სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩენი სნაიპერების ჭკვიანური გეგმა და ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა
ჩეჩენი სნაიპერების ჭკვიანური გეგმა და ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა

20 წლის იყო, ომის ქარ­ცე­ცხლში რომ მოხ­ვდა. რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი გი­ორ­გი ჯა­ბა­ხი­ძე ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან, საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მებ­რძოლ­თან ერ­თად, რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის და­ბომბვა­ში მოჰ­ყვა და მარ­ჯვე­ნა ფეხი და­კარ­გა. ახალ­გაზ­რდა კაცს ყუ­რე­ბი არ ჩა­მო­უყ­რია, უფრო მე­ტიც - ღი­მი­ლით მი­თხრა: გა­მი­მარ­თლა, რომ გა­დავ­რჩი. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა სამ­შობ­ლოს სი­ცო­ცხლე შეს­წი­რეს, მე კი ცალი ფე­ხი­თაც არა­ფე­რი მი­ჭირ­სო... ახალ­გაზ­რდა ბიჭი ფე­ხის პრო­თეზ­საც შე­ე­გუა, ოჯა­ხიც შექ­მნა და არც საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის და­უ­ნე­ბე­ბია თავი...

- სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში არ ვყო­ფილ­ვარ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან 4-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე. თა­რი­ღი მახ­სოვს - 2007 წლის 6 აგ­ვის­ტო იყო, ზუს­ტად ერთი წლის თავ­ზე კი ომი და­ი­წყო... იმ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ყვე­ლა­ზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა ებ­რა­ე­ლე­ბის 6-თვი­ა­ნი სა­დაზ­ვერ­ვო მომ­ზა­დე­ბი­სას მი­ვი­ღე, შემ­დეგ იყო ამე­რი­კე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გავ­ლი­ლი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის კურ­სე­ბი.

ერაყ­შიც ვა­პი­რებ­დი წას­ვლას... ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ზა­დე­ბა რე­ა­ლურ ომ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ომი სხვა ყო­ფი­ლა... ბოლო დროს გან­ვლილ წვრთნებ­ზე ხში­რად ვფიქ­რობ: ებ­რა­ე­ლე­ბის სწავ­ლე­ბა რომ არ გა­მევ­ლო, დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. სას­წავ­ლო კურ­სებ­მა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა.

- რაც რე­ა­ლუ­რი ომის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­ზა­დე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს, არა?

- დიახ. ჯა­რის­კა­ცი ომის­თვის ყო­ველ­თვის მზა­დაა, მაგ­რამ მა­ინც არ გვე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი ასე უცებ თუ მოხ­დე­ბო­და... როცა გან­გა­ში გა­მო­ცხად­და, ია­რა­ღი ავის­ხით, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნებ­ში ჩავ­სხე­დით და ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­ძა­რით, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც არ გვჯე­რო­და, რომ ომში მივ­დი­ო­დით. გვე­გო­ნა, მო­რი­გი შე­ტე­ვა იყო და ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­ში დას­რულ­დე­ბო­და... ჩვე­ნი სა­დაზ­ვერ­ვო ასე­უ­ლი აგა­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ქვე­ნატ­კო­ცა­ში შე­ჩერ­და. ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ბრი­გა­დის­თვის უნდა მოგ­ვე­ძებ­ნა ად­გი­ლი, სა­დაც შევ­ყოვ­ნდე­ბო­დით და მე­თა­უ­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მას შე­ად­გენ­დნენ; ამის შემ­დეგ, გო­რის მხრი­დან ოსურ სოფ­ლებ­ში შე­ვე­დით.

- ამ დრო­ის­თვის ოსუ­რი სოფ­ლე­ბი დაც­ლი­ლი იყო?

- დიახ, იქა­უ­რო­ბა უკვე არ­ტი­ლე­რი­ით იბომ­ბე­ბო­და. გზა­დაგ­ზა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვხვდე­ბოდ­ნენ, უფრო სწო­რად - ვი­ღაც მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ თუ სა­მო­ქა­ლა­ქო­ე­ბი, ვერ მივ­ხვდით...

- რა­ტომ?

- უც­ნა­უ­რად ეც­ვათ: სამ­ხედ­რო შარ­ვა­ლი, ბო­ტა­სე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ი­სუ­რე­ბი; ზოგს ჰქონ­და ია­რა­ღი, ზოგს - არა. უეც­რად სა­ი­დან­ღაც გა­მო­ვარ­დე­ბოდ­ნენ, სრო­ლას ატეხ­დნენ და შემ­დეგ იკარ­გე­ბოდ­ნენ. ჩვენც ამ მცი­რე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მო­ვი­გე­რი­ებ­დით და გზას გან­ვაგ­რძობ­დით... 7 აგ­ვის­ტოს ღამე ერთ-ერთ ოსურ სო­ფელ­ში გა­ვა­თე­ნეთ. ჩვენს მახ­ლობ­ლად რუ­სე­ბის სა­გუ­შა­გო იყო - ისი­ნი ვერ გვხე­დავ­დნენ, ჩვენ კი მთე­ლი ღამე ვუთ­ვალ­თვა­ლეთ.

- რას აკე­თებ­დნენ?

- გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს... 3 თუ 4 კაცი იყო, ორი კა­რა­ვი ედ­გათ და ერთი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი ჰყავ­დათ. როცა გა­თენ­და, დაგ­ვი­ნა­ხეს და მა­შინ­ვე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი და­ქო­ქეს, მაგ­რამ რომ და­ი­ნა­ხეს, ბევ­რნი ვი­ყა­ვით, ისევ კარ­ვებ­ში შებ­რუნ­დნენ. არ ვიცი, რა იფიქ­რეს და რა გეგ­მე­ბი ჰქონ­დათ... ჩვენ­მა მე­თა­ურ­მა, კა­პი­ტან­მა ჯე­მალ თო­დუ­ამ (ომის შემ­დეგ მას მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს) გაგ­ვაფრ­თხი­ლა, - რუს სამ­შვი­დო­ბო­ებს არ ეს­რო­ლო­თო... გზა­ში რამ­დე­ნი­მე მოკ­ლუ­ლი ოსი ჯა­რის­კა­ციც ვნა­ხე. მათ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა ეც­ვათ, უმე­ტე­სო­ბას ფეხ­ზე ბო­ტა­სი ან კედი ეცვა. ძი­რი­თა­დად, ავ­ტო­მა­ტე­ბი ჰქონ­დათ... წვრთნე­ბი თით­ქმის ყვე­ლას გავ­ლი­ლი გვქონ­და, მაგ­რამ შე­ვამ­ჩნიე, მკვდრე­ბის და­ნახ­ვამ რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კაც­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და.

- შენ­ზე?

- ჩემ­ზეც... თა­ვი­დან ყვე­ლა­ნი და­ვი­ძა­ბეთ, მაგ­რამ შემ­დეგ თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნე; მივ­ხვდი, რომ ეს იყო რე­ა­ლო­ბა და ემო­ცი­ე­ბი უნდა მო­მე­თო­კა... 4 სა­ათ­ზე მეტ­ხანს შე­უ­ჩე­რებ­ლად ვი­ა­რეთ, 8 ოსუ­რი სო­ფე­ლი გა­მო­ვი­ა­რეთ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლე­ბი არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ ში­გა­და­შიგ გვეს­როდ­ნენ, მაგ­რამ რო­გორც კი ცხინ­ვალს მი­ვა­დე­ქით, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა - იქ ნამ­დვი­ლი ომი იყო, ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის ია­რა­ღი­დან ის­როდ­ნენ. ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­თან, ნაძვნარ­ში შევ­ჩერ­დით... ცხინ­ვა­ლის ტრა­ფა­რეტ­თან სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც კი გა­და­ვი­ღეთ. მე­თა­უ­რებ­მა ოცე­უ­ლე­ბად და ათე­უ­ლე­ბად დაგ­ვყვეს და ჩვენ "ჩა­საფ­რე­ბა­ში" გაგ­ვიშ­ვეს. ჩა­საფ­რე­ბის ად­გი­ლი­დან ცხინ­ვა­ლი გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი­ვით მო­ჩან­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბიც ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეს, რომ წრე შე­იკ­რა...

8 აგ­ვის­ტოს შუ­ა­დღე იდგა. წინა დღის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ოც­რად მშვი­დად ვი­ყა­ვით. ამ დროს ში­შის­თვის არა­ვის ეცა­ლა, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. ომში სხვი­სი სი­ცო­ცხლის მოფრ­თხი­ლე­ბა, სა­კუ­თა­რის გა­დარ­ჩე­ნის ტოლ­ფა­სია იმი­ტომ, რომ ჯაჭ­ვის ერთი თვა­ლი თუ ჩა­ი­შა­ლა, მთე­ლი რგო­ლი ირ­ღვე­ვა. ბი­ჭე­ბი ხუმ­რო­ბა­საც კი ვცდი­ლობ­დით - სხვა­ნა­ი­რად ვერ იო­მებ... 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე ოცე­უ­ლი ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა, მაგ­რამ შეღ­წე­ვა გა­უ­ჭირ­დათ.

- ძლი­ე­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდათ?

- დიახ. ნაძვნა­რის იქით ტრი­ა­ლი მინ­დო­რი იწყე­ბო­და და პირ­და­პირ მტრის სა­მიზ­ნე ხდე­ბოდ­ნენ; იმ­დე­ნად გაშ­ლი­ლი ად­გი­ლი იყო, არც ხოხ­ვით სი­ა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბო­და... ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელს კორ­პუ­სე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი სნა­ი­პე­რე­ბი და ტყვი­ამფრქვე­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ბი­ჭე­ბი მა­ინც წინ მი­ი­წევ­დნენ და ბევ­რი მათ­გა­ნიც და­იჭ­რა... მა­ნამ­დე ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი არ გვეც­ვა, მაგ­რამ ამ სუ­რა­თის ნახ­ვამ შეგვცვა­ლა - ცხინ­ვალ­ში ნამ­დვი­ლი ომი იყო. ჩვენ არ­ტი­ლე­რი­ა­სა და ავი­ა­ცი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დით. კავ­ში­რის პრობ­ლე­მა ჯერ წინა ღა­მეს, 7 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და მო­ბი­ლუ­რით ვსარ­გებ­ლობ­დით;

რო­გორც კი აქ­ტი­უ­რი სრო­ლე­ბი და­ი­წყო, სიხ­ში­რე ჩა­ახ­შეს და რა­ცი­ე­ბი არც კი გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია... ვე­ღარც ის და­ვა­ზუს­ტეთ, თუ სად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, რა ინ­ფორ­მა­ცია უნდა მოგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა და ჩვე­ნი ოცე­უ­ლი პირ­და­პირ ბრძო­ლებ­ში ჩა­ე­ბა... ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, ალ­ბათ ახალს არა­ფერს ვამ­ბობ, მაგ­რამ სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლებ­ში ოსე­ბი ვერ მოგ­ვე­რე­ოდ­ნენ. რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია მა­შინ ჩარ­თეს ბრძო­ლა­ში, როცა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­ვი­წყეთ შე­ტე­ვა. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამას მა­ლე­ვე მიხ­ვდა და ამი­ტომ მო­იქ­ცა ასე... მარ­თა­ლია, ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა დაზ­ვერ­ვაა, მაგ­რამ ის, რაც მა­შინ დაგ­ვჭირ­და - ქა­ლაქ­ში ბრძო­ლა, უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა - ნას­წავ­ლი მქონ­და და თავი გა­ვარ­თვი. თუმ­ცა ისიც უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ რამ­დე­ნი­მე ახალ­ბე­დას შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხეც ვნა­ხე...

- რაც ალ­ბათ ცუ­დად მოქ­მე­დებ­და თქვენ­ზე...

- კი, მაგ­რამ პა­ნი­კა მა­ინც არ ყო­ფი­ლა... როცა ტან­კი ტრი­ალ­დე­ბო­და, შე­ში­ნე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მას­თან იმ­დე­ნად ახ­ლოს იდ­გნენ, რომ ლულა ლა­მის თავ­ში ხვდე­ბო­დათ. ტან­კის გვერ­დით ისი­ნი ერთი მხრი­დან მა­ინც იყ­ვნენ უსაფრ­თხოდ, მე­ო­რეს კი თა­ვად აკონ­ტრო­ლებ­დნენ... სი­ტუ­ა­ცი­ას თან­და­თან ალღო ავუ­ღეთ, მაგ­რამ ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა მა­ნამ­დე გას­ტა­ნა, ვიდ­რე რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ. მტერ­მა ბომ­ბე­ბი პირ­ვე­ლად ცხინ­ვა­ლის თავ­ზე ჩა­მო­ყა­რა - პირ­და­პირ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებს და­არ­ტყა და ვი­ფიქ­რეთ, რომ ჩვე­ნე­ბი იყ­ვნენ...

ომის დროს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში შეს­ვლამ­დე, ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი ჯერ ავი­ა­ცი­ის მიერ იბომ­ბე­ბა, შემ­დეგ შე­დის ქვე­ი­თი ჯარი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე გვე­გო­ნა, მაგ­რამ იმ თვითმფრი­ნა­ვებ­მა ცხინ­ვალს გა­და­უფ­რი­ნეს და მერე ჩვენს პო­ზი­ცი­ებ­ზე მო­ი­ტა­ნეს იე­რი­ში... ნე­ბის­მი­ერ რთულ, უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­შიც კი, როცა შენს საქ­მეს აკე­თებ, ბრძო­ლა გი­ად­ვილ­დე­ბა, მაგ­რამ როცა არ იცი, რა უნდა ქნა (არა­და, თი­თო­ე­უ­ლი წამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია), ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა...

ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვლელ­თან, როცა დაჭ­რი­ლი ბი­ჭე­ბი ვნა­ხე, შე­მე­შინ­და და ამის აღი­ა­რე­ბის არც მრცხვე­ნია. ვინც იტყვის, ომში შიში არ მიგ­რძნი­აო, ის ან გი­ჟია, ან იტყუ­ე­ბა... ყო­ველ წამს სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებ­დით თვა­ლებ­ში, ჩვენ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი იხო­ცე­ბოდ­ნენ, ტყვი­ე­ბი ზუ­ზუ­ნებ­და, ჭურ­ვე­ბი სკდე­ბო­და და ჰა­ერ­ში სიკ­ვდი­ლის "სუნი" ტრი­ა­ლებ­და, - აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ამ დროს არ­ხე­ი­ნად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი?!. მთა­ვა­რი იყო, შიში და­მეძ­ლია...

მახ­სოვს, ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვლელ­თან ვის­ხე­დით და ბრძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით. კორ­პუ­სებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სნა­ი­პე­რე­ბი გვხე­დავ­დნენ და გვეს­როდ­ნენ, ჩვენ კი ვერ ვხვდე­ბო­დით, სა­ი­დან გვი­ტევ­დნენ. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, დაგ­ვე­ნა­ხა, რო­მე­ლი ფან­ჯრი­დან მო­დი­ო­და ტყვია... მა­შინ ჩვე­ნი ასე­უ­ლი­დან ბევ­რი და­იჭ­რა - ტყვია უმე­ტე­სად, ფეხ­ში ხვდე­ბო­დათ. ვი­ჯე­ქი და ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბო­დი: მტრის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მის­პო-მეთ­ქი!.. სნა­ი­პე­რე­ბი ჭკვი­ა­ნუ­რად მოქ­მე­დებ­დნენ - არ კლავ­დნენ.

- ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ინ­დობ­დნენ...

- არა, მაგ­რამ გო­ნივ­რუ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ: დაჭ­რი­ლი ბრძო­ლას ვერ გა­აგ­რძე­ლებ­და, ფრონ­ტის ხა­ზი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ვერ გა­ვი­დო­და და იგი ორ მე­ო­მარს უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნა... სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა რომ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბო­დით, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და ბრძო­ლა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩეჩ­ნე­ბი იყ­ვნენ და ეტყო­ბო­დათ, საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ...

- თქვენ რო­გორ და­ი­ჭე­რით?

- ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ - ცხინ­ვალ­ში ჩე­ჩენ­თა დე­სან­ტი ჩა­მოს­ხე­სო და ოცე­უ­ლის სერ­ჟან­ტმა ჩა­საფ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა მოგ­ვცა: მარ­ცხე­ნა ფლან­გი უნდა გაგ­ვე­მაგ­რე­ბი­ნა, რათა დე­სან­ტი ზურ­გი­დან არ მოგვპარ­ვო­და. და­ვა­ლე­ბას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­ღებ­დით, სხვა გზა არ გვქონ­და... 6 კაცი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად წა­ვე­დით... არ ვიცი, ვიჩ­ქა­რეთ თუ გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო დაგ­ვე­მარ­თა, მაგ­რამ იქვე მდგარ ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ­თან ახ­ლოს გა­ვირ­ბი­ნეთ და სწო­რედ ამ დროს იქა­უ­რო­ბა და­ბომ­ბეს. ექ­ვსი­ვე და­ვი­ჭე­რით, მე - ყვე­ლა­ზე მძი­მედ...

მახ­სოვს, თვითმფრი­ნა­ვი ისე დაბ­ლა მოფ­რი­ნავ­და, ლა­მის თავ­ზე გა­დაგ­ვიფ­რი­ნა. როცა ზე­ვით ავი­ხე­დე, პი­ლო­ტიც კი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­საც ლურ­ჯი ჩა­ფხუ­ტი ეხუ­რა... მერე იქა­უ­რო­ბა გა­მაყ­რუ­ე­ბელ­მა ხმა­ურ­მა შეძ­რა და და­ბომბვის წნე­ვამ ჰა­ერ­ში ამის­რო­ლა. მი­წა­ზე და­ცე­მამ­დე, ფეხ­ში სა­ში­ნე­ლი დარ­ტყმა ვიგ­რძე­ნი. ტკი­ვილს ჯერ კი­დევ ვერ ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, მარ­ჯვე­ნა ფეხი არ მქონ­და. ვიდ­რე და­ბომბვის ტალ­ღამ არ გა­და­ი­ა­რა, იქ ვეგ­დე...

- სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა შე­ძე­ლი?

- დიახ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ტკი­ვი­ლის­გან გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს და ბენ­დე­ნა შე­მო­ვი­ჭი­რე. ხე­ლებ­ში ძალა არ მქონ­და და ჯოხი მო­ვიშ­ვე­ლიე: ჯერ კვან­ძი გა­ვი­კე­თე, მერე ჯოხი და­ვატ­რი­ა­ლე და იმ ად­გი­ლას შე­მო­ვი­ჭი­რე, სა­დაც ფეხი "მთავ­რდე­ბო­და" - ეს ებ­რა­ელ­მა ინ­სტრუქ­ტო­რებ­მა მას­წავ­ლეს. მო­სა­ყო­ლად ად­ვი­ლია, მაგ­რამ გა­სა­კე­თებ­ლად ძნე­ლი იყო... გონი რომ და­მე­კარ­გა, ცო­ცხა­ლი ვე­ღარ გა­დავ­რჩე­ბო­დი... რო­გორც კი წა­მოჯ­დო­მა შევ­ძე­ლი, ყვი­რი­ლი და­ვი­წყე, რად­გან ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დიდ­ხანს ვერ გავძლებ­დი, ჩე­მე­ბის­თვის ხმა უნდა მი­მეწვდი­ნა... თა­ნა­მებ­რძოლ­მა - დათო ქი­მა­ძემ მი­პო­ვა.

სამ­შვი­დო­ბოს მარ­ტო ვერ გა­მიყ­ვან­და და ასე­უ­ლის ბი­ჭე­ბი ამო­იყ­ვა­ნა... ის ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი ისევ იქ იდგა, ალ­ბათ და­ბომბვას გა­და­ურ­ჩა; შიგ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ის­ხდნენ. ბი­ჭებ­მა, სხვა დაჭ­რი­ლებ­თან ერ­თად, მას­ში მეც ჩამ­სვეს, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს, თა­ვად კი ცხინ­ვა­ლის­კენ მიბ­რუნ­დნენ...

ჰოს­პი­ტალ­ში რომ და­მა­ძი­ნეს, თბი­ლი­სის #8 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მეღ­ვი­ძა და 3 თვე იქ დავ­ყა­ვი... მერე იყო მკურ­ნა­ლო­ბის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი; თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო კლი­ნი­კა "გა­თა­ში" დრო­ე­ბი­თი პრო­თე­ზი გა­მი­კე­თეს... მუხ­ლის ძვა­ლი მთე­ლი მაქვს და მპირ­დე­ბი­ან, რომ წვი­ვის ძვალ­სა და სი­ლი­კო­ნის ტერფს გა­მი­კე­თე­ბენ, რომ­ლი­თაც უფრო თა­ვი­სუფ­ლად შევ­ძლებ სი­ა­რულს... შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან კონ­ტრაქტს ვაგ­რძე­ლებ, ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დე­გაც ახა­ლი კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბას ვა­პი­რებ...

ვიცი, ძნე­ლია ამ სტა­ტუ­სით ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ყუ­რე­ბის ჩა­მოყ­რას არ ვა­პი­რებ. როცა ომში მივ­დი­ო­დი, იმა­ზეც ვფიქ­რობ­დი, - შე­იძ­ლე­ბო­და, იქი­დან ცო­ცხა­ლი ვე­ღარც დავ­ბრუნ­დე-მეთ­ქი. ბრძო­ლა­ში ვი­ღაც ჯან­მრთე­ლო­ბას კარ­გავს, ვი­ღაც - სი­ცო­ცხლეს. ფეხი დავ­კარ­გე, მაგ­რამ მა­ინც გა­მი­მარ­თლა, ცო­ცხა­ლი ვარ! მას შემ­დეგ, ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი და ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებ... ჩემს სამ­შობ­ლოს თუ დას­ჭირ­და, მის სა­და­რა­ჯო­ზე ცალი ფე­ხი­თაც დავ­დგე­ბი.

ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ გი­ორ­გის მე­უღ­ლე­საც ვე­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც ქმრის ნა­ამ­ბობს ყუ­რა­დღე­ბით უს­მენ­და. მან ჩემს შე­კი­თხვა­ზე, - ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხომ არ გა­გი­ჭირ­და-მეთ­ქი? - ამა­ყად მი­პა­სუ­ხა, - არა, რას ამ­ბობთ?! ჩემი მე­უღ­ლე ხომ სამ­შობ­ლოს­თვის იბ­რძო­დაო!..

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ჩეჩენი სნაიპერების ჭკვიანური გეგმა და ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა

ჩეჩენი სნაიპერების ჭკვიანური გეგმა და ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა

20 წლის იყო, ომის ქარცეცხლში რომ მოხვდა. რიგითი ჯარისკაცი გიორგი ჯაბახიძე ცხინვალის მისადგომებთან, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, რუსული თვითმფრინავების დაბომბვაში მოჰყვა და მარჯვენა ფეხი დაკარგა. ახალგაზრდა კაცს ყურები არ ჩამოუყრია, უფრო მეტიც - ღიმილით მითხრა: გამიმართლა, რომ გადავრჩი. ჩემმა მეგობრებმა სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს, მე კი ცალი ფეხითაც არაფერი მიჭირსო... ახალგაზრდა ბიჭი ფეხის პროთეზსაც შეეგუა, ოჯახიც შექმნა და არც საყვარელი საქმისთვის დაუნებებია თავი...

- სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ ვყოფილვარ, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებთან 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. თარიღი მახსოვს - 2007 წლის 6 აგვისტო იყო, ზუსტად ერთი წლის თავზე კი ომი დაიწყო... იმ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ყველაზე საფუძვლიანი სწავლება ებრაელების 6-თვიანი სადაზვერვო მომზადებისას მივიღე, შემდეგ იყო ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გავლილი სწრაფი რეაგირების კურსები.

ერაყშიც ვაპირებდი წასვლას... ნებისმიერი მომზადება რეალურ ომთან მიახლოებული იყო, მაგრამ ომი სხვა ყოფილა... ბოლო დროს განვლილ წვრთნებზე ხშირად ვფიქრობ: ებრაელების სწავლება რომ არ გამევლო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. სასწავლო კურსებმა დიდი გამოცდილება შემძინა.

- რაც რეალური ომისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გულისხმობს, არა?

- დიახ. ჯარისკაცი ომისთვის ყოველთვის მზადაა, მაგრამ მაინც არ გვეგონა, ყველაფერი ასე უცებ თუ მოხდებოდა... როცა განგაში გამოცხადდა, იარაღი ავისხით, სამხედრო მანქანებში ჩავსხედით და ცხინვალის მიმართულებით დავიძარით, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გვჯეროდა, რომ ომში მივდიოდით. გვეგონა, მორიგი შეტევა იყო და ყველაფერი ერთ დღეში დასრულდებოდა... ჩვენი სადაზვერვო ასეული აგარის რაიონში, სოფელ ქვენატკოცაში შეჩერდა. ბრძანების თანახმად, ბრიგადისთვის უნდა მოგვეძებნა ადგილი, სადაც შევყოვნდებოდით და მეთაურები სამოქმედო გეგმას შეადგენდნენ; ამის შემდეგ, გორის მხრიდან ოსურ სოფლებში შევედით.

- ამ დროისთვის ოსური სოფლები დაცლილი იყო?

- დიახ, იქაურობა უკვე არტილერიით იბომბებოდა. გზადაგზა ადგილობრივები გვხვდებოდნენ, უფრო სწორად - ვიღაც მამაკაცები, მაგრამ სამხედროები იყვნენ თუ სამოქალაქოები, ვერ მივხვდით...

- რატომ?

- უცნაურად ეცვათ: სამხედრო შარვალი, ბოტასები და ჩვეულებრივი მაისურები; ზოგს ჰქონდა იარაღი, ზოგს - არა. უეცრად საიდანღაც გამოვარდებოდნენ, სროლას ატეხდნენ და შემდეგ იკარგებოდნენ. ჩვენც ამ მცირე წინააღმდეგობას მოვიგერიებდით და გზას განვაგრძობდით... 7 აგვისტოს ღამე ერთ-ერთ ოსურ სოფელში გავათენეთ. ჩვენს მახლობლად რუსების საგუშაგო იყო - ისინი ვერ გვხედავდნენ, ჩვენ კი მთელი ღამე ვუთვალთვალეთ.

- რას აკეთებდნენ?

- განსაკუთრებულს არაფერს... 3 თუ 4 კაცი იყო, ორი კარავი ედგათ და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავდათ. როცა გათენდა, დაგვინახეს და მაშინვე ჯავშანტრანსპორტიორი დაქოქეს, მაგრამ რომ დაინახეს, ბევრნი ვიყავით, ისევ კარვებში შებრუნდნენ. არ ვიცი, რა იფიქრეს და რა გეგმები ჰქონდათ... ჩვენმა მეთაურმა, კაპიტანმა ჯემალ თოდუამ (ომის შემდეგ მას მაიორის წოდება მიანიჭეს) გაგვაფრთხილა, - რუს სამშვიდობოებს არ ესროლოთო... გზაში რამდენიმე მოკლული ოსი ჯარისკაციც ვნახე. მათ რუსული სამხედრო ფორმა ეცვათ, უმეტესობას ფეხზე ბოტასი ან კედი ეცვა. ძირითადად, ავტომატები ჰქონდათ... წვრთნები თითქმის ყველას გავლილი გვქონდა, მაგრამ შევამჩნიე, მკვდრების დანახვამ რამდენიმე ჯარისკაცზე ცუდად იმოქმედა.

- შენზე?

- ჩემზეც... თავიდან ყველანი დავიძაბეთ, მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანე; მივხვდი, რომ ეს იყო რეალობა და ემოციები უნდა მომეთოკა... 4 საათზე მეტხანს შეუჩერებლად ვიარეთ, 8 ოსური სოფელი გამოვიარეთ და ამ ხნის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები არ ყოფილა, მხოლოდ შიგადაშიგ გვესროდნენ, მაგრამ როგორც კი ცხინვალს მივადექით, ვითარება შეიცვალა - იქ ნამდვილი ომი იყო, ყველანაირი ტიპის იარაღიდან ისროდნენ. ქალაქის შესასვლელთან, ნაძვნარში შევჩერდით... ცხინვალის ტრაფარეტთან სამახსოვრო ფოტოც კი გადავიღეთ. მეთაურებმა ოცეულებად და ათეულებად დაგვყვეს და ჩვენ "ჩასაფრებაში" გაგვიშვეს. ჩასაფრების ადგილიდან ცხინვალი გაშლილი ხელისგულივით მოჩანდა. დანარჩენებიც ისე გადაანაწილეს, რომ წრე შეიკრა...

8 აგვისტოს შუადღე იდგა. წინა დღისგან განსხვავებით, საოცრად მშვიდად ვიყავით. ამ დროს შიშისთვის არავის ეცალა, ყველა დავალების შესრულებაზე ფიქრობდა. ომში სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება, საკუთარის გადარჩენის ტოლფასია იმიტომ, რომ ჯაჭვის ერთი თვალი თუ ჩაიშალა, მთელი რგოლი ირღვევა. ბიჭები ხუმრობასაც კი ვცდილობდით - სხვანაირად ვერ იომებ... 42-ე ბატალიონის რამდენიმე ოცეული ქალაქის მიმართულებით დაიძრა, მაგრამ შეღწევა გაუჭირდათ.

- ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ?

- დიახ. ნაძვნარის იქით ტრიალი მინდორი იწყებოდა და პირდაპირ მტრის სამიზნე ხდებოდნენ; იმდენად გაშლილი ადგილი იყო, არც ხოხვით სიარული შეიძლებოდა... ქალაქის შესასვლელს კორპუსების სახურავებზე განლაგებული სნაიპერები და ტყვიამფრქვევით შეიარაღებული მეომრები აკონტროლებდნენ. ბიჭები მაინც წინ მიიწევდნენ და ბევრი მათგანიც დაიჭრა... მანამდე ჯავშანჟილეტები არ გვეცვა, მაგრამ ამ სურათის ნახვამ შეგვცვალა - ცხინვალში ნამდვილი ომი იყო. ჩვენ არტილერიასა და ავიაციას ინფორმაციას ვაწვდიდით. კავშირის პრობლემა ჯერ წინა ღამეს, 7 აგვისტოს დაიწყო და მობილურით ვსარგებლობდით;

როგორც კი აქტიური სროლები დაიწყო, სიხშირე ჩაახშეს და რაციები არც კი გამოგვიყენებია... ვეღარც ის დავაზუსტეთ, თუ სად უნდა მივსულიყავით, რა ინფორმაცია უნდა მოგვეგროვებინა და ჩვენი ოცეული პირდაპირ ბრძოლებში ჩაება... ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, ალბათ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ სახმელეთო ბრძოლებში ოსები ვერ მოგვერეოდნენ. რუსული ავიაცია მაშინ ჩართეს ბრძოლაში, როცა ორგანიზებულად დავიწყეთ შეტევა. მოწინააღმდეგე ამას მალევე მიხვდა და ამიტომ მოიქცა ასე... მართალია, ჩემი სპეციალობა დაზვერვაა, მაგრამ ის, რაც მაშინ დაგვჭირდა - ქალაქში ბრძოლა, უსაფრთხო გადაადგილება და დამოუკიდებელი მოქმედება - ნასწავლი მქონდა და თავი გავართვი. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე ახალბედას შეშინებული სახეც ვნახე...

- რაც ალბათ ცუდად მოქმედებდა თქვენზე...

- კი, მაგრამ პანიკა მაინც არ ყოფილა... როცა ტანკი ტრიალდებოდა, შეშინებული ჯარისკაცები მასთან იმდენად ახლოს იდგნენ, რომ ლულა ლამის თავში ხვდებოდათ. ტანკის გვერდით ისინი ერთი მხრიდან მაინც იყვნენ უსაფრთხოდ, მეორეს კი თავად აკონტროლებდნენ... სიტუაციას თანდათან ალღო ავუღეთ, მაგრამ ჩვენმა ორგანიზებულმა მოქმედებებმა მანამდე გასტანა, ვიდრე რუსული თვითმფრინავები გამოჩნდებოდნენ. მტერმა ბომბები პირველად ცხინვალის თავზე ჩამოყარა - პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყა და ვიფიქრეთ, რომ ჩვენები იყვნენ...

ომის დროს დასახლებულ პუნქტში შესვლამდე, ნებისმიერი ადგილი ჯერ ავიაციის მიერ იბომბება, შემდეგ შედის ქვეითი ჯარი. ამ შემთხვევაშიც ასე გვეგონა, მაგრამ იმ თვითმფრინავებმა ცხინვალს გადაუფრინეს და მერე ჩვენს პოზიციებზე მოიტანეს იერიში... ნებისმიერ რთულ, უთანასწორო ბრძოლაშიც კი, როცა შენს საქმეს აკეთებ, ბრძოლა გიადვილდება, მაგრამ როცა არ იცი, რა უნდა ქნა (არადა, თითოეული წამი მნიშვნელოვანია), ყველაფერი რთულდება...

ცხინვალის შესასვლელთან, როცა დაჭრილი ბიჭები ვნახე, შემეშინდა და ამის აღიარების არც მრცხვენია. ვინც იტყვის, ომში შიში არ მიგრძნიაო, ის ან გიჟია, ან იტყუება... ყოველ წამს სიკვდილს ვუყურებდით თვალებში, ჩვენ გარშემო ადამიანები იხოცებოდნენ, ტყვიები ზუზუნებდა, ჭურვები სკდებოდა და ჰაერში სიკვდილის "სუნი" ტრიალებდა, - აბა, როგორ შეიძლებოდა, ამ დროს არხეინად ვყოფილიყავი?!. მთავარი იყო, შიში დამეძლია...

მახსოვს, ცხინვალის შესასვლელთან ვისხედით და ბრძანებას ველოდებოდით. კორპუსებში განლაგებული სნაიპერები გვხედავდნენ და გვესროდნენ, ჩვენ კი ვერ ვხვდებოდით, საიდან გვიტევდნენ. შეუძლებელი იყო, დაგვენახა, რომელი ფანჯრიდან მოდიოდა ტყვია... მაშინ ჩვენი ასეულიდან ბევრი დაიჭრა - ტყვია უმეტესად, ფეხში ხვდებოდათ. ვიჯექი და ღმერთს ვეხვეწებოდი: მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ მომისპო-მეთქი!.. სნაიპერები ჭკვიანურად მოქმედებდნენ - არ კლავდნენ.

- ძნელი დასაჯერებელია, რომ მოწინააღმდეგეს ინდობდნენ...

- არა, მაგრამ გონივრულად იქცეოდნენ: დაჭრილი ბრძოლას ვერ გააგრძელებდა, ფრონტის ხაზიდან დამოუკიდებლადაც ვერ გავიდოდა და იგი ორ მეომარს უნდა გამოეყვანა... სასიკვდილო ჭრილობა რომ მიეყენებინათ, იძულებული გავხდებოდით, თანამებრძოლები მიგვეტოვებინა და ბრძოლა გაგვეგრძელებინა. ჩეჩნები იყვნენ და ეტყობოდათ, საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ...

- თქვენ როგორ დაიჭერით?

- ინფორმაცია მივიღეთ - ცხინვალში ჩეჩენთა დესანტი ჩამოსხესო და ოცეულის სერჟანტმა ჩასაფრების ბრძანება მოგვცა: მარცხენა ფლანგი უნდა გაგვემაგრებინა, რათა დესანტი ზურგიდან არ მოგვპარვოდა. დავალებას მობილური ტელეფონით ვიღებდით, სხვა გზა არ გვქონდა... 6 კაცი დავალების შესასრულებლად წავედით... არ ვიცი, ვიჩქარეთ თუ გამოუცდელობის გამო დაგვემართა, მაგრამ იქვე მდგარ ჯავშანტრანსპორტიორთან ახლოს გავირბინეთ და სწორედ ამ დროს იქაურობა დაბომბეს. ექვსივე დავიჭერით, მე - ყველაზე მძიმედ...

მახსოვს, თვითმფრინავი ისე დაბლა მოფრინავდა, ლამის თავზე გადაგვიფრინა. როცა ზევით ავიხედე, პილოტიც კი დავინახე, რომელსაც ლურჯი ჩაფხუტი ეხურა... მერე იქაურობა გამაყრუებელმა ხმაურმა შეძრა და დაბომბვის წნევამ ჰაერში ამისროლა. მიწაზე დაცემამდე, ფეხში საშინელი დარტყმა ვიგრძენი. ტკივილს ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მივხვდი, მარჯვენა ფეხი არ მქონდა. ვიდრე დაბომბვის ტალღამ არ გადაიარა, იქ ვეგდე...

- სისხლდენის შეჩერება შეძელი?

- დიახ. საბედნიეროდ, ტკივილისგან გონება არ დამიკარგავს და ბენდენა შემოვიჭირე. ხელებში ძალა არ მქონდა და ჯოხი მოვიშველიე: ჯერ კვანძი გავიკეთე, მერე ჯოხი დავატრიალე და იმ ადგილას შემოვიჭირე, სადაც ფეხი "მთავრდებოდა" - ეს ებრაელმა ინსტრუქტორებმა მასწავლეს. მოსაყოლად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძნელი იყო... გონი რომ დამეკარგა, ცოცხალი ვეღარ გადავრჩებოდი... როგორც კი წამოჯდომა შევძელი, ყვირილი დავიწყე, რადგან ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გავძლებდი, ჩემებისთვის ხმა უნდა მიმეწვდინა... თანამებრძოლმა - დათო ქიმაძემ მიპოვა.

სამშვიდობოს მარტო ვერ გამიყვანდა და ასეულის ბიჭები ამოიყვანა... ის ჯავშანტრანსპორტიორი ისევ იქ იდგა, ალბათ დაბომბვას გადაურჩა; შიგ ჩვენი ჯარისკაცები ისხდნენ. ბიჭებმა, სხვა დაჭრილებთან ერთად, მასში მეც ჩამსვეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში წაგვიყვანეს, თავად კი ცხინვალისკენ მიბრუნდნენ...

ჰოსპიტალში რომ დამაძინეს, თბილისის #8 საავადმყოფოში გამეღვიძა და 3 თვე იქ დავყავი... მერე იყო მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი; თურქეთის სამხედრო კლინიკა "გათაში" დროებითი პროთეზი გამიკეთეს... მუხლის ძვალი მთელი მაქვს და მპირდებიან, რომ წვივის ძვალსა და სილიკონის ტერფს გამიკეთებენ, რომლითაც უფრო თავისუფლად შევძლებ სიარულს... შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს ვაგრძელებ, ვადის ამოწურვის შემდეგაც ახალი კონტრაქტის დადებას ვაპირებ...

ვიცი, ძნელია ამ სტატუსით ცხოვრება, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებ. როცა ომში მივდიოდი, იმაზეც ვფიქრობდი, - შეიძლებოდა, იქიდან ცოცხალი ვეღარც დავბრუნდე-მეთქი. ბრძოლაში ვიღაც ჯანმრთელობას კარგავს, ვიღაც - სიცოცხლეს. ფეხი დავკარგე, მაგრამ მაინც გამიმართლა, ცოცხალი ვარ! მას შემდეგ, ოჯახი შევქმენი და ცხოვრებას ვაგრძელებ... ჩემს სამშობლოს თუ დასჭირდა, მის სადარაჯოზე ცალი ფეხითაც დავდგები.

ინტერვიუს შემდეგ გიორგის მეუღლესაც ვესაუბრე, რომელიც ქმრის ნაამბობს ყურადღებით უსმენდა. მან ჩემს შეკითხვაზე, - ამ გადაწყვეტილების მიღება ხომ არ გაგიჭირდა-მეთქი? - ამაყად მიპასუხა, - არა, რას ამბობთ?! ჩემი მეუღლე ხომ სამშობლოსთვის იბრძოდაო!..

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე