Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს
ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ავ­ღა­ნეთ­ში 19 დე­კემ­ბერს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი კი­კა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ა­კე­თა. ალა­სა­ნი­ას თქმით, ის იმ­ყო­ფე­ბო­და გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­როს ოჯახ­ში და პი­რა­დად მი­უ­სამ­ძიმ­რა გი­ორ­გი კი­კა­ძის მშობ­ლებს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ეს მძი­მე ფაქ­ტი უნდა გახ­დეს მა­გა­ლი­თი და გა­მო­მა­ფხიზ­ლე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა სამ­ხედ­რო პი­რის­თვის, რათა სხვა დროს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით აღარ მოხ­დეს მსგავ­სი ტრა­გე­დია და უფრო მეტი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს ყვე­ლა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი უკვე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამას­თან, რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და პრო­ცე­სი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად მოხ­დეს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს გად­მოს­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო: ავ­ღა­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარებული სერჟანტი გიორგი კიკაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ალასანიას თქმით, ის იმყოფებოდა გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში და პირადად მიუსამძიმრა გიორგი კიკაძის მშობლებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს მძიმე ფაქტი უნდა გახდეს მაგალითი და გამომაფხიზლებელი საერთაშორისო მისიაში მონაწილე ყველა სამხედრო პირისთვის, რათა სხვა დროს გაუფრთხილებლობით აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედია და უფრო მეტი წინდახედულობით მოეკიდოს ყველა სამხედრო მოსამსახურე მისიაში მონაწილეობას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი სამხედრო, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები უკვე გამოძიებისთვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პროცესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენება საქართველოში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე