შიმშილით გარდაცვლილი 1 წლის გოგიტა აბაშიძის საიუბილეო ტორტი ჯანდაცვის მინისტრს მიართვეს - ემოციური აქცია-პერფორმანსი სამინისტროსთან (+ვიდეო)

შიმშილით გარდაცვლილი 1 წლის გოგიტა აბაშიძის საიუბილეო ტორტი ჯანდაცვის მინისტრს მიართვეს - ემოციური აქცია-პერფორმანსი სამინისტროსთან (+ვიდეო)

23 მარტს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად შიმშილობისგან გამოწვეული მასის დეფიციტი სახელდება.  1 წლის გოგიტა აბაშიძე 4 კილო და 200 გრამს იწონიდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 2011 წლის 25 პროცენტიდან 2013 წელს 27 პროცენტამდე გაიზარდა, რამდენადაც სოციალური დანახარჯები უფრო სხვა ჯგუფებზე იყო მიმართული. ბოლო ორი წლის მანძილზე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე შემცირდა, მაგრამ კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს.

ამასთან, საქართველო ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

სწორედ ეს საგანგაშო მონაცემები და 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტების მცირე ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროსთან. აქციას პერფორმანის სახე ჰქონდა; ჯანდაცვის მინისტრს სიმბოლური ტორტი მიართვეს.

"დღევანდელი აქცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას და სახელმწიფოს შევახსენოთ, რომ 4 მილიონიან ქვეყანაში ყოველწლიურად 300 ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს საკვების დეფიციტის გამო. დღევანდელი დღე მძიმე დღეა და გოგიტა აბაშიძე არის ყველა ჩვენგანის ტკივილი", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"დღეს გოგიტა 2 წლის გახდებოდა"  - ასეთი ტრაფარატებით, ტორტით და ტორზე გამოსახული სანთლით, რომელსაც ორიანის ფორმა ჰქონდა და გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის 2 წლის იუბილის დღეს ეძღვნებოდა, ახალგაზრდების ჯგუფმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთგვარი გზავნილი მიაწოდეს. ჯანდაცვის სამინისტროს პერფორმანსთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია