საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი)
მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი)

სა­ქარ­თვე­ლო­ში "დის­ქა­ვე­რის" 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩა­მო­ვი­და. მათი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში ურ­თუ­ლე­სი მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლა, ალ­პურ ზო­ნა­ში ას­ვლა და ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ღე­ბა... ექ­სპე­დი­ცია გუ­შინ უკვე და­ი­წყო.

ყვე­ლა­ფერს კი 6 წლის წინ ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ექ­სპე­დი­ცი­ით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­საც ასე­თი ფაქ­ტი უძღვო­და: აკ­რძა­ლულ ზო­ნა­ში, მწყემ­სებ­მა, გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე, ნა­ხი­რის აყ­ვა­ნის შემ­დეგ, სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც (სავ­რა­უ­დოდ) გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი დახ­ვდათ. ამას­თან, იქვე ნა­ტაძ­რა­ლიც იყო...

ეს ამ­ბა­ვი ქუ­თა­ის­ში პრო­ფე­სორს, არ­ქე­ო­ლოგ ერეკ­ლე ჯუ­ლა­ყი­ძეს აც­ნო­ბეს. მა­შინ­ვე ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის ჯგუ­ფი შე­იკ­რი­ბა, რო­მელ­თაც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ვლის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ. იმ ჯგუფ­ში იყო ჟურ­ნა­ლის­ტი ლელა ნი­ნუ­აც (ამის შე­სა­ხებ მა­შინ მახ­სოვს, მეც ვწერ­დი. ბა­ტონ­მა ერეკ­ლემ ექ­სპე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გი­ჟუ­რი იდე­ის ავ­ტო­რე­ბი და­არ­ქვა). ჯგუფ­მა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე რთუ­ლი გზა გან­ვლო... მათ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით კი იმ პე­რი­ოდ­ში უცხო­უ­რი არ­ხე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, მუდ­მი­ვად ეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ ექ­სპე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. ამ­ჯე­რად კი "დის­ქა­ვე­რი" და­ინ­ტე­რეს­და და ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, იმ მო­ნაკ­ვე­თის ხე­ლახ­ლა გა­სავ­ლე­ლად და გა­და­სა­ღე­ბად 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფიც ჩა­მო­ვი­და. 8 ივ­ნისს ყვე­ლა­ნი ერ­თად, იმ გზა­ზე და­იძ­რნენ, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ 2008 წელს გა­ი­ა­რა.

ლელა ნი­ნუა (ინ­ტერ­ვიუ გამ­გზავ­რე­ბამ­დე მოგ­ვცა. - ავტ.):

- ექ­სპე­დი­ცია არ შედ­გე­ბო­და, რომ არა, ეს ენ­თუ­ზი­ას­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი. პირ­ვე­ლად, 6 წლის წინ, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დით, სად მივ­დი­ო­დით, იქ რა დაგ­ვხვდე­ბო­და ან რას აღ­მო­ვა­ჩენ­დით, - ამი­ტო­მაც ჩვე­ნი საქ­ცი­ელ სი­გი­ჟედ მო­ი­ნათ­ლა... სამი დღე ფე­ხით ალ­პურ ზო­ნა­ში ავ­დი­ო­დით. უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე გა­დავ­ლა­ხეთ, 16 სა­ა­თი მარ­ტო გა­ყი­ნულ მდი­ნა­რე­ზე ვი­ა­რეთ, მერე ნის­ლი ჩა­მოწ­ვა და თქე­ში წა­მო­ვი­და... ვერც ვი­ძი­ნებ­დით. ტყე­ში, რა თქმა უნდა, იყ­ვნენ მტა­ცებ­ლე­ბიც. ამი­ტომ ღამ-ღა­მო­ბით დიდ კო­ცონს ვან­თებ­დით, რო­მელ­თა­ნაც მო­რი­გე­ო­ბა გვქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, რომ ჩვენს კა­რავს მტა­ცე­ბე­ლე­ბი (მგე­ლი, დათ­ვი...) არ დას­ხმოდ­ნენ. მხე­ცე­ბის და­საფრ­თხო­ბად დიდი რკი­ნის ნა­ტე­ხებს ერ­თმა­ნეთს ვურ­ტყამ­დით, ბოლო ხმა­ზე ვყვი­რო­დით. იმა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი მინ­დვ­რის თაგ­ვე­ბი და მცი­რე ზო­მის ქვე­წარ­მავ­ლე­ბი რომ ზედ გა­დავგვდი­ოდ­ნენ, როცა კარ­ვებ­ში ცო­ტას ჩაგ­ვთლემ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ისე­თი დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მათი მო­გე­რი­ე­ბის თავი აღარ გვქონ­და. მოკ­ლედ, მთა, კლდე, მდი­ნა­რე, ჩანჩქე­რი, - ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა მოგ­ვიხ­და. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ორი დღე დავ­ყა­ვით, სა­დაც მარ­თლაც დაგ­ვხვდა ეკ­ლე­სი­ის ნაკ­ვა­ლე­ვი, ადა­მი­ა­ნის გან­მარ­ხე­ბუ­ლი ძვლე­ბი, (და­უ­მარ­ხა­ვი ადა­მი­ა­ნი ვულ­კა­ნურ ქა­ნებ­სა და ქვებ­ში მო­ექ­ცა). მოკ­ლედ, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ არ მომ­ხდა­რა... მოკ­ლედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი პა­ლე­ონ­ტო­ლო­გე­ბის შე­სას­წავ­ლია.

- უძ­ვე­ლეს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ფაქ­ტე­ბი, რომ არ­სე­ბობ­დნენ გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამა­ზე ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­აც მე­ტყვე­ლებს...

- დიახ, იმ გი­გან­ტი (სამ­მეტ­რი­ა­ნი) ადა­მი­ა­ნის კვალს მთე­ლი მსოფ­ლიო ეძებს, რო­მე­ლებ­ზეც ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში კარ­გად არის ახ­სნი­ლი... სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა ნახა ერ­თა­დერ­თმა მსოფ­ლიო დო­ნის პა­ლე­ონ­ტო­ლოგ­მა, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტმა აბე­სა­ლომ ვე­კუ­ამ. ის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ, რომ­ლის სი­ტყვას ყვე­ლა ენ­დო­ბო­და (სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა). ჩვე­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის შემ­დეგ წერ­და: "სარ­კო­ფა­გის ტი­პის სა­მარ­ხი ვნა­ხე, სა­დაც ეყა­რა ძვლე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან მღვი­მუ­რი დათ­ვის მე­გო­ნა. თუმ­ცა­ღა შევ­ცდი, ეს ნამ­დვი­ლად ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბია. მის სიგ­რძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზღვა­რი უდევს მი­ნი­მუ­მი­დან მაქ­სი­მუ­მამ­დე - ბარ­ძა­ყის ძვლი­სა და დიდი წვი­ვის ქვე­და და ბოლო ფრაგ­მენ­ტის. გა­მო­დის, რომ ის ერთი ადა­მი­ნის სა­კუთ­რე­ბაა, რო­მე­ლიც გო­ლი­ა­თი ყო­ფი­ლა".

- "დის­ქა­ვე­რის" მი­ზა­ნი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რა არის?

- იღე­ბენ ფილ­მს. ექ­სპე­დი­ცი­ას ჩვე­ნი მხრი­დან მხო­ლოდ 5 წევ­რი უნდა გავ­ყვეთ და მათ­გა­ნაც 5-ია. იგი­ვე მარ­შრუ­ტი უნდა გა­ვი­ა­როთ... "დის­ქა­ვე­რე­ლებ­მა" თქვეს, სულ რომ არა­ფე­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, მხო­ლოდ გზა და ბუ­ნე­ბა რომ გა­და­ვი­ღოთ, ესეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბაო...

- 6 წლის შემ­დეგ ახლა რო­გო­რი გან­ცდე­ბით მი­დი­ხარ?

- რომ მახ­სენ­დე­ბა ის გან­საც­დე­ლი, რაც მა­შინ გვქონ­და, ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად მა­კან­კა­ლებს... მა­შინ გამ­გზავ­რე­ბი­სას ასე არ ვღე­ლავ­დი...

- რო­გორც მახ­სოვს, მა­ში­ნაც და ახ­ლაც ამ ექ­სპე­დი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერ­თა­დერ­თი ქალი იყა­ვი და ხარ...

- კი, ასეა.

ოთარ ბა­ღა­თუ­რია, პრო­ფე­სო­რი, ჯგუ­ფის ხელ­მძვა­ნე­ლი:

- ჩვე­ნი ექ­სპე­დი­ცია პირ­ვე­ლი რიგ­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მერე ვიწ­რო ინ­ტე­რე­სიც არის: ყვე­ლა­ფე­რი იმ ად­გი­ლით და­ინ­ტერ­სე­ბის გა­მოწ­ვე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა იმის­თვის, რომ იქ შემ­დეგ­ში მუდ­მივ­მოქ­მე­დი ექ­სპე­დი­ცია და­ფუძნ­დეს, რო­მე­ლიც იქა­უ­რო­ბას სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ის­წავ­ლის. თუ ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოხ­დე­ბა, დაწ­ვრი­ლე­ბით და კარ­გად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი ტე­რი­ტო­რია, მერე ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რაც გახ­დე­ბა სა­ჭი­რო... მაგ­რამ ჯერ "დის­ქა­ვე­რი­ზე" ამ ყვე­ლაფ­რის გაჟ­ღე­რე­ბამ ეს და­ინ­ტე­რე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუ იქ კი­დევ სხვა ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბიც აღ­მოჩ­ნდა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩონ­ჩხის რე­კონ­სტრუქ­ცია მოხ­და, ამას­თან, დამ­ტკიც­და ისიც, რომ ეს არის გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ნი, - ეს უკვე სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი კვლე­ვის თემა გახ­დე­ბა.

- თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, ნამ­დვი­ლად ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბია?

- და­სად­გე­ნია გი­გან­ტუ­რი ძვლე­ბი ვი­სია - გი­გან­ტო­პი­თე­კის (ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი მა­ი­მუ­ნი, ოღონდ, უფრო მა­ი­მუ­ნის­კენ რომ იხ­რე­ბა), მე­გან­თრო­პის (ადა­მი­ან­სა და მა­ი­მუნ შო­რის რო­მაა), თუ ჰო­მო­გი­გან­ტი­კუ­სის (გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი). თუ დამ­ტკიც­და, რომ ის ად­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი წი­ნა­პა­რია, ცხა­დია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა...

მერე უნდა დად­გინ­დეს ქარ­თვე­ლია თუ არა. სა­ერ­თო­დაც მა­ინ­ტერ­სებს, ბა­ღა­თუ­რია ხომ არ არის (სი­ცი­ლით ამ­ბობს), რად­გა­ნაც, "ბა­ღა­თუ­რი" ბევრ ენა­ში (ქარ­თუ­ლი, ინ­დუ­რი, ოსუ­რი, ირა­ნუ­ლი, მონ­ღო­ლუ­რი, სლა­ვურ ენებ­ში) გო­ლი­ათს ნიშ­ნავს: "ბა­ღა­თა­რი", "ბა­ა­დუ­რი", "ბა­ჰა­დუ­რი", "ბა­გა­ტირ", დიახ, დევ­კა­ცია. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც გვა­რად ბა­ღა­თუ­რი­ას, მე ისე­დაც მა­ინ­ტე­რე­სებს... მაგ­რამ იმის შან­სი, რომ იქ რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდეს, თუნ­დაც, პა­წა­წუ­ნა ნა­წი­ლე­ბიც, დე­ე­ნე­მის ანა­ლი­ზი რომ გა­კეთ­დეს, მი­ზე­რუ­ლია. ამი­ტომ, ამა­ზე ფსონს არც ვა­კე­თებთ... თუმ­ცა ვნა­ხოთ.

- ალ­ბათ ექ­სპე­დი­ცი­ამ იქ მუდ­მი­ვად უნდა ჩიჩ­ქნოს რა­ღაც, რომ იქ­ნებ ასეთ კვალ­საც მი­აგ­ნოს...

- დიახ და მა­შინ უკვე იმის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც მო­ხერ­ხდე­ბა, ვინ არის ის და არის თუ არა ჩემი წი­ნა­პა­რი?

- თუ ამას მი­აღ­წევთ, მა­შინ თქვე­ნი გვა­რის ღირ­სე­უ­ლი შთა­მო­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბით...

- "დის­ქა­ვე­რი" იმა­ზე შე­ვი­პი­რე, რომ თუ ისე­თი რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა იქ, რა­ზეც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, რომ დე­ე­ნე­მის ანა­ლი­ზი გა­კეთ­დეს, მა­შინ ჩემს დე­ე­ნემ­საც წა­ი­ღე­ბენ...

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლა გი­წევთ. მზად ხართ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის?

- ფი­ზი­კუ­რი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა გზა­ში ნამ­დვი­ლად მო­მი­წევს. ექ­ვსი წლის წინ უკე­თეს ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც გავ­ქა­ჩავ. რაც მთა­ვა­რია, მო­რა­ლუ­რად ვარ მზად და ასე­თი მზა­ო­ბით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი...

- მტა­ცებ­ლე­ბის არ გე­ში­ნი­ათ?

- ძა­ლან მე­ში­ნია, სი­ნამ­დვი­ლე­ში - არა, ისი­ნი ადა­მინს უფრთხი­ან. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მგე­ლი, ფო­ცხვე­რი, ან დათ­ვი და­ეს­ხას, მაგ­რამ თუ მარ­ტოა, იმ შემ­თხვე­ვა­ში. იქ ია­რა­ღი აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გა­ნაც ნაკ­რძა­ლია... წინა ექ­სპე­დი­ცი­ი­სას ასეთ რა­ღა­ცას შე­ვეს­წა­რით: იქ მწყემ­სე­ბი არი­ან და უცებ ხარ­მა ბღა­ვი­ლი ატე­ხა, გა­მოც­ვივ­დნენ მწყემ­სე­ბი. დათვს ხარი მო­ეგ­დო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, მი­ა­ტო­ვა ნა­დავ­ლი და გა­იქ­ცა, თუმ­ცა ხა­რის და­ტორ­ვა კი მო­ას­წრო. მოკ­ლედ, ადა­მი­ნე­ბის ეში­ნი­ათ. რაკი ამ­დე­ნი ვართ, მათ­გან თა­ვის დაც­ვა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები

მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი)

მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი)

საქართველოში "დისქავერის" 5-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მათი ვიზიტის მიზანია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ურთულესი მონაკვეთის გავლა, ალპურ ზონაში ასვლა და ამ ყველაფრის გადაღება... ექსპედიცია გუშინ უკვე დაიწყო.

ყველაფერს კი 6 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩატარებული ქართველი სპეციალისტების ექსპედიციით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასეთი ფაქტი უძღვოდა: აკრძალულ ზონაში, მწყემსებმა, გაუკვალავ გზაზე, ნახირის აყვანის შემდეგ, სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც (სავრაუდოდ) გიგანტური ადამიანის ძვლების ფრაგმენტები დახვდათ. ამასთან, იქვე ნატაძრალიც იყო...

ეს ამბავი ქუთაისში პროფესორს, არქეოლოგ ერეკლე ჯულაყიძეს აცნობეს. მაშინვე ენთუზიასტების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც აღნიშნულ მონაკვეთზე ასვლის სურვილი გაუჩნდათ. იმ ჯგუფში იყო ჟურნალისტი ლელა ნინუაც (ამის შესახებ მაშინ მახსოვს, მეც ვწერდი. ბატონმა ერეკლემ ექსპედიციის მონაწილეებს გიჟური იდეის ავტორები დაარქვა). ჯგუფმა დანიშნულების ადგილამდე რთული გზა განვლო... მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალით კი იმ პერიოდში უცხოური არხები ინტერესდებოდნენ, მუდმივად ეხმიანებოდნენ ექსპედიციის მონაწილეებს. ამჯერად კი "დისქავერი" დაინტერესდა და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმ მონაკვეთის ხელახლა გასავლელად და გადასაღებად 5-კაციანი ჯგუფიც ჩამოვიდა. 8 ივნისს ყველანი ერთად, იმ გზაზე დაიძრნენ, რომელიც ქართულმა ექსპედიციამ 2008 წელს გაიარა.

ლელა ნინუა (ინტერვიუ გამგზავრებამდე მოგვცა. - ავტ.):

- ექსპედიცია არ შედგებოდა, რომ არა, ეს ენთუზიასტი ადამიანები. პირველად, 6 წლის წინ, ნამდვილად არ ვიცოდით, სად მივდიოდით, იქ რა დაგვხვდებოდა ან რას აღმოვაჩენდით, - ამიტომაც ჩვენი საქციელ სიგიჟედ მოინათლა... სამი დღე ფეხით ალპურ ზონაში ავდიოდით. უამრავი სირთულე გადავლახეთ, 16 საათი მარტო გაყინულ მდინარეზე ვიარეთ, მერე ნისლი ჩამოწვა და თქეში წამოვიდა... ვერც ვიძინებდით. ტყეში, რა თქმა უნდა, იყვნენ მტაცებლებიც. ამიტომ ღამ-ღამობით დიდ კოცონს ვანთებდით, რომელთანაც მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რომ ჩვენს კარავს მტაცებელები (მგელი, დათვი...) არ დასხმოდნენ. მხეცების დასაფრთხობად დიდი რკინის ნატეხებს ერთმანეთს ვურტყამდით, ბოლო ხმაზე ვყვიროდით. იმაზე არ არის ლაპარაკი მინდვრის თაგვები და მცირე ზომის ქვეწარმავლები რომ ზედ გადავგვდიოდნენ, როცა კარვებში ცოტას ჩაგვთლემდა ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, მათი მოგერიების თავი აღარ გვქონდა. მოკლედ, მთა, კლდე, მდინარე, ჩანჩქერი, - ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა. დანიშნულების ადგილზე ორი დღე დავყავით, სადაც მართლაც დაგვხვდა ეკლესიის ნაკვალევი, ადამიანის განმარხებული ძვლები, (დაუმარხავი ადამიანი ვულკანურ ქანებსა და ქვებში მოექცა). მოკლედ, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა... მოკლედ, აღნიშნული ადგილი პალეონტოლოგების შესასწავლია.

- უძველეს ლიტერატურაში მოხსენიებულია ფაქტები, რომ არსებობდნენ გიგანტური ადამიანები. ამაზე ძველი ბერძნული მითოლოგიაც მეტყველებს...

- დიახ, იმ გიგანტი (სამმეტრიანი) ადამიანის კვალს მთელი მსოფლიო ეძებს, რომელებზეც ისტორიულ წყაროებში კარგად არის ახსნილი... სამწუხაროდ, ჩამოტანილი მასალა ნახა ერთადერთმა მსოფლიო დონის პალეონტოლოგმა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აბესალომ ვეკუამ. ის ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, რომლის სიტყვას ყველა ენდობოდა (სამწუხაროდ გარდაიცვალა). ჩვენი ექსპედიციის შემდეგ წერდა: "სარკოფაგის ტიპის სამარხი ვნახე, სადაც ეყარა ძვლები, რომელიც თავიდან მღვიმური დათვის მეგონა. თუმცაღა შევცდი, ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე - ბარძაყის ძვლისა და დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, რომ ის ერთი ადამინის საკუთრებაა, რომელიც გოლიათი ყოფილა".

- "დისქავერის" მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის?

- იღებენ ფილმს. ექსპედიციას ჩვენი მხრიდან მხოლოდ 5 წევრი უნდა გავყვეთ და მათგანაც 5-ია. იგივე მარშრუტი უნდა გავიაროთ... "დისქავერელებმა" თქვეს, სულ რომ არაფერი აღმოვაჩინოთ, მხოლოდ გზა და ბუნება რომ გადავიღოთ, ესეც საკმარისი იქნებაო...

- 6 წლის შემდეგ ახლა როგორი განცდებით მიდიხარ?

- რომ მახსენდება ის განსაცდელი, რაც მაშინ გვქონდა, ახლა სერიოზულად მაკანკალებს... მაშინ გამგზავრებისას ასე არ ვღელავდი...

- როგორც მახსოვს, მაშინაც და ახლაც ამ ექსპედიციის შემადგენლობაში ერთადერთი ქალი იყავი და ხარ...

- კი, ასეა.

ოთარ ბაღათურია, პროფესორი, ჯგუფის ხელმძვანელი:

- ჩვენი ექსპედიცია პირველი რიგში მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. მერე ვიწრო ინტერესიც არის: ყველაფერი იმ ადგილით დაინტერსების გამოწვევას ემსახურება იმისთვის, რომ იქ შემდეგში მუდმივმოქმედი ექსპედიცია დაფუძნდეს, რომელიც იქაურობას საგულდაგულოდ შეისწავლის. თუ ასეთი დაინტერესება მოხდება, დაწვრილებით და კარგად იქნება შესწავლილი ტერიტორია, მერე ფინანსური მხარდაჭერაც გახდება საჭირო... მაგრამ ჯერ "დისქავერიზე" ამ ყველაფრის გაჟღერებამ ეს დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს. თუ იქ კიდევ სხვა ძვლის ფრაგმენტებიც აღმოჩნდა და სრულფასოვანი ჩონჩხის რეკონსტრუქცია მოხდა, ამასთან, დამტკიცდა ისიც, რომ ეს არის გიგანტური ადამინი, - ეს უკვე საინტერესო და მრავალმხრივი კვლევის თემა გახდება.

- თქვენი ვარაუდით, ნამდვილად ადამიანის ძვლებია?

- დასადგენია გიგანტური ძვლები ვისია - გიგანტოპითეკის (ადამიანის მსგავსი მაიმუნი, ოღონდ, უფრო მაიმუნისკენ რომ იხრება), მეგანთროპის (ადამიანსა და მაიმუნ შორის რომაა), თუ ჰომოგიგანტიკუსის (გიგანტური ადამიანი). თუ დამტკიცდა, რომ ის ადმიანების ერთ-ერთი წინაპარია, ცხადია მნიშვნელოვანი თემაა...

მერე უნდა დადგინდეს ქართველია თუ არა. საერთოდაც მაინტერსებს, ბაღათურია ხომ არ არის (სიცილით ამბობს), რადგანაც, "ბაღათური" ბევრ ენაში (ქართული, ინდური, ოსური, ირანული, მონღოლური, სლავურ ენებში) გოლიათს ნიშნავს: "ბაღათარი", "ბაადური", "ბაჰადური", "ბაგატირ", დიახ, დევკაცია. მოკლედ, ეს ყველაფერი როგორც გვარად ბაღათურიას, მე ისედაც მაინტერესებს... მაგრამ იმის შანსი, რომ იქ რბილი ქსოვილები აღმოჩნდეს, თუნდაც, პაწაწუნა ნაწილებიც, დეენემის ანალიზი რომ გაკეთდეს, მიზერულია. ამიტომ, ამაზე ფსონს არც ვაკეთებთ... თუმცა ვნახოთ.

- ალბათ ექსპედიციამ იქ მუდმივად უნდა ჩიჩქნოს რაღაც, რომ იქნებ ასეთ კვალსაც მიაგნოს...

- დიახ და მაშინ უკვე იმის იდენტიფიცირებაც მოხერხდება,  ვინ არის ის და არის თუ არა ჩემი წინაპარი?

- თუ ამას მიაღწევთ, მაშინ თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალი იქნებით...

- "დისქავერი" იმაზე შევიპირე, რომ თუ ისეთი რბილი ქსოვილები აღმოჩნდება იქ, რაზეც უკვე მოგახსენეთ, რომ დეენემის ანალიზი გაკეთდეს, მაშინ ჩემს დეენემსაც წაიღებენ...

- საკმაოდ რთული მონაკვეთის გავლა გიწევთ. მზად ხართ ამ ყველაფრისთვის?

- ფიზიკური გამოცდის ჩაბარება გზაში ნამდვილად მომიწევს. ექვსი წლის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი, მაგრამ მაინც გავქაჩავ. რაც მთავარია, მორალურად ვარ მზად და ასეთი მზაობით იწყება ყველაფერი...

- მტაცებლების არ გეშინიათ?

- ძალან მეშინია, სინამდვილეში - არა, ისინი ადამინს უფრთხიან. შეიძლება ადამიანს მგელი, ფოცხვერი, ან დათვი დაესხას, მაგრამ თუ მარტოა, იმ შემთხვევაში. იქ იარაღი აკრძალულია, რადგანაც ნაკრძალია... წინა ექსპედიციისას ასეთ რაღაცას შევესწარით: იქ მწყემსები არიან და უცებ ხარმა ბღავილი ატეხა, გამოცვივდნენ მწყემსები. დათვს ხარი მოეგდო, მაგრამ ადამიანები რომ დაინახა, მიატოვა ნადავლი და გაიქცა, თუმცა ხარის დატორვა კი მოასწრო. მოკლედ, ადამინების ეშინიათ. რაკი ამდენი ვართ, მათგან თავის დაცვა არ გაგვიჭირდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ