პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაპრალი ვალერი ვერსკიანი საქართველოში ჩამოასვენეს
კაპრალი ვალერი ვერსკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

კაპ­რალ ვა­ლე­რი ვერსკი­ა­ნის ცხე­და­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აე­რო­პორ­ტში ცხედ­რის ჩა­მოს­ვე­ნე­ბას და­ეს­წრნენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი დევი ჭან­კო­ტა­ძე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სის და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯონ ბასი.

"დღეს გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ას­ვე­ნეს კაპ­რა­ლი ვერსკი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ოპე­რა­ცი­ის დროს და­იჭ­რა. იგი გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად მცდე­ლო­ბი­სა, ვერ მო­ხერ­ხდა მისი გა­დარ­ჩე­ნა. მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მისი ოჯა­ხის წევ­რებს, მის თა­ნა­მებ­რძო­ლებს, ვის­თვი­საც ეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი და­ნა­კარ­გია, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი ვაჟ­კა­ცის და­კარ­გვა",- გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯონ ბას­მა სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და კაპ­რალ ვერსკი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს, თა­ნა­მებ­რძო­ლებს, მე­გობ­რებს.

"ამე­რი­კის მთავ­რო­ბი­სა და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, მინ­და, ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვა კაპ­რალ ვერსკი­ა­ნის და­ღუპ­ვის გამო. ის შე­ე­წი­რა სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურს და იმ პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო და ამე­რი­კა ამ რე­გი­ონ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან",-გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაპ­რალ ვა­ლე­რი ვერსკი­ა­ნის ცხე­და­რი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ვერ­ტმფრე­ნით გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ხარჯს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებს. გარ­დაც­ვლი­ლი კაპ­რა­ლის ოჯა­ხი კა­ნო­ნით გან­კუთ­ვნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

კაპ­რა­ლი ვერსკი­ა­ნი 32-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ISAF-ის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლი­დან ირი­ცხე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს და­ღუპ­ვის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახს.

კაპ­რა­ლი ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას, 5 მარტს ნაღ­მზე აფეთ­ქდა და მძი­მედ და­იჭ­რა (აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მან ყე­ლის არე­ში სამი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო). ის მკურ­ნა­ლო­ბას გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დი­ო­და. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

კაპრალი ვალერი ვერსკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

კაპრალი ვალერი ვერსკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

"დღეს გერმანიიდან ჩამოასვენეს კაპრალი ვერსკიანი, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ოპერაციის დროს დაიჭრა. იგი გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. მინდა, მივუსამძიმრო უპირველეს ყოვლისა მისი ოჯახის წევრებს, მის თანამებრძოლებს, ვისთვისაც ეს განსაკუთრებით დიდი დანაკარგია, მთელ საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა",- განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სამძიმარი გამოუცხადა კაპრალ ვერსკიანის ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, მეგობრებს.

"ამერიკის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა კაპრალ ვერსკიანის დაღუპვის გამო. ის შეეწირა სამშობლოს სამსახურს და იმ პრინციპებს, რომლებსაც საქართველო და ამერიკა ამ რეგიონში ემსახურებიან",-განაცხადა ელჩმა.

სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში ვერტმფრენით გადაასვენებენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო საკუთარ თავზე აიღებს. გარდაცვლილი კაპრალის ოჯახი კანონით განკუთვნილი სოციალური პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი.

კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

კაპრალი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას, 5 მარტს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა (აფეთქების შედეგად მან ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო). ის მკურნალობას გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე