პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომლებსაც მათზე ბევრად უმცროსი მეუღლე ჰყავთ
ცნობილი ქართველები, რომლებსაც მათზე ბევრად უმცროსი მეუღლე ჰყავთ

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი მუდ­მი­ვად არის. თბი­ლის­ში არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლამ იცის, ვინ ვის ხვდე­ბა და ვინ რამ­დე­ნი წლით არის უფ­რო­სი სა­კუ­თარ რჩე­ულ­ზე. ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს მე­წყვი­ლეს­თან დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა დაკ­ვირ­ვე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მყა­რი ოჯა­ხე­ბი სწო­რედ იმ ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს აქვთ, ვის შო­რი­საც დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა.

ნინო ქო­რი­ძე და თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი

სა­მე­ფო კა­რის კან­ცლე­რის, კახა ქო­რი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნინო ქო­რი­ძე თბი­ლის­ში მუ­დამ პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. ნინო ქო­რი­ძემ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსა­ხი­ობ თორ­ნი­კე გო­გო­რი­ჭი­ან­ზე იქორ­წი­ნა. თორ­ნი­კე 24 წლის იყო, ნინო 37-ის. ცოტა ხნის წინ ქა­ლიშ­ვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. მათ შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ჭორი, თით­ქოს და­შორ­დნენ, მაგ­რამ წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს.

ნი­ნოს­თვის თორ­ნი­კე მე­სა­მე ქმა­რია. კან­ცლე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში და­ვით კვი­რი­კა­ძე­ზე (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად ბა­თუ­რა) გა­თხოვ­და. მას­თან ჰყავს შვი­ლი ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე, რო­მე­ლიც ინ­გლის­ში სწავ­ლობს. თუმ­ცა, ნა­ად­რე­ვად შექ­მნი­ლი ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა. 21 წლის ასაკ­ში კი კოტე გო­გე­ლი­ა­ზე გა­თხოვ­და, რო­მე­ლიც ახლა მაკა ასა­თი­ა­ნის ქმა­რია. კო­ტემ და ნი­ნომ ერ­თმა­ნე­თი ირი­ნა თევ­ზა­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­იც­ნეს, რომ­ლის სპონ­სო­რიც კოტე გო­გე­ლია იყო, ნინო კი პო­დი­უმ­ზე გა­მო­დი­ო­და და მალე ოჯა­ხი შექ­მნეს, რო­მე­ლიც მცი­რე დრო­ში და­ინ­გრა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბას, თორ­ნი­კეს და ნი­ნოს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ, ჯვა­რი მამა და­ვით­ზე და­ი­წე­რეს.

ვასო ფხა­კა­ძე და ლიკა მეტ­რე­ვე­ლი

ვასო ფხა­კა­ძემ სულ ცოტა ხნის წინ 16 წლით უმ­ცროს ლიკა მეტ­რე­ველ­ზე იქორ­წი­ნა. 21 წლის ლიკა მეტ­რე­ვე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ვა­სომ და ლი­კამ ერ­თმა­ნე­თი 2012 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" გა­იც­ნეს. მა­შინ ლიკა პირ­ვე­ლი "ვიცე მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. წყვილ­მა თაფ­ლო­ბის თვე ან­ტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა.

გია ბა­ღაშ­ვი­ლი და თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე

გია ბა­ღაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ იპო­ვა სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლი და 18 წლის მო­ცეკ­ვა­ვე­ზე, თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. გიას და თა­მუ­ნას შო­რის საკ­მა­ოდ დიდი, 19 წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა, მაგ­რამ ამას მათი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. თა­მუ­ნამ და გიამ ერ­თმა­ნე­თი ირი­ნა ონაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით გა­იც­ნეს. შემ­დეგ კი ჯვარ­ზე მამა და­ვით­მა ჯვა­რი დას­წე­რათ და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წა­ვიდ­ნენ.

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე და სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე

უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ ოჯა­ხი 50 წლის ასაკ­ში შექ­მნა და 30 წლით უმ­ცროს სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. "სიყ­ვა­რულს ასა­კი არ აქვს. ვისი გან­კი­თხვის ობი­ექ­ტიც ვარ, მობ­რძან­დეს ჩემ­თან ოჯახ­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. სოფო აფ­თი­აქ­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც სა­გა­ნე­ლი­ძე წამ­ლის სა­ყიდ­ლად მი­ვი­და. პო­ლი­ტი­კოსს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მო­ე­წო­ნა, აფ­თი­ა­ქის მი­სა­მარ­თი და­ი­მახ­სოვ­რა, 09-ში ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­ი­გო და ასე და­ი­წყო მათი ურ­თი­ერ­თო­ბა. შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ და პირ­ვე­ლი შვი­ლიც გა­უჩ­ნდათ. რო­გორც სოფო იხ­სე­ნებს, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი არ არის. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს, სა­ღა­მო­ო­ბით რო­ი­ალ­ზე უკ­რავს და ოჯახ­თან ერ­თად მღე­რის.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია და ზურა ხა­ჩი­ძე

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ზურა ხა­ჩი­ძის და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლი დიდ­ხანს იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ერ­თმა­ნე­თი ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, ნინი ქარ­სე­ლა­ძის სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის დროს გა­იც­ნეს. ზუ­რას ხა­თუ­ნა მა­შინ შე­უყ­ვარ­და. მათი სიყ­ვა­რუ­ლის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ჭორი და ბო­რო­ტი ხმე­ბი ტრი­ა­ლებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ ქარ­ცე­ცხლში წყვილს ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო ატა­რებ­დნენ.

წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წელი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. მათი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს ხა­თუ­ნა რამ­დე­ნი­მე თვე შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და. თბი­ლის­ში როცა დაბ­რუნ­და, ზურა უკვე ქეთა თო­ფუ­რი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც ხა­თუ­ნას შე­უ­რიგ­და. რო­გორც ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში იხ­სნებს, ზუ­რას­თან ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბო­და, მით უმე­ტეს ქორ­წი­ნე­ბით არ დას­რულ­დე­ბო­და, თუმ­ცა ზურა ხა­ჩი­ძემ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. თურ­მე ზუ­რამ ბევ­რი და­ლია და ხა­თუ­ნას ძმას, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას დის ხელი სთხო­ვა. ჯვა­რი და­ი­წე­რეს და 500 კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს. ახლა სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ანას­ტა­სია ჰყავთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ცნობილი ქართველები, რომლებსაც მათზე ბევრად უმცროსი მეუღლე ჰყავთ

ცნობილი ქართველები, რომლებსაც მათზე ბევრად უმცროსი მეუღლე ჰყავთ

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება საზოგადოების განსჯის საგანი მუდმივად არის. თბილისში არაფერი იმალება, შესაბამისად, ყველამ იცის, ვინ ვის ხვდება და ვინ რამდენი წლით არის უფროსი საკუთარ რჩეულზე. ცნობილ ქართველებს მეწყვილესთან დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე მყარი ოჯახები სწორედ იმ ცნობილ ქართველებს აქვთ, ვის შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი

სამეფო კარის კანცლერის, კახა ქორიძის ქალიშვილი, ნინო ქორიძე თბილისში მუდამ პოპულარობით სარგებლობდა. ნინო ქორიძემ რამდენიმე წლის წინ მსახიობ თორნიკე გოგორიჭიანზე იქორწინა. თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის. ცოტა ხნის წინ ქალიშვილიც შეეძინათ. მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, თითქოს დაშორდნენ, მაგრამ წყვილი ბედნიერად ცხოვრობს.

ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. კანცლერის ქალიშვილი პირველად 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეზე (ზედმეტსახელად ბათურა) გათხოვდა. მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ინგლისში სწავლობს. თუმცა, ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა. 21 წლის ასაკში კი კოტე გოგელიაზე გათხოვდა, რომელიც ახლა მაკა ასათიანის ქმარია. კოტემ და ნინომ ერთმანეთი ირინა თევზაძის ჩვენებაზე გაიცნეს, რომლის სპონსორიც კოტე გოგელია იყო, ნინო კი პოდიუმზე გამოდიოდა და მალე ოჯახი შექმნეს, რომელიც მცირე დროში დაინგრა. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, თორნიკეს და ნინოს ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდათ, ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს.

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი

ვასო ფხაკაძემ სულ ცოტა ხნის წინ 16 წლით უმცროს ლიკა მეტრეველზე იქორწინა. 21 წლის ლიკა მეტრეველი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს "მის საქართველოზე" გაიცნეს. მაშინ ლიკა პირველი "ვიცე მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი გახდა. წყვილმა თაფლობის თვე ანტალიაში გაატარა.

გია ბაღაშვილი და თამუნა ტაბატაძე

გია ბაღაშვილმა რამდენიმე წლის წინ იპოვა საკუთარი რჩეული და 18 წლის მოცეკვავეზე, თამუნა ტაბატაძეზე იქორწინა. გიას და თამუნას შორის საკმაოდ დიდი, 19 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. თამუნამ და გიამ ერთმანეთი ირინა ონაშვილის დახმარებით გაიცნეს. შემდეგ კი ჯვარზე მამა დავითმა ჯვარი დასწერათ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.

დავით საგანელიძე და სოფო ფარცხალაძე

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ოჯახი 50 წლის ასაკში შექმნა და 30 წლით უმცროს სოფო ფარცხალაძეზე იქორწინა. "სიყვარულს ასაკი არ აქვს. ვისი განკითხვის ობიექტიც ვარ, მობრძანდეს ჩემთან ოჯახში", - განაცხადა დავით საგანელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში. სოფო აფთიაქში მუშაობდა, სადაც საგანელიძე წამლის საყიდლად მივიდა. პოლიტიკოსს ახალგაზრდა გოგონა მოეწონა, აფთიაქის მისამართი დაიმახსოვრა, 09-ში ტელეფონის ნომერი გაიგო და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. შემდეგ დაქორწინდნენ და პირველი შვილიც გაუჩნდათ. როგორც სოფო იხსენებს, დავით საგანელიძე ეჭვიანი ქმარი არ არის. როცა თავისუფალი დრო აქვს, საღამოობით როიალზე უკრავს და ოჯახთან ერთად მღერის.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე

რამდენიმე წლის წინ ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქორწილის შესახებ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. დაქორწინებამდე წყვილი დიდხანს იყო შეყვარებული. ერთმანეთი ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის სიმღერის ჩაწერის დროს გაიცნეს. ზურას ხათუნა მაშინ შეუყვარდა. მათი სიყვარულის გარშემო უამრავი ჭორი და ბოროტი ხმები ტრიალებდა. განსაკუთრებულ ქარცეცხლში წყვილს ასაკობრივი სხვაობის გამო ატარებდნენ.

წყვილი დაქორწინებამდე დაახლოებით 3-4 წელი ხვდებოდა ერთმანეთს. მათი შეყვარებულობის დროს ხათუნა რამდენიმე თვე შვეიცარიაში ცხოვრობდა. თბილისში როცა დაბრუნდა, ზურა უკვე ქეთა თოფურიას შეყვარებული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ხათუნას შეურიგდა. როგორც ხათუნა ჟორდანია ერთ-ერთ გადაცემაში იხსნებს, ზურასთან ასაკობრივი სხვაობის გამო მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მით უმეტეს ქორწინებით არ დასრულდებოდა, თუმცა ზურა ხაჩიძემ დაქორწინება გადაწყვიტა. თურმე ზურამ ბევრი დალია და ხათუნას ძმას, მერაბ ჟორდანიას დის ხელი სთხოვა. ჯვარი დაიწერეს და 500 კაციანი ქორწილიც გადაიხადეს. ახლა საერთო ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

აქცია სოფელ ბობოყვათში - ადგილობრივებმა ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს

"მდგომარეობა დამძიმდა... მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - 37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"