პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თულ ბა­ზას­თან მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად 7 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ი­ღუ­პა, 9 კი და­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქა.

"დიდი მწუ­ხა­რე­ბით მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ძი­მე­სი დღეა. ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქარ­თულ მო­წი­ნა­ვე ბა­ზას­თან მოხ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა. თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა, მო­ახ­დი­ნა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბა ბა­ზა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი.

გარ­დაც­ვლი­ლია 7 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. ესე­ნი არი­ან: კაპ­რა­ლი ორ­თა­ვი­ძე თე­ი­მუ­რა­ზი თა­მა­ზის ძე, კაპ­რა­ლი ადა­მო­ვი გი­ორ­გი ნუგ­ზა­რის ძე, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი გურ­გე­ნაშ­ვი­ლი ზუ­რა­ბი გი­ორ­გის ძე, რი­გი­თი ნა­რინ­დოშ­ვი­ლი მი­ხე­ი­ლი ვე­ფხვი­ას ძე, რი­გი­თი ცუ­გოშ­ვი­ლი ბო­რი­სი ტა­რი­ე­ლის ძე, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ზვი­ა­დი სულ­ხა­ნის ძე და პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ღუ­ჭაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ვა­ჟას ძე.

მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გმი­რი სამ­ხდრო­ე­ბის ოჯა­ხებს. ეს და­ნაკ­ლი­სი ჩვენ­თვის, მთე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმაა. ისი­ნი ჩვე­ნი პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო მო­მა­ვალს შე­ე­წირ­ნენ. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, თავ­დას­ხმის დროს დაჭ­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 9 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ დაჭ­რილ სამ­ხედ­რო­ე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ" - გა­ნა­ცხა­დეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამას­თან, კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა. აპა­ტუ­რა­იმ სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­კის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას ვუ­ცხა­დებ ქარ­თველ ხალ­ხს იმ და­ნა­კარ­გის­თვის, რო­მე­ლიც დღეს გა­ნი­ცა­დეს. სა­ში­ნე­ლე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, როცა ეს ხდე­ბა ამას­წი­ნან­დე­ლი მსხვერ­პლი­დან ცოტა ხან­ში. სრულ სო­ლი­და­რო­ბას გი­ცხა­დებთ ნატო-სგან", - წერ­და აპა­ტუ­რაი.

დღეს Youtube-ზე გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჯი­ჰა­დი ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ". ვი­დეო ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­ქა­რას შე­ი­ცავს და მას­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან ნაჩ­ვე­ნე­ბი. ვი­დეო მუ­ქა­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თაც შე­ი­ცავს და ხაზ­გას­მუ­ლია, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა მალე სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ვი­დეო: თა­ლი­ბა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა? - შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­დეო YouTube-იდან

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში ქართულ ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა.

"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება ბაზაზე. სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები.

გარდაცვლილია 7 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე,  პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე და პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე.

მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხდროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაჭრილ სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ" - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. აპატურაიმ სამძიმრის წერილი საკუთარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატო-სგან", - წერდა აპატურაი.

დღეს Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო: თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე