მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა

გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ავ­ღა­ნეთ­ში დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი გივი ფან­ცუ­ლა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. "კაპ­რა­ლი გივი მა­მუ­კას ძე ფან­ცუ­ლა­ია ავ­ღა­ნეთ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ ნაღმმ­ტყორ­ცნი ჭურ­ვის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, 2012 წლის იან­ვარ­ში და­იჭ­რა. კაპ­რალ გივი მა­მუ­კას ძე ფან­ცუ­ლა­ი­ას ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მიერ ად­გილ­ზე­ვე სა­მე­დი­ცი­ნი დახ­მა­რე­ბა მყი­სი­ე­რად ჩა­უ­ტარ­და. შემ­დეგ ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა გერ­მა­ნი­ა­ში, ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში. კაპ­რა­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და აღე­ნიშ­ნე­ბო­და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა.

3 მარ­ტის შემ­დეგ კაპ­რა­ლი გივი მა­მუ­კას ძე ფან­ცუ­ლა­ია გად­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძოდ­ნენ. ექი­მე­ბის თავ­და­დე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად სამ­წუ­ხა­როდ, გივი მა­მუ­კას ძე ფან­ცუ­ლა­ი­ას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ჭი­რო ყვე­ლა ხარჯს და­ფა­რავს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის უწყე­ბის მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფან­ცუ­ლა­ია ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში 6 იან­ვარს, ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­ზე "თა­ლი­ბა­ნის" მებ­რძო­ლე­ბის თავ­დას­ხმი­სას და­იჭ­რა. თავ­დას­ხმი­სას და­ი­ღუ­პა კაპ­რა­ლი შალ­ვა ფა­ი­ლო­ძე. გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ია მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 31-ე ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი გივი ფანცულაია გარდაიცვალა. "კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად, 2012 წლის იანვარში დაიჭრა. კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინი დახმარება მყისიერად ჩაუტარდა. შემდეგ ის გადაყვანილი იქნა გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა ნერვული სისტემის დაზიანება.

3 მარტის შემდეგ კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია გადმოყვანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად კვალიფიციური ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაიას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ფანცულაია ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 6 იანვარს, ქართველ ჯარისკაცებზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმისას დაიჭრა. თავდასხმისას დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე. გიორგი ფანცულაია მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე