პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში 28 წლის ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა
ავღანეთში 28 წლის ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა

ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის დროს თვით­ნა­კეთ ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 28 წლის ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რი, 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი მუხ­რან შუკ­ვა­ნი და­ი­ღუ­პა.

ამის შე­სა­ხებ, დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე არ­სენ ცუ­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ამა­ვე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რალ­მა, 25 წლის ალექ­სან­დრე გი­თო­ლენ­დი­ამ ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი და­კარ­გა. მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა და­შა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდა­რის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და და­ღუ­პუ­ლის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დებს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა გარ­დაც­ვლი­ლი ოფიც­რის გად­მოს­ვე­ნე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოხ­დეს. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხი კა­ნო­ნით დად­გე­ნილ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს.

ხარ­ში­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს დაჭ­რი­ლი კაპ­რა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. "ეს არის რთუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას", - დას­ძი­ნა ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძემ.

უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი მუხ­რან შუკ­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ასე­ვე ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს მე­სა­მე ხა­რის­ხის უწყებ­რი­ვი მე­და­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რილ კაპ­რალს, ალექ­სან­დრე გი­თო­ლენ­დი­ას, იგი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლი­დან მსა­ხუ­რობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ავღანეთში 28 წლის ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა

ავღანეთში 28 წლის ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა

ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.

ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე არსენ ცუხიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა გარდაცვლილი ოფიცრის გადმოსვენება რაც შეიძლება მალე მოხდეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი კანონით დადგენილ სოციალურ დახმარებას მიიღებს.

ხარშილაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ასევე ყველაფერს გააკეთებს დაჭრილი კაპრალის ჯანმრთელობის მაქსიმალური რეაბილიტაციისთვის. "ეს არის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართველი სამხედროები პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას", - დასძინა ნოდარ ხარშილაძემ.

უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ასევე ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის.

რაც შეეხება დაჭრილ კაპრალს, ალექსანდრე გითოლენდიას, იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე