NDI-ის კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. ირაკლი ალასანიას საქმიანობას 11% ძალიან კარგად, 38% კარგად, ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზეა შს მინისტრი; ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9% ძალიან კარგად, 34% კარგად აფასებს, საშუალოდ 39%. რეიტინგში მომდევნოა იუსტიციის მინისტრი; თეა წულუკიანის საქმიანობას 10% ძალიან კარგად, 33% კარგად აფასებს, ხოლო 36% საშუალოდ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძის საქმიანობას, 6% ძალიან კარგად, 25% კარგად, 42% საშუალოდ აფასებს. ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის საქმიანობას კი 4 % ძალიან კარგად, 26% კარგად, ხოლო 44% საშუალოდ აფასებს.
რაც შეეხება ინსტიტუტების საქმიანობას, აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზეა საქართველოს ჯარი, მეორეზე პოლიცია, მესამეზე "კოალიცია ქართული ოცნება", მეოთხეზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო მეხუთეზე პარლამენტი.