პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ
"თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია მე­ო­რეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ადა­მი­ან­მა თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში რამ­დე­ნი­მე ხე მა­ინც უნდა ახა­როს. ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს პატ­რი­არ­ქს მცე­ნა­რე­ებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს კე­და­რი.... "დარ­გე შენი ხე! - მოდი, ერ­თად გა­ვა­შე­ნოთ ტყე!" - ასე ჰქვია "კვი­რის პა­ლიტ­რის" საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო პრო­ექტს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ჩა­ნარ­თის "მა­მულ-დე­დუ­ლის" სა­შუ­ა­ლე­ბით, მკი­თხველს სთა­ვა­ზობს (ჩა­ნარ­თი პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით გა­მო­დის). 14 აპ­რილს მკი­თხვე­ლი ნო­მერ­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში ჩა­დე­ბულ მა­რადმწვა­ნე ხის, ჰი­მა­ლა­ის კედ­რის თესლს მი­ი­ღებს, რო­მელ­საც ქო­თან­ში, ან რა­ი­მე სხვა ჭურ­ჭელ­ში გა­ა­ხა­რებს.

ერთი წლის შემ­დეგ კი, 2015 წლის 18 აპ­რილს, "კვი­რის პა­ლიტ­რის" 20 წლის იუ­ბი­ლე­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გილ­ზე, გა­ზე­თი მკი­თხველს თა­ვი­ან­თი კედ­რის ჩი­თი­ლით მო­უხ­მობს, რათა ყვე­ლამ ერ­თად, ღია გრუნ­ტში გა­და­ვი­ტა­ნოთ პა­ტა­რა ნერ­გე­ბი და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ტყის გა­შე­ნე­ბას.

"კე­თი­ლი საქ­მე" - ასე მო­ნათ­ლეს ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტებ­მა პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ:

ნინო ჩხო­ბა­ძე - "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა – დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ტყის პრობ­ლე­მა ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სია. ურ­ბა­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის გარ­შე­მო ჩვენ უკვე აღა­რა გვაქვს ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნე­ბი, არა გვაქვს გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი. ქარ­თულ ქა­ლა­ქებს და­აკ­ლდა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი. ამი­ტომ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ეს წა­მო­წყე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია: ის არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ პარ­კე­ბი­სა და სკვე­რე­ბის გა­შე­ნე­ბას, ეს ნიშ­ნავს ტყის მა­სი­ვე­ბის გა­შე­ნე­ბას. ჩემი აზ­რით, ამა­ზე უკე­თესს ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის - გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი­სათ­ვის, ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო და მისი ბუ­ნე­ბა ვიხ­სნათ, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. ყვე­ლამ იცის, რო­გორ არის მო­წამ­ლუ­ლი გა­რე­მო, ამი­ტომ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის აღ­დგე­ნა და სწო­რი და­გეგ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. ამ მო­წო­დე­ბას ალ­ბათ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა. მგო­ნი, ყვე­ლას გვინ­და, რომ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის გარ­შე­მოც შე­იქ­მნას ის ბუ­ფე­რი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. თუ გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ისუნ­თქონ, ამ წა­მო­წყე­ბას ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ. ვფიქ­რობ, ამ გო­ნივ­რულ წა­მო­წყე­ბას ყვე­ლამ უნდა მი­ბა­ძოს, ადა­მი­ა­ნი არ უნდა დარ­ჩეს, რო­მე­ლიც ერთ ხეს მა­ინც არ დარ­გავს.

ლე­ვან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი:

- ეს არის უაღ­რე­სად კე­თი­ლი წა­მო­წყე­ბა, კე­თი­ლი საქ­მე! სამ­წუ­ხა­როა, რომ ტყეს ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვუვ­ლი­დით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ის კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს: ღვარ­ცო­ფე­ბი, ნი­ა­და­გის ერო­ზია, მე­წყრუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ა.შ... და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი ჰექ­ტა­რი ნი­ა­და­გი არის ერო­ზი­რე­ბუ­ლი, რაც იმი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ჩვენ არას­წო­რად მო­ვე­პყა­რით ტყეს. ამას ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა მოჰ­ყვა. ახა­ლი ტყის მა­სი­ვე­ბის გა­შე­ნე­ბა და­დე­ბი­თი წა­მო­წყე­ბაა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მწვა­ნე სა­ფა­რი ჟანგბა­დის მთა­ვა­რი წყა­როა. ამი­ტომ, ალ­ბათ ყვე­ლა მი­ე­სალ­მე­ბა ამ დიდ წა­მო­წყე­ბას და მეც, რო­გორც ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუ­ერ­თდე­ბი. რაც და­ვა­შა­ვეთ, ახლა მა­ინც უნდა გა­მო­ვას­წო­როთ! სხვა­თა შო­რის, ეს ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. ახ­ლა­ვე აგიხ­სნით რა­ტომ: ადა­მი­ან­მა პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უნდა მო­უ­ა­როს კე­დარს და მერე თა­ვი­სი აღ­ზრდი­ლი ნერ­გი დარ­გოს. რო­გორც ვიცი, ე.წ. ჰი­მა­ლა­ის კე­და­რი ათას წე­ლი­წადს ცო­ცხლობს, მაგ­რამ თქვე­ნი ხე­ლით დარ­გუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ნერ­გე­ბი კი­დევ უფრო დიდ­ხანს იცო­ცხლებს, იმი­ტომ რომ ეს კე­თი­ლი საქ­მეა, კე­თი­ლი ჩა­ნა­ფიქ­რია.

გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვი­ლი - კონ­სულ­ტან­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კი­თხებ­ში, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის მკვლე­ვა­რი:

- და­ვი­წყებ იმით, რომ ხის დარ­გვა თით­ქოს რა­ღა­ცით ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლის ჩაყ­რას ჰგავს... ადა­მი­ან­მა სხვა სი­კე­თე რომ ვერ გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სათ­ვის, სი­ცო­ცხლე­ში რამ­დე­ნი­მე ხე მა­ინც უნდა დარ­გოს და ახა­როს. ქარ­თვე­ლი კა­ცი­სათ­ვის ხე პირ­ველ რიგ­ში, აკ­ვა­ნია, დე­და­ბო­ძია, მარ­ნის მოჭ­რი­ა­ლე კა­რია, გუ­თა­ნია, უღე­ლია, ყა­ვა­რია და თუ სა­ჭი­რო გახ­და შუ­ბის ტა­რი­ცაა, ამის მერე - სხვა და­ნარ­ჩე­ნი...

რო­დე­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ ად­გილს ირ­ჩევ­დნენ, სა­ძირ­კვლის ჩაყ­რას­თან ერ­თად ნერ­გებ­საც რგავ­დნენ - ეს ორი საქ­მე ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად კეთ­დე­ბო­და. ხის და­სარ­გა­ვად ად­გი­ლის შერ­ჩე­ვას ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც სახ­ლის, ან თუნ­დაც ტაძ­რის ასა­შე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვას. თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა კარ­გად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა­ტომ გვი­ჩე­ხავ­და აქ შე­მო­სუ­ლი მტე­რი ბაღ-ვე­ნახს, რა იმა­ლე­ბო­და ამ მზაკ­ვრო­ბის უკან... თუმ­ცა, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით გა­ვა­კე­თეთ ის, რა­საც ადრე მტე­რი აკე­თებ­და: უმო­წყა­ლოდ გავ­ჩე­ხეთ ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ტყის სა­ფა­რი, რაც თა­ვის მწა­რე ნა­ყოფს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს.

ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვა, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა ხე­ე­ბის გა­შე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და მათი მო­მავ­ლი­სათ­ვის, ამი­ტომ ამ საქ­მე­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა ქარ­თვე­ლი უნდა ჩა­ე­ბას. უკე­თე­სია, თუ ამ პრო­ცესს რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცე­მა. თა­ნაც, კე­და­რი ძვირ­ფას­მერ­ქნი­ა­ნი ხეა და მისი მოჭ­რა იკ­რძა­ლე­ბა. ამი­ტომ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ეს ხე­ე­ბი გა­ი­ხა­რებს, გას­ხვი­სე­ბა­საც გა­და­ურ­ჩე­ბა. ბო­ლოს ვი­ტყო­დი, რომ ეს წა­მო­წყე­ბა ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბის და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა. დაე, იხა­როს მად­ლი­ან ქარ­თულ მი­წა­ზე დარ­გულ­მა ნერ­გებ­მა!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

"თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანმა თავის სიცოცხლეში რამდენიმე ხე მაინც უნდა ახაროს. ცნობილია, რომ ჩვენს პატრიარქს მცენარეებს შორის გამორჩეულად უყვარს კედარი.... "დარგე შენი ხე! - მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!" - ასე ჰქვია "კვირის პალიტრის" საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც თავისი ჩანართის "მამულ-დედულის" საშუალებით, მკითხველს სთავაზობს (ჩანართი პატრიარქის კურთხევით გამოდის). 14 აპრილს მკითხველი ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში ჩადებულ მარადმწვანე ხის, ჰიმალაის კედრის თესლს მიიღებს, რომელსაც ქოთანში, ან რაიმე სხვა ჭურჭელში გაახარებს.

ერთი წლის შემდეგ კი, 2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, გაზეთი მკითხველს თავიანთი კედრის ჩითილით მოუხმობს, რათა ყველამ ერთად, ღია გრუნტში გადავიტანოთ პატარა ნერგები და საფუძველი ჩავუყაროთ ტყის გაშენებას.

"კეთილი საქმე" - ასე მონათლეს ჩვენმა რესპონდენტებმა პროექტი, რომელზეც საკმაოდ ემოციურად საუბრობენ:

ნინო ჩხობაძე - "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე:

- საქართველოში ტყის პრობლემა ერთ-ერთი უპირველესია. ურბანული ქალაქების გარშემო ჩვენ უკვე აღარა გვაქვს ბუფერული ზონები, არა გვაქვს გამწვანებული სივრცეები. ქართულ ქალაქებს დააკლდა რეკრეაციული ზონები. ამიტომ "კვირის პალიტრის" ეს წამოწყება განსაკუთრებით ყურადსაღებია: ის არ გულისხმობს მხოლოდ პარკებისა და სკვერების გაშენებას, ეს ნიშნავს ტყის მასივების გაშენებას. ჩემი აზრით, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ. პატრიარქის მოწოდება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის - გარემოს დამცველებისათვის, ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რითაც შეგვიძლია საქართველო და მისი ბუნება ვიხსნათ, გადავარჩინოთ. ყველამ იცის, როგორ არის მოწამლული გარემო, ამიტომ რეკრეაციული ზონების აღდგენა და სწორი დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ამ მოწოდებას ალბათ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი გამოეხმაურება. მგონი, ყველას გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქის გარშემოც შეიქმნას ის ბუფერი, რომელიც მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას მისცემს. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ. ვფიქრობ, ამ გონივრულ წამოწყებას ყველამ უნდა მიბაძოს, ადამიანი არ უნდა დარჩეს, რომელიც ერთ ხეს მაინც არ დარგავს.

ლევან უჯმაჯურიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი:

- ეს არის უაღრესად კეთილი წამოწყება, კეთილი საქმე! სამწუხაროა, რომ ტყეს ჩვენ წლების განმავლობაში არ ვუვლიდით, რამაც გამოიწვია ის კატაკლიზმები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს: ღვარცოფები, ნიადაგის ეროზია, მეწყრული მოვლენები და ა.შ... დაახლოებით მილიონი ჰექტარი ნიადაგი არის ეროზირებული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენ არასწორად მოვეპყარით ტყეს. ამას ბუნებაში არსებული კანონზომიერებების დარღვევა მოჰყვა. ახალი ტყის მასივების გაშენება დადებითი წამოწყებაა თუნდაც იმიტომ, რომ მწვანე საფარი ჟანგბადის მთავარი წყაროა. ამიტომ, ალბათ ყველა მიესალმება ამ დიდ წამოწყებას და მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, აუცილებლად შევუერთდები. რაც დავაშავეთ, ახლა მაინც უნდა გამოვასწოროთ! სხვათა შორის, ეს ორმაგად საინტერესო პროექტია. ახლავე აგიხსნით რატომ: ადამიანმა პატარა ბავშვივით უნდა მოუაროს კედარს და მერე თავისი აღზრდილი ნერგი დარგოს. როგორც ვიცი, ე.წ. ჰიმალაის კედარი ათას წელიწადს ცოცხლობს, მაგრამ თქვენი ხელით დარგული და გახარებული ნერგები კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლებს, იმიტომ რომ ეს კეთილი საქმეა, კეთილი ჩანაფიქრია.

გიორგი ბარისაშვილი - კონსულტანტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი:

- დავიწყებ იმით, რომ ხის დარგვა თითქოს რაღაცით ტაძრის საძირკველის ჩაყრას ჰგავს... ადამიანმა სხვა სიკეთე რომ ვერ გააკეთოს თავისი ქვეყნისათვის, სიცოცხლეში რამდენიმე ხე მაინც უნდა დარგოს და ახაროს. ქართველი კაცისათვის ხე პირველ რიგში, აკვანია, დედაბოძია, მარნის მოჭრიალე კარია, გუთანია, უღელია, ყავარია და თუ საჭირო გახდა შუბის ტარიცაა, ამის მერე - სხვა დანარჩენი...

როდესაც ჩვენი წინაპრები საცხოვრებლად ახალ ადგილს ირჩევდნენ, საძირკვლის ჩაყრასთან ერთად ნერგებსაც რგავდნენ - ეს ორი საქმე ერთმანეთის პარალელურად კეთდებოდა. ხის დასარგავად ადგილის შერჩევას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სახლის, ან თუნდაც ტაძრის ასაშენებელი ადგილის შერჩევას. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რატომ გვიჩეხავდა აქ შემოსული მტერი ბაღ-ვენახს, რა იმალებოდა ამ მზაკვრობის უკან... თუმცა, უკანასკნელ პერიოდში საკუთარი ხელებით გავაკეთეთ ის, რასაც ადრე მტერი აკეთებდა: უმოწყალოდ გავჩეხეთ ჩვენი უნიკალური ტყის საფარი, რაც თავის მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

ჩვენი უწმინდესის კურთხევა, მისი ინიციატივა ხეების გაშენების თაობაზე, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი შვილებისა და მათი მომავლისათვის, ამიტომ ამ საქმეში შეძლებისდაგვარად ყველა ქართველი უნდა ჩაებას. უკეთესია, თუ ამ პროცესს რეგულარული ხასიათი მიეცემა. თანაც, კედარი ძვირფასმერქნიანი ხეა და მისი მოჭრა იკრძალება. ამიტომ ის ადგილები, სადაც ეს ხეები გაიხარებს, გასხვისებასაც გადაურჩება. ბოლოს ვიტყოდი, რომ ეს წამოწყება ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელებაა. დაე, იხაროს მადლიან ქართულ მიწაზე დარგულმა ნერგებმა!

ხათუნა ჩიგოგიძე

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია