პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა
ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნით მატჩში ბრა­ზი­ლი­ის ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ხორ­ვა­ტია ან­გა­რი­შით 3:1 და­ა­მარ­ცხა. შეხ­ვედ­რა სან პა­უ­ლუ­ში, "კო­რინ­თი­ან­სის" არე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა და მას 62 600 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

მატჩში ან­გა­რი­ში ხორ­ვა­ტებ­მა გახ­სნეს. მე-11 წუთ­ზე ხორ­ვა­ტი ივი­ცა ოლი­ჩის ჩა­წო­დე­ბულ­ზე მარ­სე­ლომ სა­კუ­თარ კარ­ში გა­ი­ტა­ნა. ან­გა­რი­ში 29-ე წუთ­ზე ნე­ი­მარ­მა შო­რე­უ­ლი დარ­ტყმით გა­ა­თა­ნაბ­რა. მან­ვე 71-ე წუთ­ზე თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი ზუს­ტად გა­მო­ი­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ბრა­ზი­ლია ან­გა­რიშ­ში წინ გა­ვი­და, ხოლო ნე­ი­მარ­მა დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. მატ­ჩის ბო­ლოს კი გოლი ოს­კარ­მა გა­ი­ტა­ნა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ A ჯგუფ­ში ბრა­ზი­ლი­ას 3 ქულა აქვს ხორ­ვა­ტი­ას კი – 0. ამა­ვე ჯგუ­ფის გუნ­დე­ბი მექ­სი­კა და კა­მე­რუ­ნი ერ­თმა­ნეთს დღეს, 20:00 სა­ათ­ზე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

გუ­შინ­ვე, სან პა­უ­ლუს სტა­დი­ონ­ზე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ზე­ი­მო გახ­სნი­თი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას 60 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, ტე­ლე­ვი­ზი­ით კი მას და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ან­მა უყუ­რა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს 600-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე ჰყავ­და, რომ­ლებ­მაც წარ­მოდ­გე­ნა მო­ედ­ნის ცენ­ტრში გან­თავ­სე­ბუ­ლი გი­გან­ტუ­რი დი­ო­დის ბურ­თის გარ­შე­მო გა­მარ­თეს.

ცე­რე­მო­ნია მუნ­დი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა სიმ­ღე­რამ - We Are one (ოლე ოლა) და­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა, რე­პერ­მა პიტ­ბულ­მა და კლა­უ­დია ლე­ი­ტემ შე­ას­რუ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა

ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრა სან პაულუში, "კორინთიანსის" არენაზე გაიმართა და მას 62 600 ადამიანი დაესწრო.

მატჩში ანგარიში ხორვატებმა გახსნეს. მე-11 წუთზე ხორვატი ივიცა ოლიჩის ჩაწოდებულზე მარსელომ საკუთარ კარში გაიტანა. ანგარიში 29-ე წუთზე ნეიმარმა შორეული დარტყმით გაათანაბრა. მანვე 71-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა, რის შედეგადაც ბრაზილია ანგარიშში წინ გავიდა, ხოლო ნეიმარმა დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლოს კი გოლი ოსკარმა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ A ჯგუფში ბრაზილიას 3 ქულა აქვს ხორვატიას კი – 0. ამავე ჯგუფის გუნდები მექსიკა და კამერუნი ერთმანეთს დღეს, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

გუშინვე, სან პაულუს სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნითი ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას 60 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ტელევიზიით კი მას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანმა უყურა.

გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, რომლებმაც წარმოდგენა მოედნის ცენტრში განთავსებული გიგანტური დიოდის ბურთის გარშემო გამართეს.

ცერემონია მუნდიალის ოფიციალურმა სიმღერამ - We Are one (ოლე ოლა) დაასრულა, რომელიც ჯენიფერ ლოპესმა, რეპერმა პიტბულმა და კლაუდია ლეიტემ შეასრულეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია