პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს - 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს - 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო 26 მა­ი­სი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ბო­ლოო პროგ­რა­მას აქ­ვეყ­ნებს. სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 26 მა­ი­სი წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა. თბი­ლის­თან ერ­თად სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 11 ქა­ლა­ქია ჩარ­თუ­ლი: ქუ­თა­ი­სი, ფოთი, ზუგ­დი­დი, ამ­ბრო­ლა­უ­რი, მცხე­თა, თე­ლა­ვი, ახალ­ცი­ხე, გორი, ოზურ­გე­თი, რუს­თა­ვი და ბა­თუ­მი.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი­სა და ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2014 წლის 26 მა­ი­სი დიდი სა­ხალ­ხო ზე­ი­მი იქ­ნე­ბა, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა.

12 ქა­ლა­ქი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ერ­თი­ა­ნი სცე­ნა­რით აღ­ნიშ­ნავს. გა­და­კე­ტილ პროს­პექ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი კაფე-ბა­რე­ბი მო­ა­წყო­ბენ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას; პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ის წინ "ყვა­ვი­ლე­ბის ზე­ი­მის" ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო ოპე­რის წინ მხატ­ვრე­ბი გან­ლაგ­დე­ბი­ან; პროს­პექ­ტზე ივ­ლი­ან პან­ტო­მი­მი­სა და სხვა­დას­ხვა თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი. მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი მცი­რე პერ­ფორ­მან­სებს დად­გამს. მთა­ვარ გამ­ზირ­ზე ბავ­შვე­ბის­თვის გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი მო­ე­წყო­ბა.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­თავ­სდე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის კარ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო და გა­სარ­თო­ბი კუ­თხით. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კარ­ვებ­ში მო­ე­წყო­ბა ხალ­ხუ­რი რეწ­ვის ოს­ტა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მი­სულ სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ოს­ტა­ტე­ბი მას­ტერკლა­სებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ (თი­ხის ხე­ლით ამოყ­ვა­ნა, ქარ­გვა, ბა­ტი­კა და ა.შ.).

დე­და­ქა­ლაქ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ორი მთა­ვა­რი სცე­ნა: პარ­ლა­მენ­ტის წინ და ევ­რო­პის მო­ე­და­ნა­ზე, სა­დაც 12:00–21:00 სა­ა­თე­ბის შუ­ა­ლედ­ში წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

ამა­ვე სცე­ნებ­ზე მო­ე­წყო­ბა 26 მა­ი­სის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფი­ნა­ლუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი, სა­დაც გა­მოვ­ლენ ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვე­ბი.

15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფი­ცის მი­ღე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი: 1. ირო­კე­ზე­ბის გა­დაფ­რე­ნა; 2. წვე­ვამ­დე­ლე­ბის შე­მოს­ვლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე და გან­ლა­გე­ბა სტუ­მარ­თა ტრი­ბუ­ნის წინ; 3. სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი; 4. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის სი­ტყვით გა­მოს­ვლა; 5. ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია (190 წვე­ვამ­დე­ლი); 6. დრო­შე­ბის ფლეშ­მო­ბი სამ­ხედ­რო ორ­კესტრის თან­ხლე­ბით; 7. კონ­კურ­სის "ჩემი ჯა­რის­კა­ცი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია.

18:00 სა­ათ­ზე, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში გალა კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. 21:00 სა­ათ­ზე სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სას­რულს შეს­რულ­დე­ბა ჰიმ­ნი და 12-ვე ქა­ლაქ­ში ერ­თდო­უ­ლად გა­ის­ვრი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის მო­წყო­ბილ ფო­ი­ერ­ვერ­კებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს - 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს - 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია

საქართველოს კულტურის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საბოლოო პროგრამას აქვეყნებს. სამინისტროს განცხადებით, 26 მაისი წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქია ჩართული: ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციებისა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით, 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება, რომელში მონაწილეობაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება.

12 ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს ერთიანი სცენარით აღნიშნავს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას; პირველი გიმნაზიის წინ "ყვავილების ზეიმის" ღონისძიება გაიმართება, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრების მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები მოეწყობა.

რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით. კულტურის სამინისტროს კარვებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ოსტატები მასტერკლასებს ჩაუტარებენ (თიხის ხელით ამოყვანა, ქარგვა, ბატიკა და ა.შ.).

დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება ორი მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათების შუალედში წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.

ამავე სცენებზე მოეწყობა 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.

15:00 საათზე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი: 1. იროკეზების გადაფრენა; 2. წვევამდელების შემოსვლა თავისუფლების მოედანზე და განლაგება სტუმართა ტრიბუნის წინ; 3. სახელმწიფო ჰიმნი; 4. ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა; 5. ფიცის დადების ცერემონია (190 წვევამდელი); 6. დროშების ფლეშმობი სამხედრო ორკესტრის თანხლებით; 7. კონკურსის "ჩემი ჯარისკაცი" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალა კონცერტი გაიმართება. 21:00 საათზე სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფოიერვერკებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია