საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას
ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას

ოკუ­პან­ტე­ბის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი "TV 3"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, ბელა ზა­ქა­ი­ძე მისი და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც ბელა ზა­ქა­ი­ძემ "TV 3"-თან სა­ტე­ლე­ფო­ნი ჩარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, ცხინ­ვა­ლის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა.

"ორი დღე ვი­ყა­ვით წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი. იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, იყო არა­ჰი­გი­ე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე იყო ძა­ლი­ან სი­ცი­ვე. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბი მხო­ლოდ დღის ბო­ლოს მოგ­ვა­წო­დეს, მხო­ლოდ ჩა­ი­სა და პურ­ზე ვი­ყა­ვით. იყო სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის მხრი­დან გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, გავ­ყავ­დით საკ­ნი­დან. პი­რა­დად მე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მიყ­ვა­ნეს საკ­ნი­დან სხვა­დას­ხვა პი­რებ­მა, ზუს­ტად არ ვიცი რო­მე­ლი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. იყო და­კი­თხვე­ბი, რიგ შემ­თხვე­ვა­ში გა­სა­უბ­რე­ბე­ბი. ზე­წო­ლას გან­ვიც­დი­დი იმი­ტომ, რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, პირ­ვე­ლად ხარ თუ არა სამ­ხრეთ ოსეთ­ში. ვე­უბ­ნე­ბო­დი კი, პირ­ვე­ლად ვარ და იმ სო­ფელ­შიც, აძვში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ აქვთ ბაზა, სა­დაც ვფიქ­სირ­დე­ბო­დი, თით­ქოს ად­რეც ვი­ყა­ვი იქ ნამ­ყო­ფი", - აღ­ნიშ­ნა ბელა ზა­ქა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც მან იქ მყოფ პი­რებს უთხრა, რომ სა­კან­ში სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი სი­ტუ­ა­ცია იყო და იქ არ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ჩე­რე­ბა, ცი­ნი­კუ­რად პა­სუ­ხობ­დნენ.

"მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - სუ­ნია?! სუნი გა­წუ­ხებს?! იყო ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა, იყო ერთი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც და­მა­მახ­სოვ­რდა. ის ქარ­თუ­ლად გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, საკ­მა­ოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო და თა­ვა­ზი­ა­ნად გვექ­ცე­ო­და", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რია. ისი­ნი ოსებ­მა გად­მოს­ცეს ქარ­თულ მხა­რეს და ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გუ­შა­გოს­თან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას

ბელა ზაქაიძე - ცხინვალის იზოლატორში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას

ოკუპანტების პატიმრობიდან გათავისუფლებული "TV 3"-ის ჟურნალისტი, ბელა ზაქაიძე მისი და მასთან ერთად დაკავებულების პატიმრობის პირობებზე საუბრობს.

როგორც ბელა ზაქაიძემ "TV 3"-თან სატელეფონი ჩართვაში განაცხადა, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა.

"ორი დღე ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. იქ არსებული მდგომარეობა იყო მძიმე, არაადამიანური, იყო არაჰიგიენური ვითარება, ასევე იყო ძალიან სიცივე. მთელი დღის განმავლობაში საკვები მხოლოდ დღის ბოლოს მოგვაწოდეს, მხოლოდ ჩაისა და პურზე ვიყავით. იყო სხვადასხვა პირების მხრიდან გამოძახებები, გავყავდით საკნიდან. პირადად მე რამდენჯერმე გამიყვანეს საკნიდან სხვადასხვა პირებმა, ზუსტად არ ვიცი რომელი უწყების წარმომადგენლები იყვნენ. იყო დაკითხვები, რიგ შემთხვევაში გასაუბრებები. ზეწოლას განვიცდიდი იმიტომ, რომ მეკითხებოდნენ, პირველად ხარ თუ არა სამხრეთ ოსეთში. ვეუბნებოდი კი, პირველად ვარ და იმ სოფელშიც, აძვში პირველად ვიყავი. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ აქვთ ბაზა, სადაც ვფიქსირდებოდი, თითქოს ადრეც ვიყავი იქ ნამყოფი", - აღნიშნა ბელა ზაქაიძემ.

მისივე თქმით, როდესაც მან იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ საკანში საშინელი, გაუსაძლისი სიტუაცია იყო და იქ არ შეიძლებოდა გაჩერება, ცინიკურად პასუხობდნენ.

"მეუბნებოდნენ - სუნია?! სუნი გაწუხებს?! იყო ცინიკური დამოკიდებულება გარკვეული პირების მხრიდან. თუმცა, იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დამამახსოვრდა. ის ქართულად გველაპარაკებოდა, საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო და თავაზიანად გვექცეოდა", - განაცხადა ჟურნალისტმა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ დატოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ისინი ოსებმა გადმოსცეს ქართულ მხარეს და ჟურნალისტებს საგუშაგოსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია