის იყო, როდესაც მაჩუქეს. 13 წელი ვზრდიდი და ბოლოს, 4,5 მ-ს მიაღწია. პითონი არის უშხამო, მახრჩობელა გველი, მაგრამ მე თავს არ მესხმოდა, რადგან "ბავშვობიდან" მიჩვეული მყავდა და ლაპარაკი რომ შესძლებოდა, მამას დამიძახებდა. ერთად დავდიოდით ხოლმე საბანაოდ. თავდაპირველად, მანქანაში ჩავსვამდი და ისე მიმყავდა. მაგრამ ერთხელ, წყნეთიდან რომ მოვდიოდით, "პედლებში" ჩაეხვია და ხრამში გადავარდა. შემდეგ უკვე ტომარაში ვსვამდი ხოლმე, რომ არ ეძრომიალა და ხელი არ შეეშალა ჩემთვის. მდინარის პირას გავუშვებდი, მაგრამ ყურადღების ქვეშ მყავდა, რომ არსად შემძვრალიყო. გველებს არა აქვთ სმენა, ამიტომ, რომ დამეძახა, არ გამოვიდოდა...

- მაშ, ფაკირების დაკრულზე როგორ ცეკვავენ?

- ფაკირები იტყუებიან: გველები ხმაზე კი არ ცეკვავენ - მათ უბრალოდ, ჩვევად აქვთ, შეიჭყიტონ ნებისმიერ ხვრელში. ასე რომ, ისინი საკრავის ხვრელში იყურებიან, ფაკირი ამოძრავებს საკრავს, გველი კი ტანს აყოლებს... ჩემს პითონს ვასეირნებდი ხოლმე უნივერსიტეტის შიდა ეზოში, სადაც გარშემო სავენტილაციო ხვრელებია. ძალზე უყვარდა იქ შეძრომა, მაგრამ მე ვუშლიდი, ამიტომ, როცა იქ ვიყავი, ეზოში დასეირნობდა არხეინად. ერთხელ, ასეთ დროს, ტელეფონთან მიხმეს. მივხვდი, თვალს მოვეფარებოდი თუ არა, ხვრელში შეძვრებოდა. მართლაც, უკან როცა მივბრუნდი, დავინახე, რომ თავი ჰქონდა ხვრელში შეყოფილი და იქაურობას ზვერავდა. მე ხელი ვტაცე, რომ არ შემძვრალიყო. ელვის სისწრაფით მობრუნდა და მკლავში ჩამასო კბილები. როდესაც იგრძნო, რომ მე ვიყავი, უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა!.. დაიგრიხა, დაიმორცხვა და მერე კარგა ხანს მემალებოდა და აღარ მენახვებოდა. შესაძლოა, სხვა ჯიშის გველი ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ ამ გველის მიჩვევა შესაძლებელი ყოფილა.

- პითონისთვის სახელი თუ გქონდათ შერჩეული?

- კი, გრიშას ვეძახდი. ქართული ფილმი რომ არის - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" - იქ არის ერთი ფრაზა: მიშა აქ არის, გრიშა აქ არისო... ჰოდა, ჩვენ გვყავდა თანამშრომელი მიშა და ის რომ მოვიდოდა, ვიტყოდი ხოლმე: მიშა აქ არის, გრიშა აქ არის-მეთქი, ამიტომ შევარქვით ეს სახელი.

- რა ბედია ეწია გრიშას?

- სამი წლის წინ მოკვდა. ზამთრის პირი იყო. იმ პერიოდში შუქი ხშირად ქრებოდა. ერთ დღეს, ორი კურდღელი ერთად შევუგდე გალიაში. ორივე ერთად დაიჭირა, ერთი პირით, მეორე - კუდით და ორივე ერთდროულად მოახრჩო, შემდეგ გადაყლაპა. ამასობაში გამოირთო შუქი და აცივდა. გველის სხეულის ტემპერატურაც დაეცა. ამის გამო ორგანიზმმა საკვები ვეღარ მოინელა და კუჭში ხრწნა დაიწყო. ორგანიზმი მოიწამლა და გველი მოკვდა. უნივერსიტეტის შიდა ეზოში დავმარხეთ. გრიშა ტელეთამაშში - "ვის უნდა 20 ათასი" - დუტა სხირტლაძემ თავის ერთ-ერთ კითხვაში გამოიყენა: რა ჰქვია პითონს, რომელიც უნივერსიტეტში ცხოვრობსო?.. სტუდენტებს ძალზე უყვარდათ პითონი. 4-5 ბიჭი მხარზე გაიდებდა ხოლმე და დაასეირნებდა...

ბატონი დავითის გულადობის ფონზე, ჯაფოშვილების შიში შესაძლოა, უსაფუძვლოდაც მოგეჩვენოთ. მაგრამ დამეთანხმებით, რომ არც ისე იოლია, ამდენი გველის გარემოცვაში იცხოვრო და ყოველ წუთას საფრთხის წინაშე იმყოფებოდე. გვესაუბრება თამუნა გოჩიაშვილი (ჯაფიაშვილების რძალი):

- უკვე ათი წელია, მთელი ოჯახი საშინელ პირობებში ვიმყოფებით. ყოველი მარიამობის დღესასწაულიდან, ნოემბრის ბოლომდე და შემდეგ - ყოველ გაზაფხულზე, მარტიდან ივნისამდე, უამრავი გველის გვერდით ცხოვრება გვიწევს. ვერცხლისფერი გველებია, სხვადასხვა სიგრძის – 10-15 სმ-დან დაწყებული, 2-მეტრიანით დამთავრებული. ყოველდღიურად, 15-20 გველს ვკლავთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 40 გველიც მოგვიკლავს. მსგავს გველს მთელ სოფელში სხვაგან ვერსად ნახავთ. მინდვრებსა და ბოსტნებში აქა-იქ მეზობლებიც ნახულობენ ქვეწარმავლებს, მაგრამ - თითო-ოროლას თანაც, სულ სხვა შეფერილობისას. ამჟამად არ არიან, მაგრამ 28 აგვისტოდან უკვე დაიწყებენ გამოსვლას, შიშით ველით მათ გამოჩენას. ოთახის ნებისმიერ კუთხეში, ყველა ნივთზე შეხვდებით გველს. ვპოულობთ უამრავ გამონაცვალ კანს... ღამით, ჯერ ვათვალიერებთ ოთახს, შემდეგ ვწვებით დასაძინებლად, მაგრამ შიშისგან ნახევარი ღამე მაინც არ გვძინავს. ქვევით ოთახში კარგად ისმის, როგორ დასრიალებენ სახლის სხვენზე...

ზამთარ-ზაფხულ კარ-ფანჯრები ჩარაზული გვაქვს. შარშან ამ კუთხში მიდგმულ კაქტუსზეც კი ვნახეთ შემოხვეული. ამ ზაფხულს კი, შინ მარტო ვიყავი, აივანზე გავედი და შევნიშნე ორი გველი, რომელთაც სახურავიდან თავები ჰქონდათ ჩამოშვებული... პანიკური შიში მაქვს ქვეწარმავლების. დავიწყე ყვირილი, მთელი ტანით ვკანკალებდი. შემოვიდა მეზობელი მამაკაცი, რომელმაც სპეციალური ჯოხით (ასეთი ჯოხი ყველა კუთხეში გვაქვს - წინ ლურსმანი და მახათი აქვს მიმაგრებული) სცადა გველის მოკვლა. ლურსმანი შეურჭო და ჭერზე მიჭყლეტა დააპირა. ამ დროს, ასე ორ მეტრამდე სიგრძის გველი მთელი ტანით გადმოეშვა ძირს და კუდს თვალწინ უტრიალებდა, შემდეგ ზემოდან მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხე გადმოანთხია, როგორც ვვარაუდობთ, შხამი იყო...

- პიველად როდის შენიშნეთ ქვეწარმავლები?

- 10 წელია რაც ამ ოჯახის რძალი ვარ, პირველი 3 წლის განმავლობაში, თბილისში ვცხოვრობდი, რადგან სტუდენტი ვიყავი. სოფელში რომ დავბრუნდი ასეთი ამბავი დამხვდა: დედამთილმა მითხრა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე გველები არ უნახავთ. სოფლის მკვიდრნი კი მეუბნებოდნენ, რომ 18 წლის წინ, როდესაც ამ სახლს აშენებდნენ, საძირკვლის გათხრისას, გველის კვერცხები უნახავთ. რჩევაც მიუციათ ოჯახის წევრებისთვის აქ სახლს ნუ ააშენებთო, - მაგრამ მაინც აუშენებიათ, რომელს დავუჯეროთ, არ ვიცით: იმასაც ამბობენ, თითქოს ადრე, ამ ადგილზე საფლავი ყოფილა. ისიც უთქვამთ, თითქოს აქ განძია ჩამარხული და გველები სწორედ მას დასრიალებენო... ამას წინათ, აივანზე ორი პატარა გველის წიწილი შევნიშნე. დავუძახე მეზობელ გოგოს, რომელსაც ასე პანიკურად არ ეშინია მათი და ვთხოვე, მოეკლა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი, დიდი გველი გამოსრიალდა. მე მეგონა, რომ ეს მათი დედა იყო და შვილებს ეძებდა... ზოგი იმასაც გვეუბნება, რომ ეს ცოცხალმშობი გველებია და ისინი კვერცხიდან არ იჩეკებიან - პირდაპირ წიწილს ბადებენ. ერთმა მოხუცმა კი მითხრა, - როგორც ჩანს, დედა და მამა გველები საძირკველში ცხოვრობენ, ძალზე დიდები არიან და გარეთ არ გამოდიან, ისინი შვილებს ბადებენ და მხოლოდ ისინი გვეჩვენებიანო.

- ალბათ სტუმრებიც ერიდებიან თქვენთან მოსვლას, ხომ?

- რა თქმა უნდა. სტუმარი მენატრება. ყველას ეშინია ეზოში შემოსვლის. ის კი არა და, მე მუსიკის მასწავლებელი გახლავართ, ვმუშაობ სამუსიკო სტუდიაში და მოსწავლეებს კერძოდაც ვამეცადინებდი ხოლმე. რომელი მოსწავლე მომივა აქ?.. ერთმა მღვდელმა მითხრა: როგორც ჩანს, ისინი მანდ კარგად გრძნობენ თავს, მათი სამფლობელო მანდაა და არსად წავლენ, თქვენ კი ვერ გამრავლდებით, ვიდრე იმ სახლში იცხოვრებთო...

- შვილი არ გყავთ, ხომ?

- არა, არ მყავს... ვფეხმძიმდები, მაგრამ შიშის გამო, ბავშვებს ვკარგავ. რომც მეყოლოს, აქ როგორ გავზრდი?.. ძალზე გამიჭირდება. ერთხელ, 2 მღვდელი გვეწვია, რომლებსაც ჩვენი გასაჭირი შეუტყვიათ და თვითონ მოვიდნენ. მათ თვალწინ 2 გველი მოვკალით. გვითხრეს - ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ აქედან წახვიდეთო. ეს სახლი უნდა დაიწვას, რომ გველები განადგურდნენ, მაგრამ ჩვენ სად ვიცხოვროთ?..

- გველები აგრესიულები არიან?

- არა, აგრესიულები არ არიან, პირიქით – ცდილობენ, თავი აგვარიდონ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვიქნებით!.. რამდენჯერმე ვნახეთ გველის მიერ დაკბენილი, მკვდარი ქათამიც. სახლის ერთ კუთხიდან გამოდიან და საწვიმარ მილზე თავისუფლად ადი-ჩამოდიან...

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ვიყავით რაიონის გამგეობაში, დავწერეთ განცხადება და ვითხოვდით შველას, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. გვინდოდა, კახეთის გუბერნატორთან, ბატონ პეტრე ცისკარიშვილთან მივსულიყავით, მაგრამ მასთან არ შეგვიშვეს... გამოდის, რომ ვიდრე გველებს ვინმე არ შეეწირება, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს... ღვთის წყალობად ვთვლით, რომ ჯერჯერობით ქვეწარმავლებმა არავინ იმსხვერპლეს.

ახლა კი, კვლავ ბატონი დავით ბეკოშვილის ინტერვიუს დავუბრუნდეთ და მის კომენტარს გავეცნოთ:

- როგორც ჩანს, ჯაფოშვილების საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ბიოტოპს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ გახლავთ გველების საცხოვრებლად, გეოგრაფიულად და ბიოლოგიურად ხელსაყრელი გარემო. ცოცხალმშობი გველი არ არსებობს. არსებობს ისეთი სახეობა, რომელიც მუცელში ამწიფებს კვერცხებს, მუცელშივე გადის განვითარების ყველა პროცესს და წიწილები მერე გამოდიან დედის სხეულიდან. მაგრამ ეს მაინც კვერცხით გამრავლება გახლავთ. რაც შეეხება მათი გამოჩენის პერიოდს - ეს აბსოლუტურად ჯდება მათი ქცევის ნორმაში: აგვისტოდან გველები გადადიან აქტიური კვების რეჟიმზე, რადგან წინ უდევთ ზამთარი, რომელიც ანაბიოზში (ძილში) უნდა გაატარონ და სჭირდებათ ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება, რათა ზამთრის გადატანა შეძლონ.

- როგორ უნდა მოიგერიონ ჯაფოშვილებმა ქვეწარმავლები?

- მათი მოგერიება საჭირო არაა - თავად გაურბიან ადამიანებს. გველმა შესაძლოა, ქათამს მართლაც უკბინოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი ჩაუნისკარტებს – გამორიცხულია, რომ თვითონ გამოეკიდოს და დაკბინოს. თუ წიწილაა, შეიძლება დაიჭიროს და შეჭამოს, მაგრამ ქათამი ისეთი ზომის გახლავთ, რომ გველი ვერ გადაყლაპავს, ამიტომ ასეთი ზომის ფრინველებს არ ერჩის.

- თქვენი ვარაუდით, რომელი სახეობის გველია ჯაფოშვილების ოჯახში?

- ასე ზეპირად ძალზე გამიჭირდება, მაგრამ საქართველოში ვერცხლისფერი გიურზაც გვხვდება, თან - სწორედ ამ სახოებას აქვს მომწვანო-მოყვითალო ფერის ბლანტი შხამი, მაგრამ არა ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ზემოდან გადმოანთხიოს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წვეთი გამოყოს ორგანიზმიდან. საერთოდ, გველმა თუ შენიშნა, რომ მისი არ ეშინიათ, თავს განებებს, მაგრამ არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებიც ძალზე აგრესიულები არიან. ძალზე საინტერესოა, რა სახეობის გველები არიან ჯაფოშვილების ოჯახში. აუცილებლად ვნახავ და გავარკვევ. თუმცა იმედი არ მაქვს, რომ ნამდვილად ვნახავ 40 გველს ერთად...

მარი ჯაფარიძე, ჟურნალ "გზის" არქივიდან

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია