პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით
რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით

2013 წელს 14 სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე პრე­მი­ის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 5 729 131 ლარი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით 3 135 038 ლარი.

ეს ინ­ფორ­მა­ცია სულ ცოტა ხნის წინ "ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" (IDFI) გა­ავ­რცე­ლა.

სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, უმუ­შევ­რო­ბის დონე კვლავ საგ­რძნობ­ლად მა­ღა­ლია, ხოლო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა­საკ­მა­რის ბი­უ­ჯეტს ასა­ხე­ლე­ბენ არა­ერ­თი პრობ­ლე­მის მო­უგ­ვა­რებ­ლობს მი­ზე­ზად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში ჩნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ ან რა დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო გა­ი­ცა 14 სა­მი­ნის­ტრო­ში 8 მი­ლი­ონ­ზე მეტი თან­ხა პრე­მი­ე­ბის სა­ხით.

რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია ათი ათა­სო­ბით ლა­რის პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით გა­ცე­მა და რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რით? ამ კი­თხვე­ბით ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და ამ­ჟა­მინ­დელ ექ­სპერ­ტებს მივ­მარ­თეთ.

- გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა. რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ამ თან­ხით?

- უხე­შად რომ შე­ვა­ფა­სოთ, ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ორი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ფერ­მე­რუ­ლი მურ­ნე­ო­ბის ფეხ­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად, რაც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო თვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბო­და ფერ­მე­რე­ბი­სა თუ გლე­ხე­ბი­სათ­ვის.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გიგი წე­რე­თე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას წა­რუ­მა­ტებ­ლად აფა­სებს, ხოლო პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­ცე­მას ეჭვქვეშ აყე­ნებს:

"დღეს, როცა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა არ­ცთუ ისე კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ბოლო 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ბი­უ­ჯე­ტი თით­ქმის 700 მი­ლი­ო­ნით გა­ირ­ღვა, პენ­სი­ე­ბი საგ­რძნობ­ლად არ გაზ­რდი­ლა და არც სა­მი­ნის­ტრო­ებს გა­უ­კე­თე­ბი­ათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საქ­მე, ამ ოდე­ნო­ბის პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქმე­დე­ბად მი­მაჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა არი­ან ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მარ­თლაც და­იმ­სა­ხუ­რეს წა­ხა­ლი­სე­ბა, მაგ­რამ ამ მას­შტა­ბე­ბით პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას არ უნდა აძ­ლევ­დნენ სა­კუ­თარ თავს.

ამ თან­ხით შე­იძ­ლე­ბო­და რამ­დე­ნი­მე სკო­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა ან, თუნ­დაც, ზოგი შე­ჩე­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად ავი­ღოთ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა - არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხა სწო­რედ ამ საქ­მეს მოხ­მა­რე­ბო­და?! რო­დე­საც მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ ბი­უ­ჯეტ­ში არ არის საკ­მა­რი­სი თან­ხა ნარ­კო­სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის გა­სახ­სნე­ლად ან C ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლად და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, ამ დროს კი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სსიპ-ების მო­ხე­ლე­ე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხას პრე­მი­ე­ბის სა­ხით იღე­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა უჩ­ნდე­ბა"- გა­ნა­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გიგი წე­რე­თელ­მა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით

რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით

2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი.

ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა" (IDFI) გაავრცელა.

სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერებულია, უმუშევრობის დონე კვლავ საგრძნობლად მაღალია, ხოლო ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები არასაკმარის ბიუჯეტს ასახელებენ არაერთი პრობლემის მოუგვარებლობს მიზეზად, საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ჩნდება კითხვა, რატომ ან რა დამსახურების გამო გაიცა 14 სამინისტროში 8 მილიონზე მეტი თანხა პრემიების სახით.

რამდენად სამართლიანია ათი ათასობით ლარის პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით გაცემა და რისი გაკეთება შეიძლებოდა სახელმწიფოში დაახლოებით 9 მილიონი ლარით? ამ კითხვებით ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ამჟამინდელ ექსპერტებს მივმართეთ.

- გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობამ ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ლარი შეადგინა. რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ თანხით?

- უხეშად რომ შევაფასოთ, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ორი ძალიან სერიოზული ფერმერული მურნეობის ფეხზე დასაყენებლად, რაც სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა ფერმერებისა თუ გლეხებისათვის.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი უმრავლესობის საქმიანობას წარუმატებლად აფასებს, ხოლო პრემიებისა და სახელფასო დანამატების დამსახურებულად გაცემას ეჭვქვეშ აყენებს:

"დღეს, როცა ქვეყნის ეკონომიკა არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია და ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად ბიუჯეტი თითქმის 700 მილიონით გაირღვა, პენსიები საგრძნობლად არ გაზრდილა და არც სამინისტროებს გაუკეთებიათ განსაკუთრებული საქმე, ამ ოდენობის პრემიების გაცემა არაადეკვატურ ქმედებად მიმაჩნია. შეიძლება არიან ერთეული ადამიანები, რომლებმაც მართლაც დაიმსახურეს წახალისება, მაგრამ ამ მასშტაბებით პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიღების უფლებას არ უნდა აძლევდნენ საკუთარ თავს.

ამ თანხით შეიძლებოდა რამდენიმე სკოლის გარემონტება ან, თუნდაც, ზოგი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტის გაგრძელება. მაგალითად ავიღოთ ჯანდაცვის სისტემა - არსებული სახელმწიფო პროგრამა მედიკამენტების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ხომ შეიძლებოდა მილიონობით თანხა სწორედ ამ საქმეს მოხმარებოდა?! როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრის გასახსნელად ან C ჰეპატიტის მქონე ადამიანების მკურნალობის სრულად დასაფინანსებლად, ამ დროს კი სამინისტროებისა და სხვადასხვა სსიპ-ების მოხელეები მილიონობით თანხას პრემიების სახით იღებენ, ბუნებრივია, რომ საზოგადოებას პროტესტის გრძნობა უჩნდება"- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია