პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"
ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

გა­ნახ­ლე­ბა: შსს-ს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გოგა ხა­ჩი­ძის პრო­ვო­კა­ცი­ულ ექ­სპე­რი­მენტზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გოგა ხა­ჩი­ძე მთავ­რო­ბას სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნა­ში ამ­ხელს. ამის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის პარ­ლა­მენ­ტარ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­კა­მე­რა­ზე გა­და­ი­ღო. ექ­სპე­რი­მენ­ტი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გოგა ხა­ჩი­ძემ ზურა ჯა­ფა­რი­ძეს და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც იმა­ვე ოთახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა გა­ი­თა­მა­შეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სცე­ნა­რი, რო­მელ­შიც ისი­ნი 23 აპ­რილს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მცი­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­წყო­ბას გეგ­მავ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპრე­ტი­მენ­ტი, რო­მე­ლიც 22 აპ­რილს გა­ი­თა­მა­შეს, უწყვე­ტი კად­რით გა­და­ი­ღეს. გოგა ხა­ჩი­ძის თქმით, მომ­დევ­ნო დღეს, ზუს­ტად დათ­ქმულ დროს, დათ­ქმულ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის და სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. პარ­ლა­მენ­ტარ­მა ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის­თვის ფოტო მა­სა­ლაც გა­ავ­რცე­ლა (იხი­ლეთ ფოტო )

დღეს, გოგა ხა­ჩი­ძემ 2 დღის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დით გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც თან აღ­წე­რაც და­ურ­თო. გავ­რცე­ლე­ბულ ტექ­სტში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი სა­ხალ­ხო დამ­ცველს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მი­მარ­თავს. უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ტექსტს:

"გუ­შინ კი­თხვა დავ­სვი - რას აკე­თებ­დნენ ზუს­ტად 15:00-ზე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან (მო­სეშ­ვი­ლის ქ. 10) პო­ლი­ცი­ის და სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?! მათ შო­რის სამ­მარ­თვე­ლოს და გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის უფ­რო­სე­ბი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი.

პა­სუ­ხი იხი­ლეთ თან­დარ­თულ ვი­დე­ო­ში.

კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია. ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი და ნა­თე­ლია.

ჩვენ, უბ­რა­ლოდ შე­ვე­ცა­დეთ მარ­ტი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტით დაგ­ვე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ ყვე­ლას გვის­მე­ნენ. შე­ვე­ცა­დეთ და "წარ­მა­ტე­ბა­მაც" არ და­ა­ყოვ­ნა.

პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გავ­თვა­ლეთ, ერთი დე­ტა­ლის გა­მოკ­ლე­ბით. რო­გორც წესი, მსგავს აქ­ცი­ებ­ზე ჯერ ძა­ლოვ­ნე­ბი მო­დი­ან, ხოლო შემ­დეგ ე.წ. "ტი­ტუშ­კე­ბი" მოჰ­ყავთ. გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, საქ­მე "ტი­ტუშ­კე­ბამ­დე" არ მი­ვი­და.

მივ­მარ­თავთ, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს!

რა­ტომ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის უკა­ნო­ნო მოს­მე­ნა?!

გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მხრი­დან?!", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე.

ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა­ტომ "აბირ­ჟა­ვებ­დნენ" ძა­ლო­ვა­ნე­ბი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლთან - რა სკან­დალს აა­ნონ­სებს გოგა ხა­ჩი­ძე პრე­მი­ერ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

ხაჩიძის პროვოკაციული ექსპერიმენტი - დეპუტატმა ღარიბაშვილი უკანონო მოსმენაში "გამოიჭირა"

განახლება: შსს-ს პირველი კომენტარი გოგა ხაჩიძის პროვოკაციულ ექსპერიმენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე მთავრობას სატელეფონო მოსმენაში ამხელს. ამის დემონსტრირებისთვის პარლამენტარმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც ვიდეოკამერაზე გადაიღო. ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გოგა ხაჩიძემ ზურა ჯაფარიძეს დაურეკა, რომელიც იმავე ოთახში იმყოფებოდა. ოპოზიციონერებმა გაითამაშეს სატელეფონო სცენარი, რომელშიც ისინი 23 აპრილს, ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მცირე საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავდნენ. აღნიშნული ექსპრეტიმენტი, რომელიც 22 აპრილს გაითამაშეს, უწყვეტი კადრით გადაიღეს. გოგა ხაჩიძის თქმით, მომდევნო დღეს, ზუსტად დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ. პარლამენტარმა ამის მტკიცებულებისთვის ფოტო მასალაც გაავრცელა (იხილეთ ფოტო )

დღეს, გოგა ხაჩიძემ 2 დღის წინ ჩატარებული ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეომასალა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა, რომელსაც თან აღწერაც დაურთო. გავრცელებულ ტექსტში საპარლამენტო უმცირესობის წევრი სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს:

"გუშინ კითხვა დავსვი - რას აკეთებდნენ ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან (მოსეშვილის ქ. 10) პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! მათ შორის სამმართველოს და განყოფილებების უფროსები, მაღალჩინოსნები და რიგითი პოლიციელები, საპატრულო ეკიპაჟები.

პასუხი იხილეთ თანდართულ ვიდეოში.

კომენტარი ზედმეტია. ყველაფერი ცხადი და ნათელია.

ჩვენ, უბრალოდ შევეცადეთ მარტივი ექსპერიმენტით დაგვედასტურებინა, რომ ყველას გვისმენენ. შევეცადეთ და "წარმატებამაც" არ დააყოვნა.

პრინციპში, ყველაფერი სწორად გავთვალეთ, ერთი დეტალის გამოკლებით. როგორც წესი, მსგავს აქციებზე ჯერ ძალოვნები მოდიან, ხოლო შემდეგ ე.წ. "ტიტუშკები" მოჰყავთ. გასაგები მიზეზების გამო, საქმე "ტიტუშკებამდე" არ მივიდა.

მივმართავთ, შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარეს!

რატომ ხდება საქართველოს პარლამენტის წევრების, სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა?!

გვაინტერესებს, რა განმარტებები გაკეთდება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური პირების მხრიდან?!", - წერს გოგა ხაჩიძე.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ "აბირჟავებდნენ" ძალოვანები ღარიბაშვილის სახლთან - რა სკანდალს აანონსებს გოგა ხაჩიძე პრემიერზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია