პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რა პირობით წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად?
ვინ და რა პირობით წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად?

ბოლო ხანს, უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა, ვი­საც მცი­რე­დი შან­სი მა­ინც აქვს, მი­დის უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მათი დიდი ნა­წი­ლი კი უკან აღარ ბრუნ­დე­ბა... ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მთავ­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის შექ­მნას და სტუ­დენ­ტე­ბის უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნას იმ პი­რო­ბით აპი­რებს, რომ უკან დაბ­რუნ­დე­ბი­ან და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქმდე­ბი­ან. ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხსა და სა­ზღვარ­გა­რეთ სტუ­დენ­ტთა სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო კო­ბა­ხი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე და პრა­ღის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, "ქარ­თველ სტუ­დენ­ტთა მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლაშა ნა­ვე­რი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ნინო კო­ბა­ხი­ძე:

- ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი იმის გა­მო­სავ­ლე­ნად, თუ რა დარ­გის, მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია ქვე­ყა­ნა­ში და სა­ხელ­მწი­ფო სტუ­დენ­ტე­ბის ამ პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლე­ბას და­ა­ფი­ნან­სებს. თა­ვის მხრივ, ახალ­გაზ­რდე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან, დაბ­რუნ­დნენ და და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში. სა­ხელ­მწი­ფომ მათ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შეს­თა­ვა­ზოს ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, სა­დაც სულ ცოტა, 3 წელი უნდა იმუ­შა­ონ. შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი სა­ი­ტი, ამოქ­მედ­დე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი "ცხე­ლი ხაზი", სა­დაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორ მოხ­დე­ბა უცხო­ეთ­ში გა­საგ­ზავ­ნი სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, რა სფე­როს და რა დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სჭირ­დე­ბა დღეს ქვე­ყა­ნას. სა­უ­ბა­რია სა­მა­გის­ტრო და დოქ­ტო­რან­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე, ასე­ვე - სა­მუ­შაო გაც­ვლით კურ­სებ­ზეც. 1-ლი აპ­რი­ლი­დან ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო გახ­დე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ამ ფონდში "ცოდ­ნის კა­რის" და სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის, ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მოხ­დე­ბა. და­მა­ტე­ბით, პრე­მი­ე­რის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­და­ნაც გა­მო­ი­ყო­ფა თან­ხა, სტუ­დენ­ტე­ბის მიზ­ნობ­რი­ვად უცხო­ეთ­ში ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად გა­საგ­ზავ­ნად და შემ­დეგ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის ქვეყ­ნი­სათ­ვის მო­სახ­მა­რად.

- ამ პი­რო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ე­კის­რე­ბა თუ არა სტუ­დენტს რა­ი­მე სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

- მათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ. სტუ­დენტს ეცო­დი­ნე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა მიზ­ნით იხარ­ჯე­ბა მას­ზე თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. ეს იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა: თუ გინ­დათ, რომ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღოთ, უნდა დაბ­რუნ­დეთ უკან. თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ხოლო თქვენ იქ­ნე­ბით ვალ­დე­ბუ­ლი, ამ ად­გილ­ზე 3 წელი იმუ­შა­ოთ. ეს არის ძი­რი­თა­დი პი­რო­ბა.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე:

- სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­ფი­ნან­სოს სწავ­ლე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, სა­დაც კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებს ეხე­ბა. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, ერთი პროგ­რა­მა ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­კეთ­დეს. უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­სა თუ სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში იმუ­შა­ვე­ბენ სა­კონ­ტრაქ­ტო სის­ტე­მით. როცა სა­ხელ­მწი­ფო და­გა­ფი­ნან­სებს და გა­ნათ­ლე­ბას მოგ­ცემს, მას აქვს უფ­ლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბად უკან დაბ­რუ­ნე­ბა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში შენი და­საქ­მე­ბა ჩა­დოს. ასე­თი პრაქ­ტი­კა სხვა ქვეყ­ნებ­შიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ამას ზუს­ტი შერ­ჩე­ვა, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, რა ტი­პის სპე­ცი­ა­ლის­ტებს და რის­თვის ვამ­ზა­დებთ, რო­გორ მოხ­დე­ბა მათი და­საქ­მე­ბა. ამ­გვა­რი პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ 2006 წლი­დან არ­სე­ბობ­და. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ჰარ­ვარ­დი­სა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­ავ­ლი­ნა 24 ახალ­გაზ­რდა, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის მარ­თვი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი გა­ი­ა­რეს. ამა­ში თან­ხა ჩადო რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ, ისე სო­რო­სის ფონდმა. ასე მომ­ზად­და 24 სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­თაც, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უნდა ემუ­შა­ვათ და მათ და­ი­წყეს კი­დეც სამ­სა­ხუ­რი. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა კახა ლო­მა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბი­სას და­ი­წყო, გია ნო­დი­ას და ნიკა გვა­რა­მი­ას დროს გაგ­რძელ­და, დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა კი მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვა, ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც მო­უხ­სნა, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით მათ­თვის შე­საძ­ლოა, ხელ­საყ­რე­ლიც იყო. ზოგი უცხო­ეთ­ში დაბ­რუნ­და, ზოგ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­აგ­რძე­ლა მუ­შა­ო­ბა მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ად­გილ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, წა­ყე­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბის დამ­რღვე­ვი სტუ­დენ­ტი 30.000 დო­ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბო­და, რისი უფ­ლე­ბაც დამ­ფი­ნან­სე­ბელს ჰქონ­და და აქვს... ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რომ იდე­ის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა არ მოხ­დეს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, უკვე გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი წა­ვიდ­ნენ, რო­მელ­თაც და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბათ. 18-19 წლის ახალ­გაზ­რდე­ბის ერთი წლით სტა­ჟი­რე­ბა­ზე გაგ­ზავ­ნა და მერე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა, რა თქმა უნდა, უნა­ყო­ფო იქ­ნე­ბა.

ლაშა ნა­ვე­რი­ა­ნი:

- სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა სწავ­ლის უცხო­ეთ­ში გა­საგ­რძე­ლებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ჩემ­თვის არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. ვფიქ­რობ, პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა და­ი­გეგ­მოს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ცოდ­ნის დონე ამაღ­ლდეს. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდაა, რომ­ლებ­საც ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ.

- რა პროგ­რა­მით წახ­ვე­დით ჩე­ხეთ­ში? ვინ აფი­ნან­სებს თქვენს სწავ­ლას? სად სწავ­ლობთ და თქვე­ნი აზ­რით, სჭირ­დე­ბა თუ არა ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი სწავ­ლის ხარჯს მთლი­ა­ნად ჩე­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს. და­ვამ­თავ­რე პრა­ღის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, ავი­ღე ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი და ამ­ჟა­მად მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მი­ვი­ღო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა, დავ­ბრუნ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ცოდ­ნა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას მო­ვახ­მა­რო.

- ქარ­თველ სტუ­დენ­ტთა მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი ხართ. თქვე­ნი აზ­რით, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა დღეს უცხო­ეთ­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი სამ­შობ­ლო­ში?

- ბევ­რს სურს დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აქ არ არის პი­რო­ბე­ბი, რომ მათ მო­ა­ხერ­ხონ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვა სტუ­დენ­ტებს და იმე­დი მაქვს, მის ნათ­ქვამს რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბიც მოჰ­ყვე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ხა­რუ­ლით დაბ­რუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში.

- რა არის თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ჩე­ხე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში? თუ შეძ­ლებ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გეს­წავ­ლათ და გე­კე­თე­ბი­ნათ ის, რა­საც უცხო­ეთ­ში მი­აღ­წი­ეთ?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩე­ხეთ­ში ის მომ­წონს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა უფა­სოა. ეს არა მარ­ტო ჩეხი სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საა მი­სა­ღე­ბი. ამას­თან, თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც უწყო­ბენ ხელს. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ჩე­ხურ ენა­ზე და­ვამ­თავ­რე და მა­გის­ტრა­ტუ­რა­შიც ჩე­ხურ ენა­ზე უნდა ვის­წავ­ლო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა შე­მი­წყდე­ბა. აქ სწავ­ლი­სას სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი შე­ვი­ძი­ნე, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, გავ­ხდი სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო სტუ­დენ­ტის­თვის. აქ რომ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა, არ ვიქ­ნე­ბო­დი ისე­თი, რო­გო­რიც დღეს ვარ, - ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

- უცხო­ეთ­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ალ­ბათ ძნე­ლია? რას­თან შე­გუ­ე­ბა გა­გი­ჭირ­დათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სა­წყის ეტაპ­ზე ყვე­ლა სტუ­დენტს უჭირს ადაპ­ტა­ცია ახალ გა­რე­მოს­თან. სა­ქარ­თვე­ლო­დან ისე ჩანს, თით­ქოს საკ­მა­რი­სია, ქვეყ­ნის ფარ­გლე­ბი და­ტო­ვო, რომ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა აღარ შეგ­ხვდე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეც არ არის საქ­მე. რე­ა­ლუ­რად, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბას აქვს თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბიც. თუ სტუ­დენ­ტი სა­კუ­თარ თავ­ში არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, გა­უ­ჭირ­დე­ბა, იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რად­გან გარ­თო­ბი­სა და დროს ტა­რე­ბის ცდუ­ნე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვინ და რა პირობით წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად?

ვინ და რა პირობით წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად?

ბოლო ხანს, უფრო მეტი ახალგაზრდა, ვისაც მცირედი შანსი მაინც აქვს, მიდის უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, მათი დიდი ნაწილი კი უკან აღარ ბრუნდება... ახლახან ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას და სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას იმ პირობით აპირებს, რომ უკან დაბრუნდებიან და საჯარო სამსახურში დასაქმდებიან. ამ აქტუალურ საკითხსა და საზღვარგარეთ სტუდენტთა სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, განათლების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ნავერიანი გვესაუბრებიან.

ნინო კობახიძე:

- ახლა მიმდინარეობს კვლევები იმის გამოსავლენად, თუ რა დარგის, მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია ქვეყანაში და სახელმწიფო სტუდენტების ამ პროგრამებზე სწავლებას დააფინანსებს. თავის მხრივ, ახალგაზრდები ვალდებულნი იქნებიან, დაბრუნდნენ და დაიწყონ მუშაობა საჯარო სექტორში. სახელმწიფომ მათ 6 თვის განმავლობაში უნდა შესთავაზოს ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სადაც სულ ცოტა, 3 წელი უნდა იმუშაონ. შეიქმნება ახალი საიტი, ამოქმედდება 24-საათიანი "ცხელი ხაზი", სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას, როგორ მოხდება უცხოეთში გასაგზავნი სტუდენტების შერჩევა, რა სფეროს და რა დონის სპეციალისტები სჭირდება დღეს ქვეყანას. საუბარია სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებზე, ასევე - სამუშაო გაცვლით კურსებზეც. 1-ლი აპრილიდან ეს ინფორმაცია საჯარო გახდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ამ ფონდში "ცოდნის კარის" და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სახელმწიფო სახსრების აკუმულირება მოხდება. დამატებით, პრემიერის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოფა თანხა, სტუდენტების მიზნობრივად უცხოეთში ცოდნის გასაღრმავებლად გასაგზავნად და შემდეგ ამ გამოცდილების ქვეყნისათვის მოსახმარად.

- ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრება თუ არა სტუდენტს რაიმე სახის პასუხისმგებლობა?

- მათ ხელშეკრულებას შევთავა­ზებთ. სტუდენტს ეცოდინება, კონკრეტულად, რა მიზნით იხარჯება მასზე თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს იქნება პირდაპირი შეთავაზება: თუ გინდათ, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიიღოთ, უნდა დაბრუნდეთ უკან. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია შემოგთავაზოთ სამუშაო ადგილი, ხოლო თქვენ იქნებით ვალდებული, ამ ადგილზე 3 წელი იმუშაოთ. ეს არის ძირითადი პირობა.

შალვა ტაბატაძე:

- სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სწავლება იმ მიმართულებებზე, სადაც კადრების ნაკლებობაა. ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. ამიტომ სასურველია, ერთი პროგრამა ადგილობრივი კადრების მოსამზადებლად გაკეთდეს. უცხოეთიდან დაბრუნებული კადრები მუნიციპალიტეტებსა თუ სამხარეო ადმინისტრაციაში იმუშავებენ საკონტრაქტო სისტემით. როცა სახელმწიფო დაგაფინანსებს და განათლებას მოგცემს, მას აქვს უფლება, ვალდებულებად უკან დაბრუნება და გარკვეული დროით საჯარო სამსახურში შენი დასაქმება ჩადოს. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ამას ზუსტი შერჩევა, თანამიმდევრული მიდგომა სჭირდება, რა ტიპის სპეციალისტებს და რისთვის ვამზადებთ, როგორ მოხდება მათი დასაქმება. ამგვარი პროექტები საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წლიდან არსებობდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში მიავლინა 24 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლების პოლიტიკის მართვისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები გაიარეს. ამაში თანხა ჩადო როგორც სახელმწიფომ, ისე სოროსის ფონდმა. ასე მომზადდა 24 სპეციალისტი, რომელთაც, ხელშეკრულებით, 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა ემუშავათ და მათ დაიწყეს კიდეც სამსახური. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ინიციატივა კახა ლომაიას მინისტრობისას დაიწყო, გია ნოდიას და ნიკა გვარამიას დროს გაგრძელდა, დიმიტრი შაშკინმა კი მათი უმრავლესობა სამსახურიდან გაუშვა, ნაკისრი ვალდებულებაც მოუხსნა, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით მათთვის შესაძლოა, ხელსაყრელიც იყო. ზოგი უცხოეთში დაბრუნდა, ზოგმა საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელა მუშაობა მაღალანაზღაურებად ადგილზე. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, წაყენებული პირობის დამრღვევი სტუდენტი 30.000 დოლარით ჯარიმდებოდა, რისი უფლებაც დამფინანსებელს ჰქონდა და აქვს... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ იდეის გაუფასურება არ მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად ჩამოყალიბებული, უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე ახალგაზრდები წავიდნენ, რომელთაც დამატებითი ცოდნა სჭირდებათ. 18-19 წლის ახალგაზრდების ერთი წლით სტაჟირებაზე გაგზავნა და მერე სახელმწიფო სამსახურში მიღება, რა თქმა უნდა, უნაყოფო იქნება.

ლაშა ნავერიანი:

- სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტების მხარდაჭერა სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის არანაკლებ აქტუალურია პრემიერ-მინისტრის განცხადება რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ვფიქრობ, პარალელურად უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო პროგრამები საიმისოდ, რომ რეგიონებში ცოდნის დონე ამაღლდეს. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ.

- რა პროგრამით წახვედით ჩეხეთში? ვინ აფინანსებს თქვენს სწავლას? სად სწავლობთ და თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა ამ დარგის სპეციალისტები დღეს საქართველოს?

- ჩემი სწავლის ხარჯს მთლიანად ჩეხეთის სახელმწიფო ფარავს. დავამთავრე პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი, ავიღე ბაკალავრის დიპლომი და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ვემზადები. კვალიფიციური კადრები სახელმწიფოს ყოველთვის სჭირდება, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანია, მივიღო კარგი განათლება, დავბრუნდე საქართველოში და ცოდნა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას მოვახმარო.

- ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წევრი ხართ. თქვენი აზრით, დაბრუნდება თუ არა დღეს უცხოეთში მყოფი სტუდენტების დიდი ნაწილი სამშობლოში?

- ბევრს სურს დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, აქ არ არის პირობები, რომ მათ მოახერხონ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება. პრემიერ-მინისტრმა დახმარება აღუთქვა სტუდენტებს და იმედი მაქვს, მის ნათქვამს რეალური ნაბიჯებიც მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობა სიხარულით დაბრუნდება სამშობლოში.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მისაღები ჩეხეთის განათლების სისტემაში? თუ შეძლებდით, საქართველოში გესწავლათ და გეკეთებინათ ის, რასაც უცხოეთში მიაღწიეთ?

- ყველაზე მეტად ჩეხეთში ის მომწონს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს არა მარტო ჩეხი სტუდენტებისთვისაა მისაღები. ამასთან, თავისი სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასაც უწყობენ ხელს. ბაკალავრიატი ჩეხურ ენაზე დავამთავრე და მაგისტრატურაშიც ჩეხურ ენაზე უნდა ვისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსება შემიწყდება. აქ სწავლისას საჭირო უნარ-ჩვევები შევიძინე, მაგრამ რაც მთავარია, გავხდი სრულიად დამოუკიდებელი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომფორტული გარემო სტუდენტისთვის. აქ რომ გამეგრძელებინა სწავლა, არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ, - ამაში დარწმუნებული ვარ.

- უცხოეთში თავის დამკვიდრება ალბათ ძნელია? რასთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- საწყის ეტაპზე ყველა სტუდენტს უჭირს ადაპტაცია ახალ გარემოსთან. საქართველოდან ისე ჩანს, თითქოს საკმარისია, ქვეყნის ფარგლები დატოვო, რომ არანაირი პრობლემა აღარ შეგხვდება და ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, ასეც არ არის საქმე. რეალურად, უცხოეთში ცხოვრებას აქვს თავისი სირთულეებიც. თუ სტუდენტი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული და მიზანდასახული, გაუჭირდება, იყოს წარმატებული, რადგან გართობისა და დროს ტარების ცდუნება საკმაოდ დიდია.

ნინო კვიტაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია