პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!
შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

შენი ხე­ლით გა­მო­ზარ­დე კე­და­რი - 2015 წლის 18 აპ­რილს "კვი­რის პა­ლიტ­რა" 20 წლის იუ­ბი­ლეს კედ­რის ტყის გა­შე­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს!

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს ძა­ლი­ან უყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რადმწვა­ნე კე­და­რი მოს­წონს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩა­ნარ­თი "მა­მულ-დე­დუ­ლი" სწო­რედ პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლით და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­მო­დის, სწო­რედ ამი­ტომ "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ამ მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რის გამ­რავ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა პრო­ექ­ტით: "ერ­თად გა­ვა­შე­ნოთ ტყე!" პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ.

კე­და­რი ულა­მა­ზე­სი და ძლი­ე­რი ხეა, იზ­რდე­ბა 50-60 მეტ­რამ­დე. ამას­თან, კარ­გად ხა­რობს კავ­კა­სი­ა­ში... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ნის მოყ­ვა­რუ­ლია, თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­შიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხა­რობს. აქვს მა­გა­რი, მკვრი­ვი და გამ­ძლე მერ­ქა­ნი.

14 აპ­რილს გა­ზე­თის ნო­მერ­თან ერ­თად ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს ქა­ღალ­დის პა­კეტ­ში მო­თავ­სე­ბულ ე.წ. ჰი­მა­ლა­ის კედ­რის თესლს, რო­მელ­საც ქო­თან­ში (ან სხვა ჭურ­ჭელ­ში, თუნ­დაც ჭი­ქა­ში) გა­ა­ხა­რებს და ნერგს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ მო­უვ­ლის. შემ­დეგ ნო­მერ­ში კედ­რის თესლთან ერ­თად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ინ­სტრუქ­ცი­ას, რო­გორ დავრგოთ და გა­ვა­ხა­როთ კე­და­რი...

2015 წლის 18 აპ­რილს "კვი­რის პა­ლიტ­რა" მკი­თხვე­ლებს ქო­თან­ში გა­მოზ­რდი­ლი კედ­რის ჩი­თი­ლით მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას მო­გიხ­მობთ, რათა კედ­რის ტყე გა­ვა­შე­ნოთ და ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეს სა­ფუძ­ვე­ლი ყვე­ლამ ერ­თად ჩა­ვუ­ყა­როთ, მით უმე­ტეს, რომ ჰი­მა­ლა­ის კე­და­რი 1000 წე­ლი­წადს ცო­ცხლობს.

სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკი­თხვე­ლი კედ­რის მწვა­ნე ნერგს ღია გრუნ­ტში გა­და­ი­ტანს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ტყის, ჩვე­ნი გა­რე­მოს გა­ნახ­ლე­ბის, გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და რა თქმა უნდა, გა­ჯან­სა­ღე­ბის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ­მა პირ­მა - სა­ტყეო სა­ბა­ზი­სო სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბამ, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. მან სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის კედ­რის თეს­ლით მოგ­ვა­მა­რა­გა, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით. სარ­თი­ჭა­ლის ამ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ტყი­სა და ქარ­სა­ფა­რი ზო­ლე­ბის აღ­დგე­ნა-გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქის გა­სამ­წვა­ნებ­ლად 2007 წლი­დან წიწ­ვო­ვა­ნი, ფოთ­ლო­ვა­ნი და ბუჩ­ქო­ვა­ნი სარ­გა­ვი მა­სა­ლა გა­მოჰ­ყავთ.

ჩვენ სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბას ვეწ­ვი­ეთ და აგ­რო­ნო­მი­ულ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნუგ­ზარ ღვა­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- თქვენ­მა მე­ურ­ნე­ო­ბამ "კვი­რის პა­ლიტ­რის" წა­მო­წყე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უ­ჭი­რა მხა­რი და აქ­ცი­ის­თვის - "ერ­თად გა­ვა­შე­ნოთ ტყე", კედ­რის თეს­ლი უსას­ყიდ­ლოდ გად­მოგ­ვცა.

- პი­რი­ქით, მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო პრო­ექ­ტში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი იდეა, რაც ხალ­ხის­თვის, ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, რა თქმა უნდა, ჩვენც გვა­ხა­რებს. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ასეთ კარგ საქ­მეს უყ­რით სა­ფუძ­ველს - სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი კე­და­რი გა­ი­ხა­რებს და ტყის კო­რო­მიც შე­იქ­მნე­ბა.

კარ­გია, რომ კე­და­რი შე­არ­ჩი­ეთ, რად­გან ის დე­და­ქა­ლაქ­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში კარ­გად ხა­რობს. თუმ­ცა, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ხუთ წლამ­დე ნელა იზ­რდე­ბა, მერე კი მი­დის და მი­დის... მისი გამ­რავ­ლე­ბა ჯან­საღ მო­მა­ვალს გა­ნა­პი­რო­ბებს, ნათ­ქვა­მია, "ტყე შე­უ­ნა­ხე შვი­ლებ­საო" და ვცდი­ლობთ, ჩვენც ასე მო­ვიქ­ცეთ - მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ძლი­ე­რი ტყე და­ვუ­ტო­ვოთ... მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თქვენ­თან ერ­თად ეროვ­ნულ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. მინ­და ვთხო­ვო "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხველს, რო­მე­ლიც კედ­რის თესლს ქო­თან­ში გა­ა­ხა­რებს: ყუ­რა­დღე­ბით მო­ექ­ცეს ნა­თესს, რათა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. მისი გა­ხა­რე­ბა მარ­ტი­ვია და ყვე­ლას შე­უძ­ლია.

- თქვენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით...

- აქ სა­ტყეო ხეთა ჯი­შე­ბი გა­მოგ­ვყავს. ახლა ვფიქ­რობთ, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­საც მივ­ყოთ ხელი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

შენი ხელით გამოზარდე კედარი - 2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 20 წლის იუბილეს კედრის ტყის გაშენებით აღნიშნავს!

ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ძალიან უყვარს მცენარეები, განსაკუთრებით მარადმწვანე კედარი მოსწონს. მოგეხსენებათ, ჩანართი "მამულ-დედული" სწორედ პატრიარქის სურვილით და ლოცვა-კურთხევით გამოდის, სწორედ ამიტომ "კვირის პალიტრამ" ამ მარადმწვანე მცენარის გამრავლება გადაწყვიტა პროექტით: "ერთად გავაშენოთ ტყე!" პროექტის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

კედარი ულამაზესი და ძლიერი ხეა, იზრდება 50-60 მეტრამდე. ამასთან, კარგად ხარობს კავკასიაში... მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარულია, თბილისსა და მის შემოგარენშიც შესანიშნავად ხარობს. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი.

14 აპრილს გაზეთის ნომერთან ერთად ჩვენი მკითხველი მიიღებს ქაღალდის პაკეტში მოთავსებულ ე.წ. ჰიმალაის კედრის თესლს, რომელსაც ქოთანში (ან სხვა ჭურჭელში, თუნდაც ჭიქაში) გაახარებს და ნერგს ერთი წლის განმავლობაში საგულდაგულოდ მოუვლის. შემდეგ ნომერში კედრის თესლთან ერთად შემოგთავაზებთ ინსტრუქციას, როგორ დავრგოთ და გავახაროთ კედარი...

2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" მკითხველებს ქოთანში გამოზრდილი კედრის ჩითილით მითითებულ ადგილას მოგიხმობთ, რათა კედრის ტყე გავაშენოთ და ამ საშვილიშვილო საქმეს საფუძველი ყველამ ერთად ჩავუყაროთ, მით უმეტეს, რომ ჰიმალაის კედარი 1000 წელიწადს ცოცხლობს.

საგანგებოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე მკითხველი კედრის მწვანე ნერგს ღია გრუნტში გადაიტანს. ეს ყველაფერი კი ტყის, ჩვენი გარემოს განახლების, გაძლიერებისა და რა თქმა უნდა, გაჯანსაღების საქმეს ემსახურება.

ამ მნიშვნელოვან პროექტს მხარი დაუჭირა გარემოს დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მან საჭირო რაოდენობის კედრის თესლით მოგვამარაგა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. სართიჭალის ამ მეურნეობაში ტყისა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისა და ქალაქის გასამწვანებლად 2007 წლიდან წიწვოვანი, ფოთლოვანი და ბუჩქოვანი სარგავი მასალა გამოჰყავთ.

ჩვენ სანერგე მეურნეობას ვეწვიეთ და აგრონომიულ-ტექნოლოგიური სამსახურის უფროსს, ნუგზარ ღვალაძეს ვესაუბრეთ:

- თქვენმა მეურნეობამ "კვირის პალიტრის" წამოწყებას სიამოვნებით დაუჭირა მხარი და აქციისთვის - "ერთად გავაშენოთ ტყე", კედრის თესლი უსასყიდლოდ გადმოგვცა.

- პირიქით, მადლობას გიხდით, რომ საშუალება მოგვეცა ამ საშვილიშვილო პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. ნებისმიერი იდეა, რაც ხალხისთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლოა, რა თქმა უნდა, ჩვენც გვახარებს. მისასალმებელია, რომ ასეთ კარგ საქმეს უყრით საფუძველს - საქართველოში უამრავი კედარი გაიხარებს და ტყის კორომიც შეიქმნება.

კარგია, რომ კედარი შეარჩიეთ, რადგან ის დედაქალაქსა თუ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში კარგად ხარობს. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხუთ წლამდე ნელა იზრდება, მერე კი მიდის და მიდის... მისი გამრავლება ჯანსაღ მომავალს განაპირობებს, ნათქვამია, "ტყე შეუნახე შვილებსაო" და ვცდილობთ, ჩვენც ასე მოვიქცეთ - მომავალ თაობებს ძლიერი ტყე დავუტოვოთ... მეამაყება, რომ თქვენთან ერთად ეროვნულ საქმეს ვემსახურები. მინდა ვთხოვო "კვირის პალიტრის" მკითხველს, რომელიც კედრის თესლს ქოთანში გაახარებს: ყურადღებით მოექცეს ნათესს, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მისი გახარება მარტივია და ყველას შეუძლია.

- თქვენს მეურნეობაზეც მოგვიყევით...

- აქ სატყეო ხეთა ჯიშები გამოგვყავს. ახლა ვფიქრობთ, დეკორატიული მცენარეების გამოყვანასაც მივყოთ ხელი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია