საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაპრალმა გივი ფანცულაიამ დედის ხელში დალია სული
კაპრალმა გივი ფანცულაიამ დედის ხელში დალია სული

სამ­წუ­ხა­როდ, ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და: 26 ივ­ლისს, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ავ­ღა­ნეთ­ში დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი - გივი ფან­ცუ­ლა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. 28 წლის კაპ­რა­ლი 6 თვე­ზე მეტ­ხანს ებ­რძო­და სიკ­ვდილს. იგი 2012 წლის 6 იან­ვარს, ავ­ღა­ნეთ­ში, თა­ლი­ბე­ბის თავ­დას­ხმის დროს მძი­მედ და­იჭ­რა. გივი ფან­ცუ­ლა­ია მე-3 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 31-ე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მას­თან ერ­თად კაპ­რა­ლი, 23 წლის შალ­ვა ფა­ი­ლო­ძეც იმ­ყო­ფე­ბო­და; შალ­ვა ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, სამ­შობ­ლო­ში 8 იან­ვარს ჩა­მო­ას­ვე­ნეს და მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხუნ­წში დაკ­რძა­ლეს.

უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო გივი (გიგა) ფან­ცუ­ლა­ი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. დაჭ­რილს ამე­რი­კე­ლებ­მა ად­გილ­ზე­ვე გა­უ­წი­ეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ მკურ­ნა­ლობ­დნენ. მას ნაღ­მის აფეთ­ქე­ბამ კი­დუ­რე­ბი - ცალი ხელ-ფეხი მო­აგ­ლი­ჯა, თვა­ლი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მაც და­უ­ზი­ა­ნა... კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გონ­ზე არ მო­სუ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და 3 მარ­ტი­დან გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბოლო წუ­თამ­დე იმედს არ კარ­გავ­დნენ და მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ.

ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი 6 თვის მან­ძილ­ზე დაჭ­რი­ლი ვაჟ­კა­ცის გა­და­სარ­ჩე­ნად ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, მაგ­რამ, სა­უ­ბე­დუ­როდ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ჯა­რის­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი იყო და გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად, 26 ივ­ლისს დე­დის ხელ­ში და­ლია სული.

"მის სას­თუ­მალ­თან ვი­დე­ქი, სულ ვე­ფე­რე­ბო­დი ჩემს შვილს და ვეხ­ვე­წე­ბო­დი, "შვი­ლო, არ დამ­ტო­ვო", მაგ­რამ მას ჩემი ხმა არ ეს­მო­და. გონ­ზე არ მო­სუ­ლა, ისე გარ­და­იც­ვა­ლა", - მოთ­ქვამ­და შვილმკვდა­რი დედა.

ახალ­გაზ­რდა ვაჟ­კა­ცი გო­რის ჰოს­პიტ­ლი­დან მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში - სე­ნა­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნო­ქა­ლა­ქევ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ა­გო პა­ტი­ვი მის ხსოვ­ნას. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ით გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ - ამა­ყე­ბიც, მათ კუ­თხე­ში ღირ­სე­უ­ლი, სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი ვაჟ­კა­ცი რომ გა­ი­ზარ­და.

ნა­თია სა­ნი­კი­ძე გი­ვის თა­ნაკ­ლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რია. წარ­სულ დრო­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. ბო­ლოს ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლამ­დე ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა.

ნა­თია სა­ნი­კი­ძე:

- გი­გას ვე­ძახ­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ხში­რად ვერ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის წინ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მი­დი­ო­და. ეს დროც მალე გავა, ჩა­მო­ვალ და კლა­სე­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვიკ­რი­ბო­თო, - მი­თხრა. სხვებ­თა­ნაც და­უ­რე­კავს... ხში­რად იყო კლა­სე­ლე­ბის შეკ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც სტა­ტუ­სად და­წე­რა "მალე დავ­ბრუნ­დე­ბი!" და წა­ვი­და. დღე­საც დარ­ჩე­ნი­ლია მისი ეს წარ­წე­რა... მეც მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბა ვუ­სურ­ვე და ასე და­ვემ­შვი­დო­ბეთ ერ­თმა­ნეთს - იმ დღეს მიფ­რი­ნავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, აღარ დაბ­რუნ­და... ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, გიგა ჩვენ გვერ­დით რომ აღარ იქ­ნე­ბა. კლას­ში აქ­ტი­უ­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი იყო; სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი. მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლა შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო, უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. როცა მისი დაჭ­რის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დით. სულ ვკი­თხუ­ლობ­დი მის ამ­ბავს. მას კი­დუ­რე­ბი არ ჰქონ­და, სხე­უ­ლი ძა­ლი­ან იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში ნახ­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა. ბოლო დროს თქვეს, ხელი აა­მოქ­მე­და, მგო­ნი, გა­დავ­რჩი­თო, - და ყვე­ლა­ნი იმე­დი­ა­ნად ვი­ყა­ვით. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც აჭ­რელ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით - ერ­თმა­ნეთს ვწერ­დით, ვუ­ლო­ცავ­დით, რომ გი­გას მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა და უცებ გა­ვი­გეთ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ეს მარ­თლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­გე, ავ­ღა­ნეთ­ში წა­ვი­დაო, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ გამ­კვირ­ვე­ბია.

მებ­რძო­ლი სუ­ლის, უში­შა­რი ბიჭი იყო და სწო­რედ ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე წარ­მო­მედ­გი­ნა. უაღ­რე­სად კე­თი­ლი სული ჰქონ­და, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­სო­დეს არა­ფე­რი შეშ­ლია. ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და. რო­გორც ჩანს, ჯა­რის­კა­ცის პრო­ფე­სია მო­ე­წო­ნა და იქ გა­ნაგ­რძო კონ­ტრაქ­ტით მუ­შა­ო­ბა. სპორ­ტი უყ­ვარ­და, ბავ­შვო­ბა­ში რაგ­ბის თა­მა­შობ­და. სამ­წუ­ხა­როა, სა­ქარ­თვე­ლომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მებ­რძო­ლი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი რომ და­კარ­გა. ძალ­ზე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი იყო, ყვე­ლას გვერ­დით ედგა. ვი­საც უნდა ჰკი­თხოთ, მას­ზე ყვე­ლა იმა­ვეს გე­ტყვით; გარ­დაც­ვლი­ლი რომ არის, იმი­ტომ კი არ ვამ­ბობ ამას, მარ­თლა გუ­ლი­ა­ნი ბიჭი იყო, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ვაჟ­კა­ცი.

გი­გას მშობ­ლე­ბი და უფ­რო­სი ძმა დარ­ჩა. დედა ძალ­ზე მორ­წმუ­ნე ქალ­ბა­ტო­ნია. თვი­თო­ნაც ეკ­ლე­სი­უ­რი იყო. სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით უცხო მი­წა­ზე მე­ო­რედ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შო­რე­ნა კი­კა­ბი­ძე, გივი ფან­ცუ­ლა­ი­ას მას­წავ­ლე­ბე­ლი:

- მეშ­ვი­დე კლა­სი­დან მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი, ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვი იყო, ყვე­ლას თავს აყ­ვა­რებ­და. სულ მო­ღი­მა­რი და­დი­ო­და, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი ღი­მი­ლი­ა­ნი გა­მო­ხედ­ვა. ვაჟ­კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბის ბიჭი იყო. აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ კლას­ში ბევ­რი დევ­ნი­ლი სწავ­ლობ­და და ამას ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ. პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ი­ზარ­დნენ. სწავ­ლა­შიც კარ­გი იყო. მომ­ხდა­რით თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი ვართ. მარ­თა­ლია, დიდი ხა­ნია, და­იჭ­რა და თით­ქოს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ყვე­ლა უნდა შეჰ­გუ­ე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო დროს ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ გა­მო­კეთ­და და იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. დე­და­მი­სის­გან გა­ვი­გე, გივი ავ­ღა­ნეთ­ში რომ წა­ვი­და. დედა ძა­ლი­ან ამა­ყი იყო, ამ­ბობ­და, - ორი ბიჭი გავ­ზარ­დე და რა­ტომ არ უნდა იდ­გნენ ისი­ნი ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზეო?!. შე­სა­შუ­რი იყო მისი გან­წყო­ბი­ლე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ერთი წუ­თი­თაც არ და­უშ­ვია, ასე­თი ტრა­გე­დია თუ მოხ­დე­ბო­და... პირ­ვე­ლი მი­სი­ი­დან მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­და და ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, ასე თუ დას­რულ­დე­ბო­და მისი სი­ცო­ცხლე?! სულ მას­ზე ვფიქ­რობ. თვალ­წინ მიდ­გას მისი მო­ღი­მა­რი სახე...

წარ­მო­იდ­გი­ნეთ - შვი­ლის ცხე­დარ­თან დედა ამა­ყად დგას და ამ­ბობს, რომ ვაჟ­კა­ცი შვი­ლი გა­ზარ­და, რო­მე­ლიც ვაჟ­კა­ცუ­რად და­ი­ღუ­პა თა­ვი­სი სამ­შობ­ლო­სათ­ვის... დედა მოთ­ქვამ­და, - ბო­ლოს ისე­თი ლა­მა­ზი აღარ იყო, ძა­ლი­ან გახ­დაო... ძა­ლი­ან წე­სი­ერ, პა­ტი­ო­სან, მშრო­მელ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი ბიჭი იყო. ყვე­ლა­ნი ვა­მა­ყობთ, რომ დე­დამ ვაჟ­კა­ცი შვი­ლი აღ­ზარ­და. ად­ვი­ლი არ არის, შვილმკვდარ­მა ქალ­მა ასე­თი სუ­ლის სიმ­ტკი­ცე გა­მო­ი­ჩი­ნოს. ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა გული. მთე­ლი სოფ­ლის ახალ­გაზ­რდო­ბა მას დას­ტი­რის. სა­დაც იყო, ყველ­გან ხა­ლი­სი შეჰ­ქონ­და. თვალ­წინ მიდ­გას გა­მო­საშ­ვებ ბან­კეტ­ზე მისი ცეკ­ვა. და­სა­ნა­ნია, რომ ასე­თი ვაჟ­კა­ცი მი­ვა­ბა­რეთ მი­წას. ყვე­ლა­ნი ქედს ვიხ­რით მისი სუ­ლის წი­ნა­შე...

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

კაპრალმა გივი ფანცულაიამ დედის ხელში დალია სული

კაპრალმა გივი ფანცულაიამ დედის ხელში დალია სული

სამწუხაროდ, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რიცხვი გაიზარდა: 26 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი - გივი ფანცულაია გარდაიცვალა. 28 წლის კაპრალი 6 თვეზე მეტხანს ებრძოდა სიკვდილს. იგი 2012 წლის 6 იანვარს, ავღანეთში, თალიბების თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა. გივი ფანცულაია მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში იყო და ჰილმენდის პროვინციაში მსახურობდა. იმ საბედისწერო დღეს მასთან ერთად კაპრალი, 23 წლის შალვა ფაილოძეც იმყოფებოდა; შალვა ადგილზევე დაიღუპა, სამშობლოში 8 იანვარს ჩამოასვენეს და მშობლიურ კუთხეში, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაკრძალეს.

უკიდურესად მძიმე იყო გივი (გიგა) ფანცულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაჭრილს ამერიკელებმა ადგილზევე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდნენ. მას ნაღმის აფეთქებამ კიდურები - ცალი ხელ-ფეხი მოაგლიჯა, თვალი და ნერვული სისტემაც დაუზიანა... კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გონზე არ მოსულა. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ მისი საქართველოში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. უგონო მდგომარეობაში ჩამოიყვანეს და 3 მარტიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ოჯახის წევრები ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდნენ.

ქართველი ექიმები 6 თვის მანძილზე დაჭრილი ვაჟკაცის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ, საუბედუროდ, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ჯარისკაცი სამედიცინო აპარატზე მიერთებული იყო და გონზე მოუსვლელად, 26 ივლისს დედის ხელში დალია სული.

"მის სასთუმალთან ვიდექი, სულ ვეფერებოდი ჩემს შვილს და ვეხვეწებოდი, "შვილო, არ დამტოვო", მაგრამ მას ჩემი ხმა არ ესმოდა. გონზე არ მოსულა, ისე გარდაიცვალა", - მოთქვამდა შვილმკვდარი დედა.

ახალგაზრდა ვაჟკაცი გორის ჰოსპიტლიდან მშობლიურ კუთხეში - სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში გადაასვენეს. უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას. თანასოფლელები მომხდარი ტრაგედიით გულდამძიმებულები არიან, მაგრამ - ამაყებიც, მათ კუთხეში ღირსეული, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი რომ გაიზარდა.

ნათია სანიკიძე გივის თანაკლასელი და მეგობარია. წარსულ დროში მასზე საუბარი ძალიან გაუჭირდა. ბოლოს ავღანეთში წასვლამდე ტელეფონით ესაუბრა.

ნათია სანიკიძე:

- გიგას ვეძახდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. ავღანეთში წასვლის წინ დამირეკა და მითხრა, რომ სამშვიდობო მისიით მიდიოდა. ეს დროც მალე გავა, ჩამოვალ და კლასელები აუცილებლად შევიკრიბოთო, - მითხრა. სხვებთანაც დაურეკავს... ხშირად იყო კლასელების შეკრების ინიციატორი. სოციალურ ქსელშიც სტატუსად დაწერა "მალე დავბრუნდები!" და წავიდა. დღესაც დარჩენილია მისი ეს წარწერა... მეც მშვიდობიანად დაბრუნება ვუსურვე და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს - იმ დღეს მიფრინავდა. სამწუხაროდ, აღარ დაბრუნდა... ვერ წარმომიდგენია, გიგა ჩვენ გვერდით რომ აღარ იქნება. კლასში აქტიური, გამორჩეული ბიჭი იყო; საოცრად კარგი ადამიანი. მისმა გარდაცვალებამ ყველა შოკში ჩაგვაგდო, უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. როცა მისი დაჭრის ამბავი გავიგეთ, ძალიან შევწუხდით. სულ ვკითხულობდი მის ამბავს. მას კიდურები არ ჰქონდა, სხეული ძალიან იყო დაზიანებული. გორის ჰოსპიტალში ნახვაც შეუძლებელი იყო, რადგან რეანიმაციაში იწვა. ბოლო დროს თქვეს, ხელი აამოქმედა, მგონი, გადავრჩითო, - და ყველანი იმედიანად ვიყავით. სოციალური ქსელიც აჭრელდა ამ ინფორმაციით - ერთმანეთს ვწერდით, ვულოცავდით, რომ გიგას მდგომარეობა გაუმჯობესდა. იმედი გაგვიჩნდა და უცებ გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ეს მართლა მოულოდნელი იყო და ყველანი შოკირებულები ვართ.

არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ. პირველად რომ გავიგე, ავღანეთში წავიდაო, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია.

მებრძოლი სულის, უშიშარი ბიჭი იყო და სწორედ ქვეყნის სადარაჯოზე წარმომედგინა. უაღრესად კეთილი სული ჰქონდა, ურთიერთობაში არასოდეს არაფერი შეშლია. ერთად ვიზრდებოდით. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. როგორც ჩანს, ჯარისკაცის პროფესია მოეწონა და იქ განაგრძო კონტრაქტით მუშაობა. სპორტი უყვარდა, ბავშვობაში რაგბის თამაშობდა. სამწუხაროა, საქართველომ არაჩვეულებრივი, მებრძოლი სულის ადამიანი რომ დაკარგა. ძალზე კომუნიკაბელური იყო, ყველას გვერდით ედგა. ვისაც უნდა ჰკითხოთ, მასზე ყველა იმავეს გეტყვით; გარდაცვლილი რომ არის, იმიტომ კი არ ვამბობ ამას, მართლა გულიანი ბიჭი იყო, თითით საჩვენებელი ვაჟკაცი.

გიგას მშობლები და უფროსი ძმა დარჩა. დედა ძალზე მორწმუნე ქალბატონია. თვითონაც ეკლესიური იყო. სამშვიდობო მისიით უცხო მიწაზე მეორედ იმყოფებოდა.

შორენა კიკაბიძე, გივი ფანცულაიას მასწავლებელი:

- მეშვიდე კლასიდან მისი კლასის დამრიგებელი ვიყავი. ძალიან ცოცხალი, ენერგიული ბავშვი იყო, ყველას თავს აყვარებდა. სულ მოღიმარი დადიოდა, არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილიანი გამოხედვა. ვაჟკაცური ბუნების ბიჭი იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ კლასში ბევრი დევნილი სწავლობდა და ამას ბავშვები ძალიან განიცდიდნენ. პატრიოტული სულისკვეთებით გაიზარდნენ. სწავლაშიც კარგი იყო. მომხდარით თავზარდაცემულები ვართ. მართალია, დიდი ხანია, დაიჭრა და თითქოს ამ მდგომარეობას ყველა უნდა შეჰგუებოდა, მაგრამ ბოლო დროს ყველა ამბობდა, რომ გამოკეთდა და იმედი გაგვიჩნდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დედამისისგან გავიგე, გივი ავღანეთში რომ წავიდა. დედა ძალიან ამაყი იყო, ამბობდა, - ორი ბიჭი გავზარდე და რატომ არ უნდა იდგნენ ისინი ქვეყნის სადარაჯოზეო?!. შესაშური იყო მისი განწყობილება და დამოკიდებულება. ერთი წუთითაც არ დაუშვია, ასეთი ტრაგედია თუ მოხდებოდა... პირველი მისიიდან მშვიდობით დაბრუნდა და ვინ წარმოიდგენდა, ასე თუ დასრულდებოდა მისი სიცოცხლე?! სულ მასზე ვფიქრობ. თვალწინ მიდგას მისი მოღიმარი სახე...

წარმოიდგინეთ - შვილის ცხედართან დედა ამაყად დგას და ამბობს, რომ ვაჟკაცი შვილი გაზარდა, რომელიც ვაჟკაცურად დაიღუპა თავისი სამშობლოსათვის... დედა მოთქვამდა, - ბოლოს ისეთი ლამაზი აღარ იყო, ძალიან გახდაო... ძალიან წესიერ, პატიოსან, მშრომელ ოჯახში აღზრდილი ბიჭი იყო. ყველანი ვამაყობთ, რომ დედამ ვაჟკაცი შვილი აღზარდა. ადვილი არ არის, შვილმკვდარმა ქალმა ასეთი სულის სიმტკიცე გამოიჩინოს. ძალიან დაგვწყვიტა გული. მთელი სოფლის ახალგაზრდობა მას დასტირის. სადაც იყო, ყველგან ხალისი შეჰქონდა. თვალწინ მიდგას გამოსაშვებ ბანკეტზე მისი ცეკვა. დასანანია, რომ ასეთი ვაჟკაცი მივაბარეთ მიწას. ყველანი ქედს ვიხრით მისი სულის წინაშე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"