მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები
''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები

სი­სა­ტი­კით მდედ­რო­ბი­თი სქე­სი არაფ­რით რომ არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მათ "კო­ლე­გა" მა­მა­კა­ცებს, ამა­ზე არა­ერ­თი ფაქ­ტი მე­ტყვე­ლებს. ქა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბებს, ერთი მი­ზე­ზი არ აქვთ და, რო­გორც თა­ვად ხსნი­ან, და­ნა­შა­უ­ლის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის მათი მსხვერ­პლია. ამ­ჯე­რად გა­გახ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ სი­სას­ტი­კით გა­მორ­ჩე­ულ მკვლე­ლო­ბებს, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც ე.წ. "სიკ­ვდი­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი" არი­ან.

ცოლ­მა ქმარს და­ნით რამ­დე­ნი­მე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა

2011 წელს, სამი შვი­ლის დე­დას, 36 წლის ნ. ფ-ს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი, მაგ­რამ, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­ეც­ვა­ლა. სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ქალი სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რაც ქმრის პრო­ვო­ცი­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და 20 წლის ნაც­ვლად, სა­ბო­ლო­ოდ სულ რა­ღაც ორი წლი­თა და ექ­ვსი თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

ქალი და მისი მე­უღ­ლეც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, თუმ­ცა რ. ქ.-მ ბოლო პე­რი­ოდ­ში სმა და­ი­წყო, ცოლს მუდ­მი­ვად ეჩხუ­ბე­ბო­და და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. 25 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ქმა­რი სახ­ლში მთვრა­ლი დაბ­რუნ­და. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის მი­ხედ­ვით, თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ცო­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­დილ­ზე გა­მოთ­ქვა. არ მო­ე­წო­ნა, რომ ნ-ს უფ­რო­სი შვი­ლი ტე­ლე­ფო­ნის ყურ­სას­მე­ნე­ბით მუ­სი­კას უს­მენ­და და ბავ­შვს ტე­ლე­ფო­ნი გა­მოჰ­გლი­ჯა. ამის გამო ცოლ-ქმარს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. შემ­დეგ კი, ქმა­რი სა­წოლ­ზე დაჯ­და და ცოლს ყვე­ლა მის მიეს ნა­ჩუ­ქა­რი ოქ­როს სამ­კა­უ­ლის მი­ტა­ნა უბ­რძა­ნა. ცოლ­მა არა მხო­ლოდ მის მიერ მი­ცე­მუ­ლი, არა­მედ სა­კუ­თა­რი ოქ­რო­უ­ლო­ბაც მი­უ­ტა­ნა, მაგ­რამ რ. ქ. ედა­ვე­ბო­და, რომ სამ­კა­უ­ლებს დე­და­მი­სის ნა­ქო­ნი ერთი ბე­ჭე­დი აკ­ლდა. ამას­თან, ოქრო წო­ნა­ში ცოტა იყო და ა.შ.

ცოლ-ქმრის ჩხუ­ბი მალე მწვა­ვე კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და, ქმარ­მა ჯერ ღუ­მელ­თან დაგ­დე­ბუ­ლი ძელი, მერე კი დანა აიღო და ცოლს მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა. მსგავს ძა­ლა­დო­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფას ცოლი მე­უღ­ლის­გან თით­ქმის ყო­ველ­დღე იტან­და, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და და ქმარს ჯერ ძე­ლით, შემ­დეგ კი და­ნით, სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა... ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად კაცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე თა­ვი­დან სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. თა­ვად ნ. ფ. წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ ნა­წი­ლობ­რივ ცნობ­და, მაგ­რამ ქმრის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას უარ­ყოფ­და. ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მკვლე­ლო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და.

ქალ­მა ქმა­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით გა­აბ­რუა, შემ­დეგ კი ჩა­მო­ახ­რჩო

2011 წელს, მარ­ნე­ულ­ში სა­კუ­თა­რი ქმრის მკვლე­ლი ფ. ა. და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ე. გ. და­ა­კა­ვეს, მათ გა­მო­ძი­ე­ბას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. ბრალ­დე­ბულ­მა სცა­და და­ნა­შა­უ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის იმი­ტა­ცი­ით და­ე­ფა­რა. ფ. ა-მ მე­უღ­ლეს დიდი ოდე­ნო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ა­ღე­ბი­ნა, და­ა­ძი­ნა და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კაცი მე­უღ­ლემ და მის­მა საყ­ვა­რელ­მა ე. გ-მ გა­და­იყ­ვა­ნეს სახ­ლის უკან მდე­ბა­რე პი­რუ­ტყვის სად­გომ­ში, სა­დაც თო­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­მო­ახ­რჩვეს.

22 წლის გო­გომ ქმა­რი სა­წოლ­ში მოკ­ლა

2011 წელს, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დირბში ცოლ­მა ქმა­რი მოკ­ლა. 22 წლის ნ. ხ-მ სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს, მ. ც-ს და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ცოლ­მა ქმარს დანა სა­წოლ­ში წო­ლის დროს და­არ­ტყა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი მე­ზობ­ლებს და­უ­ძა­ხა და თქვა, რომ მის­მა მე­უღ­ლემ დანა თა­ვი­სით და­ირ­ტყა. 36 წლის მა­მა­კაცს ერთი ჭრი­ლო­ბა გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ შემ­თხვე­ვამ­დე ერთი დღით ადრე, მ. ც-სთან მისი შვი­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ოჯახ­ში უთან­ხმო­ე­ბა სწო­რედ მათი მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო. თუ რა გახ­და კონ­კრე­ტუ­ლად მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ნ. ხ-მ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები

''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები

სისატიკით მდედრობითი სქესი არაფრით რომ არ ჩამოუვარდება მათ "კოლეგა" მამაკაცებს, ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. ქალების მიერ ჩადენილ მკვლელობებს, ერთი მიზეზი არ აქვთ და, როგორც თავად ხსნიან, დანაშაულის მაპროვოცირებელი ყოველთვის მათი მსხვერპლია. ამჯერად გაგახსენებთ საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მომხდარ სისასტიკით გამორჩეულ მკვლელობებს, რომელთა ავტორებიც ე.წ. ''სიკვდილის ანგელოზები'' არიან.

ცოლმა ქმარს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

2011 წელს, სამი შვილის დედას, 36 წლის ნ. ფ-ს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, კვალიფიკაცია შეეცვალა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მკვლელობის მომენტში ქალი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იყო, რაც ქმრის პროვოცირებით იყო გამოწვეული და 20 წლის ნაცვლად, საბოლოოდ სულ რაღაც ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ქალი და მისი მეუღლეც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდნენ და, როგორც ამბობენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა რ. ქ.-მ ბოლო პერიოდში სმა დაიწყო, ცოლს მუდმივად ეჩხუბებოდა და მოკვლით ემუქრებოდა. 25 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ქმარი სახლში მთვრალი დაბრუნდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თავდაპირველად უკმაყოფილება ცოლის მიერ მომზადებულ სადილზე გამოთქვა. არ მოეწონა, რომ ნ-ს უფროსი შვილი ტელეფონის ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და ბავშვს ტელეფონი გამოჰგლიჯა. ამის გამო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა. შემდეგ კი, ქმარი საწოლზე დაჯდა და ცოლს ყველა მის მიეს ნაჩუქარი ოქროს სამკაულის მიტანა უბრძანა. ცოლმა არა მხოლოდ მის მიერ მიცემული, არამედ საკუთარი ოქროულობაც მიუტანა, მაგრამ რ. ქ. ედავებოდა, რომ სამკაულებს დედამისის ნაქონი ერთი ბეჭედი აკლდა. ამასთან, ოქრო წონაში ცოტა იყო და ა.შ.

ცოლ-ქმრის ჩხუბი მალე მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა, ქმარმა ჯერ ღუმელთან დაგდებული ძელი, მერე კი დანა აიღო და ცოლს მოკვლით დაემუქრა. მსგავს ძალადობასა და შეურაცხყოფას ცოლი მეუღლისგან თითქმის ყოველდღე იტანდა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობიდან გამოვიდა და ქმარს ჯერ ძელით, შემდეგ კი დანით, სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა... ჭრილობების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე თავიდან სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. თავად ნ. ფ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობდა, მაგრამ ქმრის განზრახ მკვლელობას უარყოფდა. ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა სპონტანურად მოხდა.

ქალმა ქმარი მედიკამენტებით გააბრუა, შემდეგ კი ჩამოახრჩო

2011 წელს, მარნეულში საკუთარი ქმრის მკვლელი ფ. ა. და მისი თანამზრახველი ე. გ. დააკავეს, მათ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს. ბრალდებულმა სცადა დანაშაული თვითმკვლელობის იმიტაციით დაეფარა. ფ. ა-მ მეუღლეს დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები მიაღებინა, დააძინა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი მეუღლემ და მისმა საყვარელმა ე. გ-მ გადაიყვანეს სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში, სადაც თოკის გამოყენებით ჩამოახრჩვეს.

22 წლის გოგომ ქმარი საწოლში მოკლა

2011 წელს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში ცოლმა ქმარი მოკლა. 22 წლის ნ. ხ-მ საკუთარ მეუღლეს, მ. ც-ს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ცოლმა ქმარს დანა საწოლში წოლის დროს დაარტყა, რამდენიმე საათში კი მეზობლებს დაუძახა და თქვა, რომ მისმა მეუღლემ დანა თავისით დაირტყა. 36 წლის მამაკაცს ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მ. ც-სთან მისი შვილები მივიდნენ, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ოჯახში უთანხმოება სწორედ მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო. თუ რა გახდა კონკრეტულად მკვლელობის მიზეზი უცნობია. ნ. ხ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

იხილეთ სტატია სრულად