პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!
არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

"დარ­გე შენი ხე! - მოდი, ერ­თად გა­ვა­შე­ნოთ ტყე!" - ასე ჰქვია "კვი­რის პა­ლიტ­რის" საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო პრო­ექტს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ჩა­ნარ­თის "მა­მულ-დე­დუ­ლის" სა­შუ­ა­ლე­ბით, მკი­თხველს სთა­ვა­ზობს. დიახ, 14 აპ­რილს მკი­თხვე­ლი ნო­მერ­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში ჩა­დე­ბულ მა­რადმწვა­ნე ხის, ჰი­მა­ლა­ის კედ­რის თესლს მი­ი­ღებს, რო­მელ­საც ქო­თან­ში, ან რა­ი­მე სხვა ჭურ­ჭელ­ში გა­ა­ხა­რებს.

ერთი წლის შემ­დეგ კი, 2015 წლის 18 აპ­რილს, "კვი­რის პა­ლიტ­რის" 20 წლის იუ­ბი­ლე­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გილ­ზე (შე­საძ­ლოა, ასე­თი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი გა­მო­ი­ყოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში), გა­ზე­თი მკი­თხველს თა­ვი­ან­თი კედ­რის ჩი­თი­ლით მო­უხ­მობს, რათა ყვე­ლამ ერ­თად, ღია გრუნ­ტში გა­და­ვი­ტა­ნოთ პა­ტა­რა ნერ­გე­ბი და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ტყის გა­შე­ნე­ბას.

ამ აქ­ცი­ა­ში "კვი­რის პა­ლიტ­რას" მხა­რი სა­ტყეო სა­ბა­ზი­სო სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბამ და­უ­ჭი­რა, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. მე­ურ­ნე­ო­ბამ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, კომ­პა­ნი­ას კედ­რის თეს­ლი სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა.

ახლა კი გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­პატ­რი­არ­ქოს დე­კო­რა­ტი­უ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის კო­ლე­ჯის პე­და­გოგ მაია ქურ­და­ძეს­თან, რო­მე­ლიც კედ­რის ხის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- "კვი­რის პა­ლიტ­რა," რო­გორც ყო­ველ­თვის დგას "იქ, სა­დაც ქა­რიშ­ხა­ლია!" მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას: სა­სარ­გებ­ლო, დრო­უ­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მე წა­მო­გი­წყი­ათ. ხე­ე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ხომ ვერ იარ­სე­ბებს. თქვენს მკი­თხვე­ლებს, რომ­ლე­ბიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი გყავთ, სუ­ლით და გუ­ლით ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე­ში, ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოთ!

- კე­და­რი, ძლი­ე­რი, მა­რადმწვა­ნე ხეა. რო­გორც მე­ბა­ღე, რას გვე­ტყვით კი­დევ ამ მცე­ნა­რე­ზე?

- ჰი­მა­ლა­ის კე­და­რი 50 მ-მდე იზ­რდე­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი მა­რადმწვა­ნე წიწ­ვო­ვა­ნი ხეა. სწრა­ფად მზარ­დია, ცო­ცხლობს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წელი… გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქა­ლა­ქე­ბის გა­სამ­წვა­ნებ­ლად. თბი­ლის­შიც საკ­მა­ოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მარ­თლაც ამ­შვე­ნებს ჩვენს ქა­ლაქს. მისი ცნო­ბა ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ, თუ ცოტა შო­რი­დან შე­ხე­დავთ: კენ­წე­რო კე­დარს მოხ­რი­ლი აქვს, დიდ ხე­ებს კი წვე­რი შე­იძ­ლე­ბა ვერც შე­ამ­ჩნი­ოთ ისე გან­ზე მო­ზარ­დია კენ­წე­როს ტოტი. მუქი მწვა­ნე ფე­რის ნემ­სი­სე­ბუ­რი წიწ­ვე­ბით შე­მო­სი­ლი უზარ­მა­ზა­რი ხე­ე­ბი მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვია, აბა, და­აკ­ვირ­დით?

- რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ კედ­რის თეს­ლმა გა­ი­ხა­როს? რა რჩე­ვებს მის­ცემთ მკი­თხველს?

- კე­და­რი გარ­კვე­ულ დრომ­დე, შინ, ქო­თან­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ზარ­დოთ - შემ­დეგ კი აუ­ცი­ლებ­ლად ღია ცის ქვეშ, მი­წა­ში გა­დარ­გათ, რად­გან იმ­ხე­ლა იზ­რდე­ბა, რომ ქო­თან­ში ვე­რაფ­რით და­ა­ტევთ. სა­ერ­თოდ, უპ­რე­ტენ­ზიო მცე­ნა­რეა.

მისი აღ­მო­ცე­ნე­ბა კი ასე შე­გიძ­ლი­ათ: პა­ტა­რა ქო­თან­ში ყვა­ვი­ლე­ბის მიწა ჩა­ყა­რეთ და ოდ­ნავ დატ­კეპ­ნეთ. თუ ქო­თა­ნი არა გაქვთ, პლასტმა­სის ჭურ­ჭე­ლი გა­მო­ი­ყე­ნეთ, ოღონდ, ძირი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უხვრი­ტეთ, რომ წყა­ლი გა­უ­ვი­დეს და არ ჩალ­პეს. თუ რამ­დე­ნი­მეს რგავთ, თეს­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან 3-4 სან­ტი­მეტ­რის და­შო­რე­ბით მო­ა­თავ­სეთ მი­წის ზე­და­პირ­ზე და ზე­მო­და­ნაც ცოტა მიწა მო­ა­ყა­რეთ, მხო­ლოდ იმ­დე­ნი, რომ თეს­ლე­ბი და­ი­ფა­როს: და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სან­ტი­მეტ­რი. დად­გით თბილ ად­გი­ლას. სა­ნამ აღ­მო­ცენ­დე­ბა, ქო­თა­ნი მზე­ზე იქ­ნე­ბა თუ ჩრდილ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. მიწა ოდ­ნავ ტე­ნი­ა­ნი უნდა იყოს. შემ­დეგ ამო­იწ­ვე­რე­ბა მოკ­ლე, მწვა­ნე ღერო, და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ძა­ფი­სე­ბუ­რი წიწ­ვით. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ქოთ­ნის მზე­ზე დგო­მა, ნა­თე­ლი ად­გი­ლი საკ­მა­რი­სია. ჭარ­ბი წყა­ლი კე­დარს ვნებს - ად­ვი­ლად ლპე­ბა. მა­შინ მორ­წყეთ, როცა მი­წის ზე­და­პი­რი კარ­გად გაშ­რე­ბა. ზა­ფხულ­ში შუ­ა­დღის თა­კა­რა მზეს მო­ა­რი­დეთ, რომ ქო­თა­ნი არ გა­და­ხურ­დეს. ზამ­თარს კე­და­რი გა­რეთ ან აი­ვან­ზეც ად­ვი­ლად გა­და­ი­ტანს. მო­მა­ვა­ლი გა­ზა­ფხუ­ლი­დან უკვე პა­ტა­რა ხის ფორ­მას მი­ი­ღებს და გა­და­სარ­გა­ვად მზად იქ­ნე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია II-ს კედ­რის ხე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს...

- პატ­რი­არ­ქს მხო­ლოდ კე­და­რი კი არა, ყვე­ლა მცე­ნა­რე და არ­სე­ბა უყ­ვარს. კე­და­რი მის­თვი­საც და ჩვენ­თვის იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ დიდი, ლა­მა­ზი, მა­რადმწვა­ნე და ძლი­ე­რი ხეა. ად­ვი­ლად გა­სამ­რავ­ლე­ბე­ლია, რო­გორც გი­თხა­რით, ად­ვი­ლად იზ­რდე­ბა, ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბის­თვის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ზედ­გა­მოჭ­რი­ლია. პატ­რი­არ­ქმა ისე კარ­გად იცის, რა გვჭირ­დე­ბა და რა უკე­თე­სია ჩვენ­თვის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც უშეც­დო­მოდ გვირ­ჩევს, რა პი­რო­ბებ­ში რო­მე­ლი მცე­ნა­რე ჯო­ბია.

- კე­დარს მგო­ნი, გარ­კვე­უ­ლი სა­კულ­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს?

- კედ­რის ფი­სის­გან საკ­მე­ველს აკე­თე­ბენ. ბიბ­ლი­ი­დან ვი­ცით, რომ კე­დარს იყე­ნებ­დნენ სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ე­ბის ასა­შე­ნებ­ლად, იე­რუ­სა­ლი­მის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში… კე­დარს არა­მარ­ტო სა­კულ­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მისი გამ­ძლე მერ­ქა­ნი გემთმშე­ნებ­ლო­ბა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ფისი - პარ­ფი­უ­მე­რი­ა­ში, ეთერ­ზე­თი - არო­მა­თე­რა­პი­ა­ში (და­მამ­შვი­დე­ბე­ლია)...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: თენ­გიზ არჩვა­ძე - მე დავრგავ ათას კე­დარს!..

"თუ გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ისუნ­თქონ, ამ წა­მო­წყე­ბას ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ" – ექ­სპერ­ტე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რის" პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ

შან­სი მათ­თვის, ვი­საც ხე ჯერ არ და­ურ­გავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

"დარგე შენი ხე! - მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!" - ასე ჰქვია "კვირის პალიტრის" საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც თავისი ჩანართის "მამულ-დედულის" საშუალებით, მკითხველს სთავაზობს. დიახ, 14 აპრილს მკითხველი ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში ჩადებულ მარადმწვანე ხის, ჰიმალაის კედრის თესლს მიიღებს, რომელსაც ქოთანში, ან რაიმე სხვა ჭურჭელში გაახარებს.

ერთი წლის შემდეგ კი, 2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (შესაძლოა, ასეთი რამდენიმე ადგილი გამოიყოს სხვადასხვა რეგიონში), გაზეთი მკითხველს თავიანთი კედრის ჩითილით მოუხმობს, რათა ყველამ ერთად, ღია გრუნტში გადავიტანოთ პატარა ნერგები და საფუძველი ჩავუყაროთ ტყის გაშენებას.

ამ აქციაში "კვირის პალიტრას" მხარი სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ დაუჭირა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მეურნეობამ პროექტის განსახორციელებლად, კომპანიას კედრის თესლი საჩუქრად გადასცა.

ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის პედაგოგ მაია ქურდაძესთან, რომელიც კედრის ხის შესახებ გვესაუბრება.

- "კვირის პალიტრა," როგორც ყოველთვის დგას "იქ, სადაც ქარიშხალია!" მივესალმები თქვენს ინიციატივას: სასარგებლო, დროული და აქტუალური საქმე წამოგიწყიათ. ხეების გარეშე ადამიანი ხომ ვერ იარსებებს. თქვენს მკითხველებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გყავთ, სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას ამ საშვილიშვილო საქმეში, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

- კედარი, ძლიერი, მარადმწვანე ხეა. როგორც მებაღე, რას გვეტყვით კიდევ ამ მცენარეზე?

- ჰიმალაის კედარი 50 მ-მდე იზრდება და გამორჩეულად ლამაზი მარადმწვანე წიწვოვანი ხეა. სწრაფად მზარდია, ცოცხლობს რამდენიმე ასეული წელი… გამოიყენება ქალაქების გასამწვანებლად. თბილისშიც საკმაოდ არის გავრცელებული, რომელიც მართლაც ამშვენებს ჩვენს ქალაქს. მისი ცნობა ადვილად შეგიძლიათ, თუ ცოტა შორიდან შეხედავთ: კენწერო კედარს მოხრილი აქვს, დიდ ხეებს კი წვერი შეიძლება ვერც შეამჩნიოთ ისე განზე მოზარდია კენწეროს ტოტი. მუქი მწვანე ფერის ნემსისებური წიწვებით შემოსილი უზარმაზარი ხეები მართლაც შთამბეჭდავია, აბა, დააკვირდით?

- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კედრის თესლმა გაიხაროს? რა რჩევებს მისცემთ მკითხველს?

- კედარი გარკვეულ დრომდე, შინ, ქოთანში შეგიძლიათ გამოზარდოთ - შემდეგ კი აუცილებლად ღია ცის ქვეშ, მიწაში გადარგათ, რადგან იმხელა იზრდება, რომ ქოთანში ვერაფრით დაატევთ. საერთოდ, უპრეტენზიო მცენარეა.

მისი აღმოცენება კი ასე შეგიძლიათ: პატარა ქოთანში ყვავილების მიწა ჩაყარეთ და ოდნავ დატკეპნეთ. თუ ქოთანი არა გაქვთ, პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეთ, ოღონდ, ძირი აუცილებლად გაუხვრიტეთ, რომ წყალი გაუვიდეს და არ ჩალპეს. თუ რამდენიმეს რგავთ, თესლები ერთმანეთისგან 3-4 სანტიმეტრის დაშორებით მოათავსეთ მიწის ზედაპირზე და ზემოდანაც ცოტა მიწა მოაყარეთ, მხოლოდ იმდენი, რომ თესლები დაიფაროს: დაახლოებით ერთი სანტიმეტრი. დადგით თბილ ადგილას. სანამ აღმოცენდება, ქოთანი მზეზე იქნება თუ ჩრდილში, მნიშვნელობა არა აქვს. მიწა ოდნავ ტენიანი უნდა იყოს. შემდეგ ამოიწვერება მოკლე, მწვანე ღერო, დაბოლოებული რამდენიმე ძაფისებური წიწვით. აუცილებელი არ არის ქოთნის მზეზე დგომა, ნათელი ადგილი საკმარისია. ჭარბი წყალი კედარს ვნებს - ადვილად ლპება. მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი კარგად გაშრება. ზაფხულში შუადღის თაკარა მზეს მოარიდეთ, რომ ქოთანი არ გადახურდეს. ზამთარს კედარი გარეთ ან აივანზეც ადვილად გადაიტანს. მომავალი გაზაფხულიდან უკვე პატარა ხის ფორმას მიიღებს და გადასარგავად მზად იქნება.

- ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს კედრის ხე განსაკუთრებულად უყვარს...

- პატრიარქს მხოლოდ კედარი კი არა, ყველა მცენარე და არსება უყვარს. კედარი მისთვისაც და ჩვენთვის იმით არის გამორჩეული, რომ დიდი, ლამაზი, მარადმწვანე და ძლიერი ხეა. ადვილად გასამრავლებელია, როგორც გითხარით, ადვილად იზრდება, ჩვენი პირობებისთვის, შეიძლება ითქვას, ზედგამოჭრილია. პატრიარქმა ისე კარგად იცის, რა გვჭირდება და რა უკეთესია ჩვენთვის, რომ ამ შემთხვევაშიც უშეცდომოდ გვირჩევს, რა პირობებში რომელი მცენარე ჯობია.

- კედარს მგონი, გარკვეული საკულტო მნიშვნელობაც აქვს?

- კედრის ფისისგან საკმეველს აკეთებენ. ბიბლიიდან ვიცით, რომ კედარს იყენებდნენ სამეფო სასახლეების ასაშენებლად, იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში… კედარს არამარტო საკულტო მნიშვნელობა აქვს, მისი გამძლე მერქანი გემთმშენებლობაშიც გამოიყენება, ფისი - პარფიუმერიაში, ეთერზეთი - არომათერაპიაში (დამამშვიდებელია)...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

"თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია