მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავ­ღა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ბა­ზა­ზე დღეს, აქამ­დე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც დღეს სა­ღა­მოს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, შემ­თხვე­ვა ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ბაზა "შირ­გაზ­ზე" 16:17 სა­ათ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ზა­ზე, სა­დაც 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნია დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა და მე­ამ­ბო­ხე­თა ჯგუფ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ტე­რო­რის­ტთა 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ბა­ზა­ზე შე­იჭ­რა. ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ეს და ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი ად­გილ­ზე გა­ა­ნად­გუ­რეს. შე­ტე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია სამი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, დაჭ­რი­ლია რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა, რომ ბო­ლომ­დე და­ა­ზუს­ტონ შე­მო­ტე­ვის დე­ტა­ლე­ბი. უკვე მი­ღე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი. მე ვე­სა­უბ­რე 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­ურს, მა­ი­ორ კა­ლან­და­ძეს. მო­ცე­მუ­ლი დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია შემ­დე­გი: ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მე­ამ­ბო­ხე­თა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტის მიერ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. თავ­დას­ხმა ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­ი­გე­რი­ეს, ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი ად­გილ­ზე გა­ა­ნად­გუ­რეს და ამ დრო­ის­თვის სრუ­ლად აკონ­ტრო­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბას მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნა­ში.

დიდი მწუ­ხა­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა 3 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, კაპ­რა­ლი ალექ­სან­დრე კვი­წი­ნა­ძე, უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი ზვი­ად და­ვი­თა­ძე და კაპ­რა­ლი ვლა­დი­მერ შა­ნა­ვა. მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ამ გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხებს ეს აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი და­ნაკ­ლი­სი და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეს დიდი ტრა­გე­დია. ჩვენ ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას გან­ვიც­დით, ისე, რო­გორც ამ გმი­რი მებ­რძო­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით, გვყავს დაჭ­რი­ლე­ბი და მსუ­ბუ­ქად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. ყვე­ლა დაჭ­რი­ლის ოჯა­ხის წევ­რი ინ­დი­ვი­დუ­ლუ­რად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბის გვერ­დით დგას და გა­ნიც­დის ამ მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვილს. კი­დევ ერთხელ მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­და­დე­ბა და გმი­რო­ბა, სწო­რედ ამ თავ­და­დე­ბამ და სამ­ხედ­რო­ე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა მოქ­მე­დე­ბამ აგ­ვა­ცი­ლა გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი ტრა­გე­დია", -გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე დღეს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. როგორც დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა.

ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.

"ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას მივეცი დავალება, რომ ბოლომდე დააზუსტონ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. მე ვესაუბრე 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით, ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე.

ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდულურად არის ინფორმირებული. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე