გერმანია ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანას მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ესოშეიტედ პრესი" ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს განცხადებით, ჯარების გამოყვანის პროცესი 2014 წლისთვის დასრულდება.
ავღანეთში გერმანული კონტინგენტი 4.5 ათას ჯარისკაცს ითვლის და საერთაშორისო კოალიციაში სამხედროთა რაოდენობით ამერიკელებისა და ბრიტანელების შემდეგ მესამე ადგილზეა.