მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე გედევანიშვილის გულახდილი ინტერვიუ: "ის პაემნებს მინიშნავს და მეც ვხვდები ხოლმე"
ელენე გედევანიშვილის გულახდილი ინტერვიუ: "ის პაემნებს მინიშნავს და მეც ვხვდები ხოლმე"

ქარ­თვე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი 10 წელი თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვარ­ჯი­შობ­და. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი, თავს ცოტა ხნით დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. ელე­ნეს ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რეთ.

- სო­ჭი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ცოტა არ იყოს, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. ახლა კარ­გად ვარ. თბი­ლის­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გუ­შინ ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვი. მინ­დო­და, ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ბავ­შვე­ბი მე­ნა­ხა. დე­და­ქა­ლაქ­ში და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი ჩა­მო­ვე­დი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თველ ბავ­შვებს ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი ასე უყ­ვართ და მეც მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ (იღი­მის). პა­ტა­რებ­თან ერ­თად ვის­რი­ა­ლე. მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მინ­და, ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი გავ­ხდე და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ბავ­შვებს და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს - მაკა გი­ორ­გო­ბი­ანს და­ვეხ­მა­რო. მაკა ცდი­ლობს, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის გა­საღ­ვი­ვებ­ლად ბევ­რი რამ გა­ა­კე­თოს. პი­რა­დად მეც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

- გვი­ამ­ბე, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დი?

- ისე გა­მო­ვი­და, რომ ამე­რი­კი­დან ისევ კა­ნა­და­ში დავ­ბრუნ­დი. ეს ცოტა რის­კი­ა­ნი ნა­ბი­ჯი იყო, მაგ­რამ მე და მაკა ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვე­დით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე.

- კა­ნა­და­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- ბოს­ტონ­ში მწვრთნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ჭირ­და, თით­ქოს ვერ შე­ვე­წყვე. ალ­ბათ ეს იმის ბრა­ლიც იყო, რომ კა­ნა­და­ში დაბ­რუ­ნე­ბა მინ­დო­და...

- ანუ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის კა­ნა­და­ში მო­ემ­ზა­დე?

- კი. ისე მოხ­და, რომ ზა­ფხულ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მი­უ­ა­რეს­და და ძა­ლი­ან ცოტა ვის­რი­ა­ლე. შემ­დეგ ვარ­ჯი­ში ბოს­ტონ­ში გა­ვაგ­რძე­ლე და ლი­ცენ­ზია მო­ვი­პო­ვე, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- კა­ნა­და­ში დაბ­რუ­ნე­ბა შენ­თვის რის­კი­ა­ნი ნა­ბი­ჯი რა­ტომ იყო?

- როცა შე­ჯიბ­რე­ბის დრო ახ­ლოვ­დე­ბა, მწვრთნელს არა­ვინ იც­ვლის, მაგ­რამ მე გავ­რის­კე და ძველ მწვრთნელს და­ვუბ­რუნ­დი.

- შე­ჯიბ­რე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმს იცავ­დი?

- ვარ­ჯი­შის რე­ჟი­მი დი­დად არ იც­ვლე­ბა, რად­გან ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბის­თვის თით­ქმის ერ­თნა­ი­რად, სტა­ბი­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბით... გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან რთუ­ლი სე­ზო­ნი მქონ­და, მაგ­რამ ჩემ­მა მწვრთნელ­მა იმ დო­ნემ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე, მოკ­ლე პროგ­რა­მა­ში ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ვე­დი. მი­მაჩ­ნია, რომ გრძე­ლი პროგ­რა­მაც არ იყო ცუდი...

- თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბის კრი­ტი­კა მა­ინც და­იმ­სა­ხუ­რე. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბით უფრო ხში­რად გვა­ნე­ბივ­რებ.

- მეც მინ­დო­და, უკე­თე­სი შე­დე­გი მქო­ნო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. მი­მაჩ­ნია, რომ ცო­ტა­თი მარ­თლა დამ­ჩაგ­რეს... ხალ­ხის კრი­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა: საქ­მე რაც უნდა კარ­გად გა­ა­კე­თო, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა ვი­ღაც, ვინც იტყვის, - ამის გა­კე­თე­ბა უკე­თე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­დაო. როცა ისე­თი სტრე­სუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ჯიბ­რე­ბა ტარ­დე­ბა, რო­გო­რიც ოლიმ­პი­ა­დაა, ძა­ლის მოკ­რე­ბა და მო­ბი­ლი­ზე­ბა რთუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლის კრი­ტი­კი­სა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც მყავ­და. ვფიქ­რობ, ამან გა­მაძ­ლი­ე­რა. ვცდი­ლობ­დი, ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მექ­ცია.

- სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის გამ­გზავ­რე­ბას ბევ­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. შენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და, გა­გი­ჭირ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა თუ გამ­გზავ­რე­ბა უყოყ­მა­ნოდ და­გეგ­მე?

- მინ­დო­და ის გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც ჩემი სამ­შობ­ლოს­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე არც წას­ვლას გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი და არც - წა­უს­ვლე­ლო­ბას. ოლიმ­პი­ა­და ისე­თი შე­ჯიბ­რე­ბაა, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი 4 წელი ემ­ზა­დე­ბა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ადა­მი­ა­ნებს სამ­შობ­ლოს წარ­მო­ჩე­ნის დიდი პა­ტი­ვი აქვთ.

- შარ­შან­წინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი შენი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა (რო­მელ­შიც მად­ლო­ბას უხ­დი­დი) გავ­რცელ­და, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

- ეს ძა­ლი­ან ძვე­ლი ვი­დეო იყო. მე მას მად­ლო­ბა იმი­ტომ გა­და­ვუ­ხა­დე, რომ 2006 წლამ­დე მარ­თლა არა­ვინ მეხ­მა­რე­ბო­და. არა­და, ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ რომ და­მეხ­მარ­ნენ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ეს სა­ა­კაშ­ვილს კი არა, სხვა ვინ­მე­საც რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მად­ლო­ბას მა­საც გა­და­ვუხ­დი­დი. ასე რომ, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია... რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ინ­ტერ­ნეტ­ში ძვე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლეს და ხალ­ხი ვერ მიხ­ვდა, ექ­სპრე­ზი­დენტს მად­ლო­ბას რის­თვის ვუხ­დი­დი.

- ახლა სა­ხელ­მწი­ფო ისევ გეხ­მა­რე­ბა?

- ჩემს და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- რო­გორც ვიცი, წი­ნათ რუ­სე­ბი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმის გამო, რომ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მათი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მათ­გან ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი­დევ ხომ არ გრძნობ?

- არა, არა. მარ­თლა ძა­ლი­ან თბი­ლად მხვდე­ბი­ან. ის ხალ­ხი, რო­მელ­თა­ნაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ვურ­თი­ერ­თობ­დი, ჩემ მი­მართ ცუ­დად გან­წყო­ბი­ლი არ იყო. სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი ვარ და მინ­და, შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ჩემი ქვეყ­ნის დრო­შის ქვეშ გა­მო­ვი­დე, სა­ქარ­თვე­ლო ვა­სა­ხე­ლო.

- უცხო­ეთ­ში რო­გორ ცხოვ­რობ? შენი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღის რე­ჟი­მი რო­გო­რია?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა მი­ჭირს ხოლ­მე, რად­გან მე­გობ­რე­ბი აქ მყავს... ჩემი მშობ­ლე­ბი ამე­რი­კა­ში არი­ან, მაგ­რამ კა­ნა­და­ში მარ­ტო ყოფ­ნა მი­წევს. პირ­ვე­ლი 2 წელი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გან ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბიც ვერ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და ვარ­ჯი­შის გამო, მათ­თან ხში­რად ჩას­ვლა მეც არ შე­მეძ­ლო. სპორ­ტი (მით უმე­ტეს - ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი) ისე­თი რამ არის, რომ მის­თვის თავი უნდა გა­და­დო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ჰოდა, მეც ბევ­რი რა­მის გა­და­დე­ბა და დათ­მო­ბა მო­მიხ­და. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა გა­დაღ­ლილს მით­ქვამს, - ვა­ი­მე, აღარ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. ასეთ დროს დე­დას და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ვუ­რე­კავ­დი. ვსა­უბ­რობ­დით და სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მათ გა­მოვ­ყავ­დი. მაკა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა რომ არა, ამ სე­ზო­ნამ­დე მარ­თლა ვერ მო­ვი­დო­დი...

- რა­ი­მე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თუ გწყდე­ბა გული, რის­თვი­საც სპორ­ტის გამო ვერ მო­ი­ცა­ლე?

- რა თქმა უნდა, გული მწყდე­ბა, რომ სამ­შობ­ლო­ში იმ­დენ ხანს ვერ ვა­ტა­რებ, რამ­დე­ნიც თა­ვად მსურს. სამ­შობ­ლოს­გან, მე­გობ­რე­ბის­გან, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შორს ვარ, რის გა­მოც ხან­და­ხან იმ სით­ბოს მოკ­ლე­ბუ­ლი ვარ, რაც ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ, იქ კი იმ­დე­ნი ეკ­ლე­სია არ არის, რამ­დე­ნიც - აქ და ესეც არ მომ­წონს. უცხო­ეთ­ში სულ სხვა გა­რე­მოა, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია - ხალ­ხით, კულ­ტუ­რით, ტრა­დი­ცი­ე­ბით, სით­ბო­თი... აქ ოჯახს სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს. უცხო­ეთ­ში კი ზოგ­ჯერ, და ძმას სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის, ოჯა­ხის წევ­რს სახ­ლი­დან აგ­დე­ბენ... ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი ფა­სე­უ­ლო­ბა, წეს-ჩვე­უ­ლე­ბა აქვს. ქარ­თვე­ლებს რაც გვაქვს, ეს უნი­კა­ლუ­რია და ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

- შენი ძმა - დიტო მო­თხი­ლა­მუ­რეა. მისი კა­რი­ე­რა რო­გორ ვი­თარ­დე­ბა?

- დიტო ამე­რი­კა­შია და სულ ვარ­ჯი­შობს. შარ­შან იუ­ნი­ორ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 25-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ახ­ლაც ბევრ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. სლო­უფსთა­ილ­შიც ჩარ­თუ­ლია, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში ახ­ლა­ხან შე­ი­ტა­ნეს. დიტო ბავ­შვო­ბი­დან აკ­რო­ბა­ტი­კა­ზე და­დი­ო­და, რა­მაც საქ­მე გა­უ­ად­ვი­ლა. მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო!

- რო­გორც ვიცი, ბავ­შვო­ბი­დან­ვე "თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი" იყა­ვით და "შტა­ბებს" აშე­ნებ­დით...

- (იცი­ნის) კი, კი, ახ­ლაც ასე "ვმა­ი­მუ­ნობთ". სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი "გაღ­ვი­ვე­ბუ­ლია", რაც კონ­ტაქ­ტში გვეხ­მა­რე­ბა: ერ­თმა­ნეთს სუ­რა­თებს ვუგ­ზავ­ნით, ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვცვლით. მე მისი მე­სა­ი­დუმ­ლე ვარ და რჩე­ვებ­საც მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე. ვცდი­ლობ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვეხ­მა­რო. იცის, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მხარს და­ვუ­ჭერ. დიტო მეც მე­ი­მე­დე­ბა. ერ­თმა­ნეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- გა­სულ ზა­ფხულს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თად ვართ.

- ანუ რო­მა­ნი გაქვთ?

- პა­ემ­ნებს მი­ნიშ­ნავს და მეც ვხვდე­ბი ხოლ­მე. მას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და მეც მიყ­ვარს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა. ისე, მგო­ნი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. ნუ, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც (იცი­ნის)!..

- ვინ არის შენი მე­გო­ბა­რი, რას საქ­მი­ა­ნობს?

- ამე­რი­კე­ლია, წარ­მო­შო­ბით - ფრან­გი. მო­თხი­ლა­მუ­რე გახ­ლავთ.

- შენ­მა ძმამ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ იცის?

- იცის და მგო­ნი, თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ფაქტთან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს (იღი­მის).

- შენს უახ­ლო­ეს გეგ­მებ­ში და­ო­ჯა­ხე­ბა თუ შე­დის?

- 24 წლის ვარ და რა თქმა უნდა, ამა­ზე ნა­ფიქ­რი მაქვს, მაგ­რამ არ ვჩ­ქა­რობ. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ მაქვს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

ელენე გედევანიშვილის გულახდილი ინტერვიუ: "ის პაემნებს მინიშნავს და მეც ვხვდები ხოლმე"

ელენე გედევანიშვილის გულახდილი ინტერვიუ: "ის პაემნებს მინიშნავს და მეც ვხვდები ხოლმე"

ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი 10 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. სოჭის ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ კი, თავს ცოტა ხნით დასვენების უფლება მისცა. ელენეს ამერიკაში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.

- სოჭიდან რომ ჩამოვედი, ცოტა არ იყოს, დაღლილი ვიყავი. ახლა კარგად ვარ. თბილისში ყოფნა ძალიან მიყვარს. გუშინ ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ვიყავი. მინდოდა, ჩემი გულშემატკივარი ბავშვები მენახა. დედაქალაქში დადებითი ემოციებით დატვირთული, კარგ ხასიათზე მყოფი ჩამოვედი. სასიხარულოა, რომ ქართველ ბავშვებს ფიგურული სრიალი ასე უყვართ და მეც მგულშემატკივრობენ (იღიმის). პატარებთან ერთად ვისრიალე. მონდომებულები არიან. მინდა, ფიგურული სრიალის ფედერაციის წევრი გავხდე და ჩემი გამოცდილებით ბავშვებს და ფედერაციის პრეზიდენტს - მაკა გიორგობიანს დავეხმარო. მაკა ცდილობს, სპორტის ამ სახეობის გასაღვივებლად ბევრი რამ გააკეთოს. პირადად მეც ძალიან დამეხმარა.

- გვიამბე, სოჭის ოლიმპიადისთვის როგორ ემზადებოდი?

- ისე გამოვიდა, რომ ამერიკიდან ისევ კანადაში დავბრუნდი. ეს ცოტა რისკიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ მე და მაკა ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.

- კანადაში დაბრუნების მიზეზი რა იყო?

- ბოსტონში მწვრთნელთან ურთიერთობა გამიჭირდა, თითქოს ვერ შევეწყვე. ალბათ ეს იმის ბრალიც იყო, რომ კანადაში დაბრუნება მინდოდა...

- ანუ სოჭის ოლიმპიადისთვის კანადაში მოემზადე?

- კი. ისე მოხდა, რომ ზაფხულში ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ძალიან ცოტა ვისრიალე. შემდეგ ვარჯიში ბოსტონში გავაგრძელე და ლიცენზია მოვიპოვე, რომ ოლიმპიადაზე გამოვსულიყავი...

- კანადაში დაბრუნება შენთვის რისკიანი ნაბიჯი რატომ იყო?

- როცა შეჯიბრების დრო ახლოვდება, მწვრთნელს არავინ იცვლის, მაგრამ მე გავრისკე და ძველ მწვრთნელს დავუბრუნდი.

- შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად განსაკუთრებულ რეჟიმს იცავდი?

- ვარჯიშის რეჟიმი დიდად არ იცვლება, რადგან ყველა შეჯიბრებისთვის თითქმის ერთნაირად, სტაბილურად ვემზადებით... გადაღლილი ვიყავი, რადგან რთული სეზონი მქონდა, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა იმ დონემდე მიმიყვანა, რომ ოლიმპიადაზე, მოკლე პროგრამაში ძალიან კარგად გამოვედი. მიმაჩნია, რომ გრძელი პროგრამაც არ იყო ცუდი...

- თუმცა ქართველების კრიტიკა მაინც დაიმსახურე. ალბათ იმიტომ, რომ წარმატებული გამოსვლებით უფრო ხშირად გვანებივრებ.

- მეც მინდოდა, უკეთესი შედეგი მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მიმაჩნია, რომ ცოტათი მართლა დამჩაგრეს... ხალხის კრიტიკას რაც შეეხება: საქმე რაც უნდა კარგად გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, - ამის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდაო. როცა ისეთი სტრესული და მნიშვნელოვანი შეჯიბრება ტარდება, როგორიც ოლიმპიადაა, ძალის მოკრება და მობილიზება რთულია. მიუხედავად ხალხის დიდი ნაწილის კრიტიკისა, მხარდამჭერებიც მყავდა. ვფიქრობ, ამან გამაძლიერა. ვცდილობდი, ნეგატიური კომენტარებისთვის ყურადღება არ მიმექცია.

- სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა, გაგიჭირდა გადაწყვეტილების მიღება თუ გამგზავრება უყოყმანოდ დაგეგმე?

- მინდოდა ის გამეკეთებინა, რაც ჩემი სამშობლოსთვის უკეთესი იქნებოდა. სოჭის ოლიმპიადაზე არც წასვლას გავაპროტესტებდი და არც - წაუსვლელობას. ოლიმპიადა ისეთი შეჯიბრებაა, რომლისთვისაც ყველა სპორტსმენი 4 წელი ემზადება. მასში მონაწილეობით ადამიანებს სამშობლოს წარმოჩენის დიდი პატივი აქვთ.

- შარშანწინ, როცა ქვეყანაში ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, მიხეილ სააკაშვილისადმი შენი ვიდეომიმართვა (რომელშიც მადლობას უხდიდი) გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა...

- ეს ძალიან ძველი ვიდეო იყო. მე მას მადლობა იმიტომ გადავუხადე, რომ 2006 წლამდე მართლა არავინ მეხმარებოდა. არადა, ძალიან გვიჭირდა, ცუდ სიტუაციაში ვიყავით. ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ რომ დამეხმარნენ, ძალიან გამიხარდა. ეს სააკაშვილს კი არა, სხვა ვინმესაც რომ გაეკეთებინა, მადლობას მასაც გადავუხდიდი. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია... როგორც აღვნიშნე, ინტერნეტში ძველი ვიდეო გაავრცელეს და ხალხი ვერ მიხვდა, ექსპრეზიდენტს მადლობას რისთვის ვუხდიდი.

- ახლა სახელმწიფო ისევ გეხმარება?

- ჩემს დაფინანსებასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

- როგორც ვიცი, წინათ რუსები განაწყენებულები იყვნენ იმის გამო, რომ შეჯიბრებებში მათი ქვეყნის სახელით არ მონაწილეობდი. მათგან ასეთ დამოკიდებულებას კიდევ ხომ არ გრძნობ?

- არა, არა. მართლა ძალიან თბილად მხვდებიან. ის ხალხი, რომელთანაც რუსეთში ცხოვრებისას ვურთიერთობდი, ჩემ მიმართ ცუდად განწყობილი არ იყო. საკუთარი სამშობლოს პატრიოტი ვარ და მინდა, შეჯიბრებებზე ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ გამოვიდე, საქართველო ვასახელო.

- უცხოეთში როგორ ცხოვრობ? შენი ჩვეულებრივი დღის რეჟიმი როგორია?

- საქართველოდან წასვლა მიჭირს ხოლმე, რადგან მეგობრები აქ მყავს... ჩემი მშობლები ამერიკაში არიან, მაგრამ კანადაში მარტო ყოფნა მიწევს. პირველი 2 წელი ძალიან გამიჭირდა, რადგან ახლობლებისგან შორს ვიყავი, მშობლებიც ვერ ჩამოდიოდნენ და ვარჯიშის გამო, მათთან ხშირად ჩასვლა მეც არ შემეძლო. სპორტი (მით უმეტეს - ფიგურული სრიალი) ისეთი რამ არის, რომ მისთვის თავი უნდა გადადო, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევ. ჰოდა, მეც ბევრი რამის გადადება და დათმობა მომიხდა. ყოფილა შემთხვევა, როცა გადაღლილს მითქვამს, - ვაიმე, აღარ შემიძლია-მეთქი. ასეთ დროს დედას და ფედერაციის პრეზიდენტს ვურეკავდი. ვსაუბრობდით და სტრესული მდგომარეობიდან მათ გამოვყავდი. მაკა გიორგობიანის მხარდაჭერა რომ არა, ამ სეზონამდე მართლა ვერ მოვიდოდი...

- რაიმეზე განსაკუთრებულად თუ გწყდება გული, რისთვისაც სპორტის გამო ვერ მოიცალე?

- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სამშობლოში იმდენ ხანს ვერ ვატარებ, რამდენიც თავად მსურს. სამშობლოსგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან შორს ვარ, რის გამოც ხანდახან იმ სითბოს მოკლებული ვარ, რაც ძალიან მჭირდება. მორწმუნე ადამიანი გახლავართ, იქ კი იმდენი ეკლესია არ არის, რამდენიც - აქ და ესეც არ მომწონს. უცხოეთში სულ სხვა გარემოა, ჩვენგან განსხვავებული ხალხი ცხოვრობს. ვფიქრობ, საქართველო განსაკუთრებული ადგილია - ხალხით, კულტურით, ტრადიციებით, სითბოთი... აქ ოჯახს სხვა ღირებულება აქვს. უცხოეთში კი ზოგჯერ, და ძმას სასამართლოში უჩივის, ოჯახის წევრს სახლიდან აგდებენ... ყველა ქვეყანას თავისი ფასეულობა, წეს-ჩვეულება აქვს. ქართველებს რაც გვაქვს, ეს უნიკალურია და ამას ძალიან ვაფასებ.

- შენი ძმა - დიტო მოთხილამურეა. მისი კარიერა როგორ ვითარდება?

- დიტო ამერიკაშია და სულ ვარჯიშობს. შარშან იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 25-ე ადგილი დაიკავა. ახლაც ბევრ შეჯიბრებაში მონაწილეობს. სლოუფსთაილშიც ჩართულია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში ახლახან შეიტანეს. დიტო ბავშვობიდან აკრობატიკაზე დადიოდა, რამაც საქმე გაუადვილა. მინდა, წარმატება ვუსურვო!

- როგორც ვიცი, ბავშვობიდანვე "თანამზრახველები" იყავით და "შტაბებს" აშენებდით...

- (იცინის) კი, კი, ახლაც ასე "ვმაიმუნობთ". სოციალური ქსელები "გაღვივებულია", რაც კონტაქტში გვეხმარება: ერთმანეთს სურათებს ვუგზავნით, ინფორმაციებს ვცვლით. მე მისი მესაიდუმლე ვარ და რჩევებსაც მეკითხება ხოლმე. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავეხმარო. იცის, რომ ყველაფერში მხარს დავუჭერ. დიტო მეც მეიმედება. ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის ასე იქნება.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- გასულ ზაფხულს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვართ.

- ანუ რომანი გაქვთ?

- პაემნებს მინიშნავს და მეც ვხვდე­ბი ხოლმე. მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს, როგორც პიროვნება. ისე, მგონი, შეყვარებული არ ვარ. ნუ, ჯერჯერობით მაინც (იცინის)!..

- ვინ არის შენი მეგობარი, რას საქმიანობს?

- ამერიკელია, წარმოშობით - ფრანგი. მოთხილამურე გახლავთ.

- შენმა ძმამ თქვენი ურთიერთობის შესახებ იცის?

- იცის და მგონი, თავდაპირველად ამ ფაქტთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს (იღიმის).

- შენს უახლოეს გეგმებში დაოჯახება თუ შედის?

- 24 წლის ვარ და რა თქმა უნდა, ამაზე ნაფიქრი მაქვს, მაგრამ არ ვჩქარობ. მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ მაქვს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია