პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრი სიკვდილისთვის" განწირული აფხაზი ახალგაზრდობა...
"თეთრი სიკვდილისთვის" განწირული აფხაზი ახალგაზრდობა...

აფხა­ზეთ­ში, სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­ზე კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა პიკს აღ­წევს. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ნარ­კო­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­ვაც... ე.წ. შს მი­ნის­ტრი, ას­ლან კო­ბა­ხია რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებს გა­ნი­ხი­ლავს. ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნარ­კო­მა­ნი­ის სა­კი­თხი, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად კი, მო­ზარ­დი თა­ო­ბაა ჩათ­რე­უ­ლი. აფხა­ზეთ­ში ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში, სკო­ლებ­სა და სხვა ე.წ. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­და...

ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, ისი­ნი რე­ფორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, "უწყე­ბა­ში" არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზეა არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ, მან ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა, რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია, თუმ­ცა ამის­თვის მათ ნორ­მა­ლუ­რი და დრო­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.

ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე, "მი­ლი­ცი­ის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებს არა­საკ­მა­რი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სი და კად­რე­ბის სიმ­ცი­რე. "ჩვენ ვი­ღებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კრი­ტი­კას, თუმ­ცა ყვე­ლას ვთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა...-" ამ­ბობს კო­ბა­ხია. მი­სი­ვე თქმით, 2011 წელს, რუ­სე­თის ფი­ნან­სურ­მა დახ­მა­რე­ბამ მათ სულ­ზე მი­უს­როთ, თუმ­ცა ისიც გა­სა­გე­ბია, რომ ყო­ველ­თვის რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის იმედ­ზე ვერ იქ­ნე­ბი­ან.

"თუკი ჩვენ მარ­თლა გვინ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დეთ ად­გი­ლობ­რივ ფი­ნან­სებს..."- აცხა­დებს ის.

ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­ვი­და რუ­სე­თის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იგორ ზუ­ბო­ვი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც რუ­სულ აფხა­ზუ­რი ერ­თობ­ლი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის გარ­შე­მო ისა­უბ­რეს. მისი წას­ვლის შემ­დეგ, 17 აგ­ვის­ტოს, სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, რუსი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა აღ­რი­ცხეს...

ას­ლან კო­ბა­ხი­ამ რუსი "კო­ლე­გე­ბის­გან" მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­დეგ ბრძო­ლა და­ი­წყოს... მისი თქმით, აფხა­ზეთ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის 90% რუ­სე­თი­დან შე­მო­აქვთ, სა­დაც რე­გი­ონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი, წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით ვრცელ­დე­ბა.

"ნარ­კო­ტი­კე­ბი აფხა­ზეთ­ში აფხა­ზებს შე­მო­აქვთ, ისე რომ ქვე­ყა­ნა­ში არ შე­მო­დი­ან. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლად, მოს­კოვ­ში, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, სოჭ­ში და აქ არ­სე­ბუ­ლი "საყ­რდე­ნი წერ­ტი­ლე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­რცე­ლე­ბენ ნარ­კო­ტიკს..." - ამ­ბობს კო­ბა­ხია, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნას ითხოვს რათა ნაკ­რო­გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლებ­ლე­ბის აღ­რი­ცხვა მოხ­დეს...

კო­ბა­ხი­ას თქმით, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზეთ­ში 30 მსხვი­ლი ნარ­კო­დი­ლე­რი და­ა­კა­ვეს, მათი უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი სას­ჯელს ელო­დე­ბი­ან, რა­საც არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

აფხა­ზე­ბის თქმით, ეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არის, რად­გან თა­ვად არი­ან ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში და წი­ლებ­საც იღე­ბენ. "ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, მათ შო­რის ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ფუ­ლის ახა­ლი სა­კე­თე­ბე­ლია... ისი­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, აკა­ვე­ბენ ნარ­კო­დი­ლე­რებს, თუმ­ცა, შემ­დეგ ფულს იღე­ბენ და ჩუ­მად უშ­ვე­ბენ... სი­ნამ­დვი­ლე­ში, პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის გა­რე­შეც ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად არა­ვინ დას­ჯი­ლა..." - ამ­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი.

"სო­ხუ­მის ერთ-ერთი ბი­ნა­ში, ერ­თკვი­რი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, 5 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ზედ­მე­ტი დო­ზის გამო, 3 ბიჭი და ორი გო­გო­ნა... მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 22 წლის იყო. ჩვენ, აქა­უ­რებ­მა ხომ ვი­ცით, სად, რო­მელ ქუ­ჩას სტუმ­რობ­დნენ ისი­ნი, ვის კორ­პუს­თან იდ­გნენ ფუ­ლი­ა­ნი ხალ­ხის შვი­ლე­ბი. ყვე­ლამ ვი­ცით, ვინ "კვე­ბავს" ამ შხა­მით ჩვენს ახალ­გაზ­რდებს. ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი უნდა ვი­ყო­თო, გვას­წა­ლის ჩვე­ნი ხე­ლო­სუფ­ლე­ბა და თა­ვად თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი აქა­უ­რო­ბას გა­ა­რი­დეს, რომ გა­და­არ­ჩი­ნონ... ჩვენ გან­წი­რუ­ლე­ბი ვართ! ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი თა­ო­ბა "თეთ­რი სიკ­ვდი­ლის­თვის არის გან­წი­რუ­ლი" - წერს ვინ­მე "თემო გაგ­რინ­სკი".

იმა­ზე, რომ სა­სა­მარ­თლო "ცნო­ბილ სა­ხე­ებს არ ასა­მარ­თლებს" თა­ვად კო­ბა­ხი­ა­მაც ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა რო­დე­საც მათ ნარ­კო­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­უ­კა­ვე­ბი­ათ, რა­საც მათი ახ­ლობ­ლე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი და გზის გა­და­კეტ­ვა მოჰ­ყვა; ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი იყ­ვნენ... "მე ვიცი, რომ ჩვე­ნი საგ­ზაო პო­ლი­ცია უშ­ვებს ნარ­კო­ტი­კე­ბის იმ ავ­ტო­მან­ქა­ნებს, რად­გან ისი­ნი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, ან მი­ლი­ცი­ის წი­ნა­შე რე­კა­ვენ მათ­თან... ასე რომ არ იყოს, ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბა შემ­ცირ­დე­ბო­და..." - წერს კო­ბა­ხია.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრი რუ­სე­თი­დან კად­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­სა და ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­ზრდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. კო­ბა­ხი­ას თქმით, ასე­ვე ახა­ლი ცი­ხის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა ეს რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"თეთრი სიკვდილისთვის" განწირული აფხაზი ახალგაზრდობა...

"თეთრი სიკვდილისთვის" განწირული აფხაზი ახალგაზრდობა...

აფხაზეთში, საკურორტო სეზონზე კრიმინოგენული ვითარება პიკს აღწევს. უმძიმესი მდგომარეობაა ნარკოდამნაშავეებისა და მომხმარებლების მხრივაც... ე.წ. შს მინისტრი, ასლან კობახია რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების გზებს განიხილავს. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ნარკომანიის საკითხი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, კონკრეტულად კი, მოზარდი თაობაა ჩათრეული. აფხაზეთში ფეხმოკიდებულია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც ბოლო წლებში, სკოლებსა და სხვა ე.წ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასობრივად გავრცელდა...

ასლან კობახიას თქმით, ისინი რეფორმების ფარგლებში, "უწყებაში" არსებული სახელფასო დავალიანებების პრობლემის მოგვარებაზეა არიან ორიენტირებული. ამის შესახებ, მან ე.წ. საზოგადოებრივი პალატის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ხარისხიანი მუშაობა, რეგიონში უსაფრთხოების გარანტია, თუმცა ამისთვის მათ ნორმალური და დროული ანაზღაურება სჭირდებათ.

ასლან კობახიას თქმით, ტურისტულ სეზონზე, "მილიციის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ვითარებას ართულებს არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და კადრების სიმცირე. "ჩვენ ვიღებთ საზოგადოებრივ კრიტიკას, თუმცა ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ თუ რა ვითარებაში გვიწევს მუშაობა...-" ამბობს კობახია. მისივე თქმით, 2011 წელს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ მათ სულზე მიუსროთ, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ყოველთვის რუსეთის მხარდაჭერის იმედზე ვერ იქნებიან.

"თუკი ჩვენ მართლა გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, აუცილებლად დავუბრუნდეთ ადგილობრივ ფინანსებს..."- აცხადებს ის.

ასლან კობახიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში ჩამოვიდა რუსეთის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვი, რომელთან ერთადაც რუსულ აფხაზური ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის გარშემო ისაუბრეს. მისი წასვლის შემდეგ, 17 აგვისტოს, სოხუმში ჩამოვიდნენ, რუსი ექსპერტები, რომლებმაც ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკა აღრიცხეს...

ასლან კობახიამ რუსი "კოლეგებისგან" მიღებული ინფორმაციაის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნარკომანიის წინააღდეგ ბრძოლა დაიწყოს... მისი თქმით, აფხაზეთში ნარკოტიკების 90% რუსეთიდან შემოაქვთ, სადაც რეგიონში სპეციალური, წინასწარ გათვლილი სქემის მიხედვით ვრცელდება.

"ნარკოტიკები აფხაზეთში აფხაზებს შემოაქვთ, ისე რომ ქვეყანაში არ შემოდიან. რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, კონკრეტულად, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სოჭში და აქ არსებული "საყრდენი წერტილების" საშუალებით ავრცელებენ ნარკოტიკს..." - ამბობს კობახია, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს რათა ნაკროგამავრცელებლებისა და მომხმარებლებლების აღრიცხვა მოხდეს...

კობახიას თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში 30 მსხვილი ნარკოდილერი დააკავეს, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ისინი სასჯელს ელოდებიან, რასაც არასერიოზულად მიიჩნევს ადგილობრივი საზოგადოება.

აფხაზების თქმით, ეს ხელმძღვანელობა არაფრის გამკეთებელი არ არის, რადგან თავად არიან ჩართული ნარკოდანაშაულში და წილებსაც იღებენ. "ეს ყველაფერი კი, მათ შორის ხმაურიანი განცხადებები, ფულის ახალი საკეთებელია... ისინი, საზოგადოების თვალის ასახვევად, აკავებენ ნარკოდილერებს, თუმცა, შემდეგ ფულს იღებენ და ჩუმად უშვებენ... სინამდვილეში, პატარა აფხაზეთში, გამოძიების გარეშეც ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა, რეალურად არავინ დასჯილა..." - ამბობენ აფხაზები.

"სოხუმის ერთ-ერთი ბინაში, ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, 5 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს ზედმეტი დოზის გამო, 3 ბიჭი და ორი გოგონა... მათგან ყველაზე უფროსი 22 წლის იყო. ჩვენ, აქაურებმა ხომ ვიცით, სად, რომელ ქუჩას სტუმრობდნენ ისინი, ვის კორპუსთან იდგნენ ფულიანი ხალხის შვილები. ყველამ ვიცით, ვინ "კვებავს" ამ შხამით ჩვენს ახალგაზრდებს. ტოლერანტულები უნდა ვიყოთო, გვასწალის ჩვენი ხელოსუფლება და თავად თავიანთი შვილები აქაურობას გაარიდეს, რომ გადაარჩინონ... ჩვენ განწირულები ვართ! ახალგაზრდა აფხაზი თაობა "თეთრი სიკვდილისთვის არის განწირული" - წერს ვინმე "თემო გაგრინსკი".

იმაზე, რომ სასამართლო "ცნობილ სახეებს არ ასამართლებს" თავად კობახიამაც ისაუბრა. მისივე თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა როდესაც მათ ნარკოდამნაშავეები დაუკავებიათ, რასაც მათი ახლობლების მხრიდან პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა; ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები იყვნენ... "მე ვიცი, რომ ჩვენი საგზაო პოლიცია უშვებს ნარკოტიკების იმ ავტომანქანებს, რადგან ისინი გავლენიანი ადამიანების გვარებს ეუბნებიან, ან მილიციის წინაშე რეკავენ მათთან... ასე რომ არ იყოს, ეს კატასტროფული ვითარება შემცირდებოდა..." - წერს კობახია.

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი რუსეთიდან კადრების შემოყვანისა და ახალგაზრდა აფხაზი სპეციალისტების აღზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. კობახიას თქმით, ასევე ახალი ციხის აშენება იგეგმება, თუმცა ეს რამდენად იქნება გამოსავალი, ჯერჯერობით უცნობია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე