საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ღარიბაშვილი 2 ივნისს ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა უმასპინძლა.
საპატიო სტუმრებისთვის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მას აკომპანირებას ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, პიანისტი დავით ალადაშვილი უწევდა. დაკვრის დროს პიანისტს როიალიდან ნოტების ფურცელი გადმოუვარდა. ირაკლი ღარიბაშვილი წამოდგა და ნოტები პიანისტს მიაწოდა.