მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა
ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა

მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გახ­სნილ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე და­პი­რე­ბუ­ლი 90 ათა­სი ლარი არ ჩა­ი­რი­ცხა. კვა­ლი­აშ­ვი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, მის ან­გა­რიშ­ზე კი მხო­ლოდ 22 ათა­სი ლა­რია.

მომ­ღერ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "ეკა ხო­ფე­რი­ას ტოქ­შო­უ­ში" პომ­პე­ზუ­რად და­ა­ნონსდა, რომ მომ­ღე­რა­ლის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის 90 ათა­სი ლარი შეგ­როვ­და.

რო­გორც ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მის სა­ხელ­ზე გახ­სნილ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 90 ათა­სი ლა­რის ნაც­ვლად, მხო­ლო 22 ათა­სი ლარი ჩა­ი­რი­ცხა:

"სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შე­პი­რე­ბუ­ლი თან­ხი­დან ან­გა­რიშ­ზე ყვე­ლა არ დამ­ჯდა­რა. ზოგ­მა გად­მო­რი­ცხა, ზოგ­მა კი - არა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე ცოტა ნა­წყე­ნი ვარ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. ყვე­ლას, ვინც და­მეხ­მა­რა ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. გა­და­ცე­მა­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო ჩარ­თუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და ტალ­ღა წა­მო­ვი­და, მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის, მაგ­რამ ან­გა­რიშ­ზე ზო­გი­ერ­თე­ბის მხრი­დან თან­ხა არ ჩა­რი­ცხუ­ლა. გა­და­ცე­მის ბო­ლოს გახ­მა­ურ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ 90 ათას ლა­რამ­დე შეგ­როვ­და, თუმ­ცა ან­გა­რიშ­ზე 22 ათა­სი ლარი ჩა­მე­რი­ცხა", - გა­ნა­ცხა­და ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მომ­ღერ­ლის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ბიზ­ნეს­მენ მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ას მიერ და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა არ აღ­მოჩ­ნდა. ბიზ­ნეს­მე­ნი გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას კვა­ლი­აშ­ვილს 10 ათა­სი აშშ დო­ლა­რის გა­და­რი­ცხვას დაჰ­პირ­და. "კვი­რა" ბიზ­ნეს­მენს მოს­კოვ­ში და­უ­კავ­შირ­და. გა­ირ­კვა, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა მისი წარ­მო­მად­გენ­ლის დახ­მა­რე­ბით ან­გა­რიშ­ზე ფული გა­და­რი­ცხა, თუმ­ცა მისი თქმით, თან­ხა უკან და­უბ­რუნ­და.

"თან­ხა გა­დავ­რი­ცხე იმ სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტებ­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­მა­წო­და. თუმ­ცა, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, თან­ხა უკან­ვე და­მიბ­რუნ­და", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ბუ­ტი­ამ.

ამ სა­უბ­რის შემ­დეგ, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ეკა კვა­ლი­აშ­ვილს ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხა.

"ეკა ხო­ფე­რი­ას ტოქ­შო­უ­ში" კვა­ლი­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი კომ­პა­ნია "სა­რა­ჯიშ­ვილ­მაც" გა­მოთ­ქვა. ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რის, ზაზა მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­თან ეს თან­ხა ჩა­რი­ცხუ­ლი არ არის. "სა­რა­ჯიშ­ვი­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რე­ვაზ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნი­ამ 3000 ლარი ან­გა­რიშ­ზე 3 აპ­რილს გა­და­რი­ცხა. აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "კვი­რას" მი­ა­წო­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა - 10 ათა­სი ევრო პა­რიზ­ში, პირ­და­პირ იმ კლი­ნი­კას გა­და­უ­რი­ცხა, სა­დაც მომ­ღე­რალ­მა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა უნდა ჩა­ი­ტა­როს.

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი 11 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას, საფ­რან­გეთ­ში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, მას პა­რი­ზის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბას ჩა­უ­ტა­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 27 მარტს მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "ტოქ­შოუ ეკა ხო­ფე­რი­ას­თან ერ­თად" საქ­ველ­მოქ­მე­დო ეთე­რი მი­ე­ძღვნა. გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბის დროს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად 635 684 ზარი შე­ვი­და. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი ტე­ლე­ე­თე­რით გაჟ­ღერ­და, რომ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად 90 000 ლარ­ზე მეტი შეგ­როვ­და. მას­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი მძი­მე ნე­ი­რო­ვირუ­სი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რაც მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის. მომ­ღე­რალს მკურ­ნა­ლო­ბა და გა­მოკ­ვლე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

kvira.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა

ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა

მომღერალ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშზე დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაირიცხა. კვალიაშვილი მკურნალობის კურსის ჩასატარებლად საფრანგეთში მიემგზავრება, მის ანგარიშზე კი მხოლოდ 22 ათასი ლარია.

მომღერლის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენები და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ეკა ხოფერიას ტოქშოუში" პომპეზურად დაანონსდა, რომ მომღერალის მკურნალობისთვის 90 ათასი ლარი შეგროვდა.

როგორც ეკა კვალიაშვილმა განაცხადა, მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 90 ათასი ლარის ნაცვლად, მხოლო 22 ათასი ლარი ჩაირიცხა:

"სხვადასხვა ადამიანებისგან შეპირებული თანხიდან ანგარიშზე ყველა არ დამჯდარა. ზოგმა გადმორიცხა, ზოგმა კი - არა. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ნაწყენი ვარ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. ყველას, ვინც დამეხმარა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გადაცემაში უამრავი ხალხი იყო ჩართული. ამ ადამიანებისაგან იმხელა სიყვარული და ტალღა წამოვიდა, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ანგარიშზე ზოგიერთების მხრიდან თანხა არ ჩარიცხულა. გადაცემის ბოლოს გახმაურდა, რომ საბოლოოდ 90 ათას ლარამდე შეგროვდა, თუმცა ანგარიშზე 22 ათასი ლარი ჩამერიცხა", - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.

როგორც ცნობილი გახდა, მომღერლის საბანკო ანგარიშზე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მიერ დაპირებული თანხა არ აღმოჩნდა. ბიზნესმენი გადაცემის მსვლელობისას კვალიაშვილს 10 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვას დაჰპირდა. "კვირა" ბიზნესმენს მოსკოვში დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ბიზნესმენმა მისი წარმომადგენლის დახმარებით ანგარიშზე ფული გადარიცხა, თუმცა მისი თქმით, თანხა უკან დაუბრუნდა.

"თანხა გადავრიცხე იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რომელიც ჩემმა წარმომადგენელმა საქართველოდან მომაწოდა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, თანხა უკანვე დამიბრუნდა", - აღნიშნა ხუბუტიამ.

ამ საუბრის შემდეგ, მიხეილ ხუბუტია ეკა კვალიაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და აღნიშნული თანხა ანგარიშზე გადარიცხა.

"ეკა ხოფერიას ტოქშოუში" კვალიაშვილის დახმარების სურვილი კომპანია "სარაჯიშვილმაც" გამოთქვა. ეკა კვალიაშვილის მეგობრის, ზაზა მამალაძის განცხადებით, რომელიც მომღერალს ფინანსური საკითხების დოკუმენტაციის მოგვარებაში ეხმარება, აღნიშნა, რომ მათთან ეს თანხა ჩარიცხული არ არის. "სარაჯიშვილის" წარმომადგენელი რევაზ ჯანიაშვილი კი აცხადებს, რომ კომპანიამ 3000 ლარი ანგარიშზე 3 აპრილს გადარიცხა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის წარმომადგენლებმა "კვირას" მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეკა კვალიაშვილის სამკურნალო თანხა - 10 ათასი ევრო პარიზში, პირდაპირ იმ კლინიკას გადაურიცხა, სადაც მომღერალმა სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა უნდა ჩაიტაროს.

ეკა კვალიაშვილი 11 აპრილს, გამთენიისას, საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო, მას პარიზის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს მომღერალ ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ტოქშოუ ეკა ხოფერიასთან ერთად" საქველმოქმედო ეთერი მიეძღვნა. გადაცემის მსვლელობის დროს ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 635 684 ზარი შევიდა. გადაცემის ბოლოს კი ტელეეთერით გაჟღერდა, რომ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 90 000 ლარზე მეტი შეგროვდა. მასში ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ეკა კვალიაშვილის მეგობრები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეკა კვალიაშვილი მძიმე ნეიროვირუსითაა დაავადებული, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მომღერალს მკურნალობა და გამოკვლევა ესაჭიროება.

kvira.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია