პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს

თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა.

გუ­შინ, თით­ქმის 20-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, ვრცელ­დე­ბო­და ვერ­სი­ე­ბი, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მი­ზე­ზი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის მხრი­დან მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა იყო, რაც სუს-მა მა­ლე­ვე უარ­ყო. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა, რომ­ლის ცო­ცხლად აყ­ვა­ნაც იგეგ­მე­ბო­და. ერთი სი­ტყვით, ვიდ­რე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებს პა­სუხს არ გას­ცე­მენ, კი­დევ უამ­რა­ვი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდე­ბა.

ერთ-ერთი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­თა შო­რის ერთ-ერთი შე­საძ­ლოა აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყოს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტორ­მა და­ვით მა­კიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. მან ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და მისი დაც­ვის წევ­რე­ბი..."

2015 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩა­ტა­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 2015 წელს და­კა­ვე­ბულ სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ყო­ფი­ლი იმა­მის, აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

"ცალ­ხე­ლა "ვერ­ბოვ­ში­კი" - ასე იხ­სე­ნი­ებს მას რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, 2016 წლის 28 ივ­ნისს, სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი, რა დრო­საც 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-ზე მეტი და­შავ­და, ჩა­ტა­ე­ვის და­გეგ­მი­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტში, სულ 8 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სწო­რედ ჩე­ჩე­ნი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყო.

ის 1980 წელს ჩეჩ­ნეთ­ში, სო­ფელ ვე­დე­ნო­ში და­ი­ბა­და. ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს ხელი და­კარ­გა. რუ­სე­თის ძა­ლოვ­ნე­ბი მას 2003 წლი­დან ეძე­ბენ, თუმ­ცა სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, ის ავ­სტრი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

2008 წელს, ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, რამ­დე­ნი­მე ჩე­ჩენ­თან ერ­თად, შვე­დე­თის ქა­ლაქ ტრე­ლე­ბორ­გში, პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და ია­რა­ღი უპო­ვა. მა­შინ ჩა­ტა­ევ­მა, ად­გი­ლობ­რივ ცი­ხე­ში წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა.

2010 წელს ჩა­ტა­ე­ვი უკ­რა­ი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რივ­მა შს სამ­სა­ხუ­რებ­მა მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში დი­ვერ­სი­უ­ლი საქ­მის ინ­სტრუქ­ცია და ასე­ვე, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი იპო­ვეს... უკ­რა­ი­ნელ ძა­ლოვ­ნებს მისი დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში, მათ შო­რის ავ­სტრი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის დო­კუ­მენ­ტში, ეჭვი შე­ე­პა­რათ.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მისი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა აკ­რძა­ლა, ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­დას­ცეს, სა­დაც მან გარ­კვე­უ­ლი დრო ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. შემ­დეგ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, და­ო­ჯახ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩა... 2011 წლის მა­ის­ში, ის თურ­ქეთ-ბულ­გა­რე­თის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. ბულ­გა­რე­თის სა­სა­მარ­თლო მისი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის პრო­ცე­დუ­რას შე­უდ­გა, თუმ­ცა შემ­დეგ სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისევ შეც­ვა­ლა...

"შემ­დეგ იყო 2012 წლის "ლო­პო­ტას ამ­ბე­ბი", რა დრო­საც ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და ბო­ე­ვი­კებს შო­რის ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი ჩა­ტა­ე­ვი და­ა­კა­ვეს... იმ კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ის­თვის, მას უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და"- წერს რუ­სუ­ლი მე­დია და დას­ძენს, რომ ჩა­ტა­ე­ვი გა­ა­მარ­თლეს.

2015 წლის აპ­რილ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის სი­რი­ა­ში გა­და­ვი­და და იმ მებ­რძო­ლებს შე­ურთდა. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩა­ტა­ე­ვი ამე­რი­კამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, - მას ISIS-სთვის, რუსი და ევ­რო­პე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის "და­ვერ­ბოვ­კე­ბა" ედე­ბო­და ბრა­ლად.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩა­ტა­ე­ვის "ან­გა­რიშ­ზე" 130-მდე ადა­მი­ა­ნია. იმავდრო­უ­ლად, ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ინ­ტერ­პო­ლის ბა­ზა­ში იყო, თუმ­ცა, შემ­დეგ ამო­ი­ღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის კვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში - მას შემ­დეგ, რაც "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს, ჩა­ტა­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­დი­ო­მუ­ქა­რა გა­მოგ­ზავ­ნა და ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში მყოფ ტუ­რის­ტებს და­ე­მუქ­რა.

ჩა­ტა­ევ­მა აუ­დი­ო­მუ­ქა­რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრს მისი მე­გობ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით თურ­ქე­თი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა და "პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი აუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი­სა და მას­თან ერ­თად ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ითხოვ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ტა­ე­ვის ულ­ტი­მა­ტუ­მი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, ეს მი­მარ­თვა შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა აუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის ISIS-თან კავ­ში­რის ერთ-ერთი მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს...

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის სი­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ა­გენ­ტო REUTERS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბო­ე­ვი­კებს" რუ­სე­თი­დან სი­რი­ა­ში გა­დას­ვლა­ში სწო­რედ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ისი­ნი მათ უცხო­ურ, ყალბ პას­პორ­ტებს აძ­ლევ­დნენ, ძვე­ლი პას­პორ­ტე­ბის მი­ხევ­დით კი, მათ ძებ­ნას გა­ნაგ­რძობ­დნენ. სწო­რედ ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­მო­ცე­მას­თან და­ღეს­ტნე­ლი ბო­ე­ვი­კი, საად შა­რა­პუ­დი­ნო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სეთ­ში მას აფეთ­ქე­ბის ბრალ­დე­ბით ეძებ­დნენ, თუმ­ცა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სი­რი­ა­ში გა­დას­ვლით უშ­ვე­ლა თავს...

ჩა­ტა­ევ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ - "კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბას". გა­ხა­რი­ას თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­წყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო გა­წე­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ.

"შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო გა­წე­უ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ი­წყეს სპე­ცო­პე­რა­ცია",- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს

რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.

გუშინ, თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს, ვრცელდებოდა ვერსიები, რომ სპეცოპერაციის გაჭიანურების მიზეზი ეჭვმიტანილების მხრიდან მძევლების აყვანა იყო, რაც სუს-მა მალევე უარყო. მეორე ვერსიით, ბინაში იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის ცოცხლად აყვანაც იგეგმებოდა. ერთი სიტყვით, ვიდრე შესაბამისი უწყებები საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხს არ გასცემენ, კიდევ უამრავი მოსაზრება გაჩნდება.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

"ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი, სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო.

ის 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში დაიბადა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხელი დაკარგა. რუსეთის ძალოვნები მას 2003 წლიდან ეძებენ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში, ის ავსტრიაში გადავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

2008 წელს, ახმედ ჩატაევი, რამდენიმე ჩეჩენთან ერთად, შვედეთის ქალაქ ტრელებორგში, პოლიციამ დააკავა და იარაღი უპოვა. მაშინ ჩატაევმა, ადგილობრივ ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა.

2010 წელს ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ადგილობრივმა შს სამსახურებმა მის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და ასევე, აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები იპოვეს... უკრაინელ ძალოვნებს მისი დოკუმენტების ნამდვილობაში, მათ შორის ავსტრიის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის დოკუმენტში, ეჭვი შეეპარათ.

ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა, ამიტომაც უკრაინელებმა ის, საქართველოს გადასცეს, სადაც მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა. შემდეგ, გაათავისუფლეს, დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა... 2011 წლის მაისში, ის თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლო მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურას შეუდგა, თუმცა შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა...

"შემდეგ იყო 2012 წლის "ლოპოტას ამბები", რა დროსაც ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ჩატაევი დააკავეს... იმ კონკრეტული დროისთვის, მას უკვე საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა"- წერს რუსული მედია და დასძენს, რომ ჩატაევი გაამართლეს.

2015 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ის სირიაში გადავიდა და იმ მებრძოლებს შეურთდა. იმავე წლის ოქტომბერში, ჩატაევი ამერიკამ განსაკუთრებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, - მას ISIS-სთვის, რუსი და ევროპელი ახალგაზრდების "დავერბოვკება" ედებოდა ბრალად.

გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია. იმავდროულად, ის გარკვეული პერიოდი ინტერპოლის ბაზაში იყო, თუმცა, შემდეგ ამოიღეს.

რაც შეეხება მის კვალს საქართველოში - მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა და ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დაემუქრა.

ჩატაევმა აუდიომუქარა საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს მისი მეგობრის საშუალებით თურქეთიდან გამოუგზავნა და "პატიმრობაში მყოფი აუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების განთავისუფლებას" ითხოვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, თუმცა, ეს მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა აუფ ბორჩაშვილის ISIS-თან კავშირის ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს...

ბოლო მონაცემებით, ის სირიაში იმყოფებოდა. სააგენტო REUTERS-ის ინფორმაციით, "ბოევიკებს" რუსეთიდან სირიაში გადასვლაში სწორედ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. ისინი მათ უცხოურ, ყალბ პასპორტებს აძლევდნენ, ძველი პასპორტების მიხევდით კი, მათ ძებნას განაგრძობდნენ. სწორედ ამის შესახებ საუბრობს გამოცემასთან დაღესტნელი ბოევიკი, საად შარაპუდინოვი, რომლის თქმითაც, რუსეთში მას აფეთქების ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა, სპეცსამსახურების დახმარებით სირიაში გადასვლით უშველა თავს...

ჩატაევთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ - "კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას". გახარიას თქმით, თავდაპირველად სპეცოპერაცია დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობა იყო გაწეული სამართალდამცველების მიმართ.

"შეიარაღებული წინააღმდეგობა იყო გაწეული და შესაბამისად, სამართალდამცველებმა დაიწყეს სპეცოპერაცია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე