პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II

"წყა­ლო­ბაი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბაი შე­იმ­თხვივ­ნეს,

სი­მარ­თლე­მან და მშვი­დო­ბა­მან ამ­ბორს-უყ­ვეს" (ფს. 84,10).

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, მა­მა­ნო და დე­და­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო დას­ნო, მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

ქრის­ტე აღ­დგა!

აღ­დგო­მის მად­ლი­თა და სი­ხა­რუ­ლით აღვსი­ლი ვა­დი­დებთ უფალს და თქვენ ყო­ველ­თა გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს.

აღ­სრულ­და!

აღ­სრულ­და ის, რაც გან­ჩი­ნე­ბუ­ლი იყო უწი­ნა­რეს სა­უ­კუ­ნე­თა!

"ვნე­ბი­თა მით შე­ნი­თა, ქრის­ტე, ვნე­ბა­თა­გან გან­ვთა­ვი­სუფ­ლდით და აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა ხრწნი­ლე­ბი­სა­გან ვიხ­სე­ნით, უფა­ლო, დი­დე­ბა შენ­და!"

49 დღე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მორ­წმუ­ნე­ნი ამ ზე­ი­მის შე­სახ­ვედ­რად.

შვი­დი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნი ვცდი­ლობ­დით სუ­ლი­ე­რი კი­ბით ზეს­ვლას, რათა ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა მომ­ზა­დე­ბულ­ნი ვზი­ა­რე­ბო­დით პა­ს­ე­ქის სი­ხა­რულს, რომ­ლის სა­დი­დე­ბე­ლად ენა ამა­ოდ დაშ­ვრე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რი

მე­ტყვე­ლე­ბა უძ­ლუ­რია, გად­მოს­ცეს ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის ის სა­ო­ცა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რისი მომსწრე და მხილ­ვე­ლიც კაც­თა მოდ­გმა 1981 წლის წინ გახ­და.

აღ­დგო­მა, ეს არის ნე­ტარ მა­რა­დი­სო­ბას­თან ზი­ა­რე­ბის, წა­რუ­ვა­ლი სი­კე­თი­სა და სი­ხა­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლი დღე.

"სადა არს, სიკ­ვდი­ლო, სა­წერ­ტე­ლი შენი?

სადა არს, ჯო­ჯო­ხე­თო, ძლე­ვაი შენი?" (I კორ, 15,55).

ქრის­ტე აღ­დგა! გი­ხა­რო­დეთ!

გარ­და იმი­სა, რომ მა­ცხო­ვარ­მა ჩვენ­მა ბო­რო­ტე­ბა შე­მუს­რა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უჩ­ვე­ნა გზა ხსნი­სა, უჩ­ვე­ნა მა­გა­ლი­თი ცხოვ­რე­ბი­სა, ისე­თი სი­ცო­ცხლი­სა, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რიტ ბედ­ნი­ე­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ბედ­ნი­ე­რე­ბა, ეს არის ის ცნე­ბა, ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ეს­წრაფ­ვის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­სა და ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბას ესა თუ ის პი­როვ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამს. მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა კი ის არის, რომ ზოგ­ნი ამას ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვე­ში ხე­და­ვენ, ზოგ­ნი კი, მის გა­რე­შე მო­ი­აზ­რე­ბენ.

ამ გა­ო­რე­ბას სა­თა­ვე სა­მო­თხე­ში და­ე­დო.

ღმერ­თთან ერ­თო­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი და ევა აქ უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ, რო­დე­საც მათ, სა­კუ­თა­რი თა­ვის კი­დევ უფრო მე­ტად გან­დი­დე­ბის მიზ­ნით, უფ­ლის და­რი­გე­ბა უგუ­ლე­ბელ­ყვეს, ქვე­ნა მიდ­რე­კი­ლე­ბებს გა­უხ­სნეს კარი და თვი­თო­ნაც და მათი შთა­მო­მავ­ლო­ბაც გა­ორ­და:

კა­ე­ნის სუ­ლის მქო­ნეთ ღმერ­თს ზურ­გი აქ­ცი­ეს და და­ე­მონ­ნენ ეგო­ის­ტურ ზრახ­ვებს, ამ­ბი­ცი­ას, ხორ­ცი­ელ და გრძნო­ბად მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს: ისი­ნი ცდი­ლო­ბენ აქ, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, მი­ი­ღონ შე­საძ­ლო პა­ტი­ვი, სიმ­დიდ­რე, სი­ა­მოვ­ნე­ბა... იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა კი ან არ სწამთ, ან ამ თე­მა­ზე სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ და ყვე­ლა­ფერს სა­თა­ვი­სოდ გან­სჯი­ან.

აბელ-სე­ი­თის გზით მა­ვალ­ნი კი ბედ­ნი­ე­რე­ბას მხო­ლოდ უფ­ლის წი­აღს უკავ­ში­რე­ბენ.

მათ­თვის მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, ეს არის სა­მო­თხი­დან გან­დევ­ნილ­თა ად­გი­ლი, ის დრო და სივ­რცე, სა­დაც ადა­მი­ან­მა სა­ბო­ლო­ოდ უნდა გა­და­წყვი­ტოს თა­ვი­სი ხვედ­რი და შე­ამ­ზა­დოს თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი.

ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სათ­ვის ადა­მი­ა­ნუ­რი ნამ­დვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო შე­მოქ­მე­დის ამ სი­ტყვებ­შია გა­ცხა­დე­ბუ­ლი: "შე­იყ­ვა­რე უფა­ლი, ღმერ­თი შენი, ყოვ­ლი­თა გუ­ლი­თა შე­ნი­თა, ყოვ­ლი­თა სუ­ლი­თა შე­ნი­თა და ყოვ­ლი­თა გო­ნე­ბი­თა შე­ნი­თა და ყოვ­ლი­თა ძა­ლი­თა შე­ნი­თა. ეს არის პირ­ვე­ლი მცნე­ბა. მე­ო­რე არის: შე­იყ­ვა­რე მოყ­ვა­სი, ვი­თარ­ცა თავი შენი" (მრ. 12, 30-31).

პირ­ვე­ლი მცნე­ბა გუ­ლის­ხმობს ღვთი­სად­მი ისეთ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი უნდა იყოს ჩვენ­ში.

- რო­გორ მივ­ხვდეთ, ვართ თუ არა ამ გან­წყო­ბით?

- შე­მოქ­მედ­ზე წინ არ უნდა და­ვა­ყე­ნოთ არა­ვი­სი და არაფ­რის სიყ­ვა­რუ­ლი და ამას­თან, ყო­ვე­ლი­ვე ჩვენს თავ­ზე მო­წევ­ნუ­ლი, - სი­ხა­რუ­ლი თუ გან­საც­დე­ლი, - უნდა მი­ვი­ღოთ მად­ლი­ე­რე­ბით.

- განა თუნ­დაც მშობ­ლე­ბის ან შვი­ლე­ბი­სად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რი არ არის?

- ქრის­ტი­ა­ნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის სარ­წმუ­ნო­ე­ბაა, გულ­მხურ­ვა­ლე, თავ­გან­წი­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გია და, ბუ­ნებ­რი­ვია, ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი დიდი სით­ბო­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა არა თუ კარ­გია, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ჩვენც, ჩვენს მშობ­ლებ­სა და მათ წი­ნა­პართ, ისე­ვე რო­გორც ჩვენს შვი­ლებს და მათ შთა­მო­მავ­ლებს, სი­ცო­ცხლეც და სხვა ყო­ვე­ლი­ვე სი­კე­თეც უფ­ლი­სა­გან მოგ­ვე­ცა. იგი არის ყვე­ლა­ზე დიდი მშო­ბე­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი ახ­ლო­ბე­ლი ყვე­ლა­სათ­ვის, ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი და გულ­წრფე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, იმე­დი და ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი ჩვე­ნი.

ამი­ტო­მაც, როცა, თუნ­დაც, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ეს სა­ჭი­როა ჩვენ­თვის.

- მა­გა­ლი­თად, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც?

- რა თქმა უნდა, ეს უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია და ბო­ლომ­დე ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბას ვე­რა­ვინ ჩაწ­ვდე­ბა. თუმ­ცა, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ვხე­დავ იმ აზრს, რომ უფალს ადა­მი­ა­ნი თუნ­დაც ახალ­გაზ­რდა, გა­ყავს ამ ქვეყ­ნი­დან მისი ცხო­ნე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ოდ­ში. და, ბუ­ნებ­რი­ვია, იგი ცათა ში­ნაც შე­სა­ფე­რის ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს; ხოლო ის ტკი­ვი­ლი, რაც მშობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს მი­ე­ყე­ნე­ბათ, კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რებთ მათ სი­ცო­ცხლის საზ­რის­ზე, მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, ზეს­თა­სო­ფელ­ზე. . .. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი იწ­ვევს ფე­რის­ცვა­ლე­ბა­სა და უკე­თე­სო­ბი­სა­კენ მათ შეც­ვლას. ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი მი­ზეზ­ნი ხდე­ბი­ან თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის სუ­ლი­ე­რი გა­დარ­ჩე­ნი­საც, რაც უდი­დე­სი მად­ლია იმ ქვეყ­ნად წა­სულ­თათ­ვი­საც და აქ მყოფ­თათ­ვი­საც;

ხოლო თუ ამ ხალ­ხს ასეთ­მა გან­საც­დელ­მაც ვერ უშ­ვე­ლა, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბაა იმი­სა, რომ მათს გუ­ლებ­ში უფ­ლის ად­გი­ლი არც არა­სო­დეს იქ­ნე­ბა.

- და რაკი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით სცო­დავს, მი­თუ­მე­ტეს ჩვენს დრო­ში, გან­საც­დე­ლე­ბით ამი­ტომ ვართ სავ­სე­ნი?

- ეს, მარ­თლაც ასეა. დე­მო­ნი ყო­ველ­ნა­ი­რად ცდი­ლობს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სული მი­ი­ზი­დოს და მი­ი­ტა­ცოს. სთე­სავს მას­ში ეჭვსა და ურ­წმუ­ნო­ე­ბას, ყვე­ლაფ­რი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ბინ­დავს გო­ნე­ბას ათას­გვა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით და თვალ­სა­წი­ერს მხო­ლოდ წუ­თი­სოფ­ლით უფარ­გლავს, რათა იგი გონს არ მო­ე­გოს და ხე­ლი­დან არ და­უსხლტეს.

ასე იყო ყო­ველ­თვის, ასეა დღე­საც, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ჩვე­ნი ყოფა უფრო დამ­ძიმ­და და დას­ნე­ულ­და, რად­გან მა­სი­უ­რად ხდე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბა ცოდ­ვის პრო­პა­გან­დი­სა. ბო­რო­ტის შე­მო­ტე­ვის ასე­თი ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი ადრე არ იყო. ადრე დევ­ნიდ­ნენ და აწა­მებ­დნენ მორ­წმუ­ნე­ებს, ან­გრევ­დნენ ტაძ­რებს, შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ სიწ­მინ­დეთ, მაგ­რამ ზნე­ო­ბა­ზე სი­ტყვით მა­ინც უარს არ ამ­ბობ­დნენ.

თა­ნა­მედ­რო­ვე ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლიზმს კი სურს, მოს­პოს ცნე­ბა ცოდ­ვა. მათი აზ­რით, ცოდ­ვის გან­ცდა თურ­მე ზედ­მე­ტად "ბო­ჭავს" ადა­მი­ანს და "თა­ვი­სუფ­ლე­ბას" აკარ­გვი­ნებს. ამი­ტო­მაც უნ­დათ, გა­აქ­რონ მო­რა­ლი და მას­თან ერ­თად სინ­დი­სის ქენ­ჯნაც. იე­რი­ში მი­ტა­ნი­ლი აქვთ ზნე­ო­ბა­ზე, რაც დღეს უკვე გუ­ლის­ხმობს ბრძო­ლას არა მარ­ტო რე­ლი­გი­ურ მცნე­ბებ­თან, არა­მედ სა­ყო­ველ­თაო, ზო­გა­და­და­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თა­ნაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი ცხო­ვე­ლებ­ზე უფრო და­ბა­ლი ცხოვ­რე­ბის წესს სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სრუ­ლი სუ­ლი­ე­რი გა­დაგ­ვა­რე­ბი­სა­კენ უბიძ­გე­ბენ. აჩ­ვე­ნე­ბენ სა­დიზ­მი­თა და სექ­სო­პა­თი­ით გა­ჯე­რე­ბულ ფილ­მებს და თან "გარ­თო­ბის" მიზ­ნით სხვა­დას­ხვა "შო­უ­სა" და გა­და­ცე­მებ­ში ირო­ნი­ით სა­უბ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბებ­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, ტრა­დი­ცი­ებ­ზე, რათა, მათი თქმით, ხალ­ხი "გან­კურ­ნონ ნევ­რო­ზი­სა და ფო­ბი­ე­ბი­სა­გან."

ეს მე­თო­დი­კა ისე­თი ფორ­მით ინერ­გე­ბა, რომ ზოგ­ჯერ თვით ამ "სპექ­ტაკ­ლე­ბის" მო­ნა­წი­ლე­თაც არ ეს­მით, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და რა­ტომ აქვთ ასე­თი დაკ­ვე­თე­ბი. ვი­თომ ორი­გი­ნა­ლო­ბის და სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნის სურ­ვი­ლით აკე­თე­ბი­ნე­ბენ ამას, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სა­ყო­ველ­თაო ურ­წმუ­ნო­ე­ბა­სა და ეშ­მა­კე­ულ ცნო­ბი­ე­რე­ბას ამ­კვიდ­რე­ბი­ნე­ბენ, რი­თაც, რა თქმა უნდა, ღმერ­თს გა­ნა­რის­ხე­ბენ:

"ვაი იმ კაცს, ვის­გა­ნაც მო­დის ცდუ­ნე­ბა. მის­თვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და წის­ქვი­ლის ქვა და­ე­კი­დათ კი­სერ­ზე და ზღვის უფსკრულ­ში ჩა­ე­ძი­რათ(მთ.18,6, 18,7) _ ბრძა­ნებს უფა­ლი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნის ისე­დაც სუსტ ბუ­ნე­ბას უჭირს გა­უძ­ლოს ბო­რო­ტის ამ­დენ მა­ხეს. ამი­ტო­მაც, სა­ხე­ზე გვაქვს სა­ყო­ველ­თაო და­ცე­მა და ამ ფონ­ზე არც მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან გან­სხვა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მათ შო­რი­საც გახ­შირ­და სიც­რუე და ღა­ლა­ტი, ეგო­ის­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბი, უა­რის თქმა ოჯა­ხურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, გულ­გრი­ლო­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ში იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ რღვე­ვებს, რა­საც ზო­გი­ერ­თი გრძნობს, მაგ­რამ არ რე­ა­გი­რებს, ზო­გი­ერ­თი კი ვერც აც­ნო­ბი­ე­რებს და აგ­რძე­ლებს ცოდ­ვას­თან კავ­შირს.

მაგ­რამ თუ უფალს ეს ადა­მი­ა­ნი უყ­ვარს და არა ჰყავს მი­ტო­ვე­ბუ­ლი, მას­ზე ღვთი­სა­გან და­ეშ­ვე­ბა გან­საც­დე­ლი (ან გან­საც­დე­ლე­ბი), რათა იგი გა­მო­ფხიზ­ლდეს და და­ფიქ­რდეს თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და­ნა­შა­უ­ლი­სა და მისი გა­მოს­ყიდ­ვა.

მე პი­რა­დად არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს გულ­წრფე­ლი აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბით მძი­მე სე­ნი­სა­გან გან­კურ­ნე­ბულ­ნი, ასე­ვე რთუ­ლი და, ერთი შე­ხედ­ვით, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თავ­დახ­სნილ­ნი; ეს ხომ დას­ჯა არ არის! იგი უფსკრუ­ლი­დან ჩვე­ნი ამოყ­ვა­ნაა, ჭუ­ჭყი­სა­გან ჩვე­ნი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

ამი­ტო­მაც გან­საც­დე­ლი მად­ლი­ე­რე­ბით უნდა მი­ვი­ღოთ.

ამას­თან, ჩვენს თავ­ში უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ მებ­რძო­ლი სული, არ შე­ვე­გუ­ოთ და­ცე­მას, რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა შეგ­ვემ­თხვას იგი, და ყო­ველ­თვის უნდა მოვ­ძებ­ნოთ ძალა ვნე­ბა­თა და­სათ­რგუ­ნად, ასად­გო­მად და გზის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

"სა­სუ­ფე­ვე­ლი ცა­თაი იი­ძუ­ლე­ბის, და რო­მელ­ნი აი­ძუ­ლებ­დენ, მათ მი­ი­ტა­ცონ იგი," (მთ. 11,12.). ანუ სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა სა­კუ­თარ თავ­თან ჭი­დი­ლით, _ ცოდ­ვა­თა დაძ­ლე­ვით მო­ი­პო­ვე­ბა და ვინც ამ ომში გა­ი­მარ­ჯვებს, ის და­იმ­კვიდ­რებს მას.

ვი­მე­ო­რებ, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმწვა­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბო­რო­ტი თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რძვის და ჩვენც თავ­გა­მო­დე­ბით გვმარ­თებს და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მე­ო­ბა, ჩვე­ნი სული, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მა­ცხო­ვა­რი ჭეშ­მა­რიტ ქრის­ტი­ა­ნებს თა­ვი­სი­ა­ნებ­სა და რჩე­უ­ლებს უწო­დებს და ასე მო­იხ­სე­ნებს: "ვიც­ნი ჩემ­ნი იგი და მი­ცი­ან ჩემ­თა მათ" (ინ. 10,14).

რო­გო­რი დიდი წყა­ლო­ბაა, უფალს მი­აჩ­ნდე თა­ვი­სი­ა­ნად!

მე მინ­და, მივ­მარ­თო ჩვენს ხალ­ხს, რო­მელ­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი გა­და­ი­ტა­ნა, _ არ შედ­რკეთ! ეს ტკი­ვი­ლი, ეს მწუ­ხა­რე­ბა სწო­რე­დაც ნი­შა­ნია იმი­სა, რომ უფა­ლი ჩვენ­თა­ნაა, რომ ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვართ და ამი­ტო­მაც გვწვრთვნის შე­ცო­დე­ბა­თა გამო.

- მარ­თა­ლია, სხვა­თა მსგავ­სად ჩვენც რთულ დრო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ისიც ხომ ფაქ­ტია, რომ მრა­ვა­ლი ტა­ძა­რი აიგო, ეკ­ლე­სი­ე­ბი სავ­სეა ხალ­ხით, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს მარ­თლმა­დი­დებ­ლად მი­იჩ­ნევს. სხვა­გან ასე­თი პრო­ცე­სე­ბი არ არის, თუმ­ცა ისი­ნი ჩვენ­ზე უკეთ არი­ან. ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, რომ გა­მოც­დის და გან­საც­დე­ლე­ბის პე­რი­ო­დი ასე­თი ხან­გრძლი­ვი და მძი­მე აღ­მოჩ­ნდა?

- ჯერ ერთი, ვი­საც ბევ­რი მი­ე­ცა, მე­ტიც მო­ე­თხო­ვე­ბა. ჩვენს ხალ­ხთან მი­მარ­თე­ბა­ში სწო­რედ ეს ვი­თა­რე­ბაა. ამას­თან, მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი და­დე­ბი­თი ძვრე­ბი მოხ­და, მაგ­რამ მთა­ვა­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ჯერ კი­დევ არ არის გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი.

თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა (ამ­ჯე­რად ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ მორ­წმუ­ნეთ, მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც) ჩა­ვი­ხე­დოთ სულ­ში და პი­რუთ­ვნე­ლად შე­ვა­ფა­სოთ ჩვე­ნი გან­წყო­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ვფიქ­რობ, ცო­ტა­ნი არი­ან ისეთ­ნი, რო­მელ­თა გუ­ლის ტახ­ტზე უფა­ლია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. უმე­ტე­სი ნა­წი­ლი კი ძი­რი­თა­დად, სი­ტყვით და ნა­წი­ლობ­რივ კი, საქ­მი­თაც ღვთის მა­დი­დე­ბე­ლია, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც არ არის მინ­დო­ბი­ლი ღმერ­თს.

ეს ჰგავს იმ პი­როვ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­მაც ცურ­ვა არ იცის, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მხო­ლოდ ფეხს ის­ვე­ლებს და ზღვა­ში ცურ­ვის სიყ­ვა­რულ­ზე კი სა­უბ­რობს.

რა თქმა უნდა, ათე­ის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა­გან ხალ­ხი მა­ლე­ვე ვერ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ზე­მოთ­ქმუ­ლი ამის შე­დე­გიც არის, მაგ­რამ უკვე დად­გა დრო, მთა­ვა­რი სუ­ლი­ე­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის გას­წო­რე­ბი­სა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხ­დე­ბა, მთე­ლი ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, ჩვე­ნი ვედ­რე­ბა ამაო იქ­ნე­ბა, რად­გან არას­წო­რად აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვა ჰა­ერ­ში გა­ნიბ­ნე­ვა და შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს.

ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, აზრი და ფიქ­რიც კი, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, ღმერ­თით უნდა იყოს გან­მსჭვა­ლუ­ლი და სწო­რე­ბას მუ­დამ მას­ზე უნდა ვახ­დენ­დეთ. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის.

მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შევ­ძლებთ, თავი და­ვიც­ვათ ცოდ­ვი­სა­გან და მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც და­ცე­მამ­დე იყო შე­მოქ­მედ­სა და ჩვენს პირ­ველმშობ­ლებს შო­რის, - შევ­ცუ­რავთ უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ოკე­ა­ნე­ში და აღ­ვივ­სე­ბით მისი მად­ლი­თა და წყა­ლო­ბით.

ვინ არის მოყ­ვა­სი და რა­ტომ არის მისი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა?

- მოყ­ვა­სია ყვე­ლა, ვინც კი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე გხვდე­ბა. და­წყე­ბუ­ლი შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან, ახ­ლობ­ლე­ბი­დან და მე­გობ­რე­ბი­დან და დამ­თავ­რე­ბუ­ლი უც­ნო­ბი, მაგ­რამ შენ­თან შე­ხე­ბა­ში მყო­ფი პი­როვ­ნე­ბე­ბით; რა თქმა უნდა, ამათ რი­ცხვში შე­დი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რო­მელ­თაც ჩვენ მტრებს ვუ­წო­დებთ.

ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­სა­გე­ბია. ეს გრძნო­ბა იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად მკვიდ­რობს ჩვენ­ში, რომ აქ მო­ვა­ლე­ო­ბა­ზეც კი ლა­პა­რა­კი არ არის, ეს ჩვე­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა.

ჩვე­ნი ხალ­ხის ხა­სი­ა­თის წარ­მო­სა­ჩე­ნად ორ მო­მენტს გა­ვიხ­სე­ნებ: თუკი ქვე­ყა­ნამ გა­უძ­ლო ბოლო ოცი წლის დუ­ხ­ჭირ ცხოვ­რე­ბას, ეს სწო­რედ მე­გობ­რე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით მოხ­და. უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, თვი­თო­ნაც არას- მქო­ნე­ნი, მას­ზე გა­ჭირ­ვე­ბულთ უშურ­ვე­ლად უნა­წი­ლებ­დნენ თა­ვის ლუკ­მას, რაც ბუ­ნებ­რი­ვად, და­უყ­ვედ­რებ­ლად ხდე­ბო­და.

ეს ხომ გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია!

თქვენ იცით, მე ყო­ველ­თვის მო­ვუ­წო­დებ­დი და მო­ვუ­წო­დებ უცხო­ეთ­ში წა­სულ ქარ­თვე­ლებს, დაბ­რუნ­დნენ სამ­შობ­ლო­ში და აქ ეძი­ონ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და­საქ­მე­ბი­სა, თუნ­დაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ვა­ფა­სო ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბის, თავ­და­დე­ბა, რო­გორც თა­ვი­სი შვი­ლე­ბის, ისე მე­უღ­ლე­ე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ.

მათ მი­ა­ტო­ვეს ყვე­ლა­ფე­რი და უცხო­ეთ­ში უმ­ძი­მე­სი შრო­მა არ ითა­კი­ლეს, რომ რო­გორ­მე ფი­ზი­კუ­რად გა­და­ერ­ჩი­ნათ თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი.

ეს მოყ­ვა­სის მი­მართ შე­წი­რუ­ლი მსა­ხუ­რე­ბაა.

- ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დიდი პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ იწყე­ბა, რო­დე­საც ცოდ­ვას ვე­ხე­ბით და წყე­ნა და გუ­ლის­ტკე­ნა ჩნდე­ბა. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

- ცოდ­ვის პირ­ვე­ლი უცი­ლო­ბე­ლი წა­მა­ლი სი­ნა­ნუ­ლია.

თუ შენ ხარ დამ­ნა­შა­ვე, ბუ­ნებ­რი­ვია, ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დო, აღი­ა­რო და­ნა­შა­უ­ლი, მიხ­ვი­დე მას­თან, ვი­საც გული ატ­კი­ნე და სთხო­ვო პა­ტი­ე­ბა. ეს შენი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ უჭირთ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის დაძ­ლე­ვა, რაც ფრი­ად სამ­წუ­ხა­როა.

- რო­გორ ვიგ­რძნოთ, გუ­ლით ვა­პა­ტი­ეთ, თუ არა სხვას და­ნა­შა­უ­ლი?

- პა­ტი­ე­ბა ნიშ­ნავს არა მარ­ტო იმას, რომ სა­მა­გი­ე­როს არ მი­ა­გებ მას, არა­მედ იმა­საც, რომ და­ფა­რავ და არ გა­ნა­ცხა­დებ შენი შემ­ცო­დის ცოდ­ვას. უფრო მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი კი გუ­ლის­ხმობს იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც ამ ადა­მი­ანს შენ სი­კე­თით უპა­სუ­ხებ.

- შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად შემ­ცო­დეს შე­უნ­დო, მი­თუ­მე­ტეს, თუ იგი შენ­დო­ბას ითხოვს, მაგ­რამ რო­გორ შე­ვიყ­ვა­რო მტრე­ბი, ისი­ნი, რო­მელ­ნიც უსა­მარ­თლოდ, სა­შინ­ლად გვექ­ცე­ვი­ან?

- ცოდ­ვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამ­ნა­შა­ვეს სა­მარ­თლებ­რივ ფარ­გლებ­ში პა­სუხს მო­თხოვ, მაგ­რამ ეს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი დო­ნეა.

სა­ერ­თოდ კი, შენ უნდა მო­ინ­დო­მო, მას აუხ­სნა საქ­მის რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და­იძ­ლი­ოს; მაგ­რამ თუ ეს ქმე­დე­ბა ამაო გა­მოდ­გა, იგი­ვე ახლა სხვა­თა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კე­თე; ხოლო თუ შე­დე­გი ამ შე­მე­თხვე­ვა­შიც ვერ მი­ი­ღე, ეცა­დე ღვთის სა­დი­დე­ბე­ლად და­ით­მი­ნო ცი­ლის­წა­მე­ბა, რი­თაც შენს სხვა მრა­ვალ

ცოდ­ვას აღხო­ცავ და სუ­ლი­ე­რა­დაც ამაღ­ლდე­ბი; მა­შინ "მტრის" შხა­მი­ა­ნი ქმე­დე­ბე­ბის მიღ­მა და­ი­ნა­ხავ, რომ შენი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი ნე­ბით წი­რავს თავს შენი გან­წმენ­დი­სათ­ვის და ამას­თან, უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის გამო, სა­კუ­თარ თავს გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, ღვთის რის­ხვას უმ­ზა­დებს.

განა რა უნდა იყოს ამა­ზე მეტი სას­ჯე­ლი მის­თვის! შენ კი, თუ გო­ნი­ე­რი ხარ, ასეთ პი­როვ­ნე­ბა­ში დიდ კე­თი­ლის­მყო­ფელს აღ­მო­ა­ჩენ, შე­იბ­რა­ლებ და შე­იყ­ვა­რებ მას.

ასე რომ, ჩვე­ნი პი­რა­დი მტრის შეყ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია!

გა­ვიხ­სე­ნოთ მამა გაბ­რი­ე­ლი (ურ­გე­ბა­ძე), _ აღმსა­რე­ბე­ლი და სა­ლო­სი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ლო­სო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, ძვე­ლი დრო­ი­დან­ვე იყო ცნო­ბი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ამ გზით მა­ვალ­ნი ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი იყ­ვნენ;

ისი­ნი ყვე­ლას და­სა­ნა­ხად ისე იქ­ცე­ვი­ან, რომ თა­ვის არა­რა­ო­ბას გა­უს­ვან ხაზი და სხვა­თა თვალ­ში დამ­ცირ­დნენ. ანუ სა­ლო­სე­ბი მარ­ტო კი არ ით­მენ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხელს უწყობ­დნენ მათ­ზე უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რათა ყვე­ლა­სა­გან ფა­რუ­ლი, დიდი ღვაწ­ლი ლოც­ვი­სა ეტვირ­თათ არა მარ­ტო ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბი­სა და ერი­სათ­ვის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის.

ასე იცხოვ­რა მამა გაბ­რი­ელ­მაც, – და­იმ­დაბ­ლა თავი და ამი­ტო­მაც ამაღ­ლდა.

არა­ნაკ­ლე­ბი მად­ლმო­სი­ლე­ბა აქვთ ბე­თა­ნი­ელ ბე­რებ­საც, - არ­ქი­მან­დრი­ტებს: გი­ორ­გი მხე­ი­ძე­სა და გი­ორ­გი-იო­ა­ნეს(მა­ი­სუ­რა­ძეს) და XX ს-ში გაბრ­წყინ­ვე­ბულ სხვა წმინ­და­ნებს (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მოღ­ვა­წე სხვა წმინ­და­ნებ­ზე).

* გა­მო­დის, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნის­თვის მტე­რი არ არ­სე­ბობს?

- მტე­რი არ­სე­ბობს და მისი სა­ხე­ლი არის ბო­რო­ტი სული, ეშ­მა­კი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იყე­ნებს ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­წმუ­ნოთ. აი, ვინ უნდა გვძულ­დეს და მო­ვი­ძა­გოთ. მისი გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი, - გვიყ­ვარ­დეს და გვებ­რა­ლე­ბო­დეს, რო­გორც სნე­ულ­ნი და ვე­ცა­დოთ, ვუმ­კურ­ნა­ლოთ მათს წყლუ­ლებს.

არ­სე­ბობს ასე­თი მოკ­ლე ლოც­ვა:

ღმერ­თო, აცხოვ­ნე (უნდა ით­ქვას მა­ჭირ­ვე­ბელ­თა სა­ხე­ლი) და მისი ლოც­ვით მეც მა­ცხოვ­ნე, _ ამ სი­ტყვებ­ში დიდი სიბ­რძნეა.

მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წამ­ლო­ბა ხში­რად მწა­რეა, თუმ­ცა მისი მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის. ასეა ცხოვ­რე­ბა­შიც, სიყ­ვა­რუ­ლი არ ნიშ­ნავს ყო­ვე­ლი­ვეს პა­ტი­ე­ბას, და­უს­ჯე­ლო­ბას. უფა­ლიც ხომ გვწვრთნის და­ნა­შა­ულ­თა გამო! ამი­ტო­მაც, ჩვენც უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ ნიშ­ნავს უმოქ­მე­დო­ბას, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში არ უნდა ავუ­რი­ოთ ღირ­სე­ბის დაც­ვა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, თავ­დაც­ვა და ძა­ლა­დო­ბა, სი­მარ­თლის თქმა და გან­კი­თხვა, მხი­ლე­ბა და და­ბე­ზღე­ბა, დათ­მე­ნა და სი­სუს­ტე.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, შენი სა­ხელ­მწი­ფოს მტრე­ბის მი­მართ იყო გულ­გრი­ლი და არ და­იც­ვა ქვე­ყა­ნა, მისი წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი რო­გორც სი­ტყვით, ისე ფი­ზი­კუ­რა­დაც.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, სიწ­მინ­დის ტოლ­ფა­სად ცოდ­ვის აღი­ა­რე­ბას გა­ი­ძუ­ლებ­დნენ და ეს და­უშ­ვა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, მე­გო­ბარს, ზო­გა­დად ადა­მი­ანს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტებ­დნენ, ან თუნ­დაც... უსა­მარ­თლოდ ეპყრო­ბოდ­ნენ და თა­ნად­გო­მა არ გა­უ­წიო მას.

უკი­დუ­რე­სო­ბე­ბი არა­ფერ­ში არ ვარ­გა, მით უმე­ტეს, აზ­როვ­ნე­ბა­ში. ამ სფე­რო­ში უკი­დუ­რე­სო­ბებს მივ­ყა­ვართ ან ფა­ნა­ტიზ­მამ­დე, ან ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლიზ­მამ­დე. ორი­ვე გა­დახ­ვე­ვაა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­დან და, ამ­დე­ნად, მი­უ­ღე­ბე­ლიც.

პი­როვ­ნე­ბის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ოჯახ­ში აღ­ზრდა­ზე. ეს გა­რე­მო, სას­წავ­ლე­ბელ­თან და ეკ­ლე­სი­ას­თან ერ­თად, გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს ახალ­გაზ­რდის ფორ­მი­რე­ბა­ში.

კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ბევ­რი რამ და­მა­ხინჯდა, გა­უ­კუღ­მართდა, მათ შო­რის, შვი­ლე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლიც. მშობ­ლე­ბი თა­ვი­სი გა­გე­ბით უფრთხილ­დე­ბი­ან მათ და ცდი­ლო­ბენ, ჰქონ­დეთ სა­უ­კე­თე­სო ჩა­საც­მე­ლი, არა­ფე­რი ეტ­კი­ნოთ, არ ეწყი­ნოთ, არ და­ი­ღა­ლონ, არა­მედ გა­ერ­თონ და ისი­ა­მოვ­ნონ.. . . ანუ უქ­მნი­ან სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს და თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ბავ­შვებ­ში ეგო­ის­ტურ სულს აღა­ზე­ვე­ბენ.

ეს არის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მტრო­ბა შვი­ლე­ბის მი­მართ!

ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა უსუ­სუ­რი ხდე­ბა, არა აქვს ში­ნა­გა­ნი სიმ­ტკი­ცე, ხში­რად იჩენს სიმ­ხდა­ლეს, მუდ­მი­ვად ეძებს საყ­რდენს და სხვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს აზ­როვ­ნე­ბაც და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბაც; ამას­თან, არის ამ­ბი­ცი­უ­რი და "მე"-ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა­დას­ხვა ეკო­ნო­მი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ფე­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხით ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა დიდ ნა­წილ­ში ერთი სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იმ­ჩნე­ვა, _ არ­სე­ბუ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, უი­ნი­ა­ცი­ტი­ვო­ბა და მიშ­ვე­ბუ­ლო­ბა.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მათ ბევ­რი რამ აკ­ლი­ათ, მაგ­რამ ეზა­რე­ბათ ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა. შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­ნიც, ზედ­მე­ტად თავს არ იწუ­ხე­ბენ, რად­გან არა აქვთ ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი. ეს მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ამ­თავ­რე­ბენ რა სას­წავ­ლე­ბელს, ამ­თავ­რე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას წიგნ­თან და მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის თა­მა­შე­ბით იქ­ცე­ვენ თავს.

ბევ­რი მი­ეჩ­ვია უშ­რო­მე­ლად, ან შე­და­რე­ბით იოლი საქ­მი­ა­ნო­ბით, თა­ვის გა­ტა­ნას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად; ამას­თან, თუ ერთხელ არ გა­უ­მარ­თლა მცდე­ლო­ბამ, უი­მე­დო­ბა იპყრობს, დეპ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა და იწყებს ცხოვ­რე­ბის კი­ბე­ზე კი­დევ უფრო დაღ­მა დაშ­ვე­ბას. ამი­ტო­მაც გამ­რავ­ლდა ნარ­კო­მა­ნია, ლო­თო­ბა, ქურ­დო­ბა, მკვლე­ლო­ბა, აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა...; ეს ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რი აღ­ზრდის შე­დე­გია.

ჩვე­ნი შვი­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბე­ბად უნდა აღვზარ­დოთ და, პირ­ველ რიგ­ში, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი და იმე­დი შთა­ვუ­ნერ­გოთ; იმე­დი იმი­სა, რომ თუ სწო­რად იცხოვ­რე­ბენ, მარ­ტო­ნი არა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან და პრობ­ლე­მებს უფ­ლის შე­წევ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ლა­ხა­ვენ.

ამას­თან, პა­ტა­რე­ბი უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ შე­რი­გე­ბას, წყე­ნის და­ვი­წყე­ბას, მე­გობ­რე­ბი­სად­მი და, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას, მად­ლი­ე­რე­ბას, სხვის დახ­მა­რე­ბას, სწო­რედ იმის გა­ღე­ბას, რაც თვი­თონ ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს და სხვი­სი სი­ხა­რუ­ლით გა­ხა­რე­ბას, უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, ამ­ტა­ნო­ბას, ტკი­ვი­ლის გაძ­ლე­ბას, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას, რა თქმა უნდა, შრო­მა­სა და წიგ­ნის კი­თხვას; ანუ მო­ვამ­ზა­დოთ ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.

ფი­ზი­კუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი თა­ო­ბის აღ­საზ­რდე­ლად, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვიც და­იც­ვას და სხვაც, ამას­თან, გა­არ­ჩი­ოს, სად არის შავი და სად _ თეთ­რი, რა არის კარ­გი და რა _ ცუდი პი­რა­დად მის­თვის, მისი ოჯა­ხი­სათ­ვის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის, რომ თა­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში იგ­რძნოს სი­ლა­ღე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სიძ­ლი­ე­რე და სიყ­ვა­რუ­ლით აღვსი­ლი ამ თვი­სე­ბე­ბის სხვა­თათ­ვის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი იყოს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად დედ-მა­მამ პი­რა­დი მა­გა­ლი­თი უნდა უჩ­ვე­ნონ და, ამა­ვე დროს, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­თა და შე­თან­ხმე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დონ.

ქარ­თვე­ლი ქალი ყო­ველ­თვის იყო ოჯა­ხის დედა-ბოძი და დღე­საც, ემან­სი­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ისევ მან უნდა შეძ­ლოს მთა­ვა­რი გა­მა­წო­ნას­წო­რებ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ოჯახ­ში და ყვე­ლა წევ­რის ჩაბ­მა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რად აღ­ზრდის პრო­ცეს­ში (აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ოჯა­ხუ­რი სა­უბ­რე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის გან­ხილ­ვა და სხვა).

სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ბავ­შვე­ბი და­იც­ვას მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნე­ბი­სა­გან, შეს­თა­ვა­ზოს სწო­რად და­გეგ­მი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ამას­თან სკო­ლი­დან­ვე შე­აჩ­ვი­ონ პა­ტა­რე­ბი ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას; უნდა შე­იქ­მნას ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი წა­ი­კი­თხა­ვენ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს და გა­არ­ჩე­ვენ მათ, და­წე­რენ თა­ვი­სუ­ფალ თე­მებს და იმ­სჯე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე.

ახალ­გაზ­რდებ­მა და, სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ­მა პი­როვ­ნე­ბამ, ღრმა აზ­როვ­ნე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად სა­ჭი­როა იკი­თხონ რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო წიგ­ნე­ბი, ისე მხატ­ვრუ­ლი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა; ამის გა­რე­შე მათი ხედ­ვის დი­ა­პა­ზო­ნი ვიწ­რო იქ­ნე­ბა და ვერ გა­ა­კე­თე­ბენ სწორ არ­ჩე­ვანს.

ისი­ნი უნდა აკონ­ტრო­ლებ­დნენ თა­ვის ფიქ­რებს, უნდა იცოდ­ნენ, სად არის ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, სად უნდა და­ე­დოს ზღვა­რი მათს აზ­როვ­ნე­ბას, რომ უფ­ლი­სა­გან მო­ნი­ჭე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბო­რო­ტის მსა­ხუ­რე­ბად არ აქ­ცი­ონ. თუ ეს გან­ხორ­ცი­ელ­და, მა­შინ მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლონ თა­ვი­სი ვალი შვი­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლად.

და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია მორ­წმუ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბი­სად­მი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი კი ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთ მი­ზანს, რომ ჩვენ ვის­წავ­ლოთ იმ გზე­ბით სი­ა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს გვა­ზი­ა­რებს და რწმე­ნით, ჭეშ­მა­რი­ტე­ბით, სიწ­მინ­დით, სი­კე­თი­თა და სი­ხა­რუ­ლით აღგ­ვავ­სებს.

ამ მადლს არ­ცერ­თი ეპო­ქა არ მო­ი­ცავ­და სრუ­ლად, მაგ­რამ არც ისე­თი დრო ყო­ფი­ლა ოდეს­მე, რომ სრუ­ლად გან­ძარ­ცვლი ყო­ფი­ლი­ყო იგი ამ წყა­ლო­ბა­თა­გან.

დღე­საც, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მისი ბა­ტო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, ამ­ბი­ცი­უ­რო­ბის, ცრუ ჰუ­მა­ნიზ­მის, ნელ-თბი­ლი რწმე­ნი­სა და ბო­როტ­თან სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბის ხა­ნა­ში, კვლავ გვეს­მის აღ­დგო­მი­ლი მა­ცხოვ­რის იმე­დის­მომ­ცე­მი და გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ხმა:

"მე თქუ­ენ თანა ვარ ყო­ველ­თა დღე­თა და ვიდ­რე აღ­სას­რუ­ლამ­დე სოფ­ლი­სა" (მთ. 28,20)!

მაშ, ვისი მე­ში­ნო­დეს, ან ვის­გან შევძრწუნ­დე?

მარ­თა­ლია, ბო­რო­ტი ძალა გა­მუდ­მე­ბით გვებ­რძვის, მაგ­რამ მას­ზე გა­ნუ­ზომ­ლად ძლი­ე­რი და და­უ­სა­ბა­მოა ღმერ­თი, რო­მე­ლიც მუ­დამ ჩვენ­თან არის და დღე­საც

სა­აღ­დგო­მო ტრა­პეზ­ზე გვიხ­მობს: ქარ­თვე­ლებს, ოსებს, რუ­სებს, აფხა­ზებს, ბერ­ძნებს, იე­ზი­დებს, უდი­ებს, ასი­რი­ე­ლებს, ებ­რა­ე­ლებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, სომ­ხებს, უკ­რა­ი­ნე­ლებს, . . . რო­გორც მე­სა­მე, ისე მე­თერ­თმე­ტე ჟა­მის ქრის­ტი­ა­ნებს.

მაშ, რო­მელ­ნი ხართ კე­თილ მსა­ხურ­ნი და ღმრთის­მოყ­ვა­რე­ნი, იშ­ვებ­დით კე­თილ­სა ამას და ბრწყინ­ვა­ლე­სა კრე­ბა­სა; რო­მე­ლი არს მონაჲ კე­თილ­გო­ნი­ე­რი, შე­ვე­დინ სი­ხა­რუ­ლით სი­ხა­რულ­სა ამას უფ­ლი­სა­სა... და ყო­ველ­თა­ვე მი­ი­ღეთ სიმ­დიდ­რე სიტ­კბო­ე­ბი­სა..., რა­მე­თუ აღ­სდგა ქრის­ტე და და­ირ­ღვა ჯო­ჯო­ხე­თი; აღ­სდგა ქრის­ტე და და­ეც­ნეს ეშ­მაკ­ნი; აღ­სდგა ქრის­ტე და ცხოვ­რე­ბა მო­ქა­ლა­ქობს, აღ­სდგა ქრის­ტე და არ­ცა­ღა ერთი მკუ­დარ­თა­გა­ნიც არს საფ­ლავ­სა შინა, აღ­სდგა ქრის­ტე მკვდრე­თით და იქ­მნა იგი და­სა­ბამ შეს­ვე­ნე­ბულ­თა, რომ­ლი­სა არს დი­დე­ბა და სიმ­ტკი­ცე, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი,

მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი,

ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი

ილია II

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი 2014,

20 აპ­რი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II

,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,

სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

აღსრულდა!

აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!

,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"

49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.

შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური

მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.

აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.

,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ, 15,55).

ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!

გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.

ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.

ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.

ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:

კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება... იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან.

აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.

მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.

ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი" (მრ. 12, 30-31).

პირველი მცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.

- როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?

- შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, - სიხარული თუ განსაცდელი, - უნდა მივიღოთ მადლიერებით.

- განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?

- ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.

ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.

- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?

- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;

ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.

- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?

- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის" მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა" და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან."

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

,,ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) _ ბრძანებს უფალი.

ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.

მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.

ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.

მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.

ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.

ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.

,,სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი," (მთ. 11,12.). ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილით, _ ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.

ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.

მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: ,,ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14).

როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!

მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, _ არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.

- მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?

- ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.

თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.

ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღვთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.

ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.

რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, - შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.

ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?

- მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.

ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.

ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.

ეს ხომ გმირობის ტოლფასია!

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.

ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.

- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?

- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია.

თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.

- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?

- პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.

- შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?

- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.

საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ

ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ ,,მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.

განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.

ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!

გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე), _ აღმსარებელი და სალოსი.

მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ;

ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.

არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, - არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინვებულ სხვა წმინდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე).

* გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?

- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.

არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:

ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, _ ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.

მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.

შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.

შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.

შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.

უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.

პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ.. . . ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.

ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!

ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და ,,მე"-ზე ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, _ არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.

ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა...; ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად _ თეთრი, რა არის კარგი და რა _ ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.

ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.

ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.

დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.

ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.

ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცვლი ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.

დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:

,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!

მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?

მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც

სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, . . . როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

ილია II

აღდგომა ქრისტესი 2014,

20 აპრილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია