სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოდან" გაძევებული ტერორისტების შეტევა მსოფლიოზე
"ისლამური სახელმწიფოდან" გაძევებული ტერორისტების  შეტევა მსოფლიოზე

სი­რი­ი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში ცდი­ლო­ბენ ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას, - სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ISIS-ის "ორ­გა­ნი­ზე­ბით" მომ­ხდა­რი ლო­კა­ლუ­რი და მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი არას­რუ­ლი სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

8 ნო­ემ­ბერს, მოს­კოვ­ში, ბეს­კუ­დ­ნი­კო­ვის რა­ი­ონ­ში, ავე­ჯის ბაზ­რო­ბას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და 200-მდე ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია დას­ჭირ­დათ. 450 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბი და­იწ­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­ვე მოს­კოვ­ში, აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ანო­ნი­მუ­რი ზა­რის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი­დან და თე­ატ­რე­ბი­დან, მხო­ლოდ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 16 000-მდე ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს.

"რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ატ­რი ბე­თჰო­ვე­ნის დარ­ბაზ­ში სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. 2800 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მოს­კო­ვის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გუმ"-იდა­ნაც გან­ხორ­ცი­ელ­და; სას­ტუმ­რო "მეტ­რო­პო­ლი" კი 2 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს...

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ტე­რო­რიზ­მის ტალ­ღა, რუ­სეთ­ში 5 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო და მას შემ­დეგ რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 1,4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მოხ­და, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ძლი­ე­რად და­არ­ტყა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად სულ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბა...

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ "სა­ტე­ლე­ფო­ნო ტე­რო­რის" ავ­ტო­რე­ბი იპოვ­ნეს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა "სა­ტე­ლე­ფო­ნო ტე­რო­რიზ­მის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი 28 წლის ალ­ბერტ აბ­რა­მო­ვი და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის თქმით, ის სტავ­რო­პო­ლის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ISIS-ის რი­გებ­ში იბ­რძო­და. შემ­დეგ იქი­დან ჩა­მო­ვი­და და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რუ­სე­თი­დან ეხ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა, თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, რომ ამ ყვე­ლაფ­რის უკან მხო­ლოდ ერთი აბ­რა­მო­ვი არ იდგა...

ISIS -ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ რუ­სეთ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა, - ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში, თით­ქმის ყო­ველ­დღე ერთი ტე­რაქ­ტი ხდე­ბო­და, - 7 ნომ­ბერს, ქა­ბულ­ში ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს და 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის თავ­დას­ხმი­სას... ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით თავ­დამ­სხმე­ლებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ფორ­მა ეც­ვათ. თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ექ­სტრე­მის­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო.

უფრო ადრე, მსოფ­ლიო შეძ­რა, აშშ-ში, ტე­ხა­სის ქა­ლაქ სა­ზერ­ლენდ სპრინგსში ბაპ­ტის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­ხდარ­მა ინ­ცინ­დეტ­მა, - სრო­ლის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ფეხ­მძი­მე ქალი და მისი სამი შვი­ლი იყ­ვნენ, - გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი 8 თვის ფეხ­მძი­მე იყო. ეკ­ლე­სი­ა­ში ის ხუთ შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა­გან 3 ასე­ვე და­ი­ღუ­პა... მთლი­ა­ნო­ბა­ში, სრო­ლის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 26 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 20 და­იჭ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის მე­ზო­ბელ რა­ი­ონ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია დამ­ნა­შა­ვის სა­ხელს ავ­რცე­ლებს. ის 26 წლის ამე­რი­კე­ლი დე­ვინ კე­ლია...

5 ნო­ემ­ბერს, სი­რი­ის აღ­მო­სავ­ლე­თით, დეირ-ეზ-ზო­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი შე­ვარ­და და თავი აი­ფეთ­ქა. ტე­რაქტს 80-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და 150 და­იჭ­რა... აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი, და­ნაღ­მუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გახ­და... ამ ფაქ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, იმა­ვე ქა­ლაქ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან, აფეთ­ქე­ბა მოხ­და, - მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იე­მენ­ში, ქა­ლაქ ადენ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას, 15 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 20 კი და­შავ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი ავ­ტო­მო­ბილ­ში აი­ფეთ­ქა, რო­დე­საც იე­მე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის შტაბ-ბი­ნას­თან ჩა­ი­ა­რა. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყო. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო, თუმ­ცა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ფე­რი წა­რუდ­გე­ნი­ათ. ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებს, რომ აფეთ­ქე­ბი­სა და შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 50 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა...

31 ოქ­ტომ­ბერს, თავ­დას­ხმა მოხ­და ნიუ-იორკში, 31 ოქ­ტომ­ბერს, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე პი­კა­პის მძღო­ლი ვე­ლო­ბი­ლიკ­ზე შე­ვარ­და და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს და­ე­ჯა­ხა. რის შემ­დე­გაც ის მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა. ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 20-ზე მეტი და­შავ­და...

მომ­ხდა­რის შე­დე­გად უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, 29 წლის სა­ი­ფუ­ლო სა­ი­პო­ვი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლად ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხარ­და­ჭე­რა ედე­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბა. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას სა­ი­პოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ იგი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ვი­დე­ოს შთა­გო­ნე­ბით მოქ­მე­დებ­და, რო­მელ­შიც დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი აბუ ბა­ქარ ალ-ბაღ­და­დი სა­უბ­რობ­და და მოქ­მე­დებ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ისლამური სახელმწიფოდან" გაძევებული ტერორისტების შეტევა მსოფლიოზე

"ისლამური სახელმწიფოდან" გაძევებული ტერორისტების  შეტევა მსოფლიოზე

სირიიდან გაძევებული ტერორისტები დანარჩენ მსოფლიოში ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, - სხვადასხვა ქვეყანაში ISIS-ის "ორგანიზებით" მომხდარი ლოკალური და მასშტაბური თავდასხმების ბოლოდროინდელი არასრული სია ასე გამოიყურება:

8 ნოემბერს, მოსკოვში, ბესკუდნიკოვის რაიონში, ავეჯის ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა და 200-მდე ადამიანის ევაკუაცია დასჭირდათ. 450 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა.

რამდენიმე დღის წინ, ასევე მოსკოვში, აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, სავაჭრო ცენტრებიდან და თეატრებიდან, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, 16 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, თეატრი ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა. 2800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო ცენტრ "გუმ"-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო "მეტროპოლი" კი 2 ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს...

სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა, რუსეთში 5 სექტემბერს დაიწყო და მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რამაც ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ძლიერად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას, რომელიც სანქციების ფონზე ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება...

დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსული სპეცსამსახურები ირწმუნებოდნენ, რომ "სატელეფონო ტერორის" ავტორები იპოვნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა "სატელეფონო ტერორიზმის" ორგანიზატორი 28 წლის ალბერტ აბრამოვი დააკავეს. უწყების თქმით, ის სტავროპოლის მოქალაქეა, რომელიც გასულ წელს ISIS-ის რიგებში იბრძოდა. შემდეგ იქიდან ჩამოვიდა და ტერორისტულ ორგანიზაციას რუსეთიდან ეხმარებოდა. თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი აბრამოვი არ იდგა...

ISIS -ის საქმიანობა, რასაკვირველია, მხოლოდ რუსეთში სატელეფონო ზარებით არ შემოფარგლულა, - ბოლო დღეების განმავლობაში, დანარჩენ მსოფლიოში, თითქმის ყოველდღე ერთი ტერაქტი ხდებოდა, - 7 ნომბერს, ქაბულში ორი ადამიანი მოკლეს და 20-ზე მეტი ადამიანი დაჭრეს კერძო ტელეკომპანიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმისას... შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით თავდამსხმელებს პოლიციელების ფორმა ეცვათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

უფრო ადრე, მსოფლიო შეძრა, აშშ-ში, ტეხასის ქალაქ საზერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარმა ინცინდეტმა, - სროლის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი იყვნენ, - გამოცემის ინფორმაციით, ქალი 8 თვის ფეხმძიმე იყო. ეკლესიაში ის ხუთ შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან 3 ასევე დაიღუპა... მთლიანობაში, სროლის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მოგვიანებით, ის მეზობელ რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია...

5 ნოემბერს, სირიის აღმოსავლეთით, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, ლტოლვილთა ბანაკში თვითმკვლელი ტერორისტი შევარდა და თავი აიფეთქა. ტერაქტს 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 150 დაიჭრა... აფეთქების მიზეზი, დანაღმული ავტომობილი გახდა... ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, იმავე ქალაქში, ადმინისტრაციის შენობასთან, აფეთქება მოხდა, - მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო...

რამდენიმე დღის წინ, იემენში, ქალაქ ადენში მომხდარ აფეთქებას, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომობილში აიფეთქა, როდესაც იემენის უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინასთან ჩაიარა. თვითმხილველის თქმით, აფეთქების შემდეგ შეტაკებები დაიწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა ამის დამადასტურებელი არაფერი წარუდგენიათ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აფეთქებისა და შეტაკებების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა...

31 ოქტომბერს, თავდასხმა მოხდა ნიუ-იორკში, 31 ოქტომბერს, მანჰეტენზე პიკაპის მძღოლი ველობილიკზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. რის შემდეგაც ის მანქანიდან გადმოვიდა და პნევმატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა...

მომხდარის შედეგად უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვი დააკავეს, რომელსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერა ედება და სიკვდილით დასჯა ემუქრება. გამომძიებლებთან საუბრისას საიპოვმა აღნიშნა, რომ იგი "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეოს შთაგონებით მოქმედებდა, რომელშიც დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი საუბრობდა და მოქმედებდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო