სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით
მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა ბოლო დროს სა­დე­ზინ­ფექ­ციო აფი­ო­რის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში გა­მოჩ­ნდნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში მღრღნე­ლე­ბის, მწე­რე­ბი­სა და ქვე­წარ­მავ­ლე­ბის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რე­ბენ, რის­თვი­საც თითო ოჯა­ხი­დან თითო ლარს კრე­ბენ. "ფე­ის­ბუ­ქი­სა" და "თბი­ლი­სის ფო­რუ­მის" წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფი­ო­რის შე­სა­ხებ. ზოგი იმა­საც ყვე­ბა, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მის კორ­პუს­ში სხვა­დას­ხვა პი­როვ­ნე­ბამ სამ­ჯერ შეს­თა­ვა­ზა მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათ კორ­პუს­ში არას­დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს რე­დაქ­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის წე­რი­ლი მი­ი­ღო. მკი­თხველ­მა გვაც­ნო­ბა, რომ მის­მა სა­მე­ზობ­ლომ შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტონს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით თან­ხა გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს­თან გა­არ­კვია, რომ ამ­ხა­ნა­გო­ბას მსგავ­სი კომ­პა­ნი­ის­თვის მო­თხნოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს:

"მას შემ­დეგ, რაც სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან ნაგ­ვის ბუნ­კე­რე­ბი გა­ი­ტა­ნეს, მღრღნე­ლე­ბი­სა და ბუ­ზე­ბის პრობ­ლე­მა ისე­დაც არ გვა­წუ­ხებს და ამი­ტო­მაც და­ვეჭ­ვდი, რომ ეს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მაა," - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა რეს­პო­დენ­ტმა, ირმა იანტბე­ლი­ძემ.

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც Ambebi.ge-ს და­უ­კავ­შირ­და, მაია ჯა­ნაშ­ვი­ლია. მან მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ წე­რი­ლი მოგ­ვწე­რა და ჩე­კის ფო­ტოც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც გარ­კვე­ვით ამო­ი­კი­თხავთ კომ­პა­ნი­ის და­სა­ხე­ლე­ბას.

მაია ჯა­ნაშ­ვილ­მა გვაც­ნო­ბა, რომ შპს "+სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი +" -ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, მის სა­მე­ზობ­ლო­ში თან­ხის აკ­რე­ფა კვლავ და­ი­წყო, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ქალ­ბა­ტონს ვი­ნა­ო­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა სთხო­ვა, მან სა­უ­ბარს თავი აა­რი­და და აღარც ფული გა­მო­ურ­თმე­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ არ­სე­ბობს კომ­პა­ნია "სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი +", და რო­გორც ჩანს, თაღ­ლი­თე­ბი სწო­რედ სა­ხელ­წო­დე­ბის მცი­რე და და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი თვა­ლის­თვის შემ­ჩნე­ვე­ლი ცვლი­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

"სა­დე­ზინ­ფექ­ციო აფი­ო­რის" შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას კი­დევ ერთი მსხვერ­პლი, თეა ჭიღ­ლა­ძე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის თაღ­ლი­თო­ბის შემ­თხვე­ვის ერ­თა­დერ­თი მოწ­მე არ არის:

"და­ახ­ლო­ე­ბით ახა­ლი წლის წინა პე­რი­ოდ­ში მო­ვი­და ახალ­გაზ­რდა ლურჯ ფორ­მი­ა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გა­მეც­ნო, რო­გორც სა­ნი­ტა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. მა­შინ მე­ზობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ გა­და­ვი­ხა­დეთ ლარ-ლარი, თუმ­ცა არა­ვი­თა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ კი­დევ რომ ჩა­მო­ი­ა­რეს კარ­და­კარ, არ გა­ვუ­ღე კარი. მე­სა­მე­დაც რომ მო­ვიდ­ნენ შა­ბათს, ვუ­თხა­რი პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხებ თუ კი­დევ გა­აგ­რძე­ლებთ მსგავს ქმე­დე­ბას-მეთ­ქი, რის შემ­დე­გაც ბოთ­ლით ხელ­ში ახალ­გაზ­რდა ბიჭი მო­ვი­და და გა­ურ­კვე­ვე­ლი უსუ­ნო სი­თხის მოს­ხმა და­ი­წყო სა­დარ­ბა­ზო­ში. არც პირ­ბა­დე ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, არც ხელ­თათ­მა­ნი. არა­ნა­ი­რი აპა­რა­ტუ­რა და სპე­ც­ფორ­მა არ ჰქო­ნი­ათ. ეჭვი შე­მე­პა­რა, მღრღნე­ლე­ბის და­სა­ხო­ცი სი­თხე ნუთუ იმ­დე­ნად სუს­ტია, რომ პირ­ბა­დის გა­რე­შე მუ­შა­ობს-მეთ­ქი. ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ. ზოგი იმა­საც წერს, რომ სხვა კორ­პუ­სებ­ში ორ-ორ ლარს აგ­რო­ვე­ბენ.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვილ­მა გვაც­ნო­ბა, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ გა­სულ წლებ­შიც სმე­ნი­ათ, თუმ­ცა არ­ცერ­თი კომ­პა­ნია მე­რი­ას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის.

"2009 წლის შემ­დეგ სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ნაგ­ვის ბუნ­კე­რე­ბი გა­უქ­მდა, სწო­რედ მას მერე თბი­ლი­სის მე­რია სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში აღარ ატა­რებს, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი სთა­ვა­ზობ­დნენ კორ­პუ­სე­ბის მა­ცხოვ­რე­ბელს სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას. თუკი ვინ­მეს სურს სა­დარ­ბა­ზო­ში დე­ზინ­ფექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, სა­მე­ზობ­ლომ თა­ვად უნდა და­ი­ქი­რა­ვოს სა­სურ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი", - გან­მარ­ტა თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

თბილისის მოსახლეობა ბოლო დროს სადეზინფექციო აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდა. საცხოვრებელ კორპუსებში გამოჩნდნენ დეზინფექციის მომსახურების სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, რისთვისაც თითო ოჯახიდან თითო ლარს კრებენ.  "ფეისბუქისა" და "თბილისის ფორუმის" წევრები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას აფიორის შესახებ. ზოგი იმასაც ყვება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მის კორპუსში სხვადასხვა პიროვნებამ სამჯერ შესთავაზა მსგავსი მომსახურება, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები მათ კორპუსში არასდროს ჩატარებულა.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევის შესახებ ambebi.ge-ს რედაქციამ რამდენიმე ადამიანის წერილი მიიღო. მკითხველმა გვაცნობა, რომ მისმა სამეზობლომ შუახნის ქალბატონს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით თანხა გადაუხადა, თუმცა მოგვიანებით კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარესთან გაარკვია, რომ ამხანაგობას მსგავსი კომპანიისთვის მოთხნოვნით არ მიუმართავს:

"მას შემდეგ, რაც სადარბაზოებიდან ნაგვის ბუნკერები გაიტანეს, მღრღნელებისა და ბუზების პრობლემა ისედაც არ გვაწუხებს და ამიტომაც დავეჭვდი, რომ ეს თაღლითური სქემაა," - განაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა რესპოდენტმა, ირმა იანტბელიძემ.

კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც Ambebi.ge-ს დაუკავშირდა, მაია ჯანაშვილია. მან მსგავსი შემთხვევის შესახებ წერილი მოგვწერა და ჩეკის ფოტოც გამოგვიგზავნა, სადაც გარკვევით ამოიკითხავთ კომპანიის დასახელებას.

მაია ჯანაშვილმა გვაცნობა, რომ შპს "+სადეზინფექციო სამსახური +" -ის წარმომადგენელმა, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მის სამეზობლოში თანხის აკრეფა კვლავ დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალბატონს ვინაობისა და ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა სთხოვა, მან საუბარს თავი აარიდა და აღარც ფული გამოურთმევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს კომპანია "სადეზინფექციო სამსახური +", და როგორც ჩანს, თაღლითები სწორედ სახელწოდების მცირე და დაუკვირვებელი თვალისთვის შემჩნეველი ცვლილებით სარგებლობენ.

"სადეზინფექციო აფიორის" შესახებ სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას კიდევ ერთი მსხვერპლი, თეა ჭიღლაძე. აღმოჩნდა, რომ ის თაღლითობის შემთხვევის ერთადერთი მოწმე არ არის:

"დაახლოებით ახალი წლის წინა პერიოდში მოვიდა ახალგაზრდა ლურჯ ფორმიანი გოგონა, რომელიც გამეცნო, როგორც სანიტარული სამსახურის თანამშრომელი. მაშინ მეზობლების უმეტესობამ გადავიხადეთ ლარ-ლარი, თუმცა არავითარი სანიტარული სამუშაოები არ ჩატარებულა. ამის შემდეგ კიდევ რომ ჩამოიარეს კარდაკარ, არ გავუღე კარი. მესამედაც რომ მოვიდნენ შაბათს, ვუთხარი პოლიციას გამოვიძახებ თუ კიდევ გააგრძელებთ მსგავს ქმედებას-მეთქი, რის შემდეგაც ბოთლით ხელში ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და გაურკვეველი უსუნო სითხის მოსხმა დაიწყო სადარბაზოში. არც პირბადე ჰქონდა გაკეთებული, არც ხელთათმანი. არანაირი აპარატურა და სპეცფორმა არ ჰქონიათ. ეჭვი შემეპარა, მღრღნელების დასახოცი სითხე ნუთუ იმდენად სუსტია, რომ პირბადის გარეშე მუშაობს-მეთქი. ამ პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში სხვებიც აღნიშნავენ. ზოგი იმასაც წერს, რომ სხვა კორპუსებში ორ-ორ ლარს აგროვებენ.

Ambebi.ge კომენტარისთვის ქ.თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, თორნიკე შიოლაშვილმა გვაცნობა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გასულ წლებშიც სმენიათ, თუმცა არცერთი კომპანია მერიასთან არანაირ კავშირში არ არის.

"2009 წლის შემდეგ სადარბაზოებში არსებული ნაგვის ბუნკერები გაუქმდა, სწორედ მას მერე თბილისის მერია სადეზინფექციო სამუშაოებს სადარბაზოებში აღარ ატარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კერძო კომპანიები სთავაზობდნენ კორპუსების მაცხოვრებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას. თუკი ვინმეს სურს სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარება, სამეზობლომ თავად უნდა დაიქირავოს სასურველი კომპანიის წარმომადგენელი", - განმარტა თორნიკე შიოლაშვილმა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია